ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ნიცა“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც კვარაცხელიამ მეტოქის დარტყმული ბურთი თავით ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა. მერე კარგი შანსი ბარკოლამ ვერ გამოიყენა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჯერ ნევეშის და ბარკოლას ნაცვლად მოედანზე ფაბიან რუისი და ლი, ცოტა ხანში კი ზაირ-ემერის და მეილიუს მაგივრად დემბელე და რამუში შეუშვა. „პარი სენ ჟერმენმა“ ზეწოლა გააძლიერა, ვიტინიას მეკარე დიუფმა არ გატანინა, დემბელეს დარტყმული მცველმა დაბლოკა, რამუშმა ვერ უწია მიზანს, ხვიჩას თავით გადაგდებულ ბურთს რამუშმა ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ დიუფის კარში მიუჩინა ადგილი და პსჟ-მ რთული გამარჯვება მოიპოვა.

პსჟ 24 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს სახლში, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ ჩაატარებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ნიცა 1:0

გოლი: რამუში (90+4)

.-ს
რა თავით აქტივობა არ ქონია, პირველი გოლი სერია ა-ში თავით არ გაიტანა? შენ გეტყობა ლოკომოტივის მერე შიგადაშიგ აკვირდებოდი.დდდდ

ძალიან იშვიათად ხდება,რომ ხვიჩამ თავით შეასრულოს საგოლე მოქმედება.წუხელ კი,საკუთარი კარიდანაც გამოიტანა და იქითა კარშიც გაატანინა.მოსკოვის ლოკომოტივში პირველად რომ გამოჩნდა,იქიდან ვუყურებ მის თამაშებს და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორივე მხარეს თავით შეასრულა,საგოლე მოქმედებები.არ ვიცი რა მიზნით დაწერა ზურამ,ეგ პოსტი,მაგრამ მე სწორედ მისი და შენი პოსტის შემდეგ გავაცნობიერე,ეს ფაქტი.

თამაშის მიწურულს,ნიცა გაძლებაზე თამაშობდა და სადღაც უნდა შემცდარიყო.ბოლომდე ვერ გაუძლო და შეცდა.
დავით 67
დღეს უმაგრესი იყო ხვიჩა!

რამაზ შენგელია არ იყო მაღალი ფეხბურთელი,ცოტა დაბალიც კი ეთქმოდა,მაგრამ საბჭოთა კავშირის ნაკრებში,კუთხურიდან ჩამოწოდების დროს,ლეონიდ ბურიაკი ახლო კუთხესთან აწვდიდა მაღალ ბურთს,მასზე შენგელია შევარდებოდა და ან კარში სჭრიდა,ან კიდევ შორეულ ძელთან გადაამისამართებდა,სადაც სხვა ფეხბურთელი კეტავდა,ფლანგს.ასე რამდენიმე გოლი აქვს ნაკრებს გატანილი.დღეს ამ ბურთს,კვარაცხელია ცოტა უფრო შიგნით დახვდა,თუმცა გოლი აქედანაც გავიდა.რატომ არ შეიძლება,საქართველოს ნაკრებმაც დაამუშავოს,მსგავსი,თუნდაც მარტივი,მაგრამ საკმაოდ შედეგიანი სტანდარტების გათამაშება?ჩვენ კუთხურებს,თითქმის ნულოვანი სარგებელი მოაქვს გუნდისათვის,ჩვენ კართან კი,უამრავ ხიფათს გვიქმნიან.ამ დროს,ბურთის ჩამწოდებელზე ბევრია დამოკიდებული,მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს,რომლებიც სტანდარტულებს ასრულებენ,საკუთარ გუნდებში და რატომ არ შეიძლება აქაც დავნერგოთ?უარეს შედეგს ნამდვილად ვერ მივიღებთ,რადგან უარესი უბრალოდ არ არსებობს,სარგებელი ნული გვაქვს.
toy
კაით რა ხალხო რას ულაიკებთ ზურას, თქვენ რა გგონია შეაქო ხვიჩა? არა დასცინა ვითომ თავში შემთხვევით მოხვდა. რა შუაშია აქ იღბლიანი თავი ბიჭმა ურთულესი მოძრაობა შეასრულა გოლის დროსაც და იმ ბურთის გამოტანის დროსაც.

მართალი ხარ,უკეთესი სტატისტიკა ექნებოდა,მაგრამ გუნდს ექნებოდა უარესი სტატისტიკა და ეგ არის მთავარი.
ლევანი
ვუყურებდი, და თვალებს ვერ დავუჯერე, იღბალი აუცილებელია წარმატებისთვის. ყოჩაღ ხვიჩა, მხოლოდ ასე თუ გავიდოდა გოლი, თორემ სხვა ყველაფერი ათიანზე გადაკეტა ნიცამ.
მალხაზ ჯობავა
მააართალი ხააარ !!!!
ზურა
ყოჩაღ კვარა,იღბლიანი თავი გქონია.
Achi
kvara Liga ertshi xoveltvis tavis prtaze ro tamashobdes da ligazec gacilebit upro uketesi statistika ekneboda darcmunebulivar
ქოჩორაშვილმა შეიძლება "სპორტინგი" დატოვოს
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] "იბერიას" დუბლი არ გამოუვიდა, "დილა" თასს მეორედ დაეპატრონა!
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ნიცას" ფანებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელები გალახეს
"ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ" - ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია
ხვიჩას სარეკორდო მოქმედება, შვება და ლუის ენრიკეს ქათინაური - "ეკიპი" მაინც თავისას ამტკიცებს
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"ნიცასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
გამოიცანით ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ნიცასთან" მატჩში
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] ბარკოლამ პსჟ-ს ფანი ჭკუიდან გადაიყვანა
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს