ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ლიდერ საბერძნეთთან 0:3 დამარცხდა.

დებიუტში ლორთქიფანიძის კარგი დრიბლინგის პარტნიორებმა დაგვირგვინება ვერ შეძლეს, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და პირველი ტაიმის დასასრულს ორი გოლი გაგვიტანეს: ჯერ ბუკიამ საჯარიმოში სმირლისი წააქცია და ციმასმა პენალტით ბერძნები დააწინაურა, მერე კი ბერუაშვილის კარი კალაგეროპულოსმა დალაშქრა.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა, შეტევებზე გადავიდა, ბასილაძემ გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. სწრაფი კონტრიერიშისას ელადელებმა მეტად სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა კუციასის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. 75-ე წუთზე სვანაძის შეგირდებმა ანგარიშის შემცირების ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს - შეცვლაზე შესულმა წულუკიძემ პენალტი მოიპოვა, თავად დაარტყა და ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მასპინძლებმა მორიგი სტანდარტულიდან გაგვიტანეს, როდესაც საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს კერამიცისმა თავურით ბერუაშვილის კარში მიუჩინა ადგილი. ბერძნებს უფრო დიდი სხვაობით მოგება შეეძლოთ, მაგრამ კალოსკამისის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის კაპიტანმა ლაცაბიძემ და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

საქართველოს ნაკრები 5 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 18 ნოემბერს, თბილისში გერმანიასთან გამართავს.

ათენი. „აპოსტოლოს ნიკოლაიდისი“

საბერძნეთი - საქართველო 3:0

გოლები: 1:0 ციმასი (44, პენ), 2:0 კალაგეროპულოსი (45+1), 3:0 კერამიცისი (79)

გამოუყენებელი პენალტი: წულუკიძე (75)

საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი, ბუკია, ლაცაბიძე (გიუნაშვილი 83), გვასალია (წულუკიძე 72), ლორთქიფანიძე (ქარსელაძე 72), დადიანი, ჯაფარიძე, ბასილაძე, ტაბატაძე (პარკაძე 58), გოცირიძე (დეისაძე 46)

• ვოოტ

შედეგი რატომ აქვს ნული?!... შედეგი არის ის, რომ ამ თამაშამდე წაუგებლად მოვიდა და გასვლაზე წააგო ჯგუფის ფავორიტთან, რომლებმაც, სხვათაშორის გერმანელ თანატოლებს გასვლაზე მოუგეს.

• ჭინჭრაქა

ჩვეულებრივ ქუჩის ფეხბურთს ვთამაშობთ, ყველა ცდილობს 3-4 კაცის მოტყუებას. მერამდენედ ჩააგდო სვანაძემ თამაში? რო მახსენდება სიმეონე, ინძაგი, მოურინიო, ყველა ლამის შარვლიდან ამოხტეს, განიცდიან, მითითებებს აძლევენ, ნერვიულობენ. დგას ეს სვანაძე და თითქოს ბალეტს ადევნებსო თვალს, წარბიც არ უტოკდება მთელი თამაში. ბიჯო ახალკაცი ხო არა ხარ, გაინძერი, შეცვალე ტაქტიკა, რო აგიკლო ხვიჩას ფლანგზე მთელი პირველი ტაიმი საბერძნეთმა, რეაგირება არ უნდა გააკეთო? სანამ 2 გოლს არ გაგიტანენ არ უნდა შეუტიო? რა ყველას უწვებით ამ ავტობუსით, ხომ ხედავთ რო მაინც გიგებენ?

• გიო თბ

რა უნდა ნაკრებში? პირველ გოლზე რა გააკეთა ნახე? ეზოში არ თამსშონენ ეგრე. გოგლიჩიძეს არც შეედრება

• ელიასი

კალიაძის, კობიაშვილისა და მთელი მათი საძმოს გასახარად საქართველოში ბლომად არიან იდიოტები, რომლებიც, სანამ ნაკრები ზედიზედ 10 მატჩში არ დამარცხდება 0-10 ანგარიშით, მანამდე არ ჩაიგდებენ მუცელში ენას, რომელიც იმაზე ჰქონდათ მომართული, რომ მსაჯები გვჩაგრავენ რადგან არ სურთ ქართულმა ფეხბურთმა გაიხაროს, ვინაიდან ეშინიათ მისი, ძალიან ეშინიათ, უ-უ-უფ-ვაი-ვაი-ვაი! აი, მაგალითად, ევრო2024-ზე 1/8 ფინალში ესპანეთთან 1-4 წაგებულ მატჩში მარცხს მსაჯებს ტენიდნენ და ეს მაშინ, როცა კარში დარტყმების ანგარიში იყო 14-0 მეეტოქის სასარგებლოდ. თუ არ გჯერათ, აიღეთ და გადაამოწმეთ. (საქმეში ჩაუხედავი მოტროლო ტიპი ხითხითით იკითხავს, აბა, ჩვენი გატანილი ის ცალი ბურთი კარში დარტყმა არ იყოო?! ჩვენი დარტყმა არ იყო, ესპანელმა გაჭედა საკუთარ კარში არც მაინცადამაინც სახიფათო სიტუაციაში)

• ვოოტ

კვერნაძე და იეგოიანი არ გამოუშვეს, ბართიშვილი 19 წლამდელებშია, სალიაზე საერთოდ აღარ გვაქვს ინფორმაცია... მაგრამ მარტო წინ არა, ყველა რგოლში გვიჭირს და ეს ახალგაზრდულის მუდმივი პრობლემაა - თუ რომელიმე ახალგაზრდამ ევროპისკენ გზა გაიკაფა და თან ძირითადშიც დამკვიდრდა, ის ნაკრებისთვის, ფაქტობრივად, დაკარგულია, სანამ პირველ ნაკრებში არ უხმობენ, ამიტომაც უწევს სვანაძეს ყოველ შესარჩევზე გუნდის თავიდან ჩამოყალიბება ძირითადად ეროვნული ჩემპიონატიდან და აქ რა რესურსიც გაგვაჩნია, იმის შესაბამისად კიდევაც კარგი შედეგი აქვს...ნებისმიერ შემთხვევაში, სვანაძეს რომ პირველი ნაკრები ჩაბარდეს, სანიოლზე უარეს ფეხბურთს ვერ ათამაშებს და უკეთესის მოლოდინი კი ბევრად უფრო რეალურია...

• Giorgi

არა მგონია როდესმე რამე გვეშველოს 30 წელზე მეტი გავიდა რაც დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია გვაქ და ფეხბურთს ვთამაშობთ ყოველ წელის დასრულებისას მომავალი წლის იმედზე ვართ მარტო იმედზე, არაფერი არ კეთდება იმისთვის რომ განვითარდეთ მარტო ლაპარაკი მეტი არაფერი ყველამ ვიცით რა არის გასაკეთებელი მაგრამ გაკეთებით თავს არავინ ვიწუხებთ. კლუბში გამოჩდება ვინმე კარგი ფეხბურთელი და პრეზიდენტი გუნდის ეგრევე გაყიდვას ფიქრობს თვალებში ევროები უტრიალებს, წავა მერე ეს უბედური ესპანეთის ან იტალიის მეორე ლიგაში და დაამთავრა კარიერაა რჩება მარტო პერსპექტიულ ფეხბურთელად როცა შეიძლება ერთი ორი წელი შეინარჩუნო ევროპის ჩემპიონ ან და კონფერებს ლიგისთვის გამოიყენო უფრო ისწავლის უფრო დაიხვეწება და გაუშვი მერე მომზადებული და ძლიერი უმაღლეს ლიგებში, ესეთი ფეხბურთელი ნაკრებსაც ხო გამოადგება. გენკის მაგალითი ავიღოთ რამდენი ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელი წაიყვანა ზარანდია ოქრიაშვილი ქვილითაია ვინმემ უმაღლეს დონეზე ითამაშეეს? სამწუხაროდ ჩვენ არასოდეს არაფერი გვეშველება როგორი ერიც ვართ ისეთი ფეხბურთიც გვაქ

• zaza

რა არის ჩვენი ფეხბურთის მთავარი პრობლემა?რადა სირცხვილის გრძნობის უქონლობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისდა ქომაგის მიმართ.სრული კატასტროფა სათამაშო დისციპლინა და მაღალი ინტენსივობით თამაში ნული გადაცემების უდიდესი უმრავლესობა უკან მეკარეს ისიც ფეხით აკურატულად მეტოქეს ამარაგებდა გადაცემებით და ხომარავის გაგონებთ ნეტა ამათი ნაწვალ ნაჯაფარი?.იმედია ოდესმე მიეხედება ქართულ ფეხბურთს ისე როგორსაც იმსახურებს მისი ისტორია და ტრადიციები.

• ქომაგი

ნიკზევე გეტყობა, რომ ფეხბურთის და კონკრეტულად ქართული ფეხბურთის გაგებაში არა ხარ.

• დდდ

ამ ბიჭებიდან საბა ხარებაშვილის, მიუხედავად ასაკისა, პირველ ნაკრებში დაყენება უკვე შეიძლება. გოგლიჩიძესაც და ლოჩოშვილსაც უკვე ახლავე სჯობია, მაგრამ კაშიას და სანიოლს რა მოვუხერხოთ?!...

ჩვენი ფეხბურთელები,თითქოს არაფრით ჩამორჩებოდნენ,ბერძნებს,მაგრამ მათ იცოდნენ,რასაც აკეთებდნენ,ჩვენ კი,მიმართულება დაკარგული ფეხბურთელები გვყავდა,მოედანზე.უკვე მერამდენე წელია,საქართველოში ცენტრალური თავდავსხმელი ვერ გამოვზარდეთ და გუნდს ის მახვილი არა აქვს,რომლითაც მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა უნდა მიაყენოს.რაც გინდა გააკეთე,ბურთი მაინც კარის წინ უნდა მიიტანო და როცა იქ არავისი იმედი არა გაქვს,გინდა თუ არა,მაინც მოედანზე ბურთის გორაობა გამოგვდის.ალბათ ამიტომაცაა,როგორც კი გოლს გავუშვებთ,იქვე ვიშლებით და მეორე გოლსაც დუბლეტად ვუშვებთ.ჯერ პირველტაიმში,მერე კი,მეორე ტაიმშიც,ჯერ პენალტი გავაფუჭეთდა იქვე ჩვენ მივიღეთ გოლი და კიდევ ერთი თვითონ ბერძნებმა ვეღარ გაიტანეს.ეს ყველაფერი,პირველ რიგში ფსიქოლოგიაა.ახლა ლაცაბიძემაც,კონტაქტის გარეშე მიიღო ტრავმა და ღმერთმა ქნას ვცდებოდე,მაგრამ ისე დაეცა,კუნთის სერიოზული ტრავმა უნდა იყოს და გერმანიასთან ალბათ გადამწყვეტ თამაშში,ისიც დაგვაკლდება.ლუკა მხოლოდ დაცვაში კი არა,დაცვიდან ბურთის გრძელი პასით ამოტანაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი დაკლებაც,სულ დაშლის ჩვენ ნაკრებს.მთლიანობაში,ჩვენ ფეხბურთელები,ერთი ერთზე არაფერს უთმობენ,მაგრამ მთლიანად გუნდს არა აქვს,საკუთარი თავის რწმენა და ამის გამოა,ყველაფერს რომ ვკარგავთ.საწყენი იცით რა არის?შეგვიძლია,ყოველ თამაშში შეგვეძლო,უკეთესი შედეგი დაგვედო,მაგრამ ის რაღაცა გვაკლდება,რამაც ნაკრები,ერთიან გუნდად გადააქციოს და ეს დანაკარგები,ერთმანეთს ემატება.ჯერ კიდევ გვაქვს,შანსი,მაგრამ ის სულ უფრო მცირდება და თუ ვერ გამოვიყენეთ,სულ მალე მთლიანად დაიკარგება. შეტევის ლიდერს ვეძებთ!!!!

• ვულოცავ სვანაძეს ნაკრების ბრწყინვალე თამაშს

სად ხართ, ვინც სანიოლის შეცვლას სვანაძეთი ითხოვდით? სანიოლზე მშიშარა სვანაძეა. ორივე ერთმანეთზე უარესია. ტაქტიკა 0, სტრატეგია 0, შედეგი 0!

U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა

თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა

"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი

საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა

U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში

15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება

ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ

ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი

ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში

18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით

"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

წყალტუბოს "სამგურალს" ახალი, თანამედროვე სტადიონი ექნება!

"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი

[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა

"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა

[VIDEO] ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა - "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა

U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში

U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში

U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში - საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა

"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა

[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა

U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია