საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნოემბრის შეხვედრებამდე პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი: "დიდ წარმატებას მივაღწიეთ, შემდეგ ასე გაგრძელება რთულია და ამას ველოდით. რთულია, დიდი წვეულების შემდეგ ყოველდღიურობას დაუბრუნდე. თაობათა ცვლა გვაქვს, წავიდნენ გველესიანი და კვირკველია, კაშიას ასაკი მოემატა. დაცვაში კარგი ახალგაზრდები გვყავს. ნაკრების გარემოს ადრევე უნდა შეეჩვიო და ნარიმანიძე აქ ამიტომაცაა. სიგუას ახლა კარგი პერიოდი აქვს, მის მწვრთნელს ვესაუბრე.

მეორე ადგილის თეორიული შანსი გვაქვს. რთული პერიოდი გამოცდილებაა, ჩვენ ახლა შენების პროცესში ვართ და ამას გავაგრძელებთ. თუ გამოვა, ძალიან კარგი. როცა სამმცველიან ტაქტიკაზე გადავედით, ცუდად წავაგეთ, მაგრამ სულ მჯეროდა, ეს გაამართლებდა. პირველი წელი კარგი არც ლუის ენრიკეს ჰქონია.

ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია კონცენტრაცია, აგრესია და სხვა ფაქტორები. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტ წარმატებას რომ მივაღწიოთ კუთხურებზე საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ სტანდარტულების დროს ტაქტიკა არ შეგვიცვლია, აქედან გამომდინარე პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ დამოკიდებულებაშია. როცა გველესიანი, კვირკველია და მაღალი ფეხბურთელები წავიდნენ, პრობლემა გამოჩნდა და ამ საკითხზე მეტად უნდა ვიმუშაოთ

ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი სტანდარტულებისთვისაც გვჭირდება და სხვა რამეებისთვისაც, მაგრამ ფედერაცია ინგლისურ კლუბებს ვერ შეეჯიბრება. 6 თვის წინ სტანდარტულების დროს ჩვენ პრობლემებზე არავის საუბრობდა, პირიქით, გაკვირვებულები იყვნენ.

აზაროვი "შახტარში" სკამზე იყო და თვეში საშუალოდ ერთ თამაშს თამაშობს, რაც შემდეგ ფიზიკურად საკმარისი არაა იმ დავალებებისთვის, რასაც მისგან ვითხოვთ. დვალმა ესპანეთის ნაკრებთან ცუდი თამაშის შემდეგ ჩემი დავალებები კარგად ვერ მიიღო. ის ძალიან მიყვარს, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და დაბრუნდეს. ლაშა ძალიან კარგი იყო საბერძნეთთან და შემდეგაც და ერთ-ერთია იმათგანია, ვინც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძველებურ ფორმაში აღარაა.

გვინდა, გოჩოლეიშვილს მეტი დრო მივცეთ. მარჯვნივ უკეთესია, მაგრამ მარცხნივ იმათზე კარგია, რომლებიც მარცხენა ფეხით თამაშობენ."

ალექსანდრე იაშვილი: "მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, მწვრთნელი როგორ მუშაობს. რთული მატჩები ყოველთვის არსებობს, სანიოლი ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო მწვრთნელია. ფაქტია, ის ემოცია, რაც გვქონდა, ბოლო მატჩებში არ ყოფილა. გვჯერა, ამას ვილისთან ერთად გამოვასწორებთ, იგი მომავალ წელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იქნება."

სვანსკი
ქვემოთ რაც წერია წითლად მხოლოდ ეგ მემეტება ფედერაციისთვის
აკაკი
ფედერაციას სანიოლთან ერთად უნდა გავაბრძანოთ,მათ დამატებული ფიზიკურად სუსტი და ნაკრებს ტვირთად აკიდებული ფეხბურთელები მსაჯი ფიზიკურად,რომ შენზე ძლიერი იქნება რაზეა ლაპარაკი
Გგგ
Ხალხმო, დამიჯერეთ, სამწუხაროდ ზემო-ზემოთ წყდება ყველაფერი, ვერც ევროპაზე გახვალ და ვერც ვერსად თუ არ დაგრთეს ნება, როგორც მაკედონიასთან წავაგეთ (ვითომ-ვითომ) ეგრე მოუგეთ საბერძნეთს( ესეც ვითომ) და ისე მოუგეთ კიდევ პორტუგალიას, ვინმეს ჯერავს რომპირტუგალიას მომგები ვართ, თუნდაც 10 თამაშიდან რომელიმესი?? Აკიდეს კვარას კორონა (ვითომ) და ხურდაში მიაყოლეს საწყალი შენგელია 😏, მაყურებელი ძალით არ შეუშვეს, გარეთ ვიდექით, რა მნიშვნელობა ქონდა, უფრო მჭიდროთ ვიდექით ვიდრე ვიჯდებოდით, კარგით რაა, სამწუხაროდ დღევანდელი ფეხბურთი ასეთიაა (((
ჯუსიფრუტ
კარგი გადაწყვეტილებაა! თაობათა ცვლა გარდაუვალია ამას რომ დაუმატოთ მწვრთნელის შეცვლა ქაოსი იქნება. უნდა დავაცადოთ ვილის მუშაობა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მის მიერ აწეული თამასაა და კიდევ უნდა მიეცეს შანსი, მანაც უნდა დაძლიოს, თუ არა მაშინ საჭირო გახდება ახალი მწვრთნელის შერჩევა მიუხედავად სანიოლის უდიდესი პატივისცემისა. ეს თავიდანვე გამოჩნდება ერთა თასზეც და შესარჩევის მატჩებისას. სანიოლს მოთხოვო მსოფლიოზე რატომ ვერ გახვედიოს უბრალოდ უვიცობა და დაუნახაობაა. ერთადერთი რაც მის შეცდომად მიმაჩნია ერთა ლიგაზე ალბანეთთან სახლში წაგებული მატჩია. ისიც სულელური წნეხით ჟურნალისტებისაგან ეგენი წერდნენ ყველაზე მეტად თაქტიკის შეცვლაზე და შეტევით პოტენციალზე. მას შემდეგ არ ამოუღიათ ხმა მაგ თემაზე "დაცვიდან რატომ ვთამაშობთო".

ცუდი რა შემთხვევაში იქნებოდა?
ხვიჩა
სანიოლი კარგი მწვრთნელია, მაგრამ მან რაც იცოდა უკვე ასწავლა ნაკრებს და ახალს ვერაფერს დაუმატებს. ნაკრებს სჭირდება უფრო მეტის სეძენა, განვითარება. ახალი მწვრთნელი ნიშნავს ახალ ხედვას, ახალ მიდგომას. განვითარება ცვლილებებშია. ეს ფეხბურთსაც ეხება, მარტო პოლიტიკას კი არა!
lasha
რატომ არავინ დასუვა ამ სანიოლს კითხვა თურქეთთან გასვლაზე. ცენტრში რატომ ეყენა მხოლოდ 3 ნახევარმცველი და 3 მოთამაშე თავდასხმაში გაამწესა? ვინმე დამისახელებს გუნდს რომელიც ასეთი ტაქტიკით თამაშობს? სად გინახავთ 3 კაცის ამარა დატოვებული ნახევარდაცვა? ყველაფერს დაცვას ნუ აბრალებთ. 4 გაშვებული გოლი დაცვის ბრალი კი არ იყო. არამედ იმის რომ ნაკრებს ფაქტობრივად არ ყავდა ნახევარდაცვა. სრულად იყო მორღვეული. ამიოტმაც ვერ მიდიოდა ბურთი მიქაუტაძემდე. ამიოტმაც თურქები უპრობლემოდ მოდიოდენ ჩვენს საჯარიმომდე. დავიჯერო ამ დონის სპეციალისტმა. ბაირნში და საფრანგეთის ნარკებ გამოვლილმა. არ უნდა იცოდეს, რომ თანამედროვე ფეხბურთში, სწორედ ნახევარდაცვაა მთავარი და გადამწყვეტი?! რატომ არ ათამაშა გაგნიძე და ლომინაძე? ენრიკე პსჟ-ში კვარას უკან წევს. ლამის დაცვის დახმარებას ავალებს. და ეს უფრო გულადია პირდაპირ ფორვარდად რო გაამწესა? ნუ არ ვიცი. მე პირადად სხვა აზრები მიჩნდება ამ თამაშშე. შეგნებულად გაიყვანა ეს შემადგენლობა და ეს ტაქტიკა. დასკვნები თქვენთვის მომინდვია
ეხაა
ნორმალური მწვრთნელი საერთოდ განსხვავებულ შემადგენლობას გამოიძახებდა …ოკ მეკარეები ესენი დაცვაში კი იქნებოდნენ :გოჩოლა ხარებაშვილი ლაცაბიძე,გადრანი, გოგლიჩიძე ნარიმანიძე ლოჩო ( შეიძლებოდა გაფართოებულ სიაში ტაბიძე და დვალიც)აზაროვი მამაცაშვილი ან ტაბატაძე ნახევარდაცვა ზუკა კიტე ლომინაძე გაგნიძეები აბუ წიტა სიგუა ქოჩორა თავდახსმა კვარა მიქა ბუდუ ტაბატაძე კვერნაძე გულიაშვილი და გათართოებულ სიაში წასახალისებად მორჩილაძეს და ბასილაძეს …კი მართალი ბევრნი გამოდის მაგრამ მთავარია ერთმანეთთან შეწყობა ზოგიერთ ახალგაზრდულს დაუთმობდნენ შეკრების შემდეგ ვინც არ არის საკმარის კონდიციებში დარჩება განაცხადს მიღმა ( ბოდიში ვინც გამომრჩა ჩაკვე ხვადაგიანი ტრამვირებულია ოდიშარია ახლა ბრუნდება ტრამვიდან)ხოლო ძირითადს ვიმოერებ ამ არაფრის მომცემ თამაშში რომ მომავლისთვის მიეჩვიონ და საერთოდაც კვარა იმსახურებს იმას რომ მის ირგვლივ აშენდეს გუნდი და ვისთანაც მიჩვეულია ბავშვობიდან თამაშს ისინი უნდა იყვნენ გვერდში მოვიდა უკვე მათი დრო …1 . მამარდა 2 . გოჩო 3 ნარიმანიძე.4 .ლოჩო. ( მხოლოდ გამოცდილების გამო ) 5. გოგლიჩიძე 6 . აზაროვი. მათ წინ ბურთის ამომტანად 7. ლომინაძე.8. კიტე.9. ან ქოჩორა ან ზუკა 10 კვარა.11.მიქა. ბულგარეთთან და ეგეთ ნაკრებებთან 1.მამარდა.2 გოჩო. 3. გოგლიჩ.4. ნარიმანიძე.5 აზაროვი.6 ლომინაძე 7.ქოჩორა 8კიტე 9 ზუკა 10. კვარა.11მიქა …ესენი უნდა იყვნენ 1-2 წელიწადი ძირითადი აქ ბევრი ლავირება შეიძლება წიტათი ბუდუთი გაგნიძეებით ფლანგები და საყრდენი ზონა ხშირად უნდა იცვლებოდეს ასევე თავდახსმა და არ უნდა უცდიდე 85 წუთამდის …როდესაც გყავს ამდენი ერთნაირი დონის ფეხბურთელი თან ჩაკვეც მალე ბრუნდება ეგებ საზონოვიც ოდიშარიაც ძაან ნიჭიერი ბიჭია გუნდი აქვს უეჭველი შესაცვლელი და გაინძერით აგენტებო ასევე სალია უნდა წამოგვეწიოს ეგებ პარკაძემ დაქამბეკოს ასევე მოდიან ბართიშვილი და უმცროსი კვარა რაც იმას ნიშნავს რომ მალე 4-5 მაღალი დონის კი არა 10-15 გვეყოლება თანაც ეს ახალგაზრდები ნაკრებში 3-4 თამაშს( თუნდაც წავაგოთ მაგრამ არ მგონია ესპანეთის გარდა) სტაბილურად რომ ჩაატერებენ ყველა უკეთეს კლუბებში წავლენ და ეს იქნება გუნდის აშენება და არა ის რასაც სანიოლი აკეთებს არ შედვა მისი კაშია-კაკაბაძის დაცვით ყველას მადლობა მაგრამ არც ლოჩო და დვალი არის თანამედროვე მცველები …ესენი უნდა ჩანაცვლდეს საზონოვით ლაცაბიძით გოგლიჩიძე ხვადაგინი ნარიმანიძე არიან ახალგაზრდები ვისაც უნდა გარისკო და ენდო გადრანი ასაკის მიუხედავად უფრო თანამედტოვე მცველია ვიდრე ზემოდ ჩამოთვლილნი ( ახალგაზრდებს არ ვგულიხსმობ რა თქმა უნდა ) დაცვას ჭირდება ბიძაო და აი გრანდებთან თამაშის დროს შეიძლება ხან ლოჩოს ან გადრანის ასევე ასაკის მიუხედავად არის კიდევ კარგი მცველი ( ცუდ კლუბში არც სლოვანი წყვეტს ვარსკვლავებს ) თოლორდავა … მოკარნახე მცველებიც მოიძებნება …თოლორდავას და გადრანს არც ართმევა ეშლებათ პირველი პასიც კარგი აქვთ ბურთის ამოტანაც შეუძლიათ მაგრამ ჩვენთან მოდაში დარჭობილი მცველების ( სავარჯიშო მანიკენების ) მოდაა …იაშკააა ნუ ახურებთ რააა მიეცით მაგ იღბალა ოროსანს ფული და გაუშვით სახლში …თქვე იჯახაშენებულებო მაგაზე უკეთესი მწვრთნელი სახლში გყავთ სვანაძე ვინც ბევრად უკეთესი შედეგები დადო და ბევრად მაგარი გუნდები დაამარცხა ორი ევროპა ითამაშა ერთზე სასწაულ ჯგუფიდან გავიდა ჯგუფში ჩატოვა ნიდერლანდები ნახეთ რა მათი სოსტავი გრავენბერხი მატსენი ბრობბი ვან დე ვენი ზირკზეე სამერვილი ტეილორი ხარტმანი ვან ხეკკე ვარბრიუგენი ….ასევე ბელგიაც ვისაც ყავდა ოპენდა დე კეტელარე დე კიუპერ დე ვინტერი ხოლო პორტუგალიას კი მოუგო სადაც იყვნენ პედრუ ნეტუ ჟოაო ნევეში ფრანს კონსეისაო ფაბიო სილვა ნუნუ ტავარეშ … აძახებენ სვანაძეს ისრაელთან წაგებას მიგეცათ კვარა და მიქაუტაძე იმ ნაკრებისთვის როდესაც იყო ამის შანსი მაგრამ ესეც თქვენი და სანიოლის ბრალია შოტლანდიასთან არაფრის მომცემი თამაში დააყენეთ პრორაგატივად სადაც მაინც დაგსაჯად ბუნებამაც მსაჯმაც და მაინც წააგეთ და ისრაელსაც მოუგებდნენ და ეგებ ფინალშიც გავიდოდა იმ ინგლისისთვის მონაგები ქონდა ნაკრებს 3:2 3:0საც იგებდა იმ თამაშს პლიუს ოლიმპიადასაც ვითამაშებდით …შემდეგ იყო ჯგუფიდან გასცლა სადაც შვედეთი ჩატოვეს თავის ბერგვალით და სვენსონით ხორვატებსაც ასიამოვნეს მიაყოლეს სერბეთი და პოლონეთიც აი იმ უძლიერეს საფრანგეთთან ცოტა იღბალიც და ისევ გავიდოდნენ ჯგუფიდან …როდესაც ეგეთი მწვრთნელი გვყავს თან ნაკრების 80% მისი ბიჭებია რა ოხრობად გვინდა ეგ სანიოლი …ოკ გაგვახარა ვითომ მაგან დადვა შედეგი ოკ ჩავთვალოდ რომ მისი დამსახურებაა ( სადღაც 5-10 პროცენტი უბრალოდ იღბალაა) მივცეთ კომპენსაცია ქუჩას დავარქვათ მისი სახელი ოკ თუ გინდათ ძეგლი ან ბიუსტი დაუდგით დანიშნეთ საპატიო მენეჯერ-მრჩევლად ნაკრებში ( სვანა ცალყურში გაატარე) მაგრამ მწვრთნელობას მოაშორეთ სანამ არ დაუღუპია ეგ მაგარი თაოებები …
თფუუუ შენი
იაშკა ნუ შეგვაძულებ შენც ბოლიმდის თავს ….რისი მწვრთნელი ეგ არის გელაშვილი არ გამოიძახა როდესაც დეფიციტია და კაშია ნაკრებშია …კაშო არ გრცხვენია როდესაც ივას ან ლაცაბიძეს და კიდევ სხვების ადგილს იკავებ …იაშკა ეგ რა მწვრთნელია როდესაც ბოლო თამაშებში 11დან 8 ფეხბურთელი არ ათამაშა თავიანთ საუკეთესო პოზიციებზე …ან მერამდენე წელია ვერ უპოვნა ადგილი ნაკრებში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს დავითაშვილს არადა რამდენჯერაც მიეცა შანსი დაგლიჯა მაგრამ შემდეგ მაინც სკამზე ზის …აზაროვზე მანამდის არაბიძეზე და რავი რამდენი ფეხბურთელი დაჩაგრა უსამართლოდ და უეჭველი გააგრძელებს კიდევ…ასე რომ სანამ დროა გაუშვით თუ კომპენსაციის გადახდაზეა საქმე თქვით და ჩვენ ავკრეფთ მაგ ფულს პრინციპში ისედაც ჩვენ ფულზე ზიხართ მანდ ყველა …!!!
Lelo
Დანიშნოს სვანაძე რას უწუნებენ. Იცის მან სწორედ მუშაობა რამდენი გუნდი გააკეთა ახალგაზრდული სვანაძე ეს მის ცოდნაზე მეტყველებს.
Საქართველო საქართველო
Არის ფეხბურთში მომენტი რომ ცვლილება აუცილებელია ამ შემთხვევაში მწვრთნელია შესაცვლელი რადგან ამოწურული სანიოლი რესურსიიი. Დიდი მწვრთნელები ამას თავისით აკეთებენ და არ ესირცხვილებათ ეს, ბევრი მაგალითია ამის სანიოლზე მილიონჯერ უმაგრესი მწვრთნელები გაუშვია და რა გახდა ამ კაცის გაშვება. Ჩვენ უმადურები არ ვართ რაც შრომა გაწია დიდი მადლობა დიდი 100-ჯერ მადლობა მაგრამ ახლა სწორედ ის დროა ნაკრები იმსახურებს ბევრად კარგ მწვრთნელს ყველანაირად და შეძლების დაგვარად განსწავლული რომელიც გუნდს და ძალიან კარგ შემადგენლობას წინ წაუძღვება მოკლედ რო ვთქვა გუნდის სხვა სიმაღლეებზე გადამყვანი და მშენებელი, მომუშავე, ცვლებების რო არ შეშინდება ასეთი მწვრთნელი ჭირდება საქართველოს ნაკრებს დღეს და ძალიან მაგრად ათამაშდებიან ამ გუნდს ძალიან ბევრი შეუძლია ეს კარგად ჩანს.
გიო თბ
შეილება არ მოგწონდეს მაგრამ საუკეთესო შედეგი აქვს ისტორიაში და სირცხვილი როგორაა?
თენგო
კობიაშვილი უნდა წავიდეს და შემდეგ მიყვეს სანიოლიც
Geo
vili, federaciav… tqven espaneti isev gachmeven elerdjs espanurad! Mere midit da sublimacia chautaret ertmanets!
არჩილი
რას გაძლევთ უკან ესეთს რომ ვერ ელევით ფედერაცია? სირცხვიალია ამ თაობასთან ამ დონის მწვრთნელი. მადლობა მას, მაგრამ წინ მეტია!
რაგბის ფანი
ქართველებო, რა შევცოდეთ ასეთი?
SOS
ეს თვითმარქვია “მწვრთნელი”. კიდე თავს რო გვამადლის 👿👿👿
იური მოდის, დაიჩოქე იამალ
ისე წერ, 10 მატჩიდან 7 მოგებაო, თითქოს სულ ბრაზილია-არგენტინებს გადავურბინეთ. )) სირცხვილია სომხეთ-ტაილანდ-მონღოლებთან თამაშების გახსენებაც კი.... 5 წელიწადში 2 ნორმალურ ქვეყანასაც ვერ მოვუგეთ. რა შედეგებზეა საერთოდ ლაპარაკი? კატასტროფული მაჩვენებელი გვაქვს ევრორეიტინგში და ხმა არავის აქვს ამოსაღები!
თაზო ქუთაისელი
ამ უშნო პადხალიმობას არ ეშვებიან რა! სანიოლი კი არა იმხელა მწვრთნელები ტოვებდნენ კლუბებს, როცა საჭირო ხდებოდა მათი წასვლა !
ქუთაისელი
ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვსო - ეს რა თქვა სანიოლმა? ნაპოლეონი საფლავში ტრიალებს!
ამატაკი
ეს ყველაფერი საუკუნის წინ ხომ არ იყო, რომ არ გვახსოვდეს. 11/11/2021 წელს შედგა წინა მსოფლიოს შესარჩევის შვედეთთან მატჩი, ტურნირის მხრივ აზრსმოკლებულ მატჩში საქართველომ 2-0 დაამარცხა მეტოქე. ამ მატჩამდე ვილის ნაკრები ვაისის ნაკრებიდან დიდად არ განსხვავდებოდა, ოთხი მცველით და ანალოგიური შედეგით(ჯგუფში ბოლოდან მეორე). როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, სწორედ შვედეთთან მატჩში გადადგა სანიოლმა ნაბიჯი, როგორიც დიდ მწვრთნელებს შეჰფერის. თითქოს არცთუ რევოლუციურმა ნაბიჯმა კარდინალურად გარდაქმნა ნაკრების თამაში. სამი ცენტრალური მცველით ტაქტიკური სქემა იდეალურად მოირგო იმდროინდელმა შემადგენლობამ. შედეგებმაც არ დააყოვნა და მომდევნო 10 მატჩიდან 7 მოგება ორი ფრე. სამწუხაროდ ეს ფაქტი იქცა ერთადერთ პოზიტივად, მწვრთნელის მიერ ნაკრების თამაშზე რეალური ზემოქმედების თვალსაზრისით. რაც შეეხება ნაკრების აღმასვლას, სიმართლე არის ის, რომ ძირითად პოზიციებზე წამოვიდა ერთერთი გამორჩეული თაობა, ალბათ სრულიად ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ჩვენნაირი ზომის ქვეყნისათვის ეს ყოველთვის ასე არ იქნება და ამის ვინმეზე მიწერა სრული აბსურდია. დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, მხოლოდ ხორვატია უნდა იყოს ქვეყანა, რომელსაც ჩვენზე ღირებული შემადგელობა ჰყავს. ჩვენი ნაკრები (197 მლნ) უსწრებს ფეხბურთის მხრივ მნიშვნელოვან ქვეყნებს, რომლების შესარჩევის ჯგუფებიდან გასვლისათვის იბრძვიან: უნგრეთი (185მლნ), უელსი (178მლნ), ჩეხეთი (152 მლნ), სლოვენია (165 მლნ) , სლოვაკეთი (140 მლნ), პოლონეთი (172 მლნ). ბევრად ვუსწრებთ ბოსნია, ფინეთს, რუმინეთს, კოსოვოს. ამას იმიტომაც ვწერ, რომ თუ რატომ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ სწორედ ეხლა შეძლოს ამ ნაკრებმა შესარჩევის ჯგუფებიდან გასვლისათვის რეალური ბრძოლა. ასეთი თაობა ჩვენ ყოველთვის არ გვეყოლება, ამიტომაც სწორედ ეხლა გვინდა ხელშესახები წარმატება.ამის მაგივრად გვაქვს აშკარა რეგრესი. თითქოს თაობათა ცვლას ბრალდება. არადა ვინც მეტად ღირებულს ხდის ამ ნაკრებს (ძირითად 4-5 ფეხბურთელი) ზუსტადაც რომ იმ ასაკისანი არიან , როცა ფეხბურთელი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს. არის პრობლემები დაცვის ხაზში და ნახევარდაცვაშიც, მაგრამ გვაქვს არცთუ ურიგო რესურსი 19-21 წლამდელთა ნაკრებებიდან. რათქმაუნდა გარკვეულ სამუშაოს (ალბათ არცთუ ცოტას) არსებული სამწვრთნელო შტაბი ახორციელებს. მაგრამ ეს სავსებით არ აღმოჩნდა საკმარისი. ცხადზე უცხადესია, რომ სანიოლი ამ ნაკრებს მაღალი დონის, თანამედროვე ფეხბურთს ვერ ათამაშებს, დრო კი არ ითმენს. ნუ გაწირავთ ამ ნიჭიერ თაობას იმ საცოდაობისთვის, რასაც ამ ბოლო თამაშებში ვუყურებთ. თუ არაფერს ცვლით და სასიკეთო შედეგიც არ დადგა,გეყოთ იმის ვაჟკაცობა მაინც, რომ ამ ბიჭებს არ დაუპიროთ ჯოხის გადატეხვა. .
rembo
ალექსანდრე იაშვილი: "მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, მწვრთნელი როგორ მუშაობს. რთული მატჩები ყოველთვის არსებობს, სანიოლი ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო მწვრთნელია. ფაქტია, ის ემოცია, რაც გვქონდა, ბოლო მატჩებში არ ყოფილა. გვჯერა, ამას ვილისთან ერთად გამოვასწორებთ, იგი მომავალ წელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იქნება." es normaluria tu chven gvtvlis aranormalurebad ?erti shen xar sauketeso qartveli fexburteli da meore egaa sauketeso mwvrtneli . amis da xizanishvilis daenebuli nakrebi da +sanioli ra unda ikos ?
პაატა
ან სანიოლი რეებს ბოდავს და ზედ კიდევ ეს გაუნათლებელი:((( ამათი საქმე ისეა, ბრმა რომ ბრმას დააკვირდება… ამათ ხელში რა განვითარებაზეა საუბარი?!:((( კორუფციის ჭაობია ქართულ ფწხბურთში, ევროპის საკლუბო რეიტინგში 53-ზე ვართ, (აზერბაიჯანი 25-ე, სომხეთი 35-ე), ეხლა ვიღაც დაწერს აზერებს დიდი ფული აქვთო, აქვთ და საქმესაც სწორად ახმარენ, ტოტალიზატორს არ გადააყოლეს საქმე! ვეჭვობ ფარერებს (40) და ანდორასაც (48) ქონდეთ დიდი ფული, მაგრამ ჩვენზე უკეთ კი გამოდიან! ჩვენი ფედერაცია არის ერთი დიდი უვიცების ბანდა, სანიოლი კიდევ ვითომ მწვრთნელი
გივი
მეტის ღირსები ვართ!
ალფა
ევროს შემდეგ ტიპმა უკვე მეორე ჯგუფი ჩაგვიგდო (ერთა ლიგა, მსოფლიო) და ისევ პოსტზე აჩერებთ ვითომ არაფერი?! ბარე სამუდამო კონტრაქტი გაუფორმეთ თქვე სამგლეებო. ნუ გადააყოლეთ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ნაკრები სანიოლს. გუნდს ახალ საფეხურზე გადასასვლელად უფრო კვალიფიციური სპეციალისტი ესაჭიროება.
ზაზა
იციან ამათმა რასაც აკეთებენ მოდებულიარიან მთელ ფიფასდა უეფას უკვე ქართვეველები და სადაც ქართველი გაერევა იქუკვე ხსნილია ვინცარუნდა ათამაშონ ევროპაზე მაინც გავლენ.კაპიკეპად ამუშავებენ ამასდა ამას გაუშვებენ.რაც შეეხება საბერძნეთის სისუსტეს სახლში გქონდა თამაში და „გაგვიმართლა" ასევთქვათ თორე სხვა სიტუაციაში დიდი სხვაობით მოგვიგებდენ.თურქეთი ისე ვერ დაჩაგრავდა საბერძნეთს როგორც ჩვენ გვაჯობეს.ევროპაზე კიდე უეჭველი გავლენ.
Levani
მეც გული ამერია საქართველოს თამაშევზე,მაგრამ ფაქტი ერთია- დაცვის ჩანაცვლებას ვერ ვახერხებთ. კვირკველია ორი-სამი-ოთხი წლის წინ სუპერ მცველი იყო,მის გვერდზე კაშიაც ფაფხურობდა და ახლა არცერთია სანაკრებო,დვალი და გველესიანიც ვერა. არ ჩანან ახლები- საზონოვს სულ ტრავმა აქვს,გელაშვილისგან მეტს ველით თუ გვინდა როდესმე ითამაშოს ნაკრებში. იგივე თქვენი მოთხოვნილი აზაროვი-რატო არ ათამაშებენ შახტარში? იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის გაბარიტული- რაც არ უნდა ივარჯიშოს პატარა და სუსტია. დაგიდგება შოტლანდიისნაერი,ან ჩეხეთისნაერი გუნდი და გაგხევს მაღალი ჩაწოდებებით. ქოჩორამ კი გვინდა ითამაშოს სპორტინგში,მაგრამ ხო ვხედავთ-ის სხვა ნახევარმცველები ჯობნიან. ქოჩორა მარტო ბურთს ართმევს და არ კარგავს.ის სხვები კიდე სულ წინ და გამწვავებაზე მიდიან. იმედია მოიმატებს,მაგრამ ახლა ცუდ მდგომარეობაშია. კიტეიშვილი ისევე როგორც მთელი შტურმი ცუდ ფორმაშია და თამაშებს აგებენ. გასაგებია რომ ტრავმა და მერე ოჯახური ამბავი და ყველაფერი,მაგრამ ვერ არის ისე როგორც ვიცნობთ. ხვიჩა და პსჟ კი ვხედავთ რა ისტორიაცაა,მაინც თამაშობს ეს ბიჭი-არასდროს არ დაკლებია ნაკრებს,მაგრამ თავისი 60%-ია ამ მომენტში. ჟორჟსაც სტრესი ჰქონდა-საყვარელი გუნდიდან წავიდა იქ სადაც პასს არ/ვერ აძლევენ. მარტო ზურიკოს ხოდზე. რეზერვი რაც უნდა მოსულიყო თუნდაც ეროვნული ლიგის გუნდებიდან 2-3 ფეხბურთელი არ უნდა გამოჩენილიყო ევროთასებზე? არავინაც არ გამოჩნდა და მართლა სანიოლი მესებს ხო არ დაბადავს?
დავით 67
სანიოლის ხელმძღვანელობით მე მხოლოდ 1 მატჩი ვნახე ჩვენი ნაკრების. ( კარგი მატჩი) ჩეხეთთან 4-1.დანარჩენ თამაშებში არც ერთ გუნდს არ ვჯობდით. არც ევროზე და არც შესარჩევში ეხლა ბულგარეთს არ ვგულისხმობ. ეს არის რეალობა
გიორგი
თავად ამბობთ აზაროვი ერთ თამაშს თამაშობს თვეშიო და ისეთი გყავს გამოძახებული ერთსაც რომ ვერ თამაშობს სხვათაშორის ევრო ტურნირზე ეხლა ძირითადში ითამაშა ბოლომდე და მაღალი შეფასება დაიმსახურა
დავით 67
ვფიქრობ სანიოლი უნდა წავიდეს, მაგრამ ამ შემადგენლობით ვინც არ უნდა მოვიდეს შედეგი არ იქნება. მარტო გამართლებაზე შედეგი არ დგება
იდეა
ვილი თუ წავა - ვაჟიკო ბერიძე დავნიშნოთ. ძველი კომუნისტური გადმონაშთი და ბერბიჭაა. ეხლა კომპარტიას შეეშვა და საგაზეთო პუბლიკაციებს მიჰყო ხელი. თავის ბიჭუნებსაც კარგად მფარველობს. ხოოოდა თუ არ ითამაშეს კარგად ბებრუხანა ბერბიჭა ვაჟიკო მიხედავს:))))
ჟორა გაბრიჭიძე
რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ ჩვენმა ნაკრებმა თურქეთს უნდა მოუგოს? თურქეთს იმ დონის ჩემპიონატი აქვს, რომ ოსიმენი იმაზე მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე ჩვენს ჩემპიონატში იხარჯება. აქვთ 5-6-ჯერ მეტი აკადემიები და იმაზე მეტი ფეხბურთელი ყავს, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა. თურქები არ თამაშობენ რაგბს, ჩვენ კი ევროპის უცვლელი ჩემპიონები ვართ. ეს რაგბი იცით რამდენ მომავალ ფეხბურთელს ისრუტავს? ესპანეთი კი სულ სხვა თემაა. ყველამ ვნახეთ თურქეთთან თამაში, ვერ ითამაშა გუნდმა, იმიტომ რომ საკუთარ გუნდებში უმეტესობა სკამზე ზის. ნათქვამია "უნიფხვო კაცს ყ.ე ეგრძელებოდაო" ასეა ჩვენი საქმე. ნახეთ რა ხელფასზზე ზის ვილი და რა ხელფასი აქვს თურქეთის მწვრთნელს. ახლა ილოცეთ ისევ ევროპაზე რომ გაგვიყვანოს ვილიმ.
ვოოტ
ტაქტიკას, თურმე მნიშვნელობა არ ჰქონია, მთავარი ყოფილა კონცენტრაცია, აგრესია, კიდევ რაღაც სხვა ფაქტორები ( ამ სხვას ალბათ, სხვა დროს გვაზიარებს), მაგრამ არამც და არამც ტაქტიკა - ამას მერაბ დვალიშვილიც არ იტყოდა, სულაც ხუხაშვილი რომ გაუყვანო ოქტაგონზე... ნებისმიერ (!!!) გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებო ( გაუგებარია, რატომ) და რაში გამოიხატება ეგ პასუხისმგებლობის აღება?!... ალბათ, იმაში, რომ სანიოლს კი არა, მე დამახურეთო?!... ელისაშვილმა რომ თქვას, მე ვიღებ პასუხისმგებლობას საქართველოს ნაკრებზეო, იქნება რამე განსხვავება?!... დვალმა ჩემი დავალება ცუდად მიიღოო?!... კი მაგრამ იაშვილისგან რატომ უნდა მიეღო დავალებები დვალს ან ცუდად და ან კარგად, იცის ვინმემ?!... აზაროვი თურმე იშვიათად თამაშობს და ვერაფრით ჩადგა სასურველ ფიზიკურ კონდიციებშიო - ნუ რათქმაუნდა, სად შახტარის მოთხოვნები და სად - სრულიად ევროპის მეორე დივიზიონების, შახტარში, ალბათ, ფიზ. მომზადების მწვრთნელი თუ არსებობს ბუნებაში, არც გაუგიათ?!... რომელ მეორე ადგილზე გვებაასაბა ეს კაცი?!... მეორეკლასელი მოსწავლეც გეტყვით, რომ მეორე კი არა, მეოთხე ადგილზე გასვლის ალბათობა ბევრად უფრო დიდია და თანაც რეალური, ესენი რომელ კლასში არიან?!... და რას ნიშნავს, რომ სანიოლი თურმე საუკეთესო მწვრთნელია ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს თ ვ ი ს ?!... აქ ორი ვარიანტია - პირველი, ვინც არ უნდა დავნიშნოთ მის ადგილას, უარესი ფიასკო გველოდება და მეორე - ქართული ფეხბურთი, გნებავთ, თავად ქვეყანა არ ( ან ვერ) იმსახურებს უკეთეს მწვრთნელს... რომელი დავიჯეროთ, ბატ. ალექსანდრე, ან უკეთ რომ ვთქვათ - თქვენ რომლის დაჯერებას გვირჩევთ?!...
Კეკე
,, ტაქტიკას მნიშნელობა არ აქვს"ფრაზამ მომცელა))))სანამ ქართველები ყველაფრის შეხოცვას არ გადავეჩვევით, მანამდე ბანანის რესპუბლიკად ჩაგვთვლიან ვილისნაირი პეროიანები.
კახა
ფრთხილად ვილი, დიდებულიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია, საცრანგეთშიც კარგად იცით ამის შესახებ
Lelo
Საქართველოს ნაკრები იმსახურებს უკუთემ მწვრთნელს, ნაკრების ფეხბურთელები ბევრად უფრო მაღალი დონეზე არიან ვიდრე სამწვრთნელო შტაბი მთლიანად. Ამიტომ გუნდი რომლის ფეხბურთელები თამაშობენ პსჟში, ლივერპულში, ვილიარეალში, ჰამბურგში, უდინეზეში, სპორტინგში, სენტ ეტიენში, მეცში, შტურმი, უოტფორდში, თუნდაც მეორე ბუნდესლიგაში, უკეთეს მწვრთნელს იმსახურებენ ეს ბიჭები გაიხსენეს ადრე ნაკრებში რა გუნდის ფეხბურთელები და რა ჩემპიონატების ფეხბურთელები თამაშობდნენ კერძოდ ქეცბაიას დროს თუ არ გახსოვთ მე გაგახსენებთ ყაზახეთი უზბეკეთი კვიპროსი რუსეთის აუტსაიდერი კლუბი იყო ვოლგა თუ გახსოვთ იქედან იწვევდნენ ფეხბურთელებს ასევე ნალჩიკის სპარტაკი იყო კლუბი რუსეთში იქ ნათამაშები ფეხბურთელები იყვნენ ნაკრების ლიდერები კერძოდ ამისულაშვილი და გოგუა აი ასეთი ჩემპიონატის მოთამაშე ფეხბურთელებით ითხოვდნენ ქეცბაიას შედეგებს თუმცა ქეცბაიამ მაინც შეძლო და ზედიზედ 10 თამაში არ წააგო მეტიც იმ დროისთვის ერთერთ უძლიერეს ხორვატიას მოუგო 1-0 თავის მოდრიჩ რაკიტიჩებიანად. Ახლა გადახედეთ მე ზემოთ ჩამოვავალე რა გუნდებმა და ჩემპიონატებში თამაშობენ და როგორც ცა და მიწა ისე განსხვავება მაშინდელ გუნდსაც და დღევანდელ გუნდს შორის ვისაც ფეხბურთი ესმის ამას მიხვდება.მაგრამ მიუხედავად საკმაოდ კარგი კონტიგენტით მოთამაშე საქართველოს ნაკრები 2 თამაშს ზედიზედ აგებს არა გრანდ თურქეთთან თან ისე რო არანაირი შანსიც არ ქონია არ მითხრა ახლა თბილიში ქონდა შანსები ნაკრებს რის მერე ვინმეს ხო არ ავიწყდება 0-3 მერე თან როცა თურქეთი 10 კაცით დარჩა მაშინ გაჩნდა შანსები. Ამიტომ ადრეც ვიძახი და ახლაც ვამბობ სანიოლი არაფრით მეტი არ არის სხვა ყოფილ მწრთვნელებზე, უფრო ზუსტად ერთერთი უსუსტესი მწვრთნელია ყოფილებთან შედარებით ამის მიზეზები ზემოთ ჩამოვავალე, რაც წარმატება იყო ეს ამ თაობამ მიაღწია და არა სანიოლმა და ხიზანიშვილმა.
რას ერჩით იაშკას
იაშკა წმინდაა. ის ყველგანაა, სტადიონზეა, ბალახზეა, ფოთოლშია, წყალშია, ხეშია, ფედერაციაშია ბოლო-ბოლო. თქვენშიცაა, ის დიდია და მაღალი, არა, აღმატებული, ის დავიცავს და დაგვიფარავს ესპანელთა შემოტევებისგან. თუ არა და აგერ არაა იური?!
porto
ხო აბა სულ კლავიატურის ვირთხების, ეზოში რომ ვერ ჩადიან ეგეთი ტიპების და ზღაპრის ბოლო კეთილიას მომღერალი ხალხის გამო უნდა გაუშვან სანიოლი :)))))))) აპრუ-წუ-წუუ :))))))))))
დდდ
ერთ პატარა ინტერვიუში რომ ამდენ ტყუილსა და სისულელეს დააბრეხვებ, ან კრეტინი ხარ, ან ფიქრობ, რომ კრეტინებს ესაუბრები... ვისაც უნდა, დავენაძლავები, რომ იაშვილი კრეტინი არ არის...
გიორგი
მაგ სიმართლით “გაგიმარჯოს” იაშვილო!
მწარე
სინიოლი გავუშვით. მე მაგაზე გული არ დამწყდება. ფაქტია ფეხბურთელები არ გვყავს. ვინც არიან ნაკრებში, ნახევარი თავის გუნდში შეცვლაზე შედიან. ტაქტიკაზე რომ გაჭედეთ. საჭიროა სწორი ანალიზი. თუ ფეხბურთლებმა ვერ ითამაშეს, არ მოინდომეს, არ იბრძოლეს ტაქტიკა გაირჭე, აზრი არ აქვს. მე ესე გავიგე სანიოლის ნათქვამი. ამ კაცს უყვარს თავის მართლება, გადაბრალება მაგრამ ყველაფერში ვერც მართალი იქნება და ვერც მტყუანი ვერ იქნება. ეხლა ავდგეთ ყველაფერს ხაზი გადავუსვათ და ახალმა ტრენერმა ნოლიდან დაიწყოს, ესე არ გამოვა. იგივე ტაქტიკაში 3*5*2, 5*4*1; 5*3*2; 4*3*3 გამოსცადა და ათამაშა. ამ გამოცდილებას გამოყენება უნდა.
გიორგი
ნაკრები ხალხს ეკუთვნის. არასდროს არ იღებს პასუხისმგებლობას, მარტო ფეხბურთელები არიან დამნაშავე. დიდი მადლობა მაგრამ დაწყებითის მასწავლებელი, ვერ მოამზადებს აბიტურიენტს
მათ საყურადღებოთ ვინც ამბობს , რომ სანიოლმა შედეგი დადო!
სანიოლმა რა შედეგი დაადო? ერთა ლიგა შემოიღეს და უსუსტეს ლუქსემბრურგს და საბერძნეთს შევხვდით, ისიც სახლში. ასე ნებისმიერს რომ გამართლოდა ნებისმიერი გაიყვანდა ევროპაზე ამ გუნდს. ლუქსემბრუგი და საბერძნეთი ყველასთან აგებს და მაშინ მითუმეთეს ყველაზე ცუდი ნაკლები ყავდა საბერძნეთს
ლევანი
თუ ძმა ხარ რომელ წარმატებას მიაღწიეთ? ყველაფერი იყო შემთხვევითობა და იღბალი რაც შემდგომში თვალნათელი გახდა. რომ არა ერთა ლიგა როგორ გახვიდოდით ევროპაზე? თან განგებამ საჩუქარი გაგიკეთად, ლუქსემბურგს შეხვდით სახლში და საბერძნეთს შეხვდით სახლში. ორ გუნდს რომლებიც სულს ღაფავენ. ლუქსემბურგს გაჭივრებით მოვუგეთ და საბერძნეთს კიდე უფრო გაჭივრებით პენრებში. დონე მაშინ იქნებოდა აწეული ჩვეულებრივი ჯგუფიდან რომ გავსულიყავით. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატზე საჩუქარი გაგვიკეთეს და ორის ნაცვლად 3 გუნიდ გაიყვანეს ჯგუფიდან. ამ წლის თამაშებმა ანახა, რომ დონეს კი არ აუწევია, შემთხვევითობა იყო ყველაფერი. ერთა ლიგაზე სახლში კიდე ლუქსემბურგს ან საბერძნეთს თუ შევხვდებით კიდე გავალთ ევროპაზე, თან სახლში თუ შევხვდებით მაგრამ ასე კიდე გაგვიმართლებს? რომელმა დონემ აიწია, მეოთხე შემადგენლობის ესპანეთს კარში ვერ დაურტყით და ბურთი ჩვენი საჯარიმოს იქით არ გადაგიტანიათ, თურქეთთან კიდე ორჯერ დაარტყით კარში ისიც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი რომ იყო
nika
"პირველი წელი კარგი არც ლუის ენრიკეს ჰქონია" - ეს სანიოლის ფრაზა არაა, ეტყობა კობი/იაშკამ ურჩია ამის გაჟღერება ჩვენ ხომ ყველაფერს გვაჭმევენ, "ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს" - ეს უკვე ვილის სიტყვებია და ადასტურებს რა დონის მწვრთნელია.
გაუვიდა ყავლი!
წარსულის წარმატებები არ ამართლებს მომავლის წარუმატებლობებს! ოდესღაც დიდგორიც მოიგო ქართველმა , თუმცა დღეს ამით ტკბობა სიბრიყვეა და არაფერი სხვა. ის მიღწევა სანიოლის მაქსიმუმი რომ იყო ეს გასულმა და მიმდინარე შესარჩევმა ციკლებმა დაგვანახა და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს პირველ რიგში საფეხბურთო ფედერაციამ, რაშიც დიდი ევი მეპარება, განა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, უბრალოდ არ აწყობთ მწვრთნელში 2-3 მილიონის გადახდა წლიურად. 200 ათასად კი სანიოლი "ოცნებათა პიკია"
Achi
Exla kobiashvilis da iashvilis xoshze TU iara pexburtma ase ar gamova da vin ushlis xels amat ro tavis xoshze daacxon xvelaperi egec sakitxavia egeni arsadararian wamsvleli ise ro icodet sanam zemodan xalxi yavt da isini vinc zemotarian xo saertod iyides ukve qvexanada arsad armidian da rodis wavlen xmertma icis
ზაზა
დაიწყო ამანაც ამოჩემებები! ან სხვების მითითებებს ასრულებს!
goga
რა შედეგი? ბერძნებს ძელისთვის არ გაერტყათ ბოლო წუთებზე ვიქნებოდით ევროპაზე? მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდის თამაშის არც ორგანიზებაა ტაქტიკასთან თანხვედრაში და არც ფეხბურთელების შერჩევა პოზიციებზე. ეს ყოველივე ასახულია ნაკრების თამაშის ხარისზე - საერთოდ გაუგებარია, კონკრეტულად, ვის რა ევალება მოედანზე და რა დავალებას ასრულებს?
FaBro
ერთი სიტყვით, როგორც განცხადების შინაარსიდან იკითხება სულ #$%-ზე გვკიდია ხარისხი და შედეგი, ჩვენსას ვაწვებით ბოლომდეო! ჩაკეტილი სისტემაა, თავიდან ბოლომდე და არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა აზრისაა გულშემატკივართა უმრავლესობა, მთავარია ის, თუ რა უნდა რამოდენიმე კაცს! ასე რომ პრობლემა სანიოლში არაა, მას სრული ინდულგენცია აქვს და არც შედეგებზე თუ უშედეგობაზე თხოვს ვინმე პასუხს. დამოკიდებულნი ვართ კობიაშვისა და იაშვილის გემო-სურვილზე და პრობლემაც სწორედ ამაშია.
აუუუ, ესენი სად არიან ბიჯოოოო....
მეორე ადგილის შანსი გვაქვსო, რეალობას საერთოდ მოწყვეტილები არიან. ბრეჟნევის გაცოცხლებას უფრო მალე დაიჯერებს კაცი, ვიდრე ამათ მეორე ადგილს ჯგუფში.
1.
არ უნდა წავიდეს სანიოლი. სად იყო ნაკრები მის მოსვლამდე და სად მოიყვანა. რას ვედავებით თურქეთს და ესპანეთს რომ ვერ მოუგო? ნახეთ სად თამაშობენ თურქები და სად ჩვენ. მამარდაშვილის. კვარაცხელია გარდა არავინ გვყავს top გუნდებში. უნდა დარჩეს სანიოლი და გააგრძელოს გუნდის შენება. მახსენდება კოკოშკოვი რომ გაუშვეს კალათბურთის ნაკრებიდან. უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი გვჭირდება. წავიდა კოკოშკოვი და ორლანდო NBAის play off ში გაიყვანა. და სლოვენიას ევროპა მოაგებინა.
ბორია წიფურია
ხოხ?! მეორე ადგილის შანსი გვაქვსო? მუჭორექი ვილი... აბი გლიუკოზა

ასეთი შედეგი დადო რომელიმე მწვრთნელმა?? ვიყოთ სამართლიანები. მალევე გვავიწყდება ყველაფერი....დიდგორის ომში მონაწილეობდნენ ფრანგები.გვაკლია ყივჩაღები და ოსები. :)))
გია
შეუცვლელი არავინ არი
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
[VIDEO] ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა - "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
"ნიცას" ფანებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელები გალახეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
პსჟ ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა?
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
სანიოლის კაპიტულაცია
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია