საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილმა რუსეთის ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში პერუსთან ამხანაგური მატჩი 1:1 დაასრულა. მასპინძლები იგებდნენ, მაგრამ მეკარე მატვეი საფონოვმა 82-ე წუთზე შორიდან ალექს ვალერას დარტყმული ბურთი გაუშვა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ადგილობრივი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საფონოვის შეცდომა პსჟ-ში სათამაშო პრაქტიკის არქონის ბრალია, რადგან ის ზედიზედ 25 მატჩში სათადარიგოა. თუმცა, ზოგიერთი მას კარგ მეკარედ თვლის, ზოგიერთი - პირიქით.

ალექსეი გასილინი (ზენიტის ყოფილი თავდამსხმელი): „არაფერი სერიოზული არ მომხდარა. შეცდომას ყველა უშვებს. შემიძლია მხოლოდ მხარდაჭერა გამოვუცხადო. ძნელია სათამაშო პრაქტიკის გარეშე ყოფნა. გასაგებია, რომ ეს პსჟ-შიც ნახეს, მაგრამ იქ მათ შევალიე ჰყავთ, რომელიც ნაცრისფერი ცხენივით ჩასვრილია. საფონოვი შევალიეზე გაცილებით უკეთესი გოლკიპერია, უბრალოდ შანსი უნდა მისცენ. მე არ ვიცი, რა გარანტიები აქვს შევალიეს, მაგრამ ასე არ შეიძლება. მატვეი დონარუმას დროსაც კი თამაშობდა, რომელიც შევალიეზე მთელი თავით მაღალი დონისაა“.

ვლადიმირ პონომარიოვი (საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მცველი): „არავითარი გამართლება ასეთ ასპარეზობას არ აქვს. არაფერი არ გახლდათ ისეთი, რასაც თვალს მიადევნებდით. აი, ჩვენ ბატრაკოვს და გოლივინს ვაქებთ, ისინი კი მოედანზე დადიოდნენ. ვინ იშრომებს? მირანჩუკის ქუსლური პასით აღფრთოვნებული არიან. ტფუი. გაშვებული გოლი? ეს საფონოვის უპატიებელი ლაფსუსია. ამიტომაა პსჟ-ში სათადარიგო. ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი“.

ვიტალი კაფანოვი: (რუსეთის ნაკრების მეკარეების მწვრთნელი): „მივიჩნევ, რომ სწორედ საფონოვის დახმარებით გახდა დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯი. ზამთარში ჯანლუიჯის წასვლა უნდოდა, მატვეისთან კონკურენცია დაეხმარა. საფონოვმა აიძულა ასეთი გამხდარიყო“.

გიპნოზა
თქვენ ეხლა თუ არ ფიქრობთ, რომ ხალხი დარიოთ ერთმანეთს, სად სპორტი და სად პოლიტიკა?! არც რუსეთი! და არც ამერიკა! იფიქრეთ საქართველოზე!!!
ნიკა
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენთვის მთავარია ილაყბოთ. რა სტატიის ქვეშ რა კომენტარებს ვკითხულობ, უბრალოდ გამაოგნებელია.ჯერ ადგილი უნდა ისწავლოთ სად რა საკითხი განიხილება, და მერე შეაბიჯოთ საჯარო სივრცეში თქვენი კლავიატურით. მთავარია ისეთი სიტყვები წეროთ, რაც ვიღაც კონკრეტული ტიპებისთვისაა განკუთვნილი, რომ შენ კაი ტიპი ხარ, რადგან ახსენე ,რომ რუსეთი ოკუპანტია და ათასი აბდაუბდა უკან მოდევნებული. ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეთ წესით, მაგრამ ისიც არ იცით როგორ უგულშემატკივროთ საკუთარ გუნდს. მოკლედ, ჯერ რამე გააკეთეთ, ელემენტარული მაინც და მერე გექნებათ მორალური უფლება ,რომ საჯარო განხილვებში შემობრძანდეთ. ჯერ აზროვნება დაიწყეთ და მერე თქვენი აზრების ფრქვევა არ დაემსგავსება მარაზმს..
დავით 67
სწორად აღნიშნე გაზარდეს უბრალოდ, ვერ აღზარდეს! ყველაზე საშიში ხალხია ისინი ვინც თამაშობს, თითქოს რუსების მხარეს არაა, მაგრამ მათ საქმეს აკეთებს შენიღბვით. აბა პირდაპირ ვინც აცხადებს რომ რუსეთი ხსნაა კაცობრიობის და ა.შ ის უბრალოდ ყეყეჩია და მისგან რა უნდა გეწყინოს, ისინი ხომ თავისთვისაც ცუდს აკეთებენ, ეხლა ვისაც ფულს უხდიან ეს სხვა რამეა, ასეთები ბევრნი არ არიან.
ვა რა დონეა
განსხვავება რუსებსა და დასავლეთს შორის ის არის რომ რუსებმა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ათასობით ადამიანი დაგვიხოცა ხოლო 400 ათასი თავისი აშენებული სახლებიდან გამოყარა ხოლო ამერიკელებმა 300 ათასი ქართველს სიცოცხლე აჩუქეს როდესაც ც გეპატიტზე უფასოდ უმკურნალეს,ევროპაში კი უამრავი ქართველი დღესაც უფასოდ მკურნალობს.რასაც დღეს უკრაინაში რუსები სჩადიან უდანაშაულო ბავშვებს,ქალებს და მოხუცებს ხოცავენ,მიწასთან ასწორებენ ულამაზეს უკრაინულ ქალაქბს და სოფლებს, გერმანელ ფაშისტებს შეშურდებოდათ.ამხელა ტერიტორია აქვთ და ვერ მოუვლიათ კიდევ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უჭირავთ თვალი.რუსები 20-30-ჯერ უფრო ცუდად ცხოვრობენ ვიდრე ცივილიზებული ქვეყნები.რაც შეეხება უღმერთო ქართველებს ვინც რუსებისკენ ხართ სად გაიზარდეთ,ვინ გაგზარდათ,სკოლაში ვინ გასწავლიდათ?
სხვა დავითი
დავით67-ს-ს! შენ იცი რომ რუსებმა მარტო ჩეჩნეთის ომში ასი ათასი ბავშვი ამოწყვიტეს? ეხლა უკვე მილიონობითაა ამოწყვეტილი თავისივე მოსახლეობის ( ახალგაზრდები) ამ ომის გამო. სწორია ყველაფერი რასაც დავითი ლაპარაკობს.
თბილისელი_ს
ვაი იმ თბილისს და ვაი იმ საქართველოს შენნაირი თბილისელები ,რომ ყავს.რუსეთი თავის შემოერთებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ მოსახლეობას არ ძარცვაცდა და მონებად არ ხდიდა დასავლეთისგან განსხვავებით.ჩრდილო ამერიკაში ევროპელებმა ხომ 30 მილიონზე მეტი აბორიგენი ინდიელი გაჟლიტეს? თუ ეს შენთვის არ უცნობებიათ დემოკრატიის მამებს? რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას,რუსეთშიც ბევრია ე,წ.ურა პატრიოტი ,როგორც ჩვენთან და სხვაგან,მაგრამ ერთი-ორი დამთხვეულის გამო მთელი ერის მიწასთან გასწორება არაკეთილსინდისიერი საქციელია. ?
გიორგი
დიდი არაფერი მეკარეა საფონოვი მაგრამ არც შევალიე წყვეტს ვარსკლავებს ციდან აქ იაღლიში მოუვიდა ენრიკეს მაგრამ არ იმჩნევს
დავით 67-ს
ვინაა ბიჭო ოკუპანტი?.თუ რუსეთი ოკუპანტია და ამის გამო ის მოკვეთეს საერთაშორისო შეჯიბრებებიდან,მაშინ ამერიკაც მოკვეთილი უნდა იყოს და თანაც სამუდამოდ .ის ხომ რუსეთზე ათასჟერ დიდი ოკუპანტია(სირია,ლიბია,ერაყი ,ეგვიპტე,ავღანეთი,იუგოსლავია......).რაღაც ამერიკის წინააღმდეგ არ მომისმენია შენი სამართლიანი გულისწყრომა.რატომ? ორსტანდარტა ხარ? (რაც ქართულად უნამუსობას ნიშნავს) თუ უბრალოდ ჭკუა არ გყოფნის?
თბილისელი
ჯანლუიჯი თურმე საფონოვის მადლობელი უნდა იყოს)))) აი ზუსტად მასე რომ ფიქრობენ გაბოროტებული,უსაქმური და ფაშისტი რუსების 90% ,ამიტომაც ვერავინ ვერ იტანს მსოფლიოში. უსაქმური,უნახავი,ხამი ხალხი,რომლებმაც მილიონობით ხალხი ამოწყვიტეს საკუთარ იმპერიაში ( იაკუტები,ტუვები,ჩეჩნები,ბაშკირები,აღარაფერი ვამბობ ქართველებზე,უკრაინელებმა თუ ბალტიისპირეთის მოსახლეობაზე) და ეხლა უკვირთ რატომ ვერ გვიტანენო( თუ რამოდენიმე ბიუჯეტისმწოველ ქართველს არ ჩავთვლით)
დავით 67-ს
ვინ უნდა დაუწესოს სანქციები,იმ ევროკავშირმა და ამერიკის ადმინისრაციამ, რომლებიც კაცის მკვლელ, ქრისტიანი სირიელების უმოწყალოდ ამომხოცავ დიქტატორს,რო ეხუტებიან? ვაი არ გავკარით მათთ და მაგათ რეზოლუციებს და სანქციებს!
დავით 67
საუბარი საფონოვზე კი არა, საერთოდ რატომ ჩატარდა მატჩი ოკუპანტ ქვეყანაში ამაზე უნდა იმსჯელონ უეფა ფიფას წარმომადგენლებმა. მერე რა რომ ამხანაგური იყო. პერუსაც უნდა დაეწესოს სანქციები.
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
პსჟ-მ თავისას მიაღწია - "ლანსთან" მატჩი გადატანილია
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
"რთული სიტუაციაა" - მატვეი საფონოვი
გაიმარჯვა იმან, ვისაც უნდა გაემარჯვა - ბრაზილიამ დამსახურებულად მოიგო კოპა ამერიკა [VIDEO]
რიკარდო გარეკა: პერუს ნაკრები პროგრესირებს და ლიდერებში უნდა დამკვიდრდეს
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
ურუგვაის 3 გოლი გაუუქმეს და 1/2 ფინალში პერუ გავიდა - ლუის სუარესი აგონიაშია [VIDEO]
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
ლუის ენრიკემ დონარუმას კრიტიკოსებს მკვლელები უწოდა - კომენტარი ნასრიმ გააკეთა
რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან
სენსაცია - პერუს ნაკრებმა ურუგვაის ჩილეც ზედ მიაყოლა და ბრაზილიასთან რევანში სწყურია! [VIDEO]
ეს ძირითადში შევალიეს დააბრუნებს? - საფონოვმა პსჟ-ში თავისი ანტი-რეკორდი დაამყარა
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
ნუთუ, ბრუნდება დიადი ბრაზილიის ნაკრები? - ტიტეს გუნდმა პერუ გაანადგურა [VIDEO]
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
კოპა ამერიკა: ბრაზილიას 3 გოლი არ ჩაუთვალეს და ვერ მოიგო [VIDEO]
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
[VIDEO] დონარუმას ფანტასტიკური მოგერიებები და ჰოლანის დუბლი - "მანჩესტერული დერბი" "სიტის" გამარჯვებით დასრულდა
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
ენრიკეს ახალი ტაქტიკა ჟურნალისტებთან - რა უპასუხა ესპანელმა პირველი მეკარის სტატუსზე დასმულ შეკითხვას
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა