მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, სასტარტოში დებიუტანტი ტაბატაძე დააყენა და 4-3-2-1 ტაქტიკა აირჩია. როგორც მოსალოდნელი იყო სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე გოჩოლეიშვილს მოხვდა და ოიარსაბალმა პენალტი გაიტანა. მეტოქემ შეტევები გააგრძელა, ბაენას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, სუბიმენდიმ კი მამარდაშვილის კარი დალაშქრა. „ჯვაროსნებმა“ მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს მოწინააღმდეგის მოედანზე აწევა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და კიდევ ერთი გავუშვით, ამჯერად ტორესისგან. კომპენსირებულ დროში მამარდაშვილმა სამიოდ მეტრიდან ოიარსაბალს არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:3 დასრულდა.

ტრავმირებული გოგლიჩიძე შესვენებაზე კაშიამ შეცვალა, ხოლო თამაშის სურათი არ შეიცვალა, ან გუნდებს შორის კლასში უზარმაზარი სხვაობის გამო როგორ უნდა შეცვლილიყო და ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა. კიდევ ეთხელ გადაგვარჩინა მამარდაშვილმა, რომელმაც გატანა იგლესიასს არ დაანება და როგორც იქნა კარშიც დავარტყით - კვარაცხელიას დარტყმული უნაი სიმონმა მოიგერია. მერე ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. 87-ე წუთზე რიკოშეტით ბურთი ესპანელთა კარის ძელს მოხვდა. ცოტა ხანში მამარდაშვილმა მორიგი კარგი „სეივი“ შემოგვთავაზა, ბოლოს "კვარამ" მიზანს ვერ უწია და საბოლოოდ - 0:4.

გასაგებია, რომ დე ლა ფუენტეს გუნდი მსოფლიო გრანდია, თუმცა ჩვენი გუნდისგან მეტის მოლოდინი გვქონდა, მით უმეტეს სახლში.

„ფურია როხამ“ ჯგუფში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და ფაქტიურად პირველი ადგილით მუნდიალის საგზური მოიპოვა. მეორე პოზიციაზე 12 ქულით თურქეთია, მესამეზე 3 ქულით საქართველო, ბულგარეთი კი უქულოდ აუტსაიდერია.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი 18 ნოემბერს სოფიაში ბულგარეთთან ჩაატარებს.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ესპანეთი 0:4

გოლები: 0:1 ოიიარსაბალი (11, პენ), 0:2 სუბიმენდი (22), 0:3 ტორესი (34), 0:4 ოიარსაბალი (63)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე (კაშია 46), მამუჩაშვილი, მექვაბიშვილი (წიტაიშვილი 71), კიტეიშვილი, ტაბატაძე (კვერნაძე 57), დავითაშვილი (აბუაშვილი 85), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 71)

ბოროტი ბეჰემოტი
ხომ გითხარით, გაფრინდებიან-თქო?! აბა, ახლა გააღეთ პირი და სთქვით "ააა" - სთქვით "ააააა"
ლევანი
ასეთი რაღაც, არა მარტო სპორტში, ყველა სფეროში ხდება, რაღაც მაგარს რომ გაისვრი, იმის იქით ვეღარ მიდიხარ და იქ რჩები. ვშიშობ ამ ნაკრებსაც იგივე დაემართა და შეიძლება ეს თაობა ამით დამთავრდა, სამწუხაროდ. იმ სიზმარისთვის მადლობა ბიჭებო! კარგი იყო და ლამაზი.
რაგბის ფანი
იმ შუაშია სანიოლი, რომ არასწორ პოზიციებზე აყენებს მაგ 7 კაცს!
გიგო პაპა
იური ტაბატაძე ძალიან მომეწონა. როგორც დაგვპირდა, ისე ითამაშა, იბრძოლა, ირბინა და ეტყობოდა მონდომება. კარგი იყო გოჩოლეიშვილიც. ლოჩომაც ბევრი იშრომა, მაგრამ სამწუხაროდ საფეხბურთო ინტელექტი აქვს დაბალი, ვერ იღებს სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს. მამუჩაშვილი და მექვაბიშვილი საერთოდ არ არიან სანაკრებო ბიჭები და ალბათ ნაცნობობით ხვდებიან ძირითადში. კიტეიშვილის მაქსიმუმი სათადარიგო სკამია, უჭირს ბურთის ამოტანა, ასევე განაწილებაც. ქვილითაია უკვე დიდი ხნის წასული უნდა იყოს ნაკრებიდან. ასევე კაშია, სანიოლი თავისი სტაფით და რა თქმა უნდა ფედერაცია. ნაკრები არ თამაშობს თანამედროვე ფეხბურთს. მაგალითი კი დღეს ვიხილეთ ესპანეთის მეორე ნაკრების სახით, რომელმაც 6 კაციანი პრესინგი შემოგვთავაზა და რომ არა მამარდა და ძელები, ანგარიში ორნიშნა იქნებოდა. რადიკალური ცვლილებებია საჭირო გუნდში, რაც სანიოლმა ვერ განახორციელა.
მარგალი
რეალურად 3 ავტოგოლი სანიოლმა გაიტანა! უაზრო შემადგენლობა და იმ მწირი რესურსის გამოუყენლობა,რაც გაგვაჩნია მაჩანჩალა გუნდად გვხდის! არადა ამ ბიჭებსაც შეუძლიათ ესპანეთის დონის გუნდებთან უბრალოდ ფეხბურთის თამაში! ბოლო თამაშები უბრალოდ "პორნოგრაფია" იყო ცალმხრივი სიყვარულით!
გაგა
ამ თამაშით გინდათ მსოფლიოზე გასვლა ნარიმანიძე რაღაზე დააკელით ახალგ ნაკრებს კაშია თქვი უარი ნაკრებში თამაშზე ლომინაძემ რა დაგიშავათ მე უკეთეს შემადგენლობას დავაყენებდი ვიდრე თქვენი მწვრთნელთა საბჭო თავისი ლიდერით ხალხს გულს უკლავთ არავითარი მონდომება და ბრძოლის სურვილი
სანიოლი მოაშორეთ
თვითონ რატომ არ მიდის? რისი იმედი აქვს?
ეეჰჰ???
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!
Კეკე
Მე ამათზე დასახარჯი ნერვები არ მაქვს. Აღარ ვუყურე თამაშებს. ანგარიშს მერე ვიგებ, ოღონდ, მანამდე კორსიზს ვსვამ.კიდევ რამდენ ხანს უნდა უკრას ფედერაციამ თავისი სანიოლოთ, ჩვენ ნერვებზე.
გიო
ჭკვიანი სომხები- წააგეს საქართველოსთან და დარჩნენ c ჯგუფში...
გიგა
ვენაცვალე ლომ რაგბისტებს!
რაგბის ფანი
უაზროდ გაჯიუტებული სანიოლის "ინტელექტი" ვერაფრით აღიქვამს იმას, რომ ყველა თამაშში ყველა გოლი ერთი და იგივე მოძრაობით გადის: ჩვენი მცველების ზურგს უკან იგზავნება ბურთი, შერბის მეტოქის თავდამსხმელი და ამთავრებს. ჩვენგან კვარას გარდა ერთი ტაბატაძე იბრძოდა, ისიც გაიყვანა. სანიოლ წადიიიიიი!
ვახო
პროგრესის მაგივრად სულ რეგრესი!
მეტიკტოკე
17 წლის ბავშვებს ცოლები მოუყვანეთ სასწრაფოდ, თუ ვინმე ჯერ კიდევ უცოლოა.
მამუკა
უეფას ბრალია ყველაფერი. გვათამაშონ მარტო სომხეთთან. დანანრჩენებთან არ გამოვცხადდეთ
ჟორა
ფსიქოლოგი გვინდა და არა სანიოლი!!
ნიკო
რა ღირს კვადრატი მამარდაშვილთან?
Guderian
ნუ დაიწყებთ ეხლა სანიოლი, ფედერაცია და ა.შ მაგათ თავიანთი ცოდვები ეყოფათ, მაგრამ რა შუაშია მწვრთნელი როცა შვიდ კაცს 3 ფეხბურთელი ნელ ტემპში გიტანს გოლს (მეოთხე გოლი)? როდესაც კარის წინ დგეხარ და დარტმის მაგივრად ისევ უკან აბრუნებ, ან კვარაცხელია პირველ ტაიმში, ხომ ვარსკვლავია, მართლა ყველას ჯობია,მაგრამ ვერც დარბოდა, ბურთს ვერ ეწეოდა, ვერც ბურთის მიღება, დამუშავება, ზოგადად ნურავის ნუ ეწყინება, მაგრამ უინტელექტო ფეხბურთელები გვყავს< საფეხბურთო ინტელექტი ხედვა აქვთ 0, უბრალოდ გახედეთ სხვა ფეხბურთის გუნდებს თუნდაც იგივე თურქებს, დაფრინავენ, ბურთს არ ტანჯავენ, გადაცემა, აყოლა გინდა, პრესინგზე საერთოდ არაფერს ვიძახი და ამათ კომბინაცია ვერ გაუთამაშებიათ, არა აქვს მნიშვნელობა მწვრთნელს, ვინ არ მოვიყვანეთ, საშველი არაა, ერთი და იგივე, ბურთის თრევა, შვიდასი პასი სანამ მეტოქის ნახევარზე ავლენ, 0 კუთხურის შესრულება, 0 ჯარიმა და 0 შორიდან დარტყმა, გამონათებებს და გიბრალტარის დონის გუნდის გადავლას არ ვთვლი.ტექნიკაც აღარ არის ჩვენი ძლიერი მხარე, კვარასი გვიკვირს მაგრამ გახედეთ ევროპულ ფეხბურთს რამდენიც გინდა ისეთი ტეხნარები და რაც მთავარია სტაბილური ფეხბურთელები ყავთ. ჩემი აზრით დემეტრაძის თაობა იყო ბოლო ვისაც მართლა თამაში შეეძლოთ ნებისმიერ გუნდთან, არველაძე, ქინქლაძე, ქეცბაიას, ჯამარაულის გუნდზე აღარაფერს ვიძახი, ესეთი პირობები და მწვრთნელები რომ გვყოლოდა სულ სხვა შედეგებს დადებდნენ, არც ფორმატი გვიწყობდა ხელს. მე ამათი მყურებელი აღარ ვარ, დაითხარე ნერვები და უსმინე მერე მაგათ ბლუყუნით თავის მართლებას, მოგებას ხომ არავინ სთხოვდა თამაშს სთხოვდნენ, გინდა ალბანეთთან, გინდა თურქეთთან და გინდა ესპანეთთან
გიორგის!
როგორც გაწყობს, ისეთ "პოლიტიკურ ჭრილში" გადაყავს არა ძმაკაც? ჩენს რაგბისტებზე რას იტყვი? თავს,რომ სდებენ და იგებენ კიდევაც?
ყოჩაღ ნამდვილად
ქვილითაია შუაგზეში რო არ გადაღლილიყო, გოლსაც გავიტანდით. ვულოცავ ბიჭებს, მეტოქის კართან მიახლოებას. ბუდუ, ხვიჩა, ლოჩოშვილი და ცუდი განწესის მიუხრდავად გოჩოლეიშვილი ხარისხიანად გაისარჯნენ
გია
ღრმა კრიზისშია შესული გუნდი. გამოსავალი უიმედოა. არც მწვრთნელის შეცვლა უშველის ამ გუნდს.
გიორგი
მე მგონია ქვეყანაში რაც ხდება ბიჭების ხასიათზეც აისახება,მხოლოდ მწვრთნელში არგონია იყოს პრობლემა
Geo
მამუჩაშვილი შეამჩნია სანიოლმა ტორპედოში და არაბიძე ვერა ?
goga
დებილი, არა, მაგარი დებილი, თუ არ ხარ, როგორ ვერ უნდა მიხვდე, რომ გოჩოლეიშვილი მარჯნივ თამშობს და მარცხნივ წვალობს? თუ არ აყანყალებ მამუჩიშვილს მარჯვენა მცველად რა უნდა? ზურიკოც მარჯვნიმ, კვერნაძეც მარჯვნივ და ტაში კუკური...
Berze
Bevri ramea hesaxvleli dacxebuli pederaciit xvelapris mavneebi romarian hempionatis donidan dxevandeli nakrebis tamahamde. Tviton bihebma unda heikran da imokmedon tore davbrundebit carsulhi.
ბანდა და სანიოლი უნდა წავიდეს
ვილის მადლობა და სხვა გუნდში გადასვლა, ფედერაციას გამოძიება, ფეხბურთელებს ..............
ყველას კიდია ფედერაციაში ნაკრები.
კიმაღამ მოვიგეთ. პირველ ტაიმში 3 ბურთი რომ არ გაგვეშვა მე-4 ძლივს გაგვიტანეს, იქნებ ფრე ყოფილიყო ან საერთოდ მოგვეგო, ერთი ბურთი რომ გაგვეტანა. 😅
პეტუხი კრიშტიანუ
ლომინაძეს როდის უნდა აღირსოს დებიუტი,რას აუჩემებია ეს ჯამჭურჭელაშვილი?!
ნოა
წავაგეთ?
ბადრი
ჩვენ ნაკრებს მწურთნელი ყაავს? არც ტაქტიკა, არც სტრატეგია, ბიჭებმა არ იციან როგორ ითამაშონ. ეზოს ფეხბურთს თამაშობენ, იქნებ დროა სხვა მწურთნელი მოიყვანოს ფედერაციამ?
A
ამასწინათ დავწერე, რომ სანიოლი არაა მწვრთნელი, არც ევროპამდე იყო, არც ევროპაზე და მერე სულ გაშტერდა, დღევანდელი შემადგენლობა მგონი ლატარიით იყო არჩეული
კვარაცივია
რაც მთავარია, საუკეთესო მწვრთნელი გვყავს დდდ
ზურა
მსაჯმა წაგვაგებინა თორემ თამაშით ჩვენები უკეთესად თამაშობდნენ.
ლევანი
გაიტანეთ გრენლანდია. სანიოლი ვილიი, შე უიდეო, შენა
გიორგი
azarovs etamasha ramoxdeboda sxva?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
მენიო შესაძლოა, იტალიაში დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდში აღმოჩნდეს
"ნაპოლის" გაძლიერება სურს - ზამთრისთვის "პარტენოპეის" რამდენიმე ვარიანტი აქვს
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
[VIDEO] ნადირაძე ზაგრების გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
დე ლა ფუენტე: გვსურს, წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე კონცენტრირებული არ ვართ
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო - გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
"თუ მოიგებს, მისი მთელი ცხოვრება შეიცვლება" - დეინა უაითმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
საქართველო VS ესპანეთი - ნუთუ, ერთხელ მაინც არ შეგვიძლია?!
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
დე ლა ფუენტე: გვსურს, წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე კონცენტრირებული არ ვართ