ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA
                  • ლელო

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

<p>მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>"ბოლო სამი თვე იმაზე მძიმე იყო, ვიდრე მეგონა. თამაშიდან თამაშამდე შემადგენლობა იცვლება, მაგრამ შეცდომები უფრო გლობალურია. როცა ნაკრებში კვირკველია დავაბრუნეთ, ამას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ის ძაღლივით, ბოლომდე იბრძოდა. საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემებიც ემატება, რაც საშუალებას არ გვაძლევს, ქვეყანამ იამაყოს.&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>ფეხბურთელებთან კომუნიკაცია კვლავ იდეალურია, ყველამ არსებული სიტუაციის ანალიზი უნდა გავაკეთოთ. პრობლემა ისიცაა, რომ ტოპლიგებში ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს, სათამაშო დროით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ. მეტი ტრანსფერი იყო სასურველი, რაც არ გამოვიდა, მაგალითად, დავითაშვილის შემთხვევაში და ეს ფაქტორებიც უარყოფითად მოქმედებს", - განაცხადა სანიოლმა.</p> <p>&nbsp;</p> <p>შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.</p>

  • FOOTBALL_HUB

    სანამ რამეზე ისაუბრებდეთ ყველამ გადახედეთ შოტლანდიის მიერ დანიასთან გამართულ შეხვედრას. ჰიმნის შესრულებისას შოტლანდიელ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებში ისეთი მუხტი იგრძნობოდა ემოციურად მე-14 საუკუნეში დავუბრუნდი, თითქოს მაშინდელ ინგლისის სამეფოზე საომრად მიდიოდნენ! ესაა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, საკუთარი ღირსების შეგრძნება, რაც თურქეთთის წინააღმდეგ შეხვედრაში ასე გვაკლდა. თურქეთნ დაპირისპირებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო ვუსვამ ხაზს: 1) ჯერ ერთი იმის გამო, რომ ისინი ჯგუფში უშუალო კონკურენტები იყვნენ ჩვენი და 2) მათთან ისტორიული და პოლიტიკური დაპირისპირების გათვალისწინებით. თუნდაც ამით გვჯობია შოტლანდიის ნაკრები, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგენელს რომ შევეშვათ და აქვე ავღნიშნოთ ის გარემოებაც, რომ ჩვენი ნაკრების შეკრება არა მებრძოლი და თავდადებული მამაკაცების, არამედ ბაგა ბაღის განებივრებული ბავშვების მასკარადს დაემსგავსა, სადაც ხვიჩა სანტა კლაუსია, ლოჩოშვილი შრეკი და კაშია ბოროტი დედაბერი(ლირიული გადახვევა მე მაპატიეთ). ნაკრების შედეგები დიდწილადაა განპირობებული ფეხბურთელების ინდივიდუალური საშემსრულებლო ოსტატობით, თუმცა მენტალიტეტისა და სისხლის ყივილის გარეშე აზრს კარგავს ყოველივე. აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო ისიც, რომ არ შეიძლება სპორტი აფილირებული იყოს პოლიტიკასთან და მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ფეხბურთელს აქვს საკუთარი აზრისა და გემოვნების დაფიქსირების უფლება, ამის აფიშირება სახალხოდ არ უნდა ხდებოდეს, რადგან გულშემატკივარი შავიცაა და თეთრიც, ქოციცაა და ნაციც, ეროვნული ნაკრები და მისი წარმატებები კი ყველას საკუთრებაა განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. დარჩით ადამიანებად და დარჩით სპორცმენებად, მებრძოლ მამაკაცებად, რომლებიც ყოველ ჯერზე ჩამოდიან და სპორტული გაგებით სისხლს ღვრიან სამშობლოსთვის, თუ გინდათ მოპოვებული სიყვარული ხალხის თვალში ბოლომდე არ გაგიქარწყლდეთ. ეს იქნებოდა ჩემი, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივრის მოკრძალებული რჩევაცა და მოწოდებაც. მიკერძოებულმა გულშემატკივარმა მომიტევოს, თუმცა მეც ტკივილი მალაპარაკებს.

  • maximus

    ეს კაცი არსად არ წავა და არც არავინ არ უშვებს,რო გაუშვან უნდა აღიარონ საკუთარი შეცდომა, რაც ჩვენ ფეხბურთის ფედერაციას არ მოსდის საერთოდ არასოდეს.ამათ კიდე გულშემატკივარი ერთ ადგილზე კიდიათ, მთავარია ფული გაჭრან არა და ყველა ყოფილი ფეხბურთელია საშუალებაც აქვთ და ასე რამ გაამწარან რო ყველას საგინებლებად გაიხადენ თავი.მოკლედ სანიოლი გვეყოლება მომდევნო ციკლშიც თავისი ხიზანა მიზანათი და დავრჩებით ისევ გაცინებული. ტიპებს არც აინტერესებთ საკლუბო ფეხბურთში რა ხდება რეიტინგში ყველა გვისწრებს გიბრალტარ,ფერერებ, ანდორიანად. მთავარია ბიუჯეტის ფული გაჭრან...ეს არის ქართული რეალობა და აქ ნაცი და ქოცი გულშემატკივარი ერთ ნავშია ყველა.

  • ფრიდონი

    ფეხბურთის თამაში რომ არ გვეხერხება ფაქტია, მაგრამ რა გვჭირს იმასაც ვერ ვხდებით ეს უფრო უარესია.

  • ხაფანგი

    როცა ვეღარაფერს აკეთებს და გუნდში აჯაფსანდალია უნდა წავიდეს აბა რაა,მეტისთავი აღარ ააქვს და რაღასმიაკვდნენ,აბა მწვრთნელი თუ არაფერშუაში ვინ არის შუაში პაპაჩემიი?

  • გია

    ვილი კი არის დამნაშავე, მაგრამ ისიც გაითვალისწინე არცერთი ფეხბურთელი არ არის კლუბებში წამყვანი მოტამაშე სატამაშო პრაქტიკა არ აქვთ. მომავალი ტაობაც ასეთ მდგომარეობაშია.

  • დათო

    ეს კაცი(ვილი) საერთოდ ვერ ხვდება პრობლემა რაშია. საერთოდ სხვა რაღაცეებზე ასუბრობს და არა იმას რომ მწვრთნელის ხელი არ ეტყობა ნაკრებს. არ იციან რა ითამაშონ. არანაირი სტრატეგია. არანაირი დამუშავებული კომბინაციები. და ყველა შეხვესრაში შემადგენლობის ასე ცვლილება რო ბირთვი ვერ ჩამოაყალიბა. და ეს წიტაიშვილი მარცხენა მცველად რო ვერ თამაშობს ნუთუ ძნელი მისახვედრია??

  • გია

    ამას ქათმის სითავხედე აქვს! ფედერაციას რაში აწყობს ეს პროფანი, რა, ტოტალიზატორში თამაშებს ყიდიან, თუ რა არის? რატომ არ აშორებენ?

  • ჟორა

    კატასტროფას კატასტროფა ემატება და ყველა დონეზე ვაგებთ შესარჩევ თამაშებს, ანუ ფედერაციაშიაც ბევრი რამაა შესაცვლელი. პრეზიდენტმაც უნდა გააკეთოს არჩევანი პოლიტიკასა და ფეხბურთს შორის. ისეთი ქვეყნები გადიან მსოფლიოზე და ჩვენ ისევ აუტსაიდერებში დავრჩით, უბრალოდ უნდა შეგრცხვეს თუ ნამუსი გაქვს.

  • გიორგი

    კი, ვეთანხმები, ოთხი წელია ეროვნული ნაკრების მწვრთნელია, და ისევ სულ რაღაცა 'ჰგონია'.

  • LEO-ს

    ფედერაციის ხელფასებიც გასასაჯაროებელია, თავის გვარ-სახელებით. ბევრი ლოქო ამოყვინთავს ზედაპირზე! ეყოთ ხალხის ფულის თქვლეფა!!!

  • giorgi

    ვილი წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!

  • LEO

    ვილიკ, სანამ წახვალ, ხელშეკრულება გაასაჯაროვეთ, თქვე გამჭირვალობის მოყვარულებო!

  • სვანსკი

    ფედერაციავ მთელი საქართველო დიდი თუ პატარა ყველა თქვენ გაგინებთ. ბიჭების დანაშაული წაგებაში არის ნოლი,რადგან საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის როლი არის ნოლი. სანიოლი ნოლი. სანიოლი ნოლი. სანოლიიიიიი

  • სვანსკი

    ნაცებო გული შეგკტკივათ ქვეყანაზე? მაშინ მოდით ფედერაციასთან და ვნახოთ რამდენი ხალხი გამოვა.პირადად მე ქოცები მიბიძგებენ იმისკენ რომ პოტენციური დამნაშავე გამხადონ,მაგრამ უნდათ მშვიდობიანი აქცია მიიღებენ მშვიდობიანს ))))

  • დავით 67

    სანიოლმა კარგად შეითვისა ანდაზა სადაც წახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. ჰოდა დაიხურა აქაური ქუდი. ყველა რაღაცაში დამნაშავეა, თვითონ არა.გინახავთ საქართველოში პასუხისმგებელ პირს შეცდომაზე ან განზრახ გაფუჭებულ საქმეზე ბოდიში მოეხადოს? ბრაზილიაში დღემდე ესეთი ტრადიციაა თუ გუნდი ჩემპიონი მუნდიალს ვერ მოიგებს მწვრთნელი მიდის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო როცა უკან მოაბრუნეს მწვრთნელი. ტელე სანტანას ვგულისმიბ. აქ რა ტიტულების მოგება, სამარცხვინოდ წაგებულ თამაშებზე არავის არ სჯიან. მარტო გაგონილ და სიტყვის მნიშვნელობის არ ცოდნის "პასუხისმგებლობას ვიღებ" თქმა იციან. ამან ესეც კი არ თქვა. ფედერაცია ეხლაც ჩუმადაა

  • კიო

    მწვრთნელმა რა ქნასო ფეხბურთელები არ გვყავსო. კურასაოს ჩვენზე კარგი ფეხბურთელები არ მგონია ყავდეს. ადვოკაატმა გაიყვანა პირადად მსოფლიოზე ერთი პატარა კუნძულის გუნდი!ჰოდა ჩაო ვილსონ და ეძებოს ფედერაციამ ადვოკაატის დონის მწვრთნელი!!! ქეცბაია შეჭამეს არადა ამზე კარგი შედეგი ჰქონდა კაცს!საკლუბო ფეხბურთი ფედერაციის ბრალი არ ყოფილა ეს ვიღასი ბრალია?!!!

  • კიეზა

    მადლობა რაც გააკეთე და ნახვამდის..ეგ მიზეზები თითოეულ ქართვეკს კარგად გვესმის..მწვრთნელის მთავარი თცისება ისაა რა რესუსრსიც გაქვს იქედან გამოადნო მაქსიმუმი..ჰოდა ეგ გავიარეთ..ახალი სისხლია საჭირო ყველა რგოლში..და მოტივაციაც მოვა..წარმატებები ნაკრებს და საქართველოს..

  • დ.დ.

    ზოგზოგიერთების გონებრივ შიმშილზე ხომ არ იტყოდი ორიოდ სიტყვას ამხ. ვ ი ლ ი !

  • გიო

    აგერ სტატია დადეს, სპორტინგში ქოჩორაშვულმა ვინც უნდა შეცვალოს ის დამტვრეული და დაარქვეს ქოჩორაშვილის შანსი. რავა მაგის იმედზე ხართ, რომ ვიღაცა დამტვრევა და შანს მიიღებთ. შანსი ბრძოლით უნდა მოიპოვოთ მამარდაშვილის არ იყოს. რედაქცია- ჩემს დაწერილ სიტყვებს ნუ ამახინჯებ

  • alexandre

    რეებს ბოდავს?! ამდენი ტოპ ლიგის ფეხბურთელი 20 წელია არ ვყოლია. მაშინ ქეცბაია მწვრთნელს რას ვერჩოდით, არავინ რომ არ ყავდა ტოპ-5-ს მოთამაშე და ყოველთვის ხაზს უსვამდა ამას და სხვებს არც ათამაშებენო. ეეეჰ..... ჩვენი საშველი... არა, მაინც ოპტიმისტი ვარ! ჩვენი საშველი იქნება, მაგრამ მე თუ მოვესწრები?

  • Achi

    Dzan usindisobada usamartloba xdeba arcert qvexanashi ro araa egetebi chventan rato xdeba chagdeb shesarchevs wadi Ra tqvi kargat iyavi kargi iyo tqventano tan samad sami qula aixe da rac caage ushansod

  • ირაკლი

    ვილი, შენ უდიდესი სიხარული გვაჩუქე, შენნაირი წარმატებული მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს არ ჰყოლია, შენ ისტორია დაწერე, რისთვისაც გულშემატკივართაგან უდიდესი მადლობა და პატივისცემა დაიმსახურე. გთხოვ ნუ გადაუსვამ ხაზს ამ ყველაფერს და ღირსეულად წადი!

  • -

    ნაკრები თუ ხშირად წააგებს, თავისთავად შემცირდება ხალხი სტადიონზე, მაგრამ თქვენი მოწოდება ბოიკოტზე რა სისულელეა, რომ არ მიხვალთ, სანიოლის გაუშვებენ და ინიესტა დადგება დაცვაში ? შეკითხვები და პრეტენზიები ბუნებრივია, მაგრამ ყავს ფეხბურთელები და არ გამოყავს ?

  • იოსები.

    ძალიან სამწუხაროა როცა ბოლო ადგილზე მყოფი გუნდიც რომ მოიგებს. ამით ყველაფერია ნათქვამი. პრობლემა დიდია და უნდა მოწესრიგდეს. სიარულის დრო უნდა დასრულდეს და სირბილზე გადავიდეთ.

  • გია_544

    შენ თვითონ შექმენი ეგ შიმშილი! ფედერაციამ მწვრთნელის უყოლობა (იაფი უჯდებათ და აწყოფთ) შექმნა.

  • გია

    გუნდი ღრმა კრიზისშია, ამას ემატება ფეხბურთელების დაბალი კლასი . მოტივაცია არ არის. გუნდურობა და ერთიანობა სულ დაიკარგა. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ამ საკითხების გადაწყვეტა სანიოლს ნამდვილად არ შეუძლია .

  • Star lord

    არ მივიდეთ სტადიონზე სანამ არ წავა ეს კაცი. ბოიკოტი ყველაზე მარტივი გამოსავალია ამ შემთხვევაში

  • სირბილის სწავლების ცენტრი

    წლებია ვიხვეწები მენტალური მომზადება გამოიყენონ ჯერ სირბილის ტექნიკის გასაუმჯობესებლად და შემდეგ ზოგადი ინტელექტის ასამაღლებლად. ამას თუ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც დაუმატებენ ეს ოქროს თაობა თავის ღირსეულ სიტყვას კიდევ იტყვის! ძალისმიერი სირბილი სასწრაფოდ უნდა ჩაანაცვლონ მცირე ენერგოდანახარჯით სირბილით (რასაც ესპანეთის ნაკრები იყენებდა) და მაშინვე სწრაფი შეტევების განხორციელების საშუალება მიეცემათ!

  • გიო

    ქოხები, აქამდე ვერ მიხვდით, რომ შემოგზავნილია ეგ ფრანგი, სიგარეტის აგენტია. სპეციალურად მარჯვნივ მოთამაშეს მარცხნივ ათამაშებს და პირიქით. ბერებს იძახებს ნაკრებში, ვისაც სირბილი აღარ შეუძლია. ეგ ფრანგი ხალხს გამოიყვანს გარეთ და რევოლუციას მოგიწყობთ. ამიტომ დროზე მოიშორეთ.

  • სოსო

    ნაკრებია თუ მოდის სახლი,ჯერ რომ ჩამოდიან ეჯიბრებიან ერთმანეთს ვის რა ბრენდის ლუქი აცვია,ვინ რა ბრენდის ჩანთით იმგზავრა..მაგას აჩვენებენ ვარჯიშის მაგივრად,ვის რაში აინტერესებს ამათი ბრენდები?სირცხვილია.მაგალითი აიღეთ შოდლანდიისგან,ირლანდიისგან ვარსკვლავებს არ წყვეტენ,თუმცა როგორ იბრძვიან,მთელ გულს და სულს დებენ თამაში,ესენი კიდე მთელი თამაში სიარულში ატარებენ..

  • ლადო

    აზაროვის არ გამძახება და უთამაშებლობა ყველაზე დიდი შეცდომა!!!! წიტაიშვილის არასათანადოდ გამოყენება, ბიჭი შემტევია, ტეხნარია და როცა შეტევაში არაფერი გამოგდიოდათ, ქვილითაია და ბუდუ ერთად კი არა კვარას ადგილას წიტა და კვარა წინ, ან მარჯვნივ! მარჯვენა მხარეს ზურიკო კი ფაფხურებს მაგრამ არის საფრანგეთის მეორე ლიგა! გოჩოლა მაგარი სუსტია, არ ვიცი, კაკაბა ბევრად ჯობს! დაცვაში ოპტიმალური ახალგაზრდა წყვილია მოსაძებნი, ფაქტია ტლანქ ლოჩოს ისევ სტარიკი კაშო ჯობს! გოგლიჩას იმედიც არ მაქვს დიდი, აი საზონოვი იქნებ გამოჯანმრთელდეს და გვეშველოს, თორე.... აბუ მომეწონა, მეტად უნდა გაათამამოთ ეგ ბიჭი, ძალიან ტექნიკურია და თუ ნდობა ექნება, ცენტრშიც კარგად გაათამაშებს! მოკლედ სანიოლი და ხიზანა ვიფქრობ ამ ნიჭიერ თაობას ამწნილებს და ფედერაციამ დროზე უნდა მიიღოს რამე ზომები!

  • ლაშა

    კვარაცხელიაზე რომ ამბობთ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი არისო,ამით ნაკრებს რა?ნაკრებში მე რასაც ვუყურებ,არც შემართება,არც მოტივაცია არ აქვს,მთელი თამაში დადის..ან რა კაპიტნობა და ლიდერობა..ნაკრების ლიდერი არის,მაგალითად,სკოტი მაკტომინეი რეები აკეთა,როგორ ითამაშა 90 წუთი არ გაჩერებულა,ყველა ბრძოლაში შედიოდა,ეს კიდე 90 წუთი დადის და მალე მაგასაც დაგვამადლის,საერთოდ ნაკრებში რომ ჩამოდის.

  • Givi

    ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, სანიოლის ეპოქა დასრულდა ნაკრებში, ახალი მწვრთნელი უნდა ახალი შემართებით და იდეებით, ეხლა მაინც ვერავინ იტყვის რომ არ შეუძლიათ მეტიო, ყველა ხვდება რომ ამ ბიჭებს გაცილებით მეტი შეუძლიათ და არა უღიმღამო, უფანტაზიო, უჯიგრო და ზოზინით ბურთის გორაობა წინ და უკან, რაც გუშინ ვნახეთ ბულგარეთში.

  • suxumchanin

    მენტალურიო, კიდევ აქეთ რომ იშვერ ხელს. წადი ბიძია არ გამოდის კალაძე-კობიაშვილ-ხიზანა-იაშვილის ხელბიჭობა და ტრენერობა ერთად. ქვილითაიას რომ ათამაშებ რა გაგიკეთა ან კაშია და მისთანები რომ ვერ ხვდებიან რომ დიდი ხნის წასულებირომ უნდა იყონ შენ რას აკეთებ? ბოლო მატჩებში ახალი თაობა რომ გამოგეყვანა დაშავდებოდა თუ წაადგებოდა ნაკრებს. უკვე ჩანს კვარას და სხვების ნიჰილიზმი და ეს შენი ბრალია მკვდარზე ვენოკებს რომ ათამაშებ მათ გვერდით გამოიყვანე პატარა ბიჭები მეტი შემართებით და პერსპექტივით მაინც ივარჯიშებ-ითამაშებენ.

  • ლაშა

    Მიზანი ყველა მწვრთნელის უნდა იყოს ევროპაზე და მსოფლიოზე გასვლა, თუ რომელიმეს ვერ ახერხებ უნდა წახვიდე!!! Დავბერდით ეს დედა აფეთქებული და დაგვინდეთ ჩვენც

  • გიორგი

    არა ბუდუს მონდომებას ვერ დაუწუნებთ მაგრამ კარის მიართულებით ორ მატჩში ერთხელაც არ დაურტყამს რაში მჭირდება თავდამსხმელის უკან ჩამოსვლა როცა გუნდი აგებს.

  • კოფე გნებავთ?

    ამიტომ არ იყო საჭირო ერთა ლიგა. ილუზიები შეგვიქმნა, მართლა დაგვაჯერა რომ მაგარი ნაკრები გვყვავს. სინამდვილეში ევროპაში მაჩანჩალა ქვეყანა ვართ და გუნდიც შესაბამისი გვყვავს. რადიკალური და მტკივნეული ცვლილებებია საჭირო ქართულ ფეხბურთში.

  • ლევანი

    ექვსი მატჩიდან წავაგეთ 5 მატჩი. მათ შორის უშანსოდ წავაგეთ 4 მატჩი. მსოფლიო ჩემპიონატის ეს ციკლიც ჩავარდა. ერთი კითხვა მაქვს, ამ ჩატარებული მატჩებიდან რაიმე ვისწავლეთ? რაიმე გამოცდილება მივიღეთ? ახალი ტაქტიკა შევიმუშავეთ? ვილი ჩემო კარგო ტოპ ლიგის გეხბურთელები რო არ გვყავს ვიცით, ისიც ვიცით რაც ჩვენს ჩემპიონატში ხდება, მაგრამ რაც არის იმით უნდა ვითამაშოთ ბოლომდე. თამაშში უნდა იგრძნობოდეს სული, გული, ჯიგარი, შემართება და მოგების ჟინი. უნდა იგრძნობოდეს რომ რაღაც ტაქტიკა გვაქ. ბოდიში მაგრამ მე ვერცერთი ვერ ვნახე ამ თამაშებში. ფეხბურთელებს რაც შეეხება სირცხვილია ბიჭებო!!! კარგად ჩანს თქვენი დამოკიდებულება საქმის მიმართ. არანაირი შემართება არ გაქვთ და მოვალეობის მოხდის მიზნით ხართ მოედანზე. კლუბებში ხომ თამაშობთ? აქ რა გჭირთ?

  • ხვიჩა მაგარია!

    და რა შუაშია საერთოდ ზურიკოს ტრანსფერი ნაკრების შედეგებთან? )) ეს უკვე ვეღარაა თავის მატორზე. ბიჭი დაფრინავს თავის გუნდში, ე. ი . ფორმაშია და შენც მაგიტომ გამოიძახე. თუ არ მოგწონდა, დაგეყენებია სხვა, დაგიშალა ვინმემ? ხვალ ამინდს დააბრალებ, ზეგ ბუცებს, მაზეგ ომს უკრაინაში და ასე, მიზეზები არ დაგელევა. სუსტი ხარ და უნდა მიხვდე. ვერც გუნდს განაწყობთ საბრძოლველად და ტაქტიკურადაც უკუღმა აყენებ შემადგენლობას. ამდენი ხანი გუნდის ძირითადი ბურთვი და ხერხემალი ვერ ჩამოაყალიბე, რომ ნაკრებს თავისი ხელწერა ქონოდა. სირცხვილია უკვე, 53-ე ადგილზე თუ ვართ, მაგას ქვია სამარეში წოლა. დაგვანებეთ ყველამ თავი. ჩაყარდეს ობიექტურად ფედერაციის არჩევნები და გაყევი უკან კობიაშვილს!!!

  • მოქალაქე

    ნიჭიერი ბიწები უნდა მიიღონ და არა ფულიანები საფეხბურთო სკოლაში

  • მამუკა ბათუმი

    საკადრო შიმშილი არა ტოროლა. დაცვაში იმხელა არჩევანია ორი შემადგენლობა გამოვა. მთავარია სწორი ტაქტიკა და სტრატეგია დასახო და განახორციელო. არც ნახევარაცვაა უშანსო. თავდასხმა ხომ ისედაც ფაქტია გვყავს. მწვრთნელმა ამოწურა შესაძლებლობები და ფეხბურთელებმა კიდევ სჯობს შეეშვან ხელისუფლების მესვეურებთან პოზიორობას, ფეხბურთს მიხედონ და შედეგი მოვა სწორი მუშაობით

  • მიშა

    აბა ვილი, ერთხელ კიდევ დაგვმოძღრე, მარტი უკეთესი იქნება, სექტემბერის თვე კიდევ უკეთესი, 2030 წელს კი ევროპასაც გავაკვირვებთ.

  • ნელიკო

    ნელიკო

  • ნიკოლოზი

    სასწრაფოდ დააბრუნეთ ქეცბაია ნაკრებში,იმ დროს რომ ქეცბას ამ ნაკრების შემადგენლობა ყოლოდა გაცილებით უკეთეს შედეგს დადებდა...თანაც რით ვერ გაიგეთ საქართველოს ნაკრებს სჭირდება ქართველი მწვრთნელი, ვინც კარგად იცის ქართველების მენტალუტეტი...ამოვიდა ყელში უკვე სანიოლის 0 ფანტანზია და ერთიდაიგივე ფეხბურთებელების თამაში ნაკრებს, სხვა ბიჭებს შანსი საერთოდ არ ეძლევა, თუნდაც ნოდარ ლომინაძეს კაცი 1.93 სიმაღლეში და კუთხურიდან 2 გოლს ვუშვებთ თურქეთან იმიტომ რომ კიტე 1.7 სინაღლის ფეხბურთელი იყვანს 1.85 თურქ მცველს...ლოჩოშვილიც არაა ნომინალურად დამცველი, წინ უკეთესად გამოსდის თამაში, დღეს ბურთიც გაიტანა...კაშიას მადლობა და უნდა დავემშვიდობოთ...2 ცენტრალური დამცველი აუცილებლად გვჭირდება მინიმუმ 1.87 სიმაღლის, ჯერ სიმაღლე და მერე ფეხბურთი, თუ არადა ყველა სტანდარტულზე გოლს გავუშვებთ თავით...მამარდაც ძალიან ბევრ უხეშ შეცდომას უშვებს, მე-2 გოლი ნაწილობრივ მის კისერზეა...

  • ვილის

    წაი ბიᲫია წაი!!! ეს Შენი მაქსიმუმია...

  • უცხო მოყმე ვინმე

    შიმშილი კი არა,იმდენად ხარ გაზულუქებული რეალობის აღქმა გაქვს დაკარგული ვილი. ნებისმიერი თავმოყვარე ფედერაცია შენს მსგავსს უმალვე დაიქნევდა, თუმცა მანამდე ნებისმიერი თავმოყვარე მწვრთნელი თავად დატოვებდა პოსტს. პრობლემა და უბედურება იმაშია, რომ თავმოყვარეობა არც ფედერაციას აქვს, არც შენ და არც ნაკრების ფეხბურთელებს. მე რომ მათ ადგილას ვიყო საერთოდ აღარ ჩამოვიდოდი ნაკრებში და ამდენ სირცხვილსა და თავს ლაფის დასხმას არ ავიტანდი, ან კაცურად ვიტყოდი საზოგადოების წინაშე კონკრეტულად რაშია პრობლემა, მაგრამ ფეხბურთელები ამას არ გააკეთებენ და ეს გასაგებიცაა, ბევრისთვის ნაკრების რიგებში გამოსვლა და შესარჩევ ციკლში თამაში ფაქტიურად ერთადერთი შანსია ვინმემ დაინახოს და კარიერა აიწყონ. ამ პრინციპით იძახებენ ნაკრებში მექვაბიშვილს, ქვილითაიას და რა ვიცი კიდევ რამდენს. ასე რომ ყველაფერი დღეზე ნათალია, პოლიტიზირებული ფეხბურთი, ნეპოტიზმით და მორჩილი უტყვი, ბრმა და ყრუ, უმოტივაციო ხალხით გამოტენილი. ასეთი სახელი ჰქვია დღეს ქართულ ფეხბურთს და მორჩით ზედმეტი ამბიციების ფრქვევას ზოგზოგიერთები. კარგი როზგი უნდა დიდიან პატარიანა ყველას. შემდეგ იქნებ მიხვდნენ, რომ ნაკრებში ჩამოსვლა არა პრივატული "დე ფილე" არამედ პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა მთელი ერის წინაშე!

  • მალხაზ ჯობავა

    ბულგარეთს ვინ ყავს ტოპლიგაში მე შენი.... საკადრო შიმშილი არის სამწვრთნელო სტაფში და ფედერაციაში თქვე დამპლებო. 55 ქვეყნიდან 54-ზე ვართ, მარტო სან-მარინოს ვუსწრებთ თქვე მაზოხისტებო თქვენა, მე თქვენი......

  • რაგბის ფანი

    ნაც-ქოც-აკაცუკებს ბედნიერი დღე გაუთენდათ ბიჭების პოსტებზე კომენტარებში ბოღმის სანთხევად. PS. სანიოლ-ხიზანა, წადიიი!

  • გოგა

    ამ ხალხით როცა არ შეგიძლია ბულგარეთან სულ მცირე, რო არ წაგო, მაგ შემთხვევაში წადი ჯოგარო, გაუჩენელს ვერავინ გაჩენს აწი, ჭორაობით და წუწუნით არ ეშველება საქმეს, უკრაინელებთან მოყოლებული, პირველ ტაიმშივე აგებ ყველა თამაშს, ამ შესარჩევში 30 35 წუთში წაგე ყველა თამაში, ვერ ქაჩავ და რა გინდა რო ქნა

  • ზეზვა

    შიმშილი კი არა ის თქვი რომ ფეხბურთელებს სირბილი და ბრძოლა ეზარებათ..უყურეთ თურქეთი ბოლო წამამდე როგორ ებრძოდა ესპანეთს,ერთი წამით არ ჩერდებოდნენ,მერე შეადარეთ ჩვენი ბედოვლათები ელემენტარული აჩქარება არ ჰქონდათ თამაშში.სიარულით კიდე თამაშს ვერ მოიგებ.თუ სირბილი გეზარება,ბიზნესმენობა გინდა და კორპუსების მშენებლობა,დაიხურე ქუდი,დაანებე სპორტს თავი,ორივე ერთად არ გამოდის..

  • HK

    მადლობა ყველაფრისთვის, შენთან ერთად ნაკრება ისტორია დაწერა ძალიან ემოციური იყო მადლობა და ეხლა დროა დავემშვიდობოთ :)

  • გიორგი

    ნუ მოტყანი ტვინი წადი წადიიი ამოწურე შენი თავი ნაკრებში და მიხვდი😡 ჯინაზე 4-3-3 თამაში რა პონტია ვერ ვთამაშობთ ფაქტია😡 ახალი დაცვიზ ხაზის ჩამოყალიბება გვჭირდება და ეს კიდევ კაშიას ათამაშებს😡 ლომიმაძე ტტუილას რომ გამოიძახე გვენახა საქმეში ახალი სისხლი 😡

  • rezi

    წადიიიი

  • უშანგი

    მართლა ამოწურა ამ კაცმა რაც შეეძლო. მადლობა ვილი ყველაფრისთვის და მართლა ჯობია წახვიდე რა.

  • კახი

    ეს საფრანგეთში გაზრდილი ხალხი როგორ ვერ თმობენ თანამდებობებს და სკამები. ხო ხედავ რო ამოწურე ყველაფერი წადიიიიიიი.

  • შიმშილა

    შიმშალი კი არა დაიხურე ქუდი და წადი რა. არ წაიღო ტვინი ამის ფსიქოლოგიურმა გამონათქვამებმა.

  • კობა

    რა გახდა ამ ფრანგის გაშვება!???...

  • footbal

    პატივცემულო ვილი სანიოლ დროა დაგვემშვიდობო. შეიძლება ბევრმა მადლობაც გითხრათ... ეს ის თაობაა რომელიც იმსახურებს ისეთ მწვრთნელს, რომელიც ტაქტიკურადაც განსწავლის, მოტივატორიც იქნება და მომთხოვნიც. აღარ გვინდა ქართულ ჯიგრული პონტები, ამან სადამდეც მოგვიყვანა ვხედავთ. შევხედოთ ბრაზილიის ნაკრებს და ანჩელოტის, ნეიმარს პირობა წაუყენა, თუ გინდა მუნდიალზე და ნაკრებში თამაში, აგერ ექვსი თვე გაქვს, რომ დამარწმუნოო. ჩვენც ესეთი მენტალიტეტის მწვრთნელი გვჭირდება...

  • footbal

    პატივცემულო ვილი სანიოლ, დროა დაგვემშვიდობო, ბევრი მადლობასაც გეტყვით. იცით როგორი მწვრთნელი სჭირდება ამ თაობას? ტაქტიკურადაც რომ განსწავლის და ძალიან მომთხოვნი, რომ იქნება... როგორც ანჩელოტია თუნდაც. კაცი ბრაზილიის ნაკრებშია და ნეიმარი რომ ნეიმარია ეუბნება თუ გინდა ნაკრებში იყო ეწვსი თვე გაქვს, რომ დამარწმონოო. ჰოდა ჩვენ ქართულ ჯიგრული პონტებით სადამდეც მოვედით ყველა ვხედავთ. შეხედეთ სხვა ნაკრებებს ბოლო ტურში როგორი ბრძოლები ჰქონდათ, ჩვენ როდემდეღა შეიძლება ესე ვიყოთ?..

  • llcl

    ეს გვეკაიფება თუ თარჯიმანის პრობლემაა?

  • გია

    სიახლეა საჭირო,ფედერაცია მწვრთნელებ იანად.ახალი იდეები,მიდგომები.ქვეყანაშიც

  • მატყუარა სანიოლს.

    რა საკადრო შიმშილი გაქვს შე კურდღელო? კვირკველიას რომ გინდა პენსიამდე გაყვე, მანდა არ გყავს ბერიაშვილი, რატომ არ ათამაშე გგონია ვინმეზე ნაკლებია ეგ ბიჭი? ბერიაშვილი კაშიაზე ნაკლები არაა, რაც კაშიამ წლები ითამაშა იმდენი თამაში ათამაშე თუნდაც 8-9 თამაში და დარწმუნდები რომ უკეთესიცაა. მშიშარა ხარ ან განზრახ აკეთებ რომ ლომინაძეს არ ათამაშებ, მაგრამ მექვაბიშვილი შეუცვლელი გახადე რამის. ვინც შენ მწვრთნელობა დაგაბრალა და 1 ტაიმის 31 წუთიდან 2 ფორვარდით თამაში გასწავლა ერთი ის ადამიანი დამანახა.

  • ვაბჯა

    აი მთავარი შემდუღები ( სვარჩიკი)

  • ოპტიმისტი

    ეს მგონი არ აპირებს წასვლას

  • Victor

    სამწუხაროდ, ბატონმა სანიოლმა სრულად ამოწურა რესურსი ნაკრებში და ეს უდავო ჭეშმარიტებაა... მაღციელობას და ვარაუდებს აზრი აღარ აქვს: ის უნდა წავიდეს!...

  • ლაშა

    მოაშორეთ ეს კაცი ნაკრებს მარაზმში ვართ უკვე ესე არ შეიძლება 0 იმედი

  • gzp

    რას ერჩით სანიოლს? ბუბუ-ბუდუ-ო გეიძახოდით, დააყენა და რა ქნა? აღარ გვინდა კვირკველია და კაშიაო და სხვებმა რა ქნეს უმაგათოდ? მარადონა რომ გვყოლოდა მოვიგებდით, მაგრამ ვინც გვყავს არ იძებნებოდა მოედანზე.

  • Tsadi

    Moacilet gaushvit ra agar gauvida vada amas

  • Ras gavxart

    Gadashenshi im shen saprangetshi treneris garda yvelaperia

  • დდდ

    ირლანდიელებს უნდოდათ ამის წაყვანა, მაგრამ ფედერაციამ არ დაუთმო... ირლადიელებმა კი ვნახეთ, რაც დამართეს ჯერ პორტუგალიას, მერე უნგრეთს და სასწაულად გავიდნენ ფლეი ოფში... ჰოდა, სიმართლეს გაუმარჯოს და არ ეკუთვნით ახლა კობის და კამპანიას ერთი-ორი ყუთი საუკეთესო ირლანდიური ვისკი?!..

  • Გიო

    Ხო აბა შენი ბრალი ხო არ იქნება. Როცა გაგივარდა და შედეგი გქონდა ვინ გყავდა უკეთეს გუნდში? Არაა მწვრთნელობა შენი საქმე წადი და რაც გიშოვია ტკბილად დახარჯე სიბერეში.

  • ვინ დაგვწყევლა

    ეს ადეკვატური უკვე კარგა ხანია, ვეღარ არის და ახლა ის დროა, შერაცხადობაზეც შევამოწმოთ... თუმცა უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც გაშვება მაინც გაჭირდება...

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

ნეიმარმა "სანტოსი" გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს

"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა

ზურიკო და კიდევ სამი სხვა - "ბეშიქთაშს" ზამთარში დიდი სატრანსფერო მიზნები აქვს

თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს

სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს

გოგონამ ეს თხოვნა შეუსრულა და მალე დაქორწინდებიან - მიქაუტაძის თანაგუნდელს ცოლად ყოფილი პორნო ვარსკვლავი მოჰყავს

სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია - ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება

სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის

ჩაკვეტაძე მორიგ ტურში სათამაშოდ მზადაა

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

სანიოლის კაპიტულაცია

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა