ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

"კვარას" პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ "ბაიერნთან" მარცხი განიცადა

"კვარას" პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ "ბაიერნთან" მარცხი განიცადა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე „ბაიერნთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმრები უკვე დებიუტში დიასმა დააწინაურა. შემდეგ დემბელემ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. თან უსმანმა ტრავმა მიიღო და ლიმ შეცვალა. მატჩი საინტერესოდ, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, პირისპირ გასულ ბარკოლას ნოიერმა არ გაატანინა, გნაბრის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ცოტა ხანში კი დიასმა დუბლი შეასრულა. კვარაცხელია დაშავდა, თუმცა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მოედანზე დაბრუნდა. მერე ხვიჩას ტა ეუხეშა, რაც მსაჯმა რეაგირების გარეშე დატოვა. პირველი ტაიმის დასასრულს დიასმა ჰაკიმი მოცელა, მაროკოელი მოედნიდან თანაგუნდელებმა გაიყვანეს, ხოლო არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა და დიასი გააძევა.

კაცნაკლული „რეკორდმაისტერი“ მეორე ტაიმში დაცვაში ჩადგა, „პარი სენ ჟერმენის“ იერიშები უხიფათო იყო, „კვარას“ დარტყმულ ბურთს ნოიერი დაეუფლა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ფაბიან რუისი და ბარკოლა ნევეშით და რამუშით შეცვალა. პარიზელებმა ზეწოლა გააძლიერეს, ნევეშმა ანგარიში შეამცირა, ზაირ-ემერიმ შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, ნევეშის თავური ოდნავ ასცდა მიზანს და საბოლოოდ 1:2.

პსჟ 9 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს სახლში „ტოტენჰემთან“ ჩაატარებს.

„ბაიერნი“ 12 ქულით "არსენალთან" ერთად ლიდერია და იმავე დღეს ლონდონში „არსენალს“ დაუპირისპირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ბაიერნი 1:2

გოლები: 0:1 დიასი (4), 0:2 დიასი (32), 1:2 ნევეში (74)

გაძევება: დიასი (45+7, ბაიერნი)

• haha

თქვენ არ ვიცი რამდენი ხანია რაც ფეხბურთს უყურებთ,მაგრამ მე 90-იანებიან მოყოლებული ვადევნებ თვალს და 2000-იანების დასაწყისში მკაცრად გააფრთხილეს მსაჯები რომ როცა, უკნიდან ვარდნა იქნებოდა და ეს იქნებოდა თამაშის წესების დარღვევით,ხშირ შემთხვევაში უნდა დასჯილიყო გაძევებით, ანუ წითელი ბარათით.ახლა ამ ვარდნას რომ შევხედოთ,უბრალოდ წესების დარღვევით კი არა,მოაგლიჯა ლამის ფეხი დიასმა და უნდა გაეგდო აბა რა უნდა ექნა?ჰაკიმს დაუმთავრა მგონი სეზონი.ცუდია როცა ეს ელემენტარული არ გესმით და თქვენ კი არა, აი ვისაც თამაში მიყავდა სილქზე, იმანაც ეგ სისულელე დააბრეხვა რომ მხოლოდ ყვითელი უნდა მისცესო.კაი ხანია უკნიდან უხეში ვარდნა ითვლება გაძევებად და ამას ვარი და გამეორებაც კი არ სჭირდება,თუ მსაჯი ამას ვერ ხედავს მაშინ უნდა შეეშვას საჯობას.

• მიხეილ სააკაშვილი

ვეთანხმები ბიძინას, რაც პსჟ-ში გადავიდა, მხოლოდ ასტონ ვილასთან მახსოვს ხვიჩას გამარჯვების მომტანი გოლი. სხვა ყველა შეხვედრას ხვიჩას გარეშეც მოგებდა პსჟ.

• რაგბის ფანი

"." - ამ სახელის პატრონი გუშინდელი მსაჯობის სამართლიან კრიტიკას ვერ იაზრებდეს, ეს არ არის გასაკვირი. რაც შეეხება რაგბის, ეს არ არის საქილიკო სპორტი. რაგბიში მოთამაშეთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ კომპონენტებში მსაჯობას ბევრად მეტი ყურადღება ექცევა. რაგბის ცინიკური ჯარიმა არ უკავშირდება მოთამაშეთა კეთილდღეობისთვის საფრთხის შექმნის კომპონენტს. გუშინდელი პსჟ-ბაიერნის მსაჯობა, სწორედ მოთამაშეთა კეთილდღეობას უქმნიდა საფრთხეს, რაც უფრო მეტად ტექნიკური გუნდისთვის არის დამაზიანებელი. ფეხბურთი მიმსაჯია. რაგბის წესების 99,9% ვიცი, მაგრამ მსაჯობას არ ვიკადრებ, რადგან წესების ცოდნა და სირბილი არ კმარა ამისთვის.

• ბიძინა ივანიშვილი

კვარაცხელია სისტემის მოთამაშეა, როცა გუნდი დაფრინავს და ანადგურებს მეტოქეებს, კვარაც კარგად თამაშობს. როცა გუნდს უჭირს და ლიდერია საჭირო, ხვიჩა როგორც წესი არაფრის მაქნისია.

• b-ს

გეტყობა ბაბუ ფეხბურთიდან ძალიან შორს ხარ.ჯერ ერთი მე არ მითქვამს რუისი და მარკინიოსი ბალასტები იქნებიან-მეთქი.კიარ იქნებიან არიან უკვე და თუ შენი აზრით არ არიან ,ეს არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთო.რაც შეეხება ხვიჩას,-ვინ მოგახსენა ,რომ ფორმაში არ არის? წინა თამაშზე გუნდიდან ყველაზე საუკეთესო შეფასება ,განა მან არ დაიმსახურა? კონკრეტულად ამ თამაშშიც არ გამოიყურებოდა სხვაზე უარესად,მიუხედავად ორჯერ ფეხებში უმძიმესი დარტყმისა.

• დ.დ.

ბოდია ! რას ბოდიალიბ შე მამამი . . . . . ! ! !

• ბოდია

დაანაბეთ თავი კვარას ნაკრებში ისწავლოს პასის მიცემა და მერე უფანეთ პსჟ-ს

• სიმართლე

ამ ბაიერნს 2 თვის უკან 9 კაცით გაუტანა პსჟ_მ გოლი და 2-0 მოუგო. თუ ფიქრობთ ბაიერნი უკეთესი გუნდია. გუნდი ფორმაში ჩადგება მერე ვნახავთ მინიმუმ 3-4 ბურთით წააგებს ბაიერნი.

რუსული ენა ვიცი და რუსულ რეპორტაჟზე გადამყავს ხოლმე.გაცილებით უკეთესად მიჰყავთ.თუ არადა შეიძლება ინგლისურზე,ან უკრაინულზე დააყენო და მხოლოდ რეპორტაჟს უყურო,სტადიონის ხმაურით და კომენტარების გარეშე.მე მაგთიზე მაქვს ტელევიზია და იქ ასეა.

პსჟ რომ შეჭამა,მაგაში მართალი ხარ,მაგრამ რას ჰქვია,გასაგდები არ იყო?ბურთი საერთოდ არ იყო იქ,სადაც მან ვარდნა შეასრულა.პირდაპირ მაკრატელი გაუკეთა ჰაკიმს,ანტონიო ინოკი მუჰამედ ალისთან ბრძოლაში რომ იყენებდა და კეტჩის ილეთების ფეხბურთში გამოყენება დასაშვებად მიგაჩნია?მსაჯმაც დახუჭა თვალები და გატარება სურდა,ისევე,როგორც ხვიჩაზე დარტყმა გაატარა,როცა ტერფში დარტყმით ჩაარტყეს ბუცი.იმის შემდეგ,ვეღარც კვარა იყო,თავის სიმაღლეზე,მეორედაც მაგრად მოხვდა და ისიც გაატარა იტალიელმა მსაჯმა.იტალიური ფეხბურთი იმიტომ ჩავარდა,რომ იქაური მსაჯები,უხეშობის წინააღმდეგ არ იბრძვიან.პირიქით,აქეზებენ კიდეც ტექნიკურ ფეხბურთელს რომ ამტვრევ,შენი ნაკრებიც ზარალდება და ზოგადად ფეხბურთიც.

მიმსაჯიაო,რომ წერ,ალბათ რაგბის მსაჯობას გულისხმობ.თუ სწორად მივხვდი და მართლაც რაგბის მსაჯობდი,იქნებ რაგბში არსებული ცინიკური ჯარიმის შესახებ გვესაუბრო?დღევანდელი ფეხბურთი,სწორედ ცინიკური ჯარიმების სამეფოდ არის გადაქცეული და მის წინააღმდეგ ბრძოლა,ჩემი აზრით,ყველაზე კარგად,რაგბში შეძლეს.ნუ დაიზარებ და იქნებ მის შესახებ გვიამბო.

არც მათ მოუკლავთ თავი.უბრალოდ უკეთეს ფორმაში არიან,პსჟზე გამარჯვებით,ბევრ რამეს ამტკიცებენ და ისედაც,ძალიან მაგარი კლუბია.მოტივაცია მათ უფრო მეტი ჰქონდათ,რადგან გამარჯვებების სარეკორდო სერიას აღწევდნენ,აქ გამარჯვებით,ეს კი მათთვის ძალიან პრესტიჟული იქნებოდა.როცა წინა წლის ტრიუმფატორს საკუთარ მოედანზე დაამარცხებ და სერიას სარეკორდომდე ამ გამარჯვებით მიიყვან,მაგაზე სასიამოვნო,რა უნდა იყოს?

იტალიური მსაჯობა!არაფერს ხედავდე და მხოლოდ ვარის მოთხოვნით გაახილო თვალები,შეიძლება?ტერფზე დარტყმით დააბიჯა კვარას და მსაჯმა არც შეამჩნია!ჰაკიმის სრულიად გამიზნული დამტვრევაც მსაჯმა გაატარა და ვარმა აიძულა,წითელი ბარათი ამოეღო.მსაჯები ფეხბურთელებს უბიძგებენ უხეშობისაკენ.რომ ხედავ, ფეხბურთელი განზრახ უხეშობს იმისათვის რომ სახიფათო შეტევა შეაჩროს,გაფრთხილებას რატომ აძლევ?გაფრთხილება იმ დროს უნდა,როცა სათამაშო სიტუაციაში თავს ვერ გააკონტროლებს მეტოქეს მტკივნეულად მოხვდება,მაგრამ როცა სრულიად გულგრილად,წინასწარ შეცნობით ან ფეხს ურტყამ,ან კიდევ ხელს ჰკრავ,მაგას ცინიკური ჯარიმა ჰქვია და რაგბშიც კი გაძევებით ისჯება.მსაჯის სინდისზე აშრაფ ჰაკიმის ტრავმა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს,აშკარად გამოჩნდა,რომ პსჟს პრობლემები აქვს დაცვაში და ძალიან მოკლებული აქვს სისწრაფეები.ეს განსაკუთრებით პრესინგის წარმოებისას ჩანდა.ზაფხულში ჩატარებულმა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატმა,ძალიან მძიმედ იმოქმედა ფეხბურთელების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციებზე.ენრიკე ცდილობს ნელნელა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან,მაგრამ ფეხბურთელები,მცირე გადატვირთვებსაც კი,ტრავმებით პასუხობენ.გამოფიტულ ორგანიზმს,რესურსები აღარ ჰკმარა და ძლივს გამოჯანმრთელებული,ისევ მომდევნო ტრავმას იღებს.კი,პატარა ბიჭებს ათამაშებს,ცდილობს მათ ხარჯზე გადაიტანონ ეს მძიმე პერიოდი.ისინიც ცდილობენ,მაგრამ ბაიერნი ბრწყინვალე ფორმაშია და დღევანდელი პსჟ,აშკარად მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი დონის მეტოქესთან საბრძოლველად.პსჟს ერთი გამაჯვებაც ეყოფა პლეი ოფში გასასვლელად და ნამდვილი ფეხბურთი,უკვე გაზაფხულზე,პლეი ოფებში დაიწყება.შეძლებს იმ დროისათვის გუნდის კონდიციების აღდგენას,ენრიკე?-ტიტულის შენარჩუნებისათვის იბრძოლებენ,ვერ შესძლებს და ევროპას ახალი ტრიუმფატორი გამოუჩნდება.პსჟს სიტუაციას ისიც ართულებს,რომ შიდა ჩემპიონატზეც მოძლიერდნენ მეტოქეები და იქაც ჰკარგავს ქულებს.შესაბამისად გაზაფხულზე,იქაც საბრძოლო ექნება,ჩემპიონთა ლიგის პარალელურად და ესეც დამატებითი დატვირთვაა.არ ვიცი,მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატები კიდევ გაგრძელდება თუ არა,მაგრამ მეეჭვება, კლუბები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ,იქ მონაწილეობას.ფეხბურთელებიც ადამიანები არიან და დასვენება მათთვისაც აუცილებელია.ფული მნიშვნელოვანია,მაგრამ ყველაფერი არ არის.პსჟს მფლობელმაც პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილა და შედეგებსაც ხედავს.აქამდე ფული არ დაუზოგავს,ოღონდ გუნდს დიდი გამარჯვება მოეპოვებინა,აშკარად ძალიან უყვარს თავისი გუნდი და არა მგონია ერთბაშად ასე ყველაფერს კიდევ შეაჭიდოს.შეეჭიდება და ისევ თვითონვე დაზარალდება. ამ წაგებით დიდი არაფერი დაშავებულა,მხოლოდ პრესტიჟული მატჩი წააგეს,შარშან ამ დროს გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყვნენ.ასე რომ თავზე ნაცარს ნურავინ წავიყრით,მაგრამ საგულისხმო პრობლემებიც გამოჩნდა და ლუის ენრიკეს მათ მოგვარებაზე ფიქრი,უკვე აქედანვე მოუწევს.

• b

ჩვენ და ვერც უცხოურ პრესას არ ეცოდინება თავს ზოგავს თუ არა, მაგრამ თუ მართლაც ასეა, უკვე საკმარისად გახურებულ სეზონზე, რა გიხარიათ და რას ამართლებთ? ბოჩოლები ხო არ ხართ?

• b

რუისი და მარკინიოსი ბალასტი ვერ იქნებიან, განსაკუთრებით პირველი. კი ბატონო ამდენი პრეტენზიები გაქვს მაგრამ მაშინ თუ სამართლიანი ხარ და სპორტული ინტერესებიდან გამოდიხარ და არა სუბიექტური პრიზმიდან, მაშინ კვარაცხელიაც უნდა ახსენო, როგორც ფორმაში არ მყოფად. ჩვენიანია, მაგრამ მაინც ეს არ ნიშნავს რომ ცუდი ადამიანები ვიქნებით ან მას გავუკეთებთ რამე უარყოფითს.

მივხვდი რომ ბაიერნის ფანი ხართ, მაგრამ დიასი მოედნის მსაჯს უნდა გაეგდო ვარის არევამდეც - ბურთზე კი არა აშკარად ჯარიმაზე ითამაშა უკნიდან (ბურთი მარჯვენა ფეხის წინ ქონდა ჰაკიმს). რათქმა უნდა ტრავმა არ ქონდა განზრახული, მაგრამ საკუთარ ნახევაზე ასე თამაშის საჭიროება საერთოდ არ იყო. კვარას ტერფზე რომ იდგა ბაიერნის მცველი, მაგაზეც წითელს აძლევენ უმეტეს შემთხვევაში, აქ კი ჯარიმაც არ დანიშნა. მსაჯიც აჭრილი იყო და ვარ -იც.

ვიტინიას სუსტი მხარეები გამოაჩინა მეორე ტაიმმა, როცა ტემპინიყო ასაწევი მისი სტილი და უნარები აშკარად შეუსაბამო იყო თამაშის საჭიროებასთა.

• საჩინო

ამ თამაშში ნათლად გამოჩნდა,რომ გუნდი დაუკომპლექტებელია.შევალიე,მარკინიოსი,რუისი, ზაირ-ემირი,რამოში,ლი----ეს არის ბალასტი.ესენი არ შეესაბამებიან პსჟ-ს კლასს და ამბიციებს.მეორე ტაიმში ,კაცნაკლულ მეტოქესთან,როცა გოლები გჭირდება ,გუნდი ასე ნელა არ უნდა მოძრაობდეს,ასეთი ტემპით არ უნდა უტევდეს.მაღალი კლასის გუნდს,უნდა შეეძლოს გახსნილ მოთამაშეს უმოკლესი გზით მიაწოდოს ბურთი და არა შემოვლით,ხუთი- ექვსი პასის მერე.ამ დროს ხომ მის წინ უკვე სივრცეები იკეტება და შეტევის ეფექტურობაც ნულდება.ვიტინია არის გუნდის ე.წ. დისპეტჩერი და მე მასთან მაქვს გარკვეული პრეტეზიები,---ის ზოგჯერ ზედმეტად პროფესორობს და ამუხრუჭებს ტემპს.პასს აძლევს სტატიურ მდგომარეობაში მყოფ პარტნიორს და აიძულებს მას დაელოდოს ბურთს(იმის ნაცვლად,რომ ხოდში მიცეს),ეს დრო კი სრულიად საკმარისია განსწავლული მოწინააღმდეგისათვის,რომ თავდაცვის ორგანიზება მოასწროს.და კიდევ----გამაღიზიანებელია ამ სტატიის სათაური.როგორ,მეტოქემ თავიდანვე კაცნაკლულმა დაიწყო თამაში?

• ზურა

ორი წაქცევის შემდეგ კვარას სირბილი უჭირდა.

• lasha

ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამ წაგებაში თუ გახსოვთ პსჟ წინა ლიგაზე ჯგუფიდან ძლივს გავიდა. ბოლო ტურამდე გაურკვეველი ქონდა გასვლის საკითხი ასე რომ მოიხოდება პლეიოფში :) როცა თამაშს არ აქვს სატურნირო დატვირთვა იმაზე თავი არ უნდა მოიკლა ბაიერნს რათქმაუნდა ბევრი რამ ქონდა დასამტკიცებელი და მაგიტომაც შეაკლეს თავი

• Dato

სტატიის ავტორი აშკაარად ვერ იტანს ბაიერნს, ძალიაან მიკერძოებული მიმოხილვა გააკეთე, დიასი არიყო გასაგდები, 1 ტაიმი ბაიერნმა შეჭამა პარიზი, სტატისტიკა მაინც ნახე 1 ტაიმის.

• gzp

არაა დუე და ვინ გაიტანს გოლს? დიდ გუნდთან თამასში ისე დეიკარგა ვიტინია კია არ მონადირე ძაღლიც ვერ იპოვიდა.

წვირტლიანი კვარაცხელია

• დდდ

პსჟ შიდა ჩემპიონატშიც ვეღარ არის დომინანტური და ძალიან ალოგიკური იქნებოდა, ასეთი მოხოდილი ბავარია რომ დაეჯაბნა... ჩვენ იმის დაჯერება გვიჭირს, კვარას რომ სწავლობენ მეტოქის მწვრთნელები და აჰა, ვისაც არ დაეზარა, მთლიანად პსჟ შეისწავლეს თავის ტაქტიკური გადაადგილებებითა და ლუის ენრიკეს ექსპერიმენტებიანად... ეგ კაცი კიდევ 700კმ -იან ველოტურებს იწყობს და ხმამაღლა ოცნებობს ბარსელონაში დაბრუნებაზე - ამის კვალობაზე კიდევაც კარგად თამაშობენ... ხვიჩა კი ძალიანაც სწორად იქცევა, თავს თუ ზოგავს, მითუმეტეს, ასეთი ბრმა-ყრუობა მსაჯობისას, - ვინც თავს არ ზოგავს, კი ამწესებენ ლაზარეთში და ნეტავი ერთი, თორნიკე შენგელია ისწავლიდეს თავის დაზოგვას და ბოლო წამებზე ტრამვების აცილებას, ნაკრებს არ ვგულისხმობ, თავისთავად... ისე, ჰაკიმიმ რა დააშავა, მაგრამ მუსიალას ცოდვა რომ დონარუმას ნაცვლად, პსჟ- ს მოეკითხა, მაგაშიც კი არის გარკვეული ლოგიკა... ვენსან კომპანი კი ნამდვილად ქებას იმსახურებს - ტიპს ვირცი ცხვირწინ ააცალა ლივერპულმა და ამან კიდევ ლივერპულის დაწუნებული ლუის დიასით პირველივე ტაიმში მოიგო თამაში. აგერ, ჰარი კეინს ხომ თითქოს არ წაუვიდა თავდასხმაში თამაში, მაგრამ ეგეთი ცენტრალური მცველი რომ მოგვცა ქართველებს, ჩვენს დაცვას ძაღლი არ დაჰყეფდა... საერთოდ, ბობოლა გუნდებს შემადგენლობა არასდროს უჭირთ, მაგრამ წარმატებას ის მწვრთნელი აღწევს, ვინც საკუთარი მოთამაშეების ყველა პლიუს-მინუსი ხუთი თითივით იცის, სწორი მიდგომით ბოლომდე გახსნაში ეხმარება და შესაბამისად მათგან მაქსიმუმს წურავს... წელს ეგეთი გუნდის შთაბეჭდილებას სწორედ ბაიერნი ტოვებს და თუ ფორმის შენარჩუნება მოახერხეს, არა მგონია, ვინმემ შეაჩეროს...

• გეგი

ხვიჩა მარცხენა ფლანგზე ბევრად პროდუქტიულია ვიდრე სხვაგან,ეს ლუის ენრიკეს უნდა ესმოდეს.ლუის დიასმა რაც დამართა ჰაკიმს მინიმუმ წითელი ბარათი იყო ეგ! აი ამ სილქნეტის კომენტატორებს კიდევ რა ეშველებათ არ ვიცი, ფეხბურთი რომ არ ესმით და თამაშის დროს სძინავთ ეგ ცალკე უბედურებაა. ტიპს მყესები დაწყვიტა და ეს ვითომ კმენტატორი ამბობს ყვითელი ბარათიაო. სილკზე ხომ დამბლოკეს ამ ვითომ კომენტატორებზე რომ ვუწერდი უარყოფითს, აგერ აქ დავწერ და წაიკითხონ რომ გარტყმაში არ არიან, საერთოდ ნუ მიყავთ მასეთ მძინარეებს თამაშები!

• რაგბის ფანი

ყური დამიგდეთ ტიკტოკ თაობის "დისლაიქებო"! მე პირადად მიმსაჯია რეგიონის თამაშები და ზუსტად ვიცი მსაჯის მანიპულაციები. ასე რომ, თქვენს კლავიატურას მიხედეთ. მსაჯი იძლეოდა უხეშობის საშუალებას, რაც ტექნიკური გუნდის არასპორტული განეიტრალების დამატებითი საშუალებაა.

• გიგო პაპა

აბსოლუტურად არაპროდუქტიულია ხვიჩა როგორც ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზე. ეს ენრიკეც ჯიუტად აყენებს ბარკოლას მარცხენა ფლანგზე. უკვე დაღლილი იყო ხვიჩა როცა თავის ადგილას გადმოვიდა და ვეღარ იყო ეფექტური. თანაც ეს მენდეში ებლანდებოდა ერთავად ფეხებში. ზაბარნისა და ჰაკიმის გარდა ყველა გასაყრელია, ძალიან ნელა გადადიან შეტევაში. რაც უფრო მალე გაუშვებენ მარკინიოსს არაბეთში, მით უკეთესი. რომ არა წითელი ბარათი, გერმანელები ალბათ კიდევ 3 ბურთს გაუტანენ. გრძელ პასებს არ ან ვერ აკეთებს ვიტინია და სანამ ეგენი ღოღვით შეტევაში გადავლენ, მოწინააღმდეგე ასწრებს დაცვის დალაგებას. უკვე ნიცასთან ეტყობოდა გუნდს, რომ წელს გაუჭირდებათ თუ სისწრაფეებს არ მოუმატეს.

• Geo

psj baernma dajabna. Tamashi saertod gaufuchda psjes

• რაგბის ფანს

გეტყობა რაგბის ფანი რომ ხარ

• კვარაცივია

0 ან მინუს ერთი, როგორც ფერმერთ ლიგა ერთში

• რაგბის ფანი

მსაჯი ცდილობდა პსჟ-ის მოთამაშეების დამტვრევას.

რა შეიცვალა პსჟ-ის თამაშში 3 თვის შემდეგ? - ჩემპიონთა ლიგის PREVIEW

აზაროვს "შახტარიდან" წასვლა უნდა - რას წერენ უკრაინელები ქართველის შესახებ

"კვარა" "ტოტენჰემს" თავიდანვე შეუტევს - ორი საკითხი გადასაწყვეტია

"დერბიში გამარჯვება უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს" - პულიშიჩი "ინტერის" დამარცხების შემდეგ

მოლაპარაკებები დაწყებულია - ლევანდოვსკი შესაძლოა, თურქულ გუნდში გადაბარგდეს

Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!

მესი პუშკაშს გაუთანაბრდა - ლეგენდარული არგენტინელი მორიგ რეკორდთან ერთ ნაბიჯშია

ერიკ გარსია "ბარსელონასთან" კონტრაქტს გააგრძელებს

ალექსანდერ ისაკმა ანტირეკორდი დაამყარა

"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა

"ფეხბურთელის სურვილით "რეალთან" მოლაპარაკებები შეჩერებულია - ვინისიუსმა შესაძლოა, "სამეფო კლუბი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვოს

"ბოდიშს ვიხდი, ეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ შევაფასე" - კარაგერმა ებერეჩი ეზეზე ისაუბრა

[VIDEO] გოლი და სამი საგოლე პასი - მესის შოუ პლეი-ოფში

[VIDEO] მამუკელაშვილმა ძირითად ხუთეულში დაიწყო - "ტორონტომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო

შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული

იური ტაბატაძე ნაადრევად შეცვალეს - "კადისი" სახლში დამარცხდა

[VIDEO] რას აკეთებს?! - 40 წლის რონალდოს ფანტასტიკური მაკრატელა გოლი

[VIDEO] ეზეს ჰეთ-თრიქი - "არსენალმა" ჩრდილოლონდონურ დერბიში "ტოტენჰემი" გაანადგურა

[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში - "მეცი" "ბრესტთან" დამარცხდა

[VIDEO] წიტაიშვილმა ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა

რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა

[VIDEO] კიტეიშვილის ეფექტური გოლი და მაღალი შეფასებები!

"მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით" - ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ

ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა

"ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

რა შეიცვალა პსჟ-ის თამაშში 3 თვის შემდეგ? - ჩემპიონთა ლიგის PREVIEW

[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი - პსჟ-მ გაიმარჯვა და ლიდერია

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?

UEFA-მ ლუის დიასს მძიმე განაჩენი გამოუტანა - კოლუმბიელს ჰაკიმისთან უხეშობის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მისცეს

[VIDEO] "შეუჩერებელია" - პსჟ-მა ვარჯიშიდან კვარაცხელიას ულამაზესი გოლის ვიდეო გამოაქვეყნა

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

"კვარა" "ტოტენჰემს" თავიდანვე შეუტევს - ორი საკითხი გადასაწყვეტია

"მათი ბოლომდე მჯერა" - ენრიკემ ზაბარნი და შევალიე დაიცვა

"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ

Foot-sur7.fr: პსჟ ზაბარნის გაშვებაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში იფიქრებს

"დიასი პსჟ-სთან წითელ ბარათს არ იმსახურებდა" - ტონი კროოსი

"ლივერპულმა" პსჟ-ს შემტევში 160 მილიონის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა