ევროლიგის მერვე ტურში „ბარსელონამ“ ბელგრადში „პარტიზანი“ 78:76 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ 29:45 წუთში 24 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 12-დან 10 საჯარიმო), 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 42-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.

აი, რას წერს ესპანური მედია შენგელიაზე.

AS: „ქართველი თამაშს წარმართავდა და საავტორო გამარჯვება მოიპოვა. მოიგო „ბარსამ“, რადგან ამ გუნდში „თოკოა“. შეიძლება შეხვედრის სხვადსხვაგვარი ანალიზი შემოგთავაზოთ, მაგრამ არცერთი არ იქნება სრულფასოვანი, თუ მას არ გამოვარჩევთ. ის ყველა კომპონენტში შთამბეჭდვი იყო. ეს შენგელიას მატჩია, რომელიც მუდამ გვემახსოვრება“.

Marca: „ტრიუმფი. შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, რაც „ბარსელონაში“ გადმოვიდა“.

კატალონიური „სპორტი“: „ვარსკვლავური შენგელიას იდილია ბელგრადში. ის პარკეტზე საუკეთესო იყო“.

„მუნდო დეპორტივო“: „შენგელიამ და კლაიბერნმა ნოკაუტში ჩააგდეს „პარტიზანი“. თორნიკე მთავარი გმირია“.

„ბარსა“ 5 მოგებით მერვე ადგილზეა და 7 ნოემბერს „რეალს“ უმასპინძლებს.

Porto
და? მერე? :))

როცა შენგელია არ იყო,დანარჩენები პარალიზებულებიი იყვნენ.მეოთხე მეოთხედის დასაწყისში,საერთოდ გაითიშნენ და რომ არა თორნიკე ქულას ვეღარ იღებდნენ.მერე ცოტა კლაიბერნიც მიეშველა,პარტიზანმაც ბევრი გააფუჭა და როგორც იქნა მოიგეს.
plus/minus statistic
+- სტატისტიკა (plus/minus statistic) არ არის მარგი ქმედების კოეფიციენტი. კოეფიციენტი არის შეფარდება. plus/minus statistic არის სხვაობა.
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა