საქართველოს ნაკრების ბულგარეთთან (1:2) მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლს პრესკონფერენციაზე ორ საკითხზე ვესაუბრეთ. პირველი მის მიერ წინა დღეებში ნათქვამს ეხებოდა, გუნდთან ვისაუბრე და იციან, კრიზისიდან როგორ გამოვიდეთო (მსგავსი ოთარ კიტეიშვილმაც გაიმეორა) და მეორე, როცა მწვრთნელი ამბობს, დაცვაში ახალი სახეებია საჭირო, სწორება მომავლის გუნდზე მაქვსო და ამ დროს ვეტერანმა გურამ კაშიამ (მის კარიერას პატივისცემა) სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

წარმატებამდე, როცა ჩვენ ეროვნულ გუნდს ცუდი პერიოდი ჰქონდა, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "ვეძებთ მიზეზებს ევროპულად." სამწუხაროდ, ისევ გადაბრალებებისა და საკუთარი პასუხისმგებლობიდან ეფექტურად გამოძრომის დრო დადგა.

დავუშვათ, სანიოლი მართალია, რომ გუნდში სიტუაცია არ არეულა და მას შეგირდებთან სათქმელის მიტანა არ უჭირს, მაშინ შედეგები ასე რომ გაუარესდა, ბიჭებს თურმე მოტივაცია რომ აკლიათ და გარკვეული მენტალური სირთულეებიცაა, ამის ვერშეცვლა მწვრთნელის პრეროგატივა არაა?! ასე ხომ ყველა გუნდისა თუ ნაკრების დამრიგებელს შეუძლია თქვას, მე რა შუაში ვარ, ჩემ საქმეს "პატიოსნად" ვაკეთებ და "მარტო წვრთნა რას უშველისო." ასე საქმიანი ურთიერთობები არ ლაგდება, არც მხოლოდ წარსულის გამოცდილების გამო ინარჩუნებს ვინმე პოსტს.

ახლა რაც შეეხება მწვრთნელის მხრიდან დანახვას. კი, ზოგიერთ პოზიციაზე საკადრო პრობლემაა, ტოპლიგაში მეტი გვჭირდება და სტაბილურობაც მოგვიხდებოდა, მაგრამ მაშინ ვილი რის ხარჯზე გვპირდება, შემოდგომამდე დავლაგდებითო. გუნდის შესაძლებლობების არ გჯეროდეს და წარმატების გეიმედებოდეს? აქ არაა ლოგიკა, პატივცემულო.

ლოგიკური კი ის იქნება, ფეხბურთელებმა თქვან, მწვრთნელო, რას გვაბრალებთ, რა მენტალილეტი, რა "თავში ავარდნა", ჩამოვდივართ, მაქსიმიმს ვდებთ და სხვა ჩვენი მოვალეობა არააო. გუნდური სიტუაციის არევა ასე იწყება, მაგრამ ვინმემ არ გაიგოს, ამისკენ მოწოდებას ვაკეთედეთ, უბრალოდ წარსულის გამოცდილებები რაღაცას უკეთ გვაკითხებს. უკვე გავიგეთ, საქმე კონკრეტული ფეხბურთელის ერთგვარ დასჯასთან რომ გვაქვს და ვაი რომ, საქმეში ე.წ. დომინოს პრინციპი არ ჩაირთოს.

არ გვინდა, ეს პერიოდი მხოლოდ მწვრთნელზე გადატყდეს, მაგრამ ფაქტია, ასე მიღწეული გამარჯვებულის მენტალიტეტი სადღაც რომ გაქრა, ამას ვერ გაექცევა; ვერც იმას, ახალ სათამაშო სტილს რომ ვერ მოერგო და ვერც ძველზე დარჩენა წარმოედგნა იდეალურ ვარიანტად. რაც შეეხებათ ბიჭებს, გუნდებიდან უკეთესები რომ დაბრუნდნენ, ჯერ იქ უნდა მოუმატონ, ითამაშონ; შეუძლებელია, წარმატება მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელზე დამოკიდებული იყოს. ამხელა გულშემატკივრობასა და სიყვარულს მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდეთ, კრიტიკაც უნდა მიიღოთ და საკუთარ თავზე იმუშაოთ. მთავარია, არ ჩათვალოთ, უკვე ბევრს მივაღწიეთო. მომავალი გვაქვს, შეუძლებელია, ქვეყანას ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდეს და ოპტიმიზმი არ გააჩნდეს.

რაც შეეხება პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ მეორე საკითხს. თუკი ვთანხმდებით, ახალი მცველები უნდა გამოვცადოთო, თუ არა ახლა, უმოტივაციო და თანაც, ოფიციალურ შეხვედრებში, აბა როდის?! ვისზე უნდა აეწყოს ახალი დაცვა?! მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილი ხან ფლანგზეა და ხანაც ცენტრში, მას სათამაშო ადგილი უნდა ჩამოვუყალიბოთ. ასევე, მოტივაციის პრობლემააო და ახალი სახის, ნოდარ ლომინაძეს სავარჯიშოდაც ვერ ვამჩნევდით, სანიოლი მის შეყვანაზეც კი არ ფიქრობდა.

ფრანგმა დამრიგებელმა ასევე უნდა ეცადოს, ბიჭები მაქსიმალურად იქ და იმ ტაქტიკაში ათამაშოს, კლუბებში რომ გამოდიან. ასე მივიღებთ თუნდაც უკეთეს გიორგი გოჩოლეიშვილს.

არ ვიცით, არ ვიცით, მარტისა თუ ივნისის ამხანაგურები რას მოგვცემს, საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე შეიძლება გვეგონოს!..

სოსო
ეს აღარ არის ძველი ნაკრები,იცით რატომ?თავში აუვრდათ,მარიაჟობა და ფულის,ქონების,წილების დაგროვება დაიწყეს,პარტიულ კლიპეპში მონაწილეობა,ბრენდული ტანსაცმლით მოდის ჩვენებები,შესაბამისი შედეგიც მიიღეს!!
za
აი მშვენიერი სტატიაა. არ დავმალავ, იშვიათად მომწონებია ამ საიტზე სტატია და ეს არის ზუსტად ის სტატია რომელიც მოწონებას იმსახურებს. რა ფეხბურთელებითაც ევროპაზე გავედით, თითქმის იგივე შემადგენლობა გვყავს ეხლა (კვირკველია, გველესიანის გარდა). ფაქტია რომ საშინლად ვთამაშობთ. გაურკვეველი ტაქტიკა, შეუთამაშებლობა, შემართების ნაკლებობა, მოტივაციის ნაკლებობა, აგრესიულობის ნაკლებობა. ყველას ეს ზემოდჩამოთვლილი არის მწვრთნელის ბრალი! წერტილი! საერთოდ არავინ არაფერს უკარგავს სანიოლს! სუპერ შედეგს მიაღწია გუნდმა და ეს არის მისი დამსახურება, მაგრამ ფაქტია რომ აიჭრა, ამ "გაზრდილ" გუნდს ვეღარ აუბა მხარი. ერთი ცუდი მომენტიც არის, არცერთი თამაშის მერე თავის თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. ეგრე არ შეიძლება! ყოველთვის ყველაფერი ფეხბურთელების ბრალი არაა (მაგალითად გოჩოლეიშვილი რომ მარცხენა მცველად თამაშობეს, ეგ არ არის ფეხბურთელის ბრალი)
ახალი ამბავი
რას ამბობ, მაშინ ჰქონდა პარტიული ნიშანი, თუ ჰქონდა - ნაცური ნაკრები იყო (ძირითადად ახლაც ასეა) და იმიტომაც უწყობდნენ ხელს, ნაცების დიდი აქციების პარალელურად
გიორგი
გავიგეთ სარკაზმი 😁
ვილი მაგარია
კუდაბზიკობას შეეშვით. ვილის დაუჯერეთ. ერთა ლიგის შედეგი იქნება გადამწყვეტი. მანამდე პოპკორნს მიეძალეთ და პეპსი მიაყოლეთ
lasha
ვისაც გინდათ გეწყინოთ. ვინც ბრმა არაა ხედავთ. ეს აღარაა ეროვნული ნაკრები. ამიტომაც დაკარგა მენტალობა და ბრძოლისუნარიანობა. თავი რო დადო ამისთვის უნდა გქონდეს განცდა რომ შენს უკან შენი დაჩაგრული ქვეყანა და ერია. ეს უკვე არის პარტიული ნაკრები. კარგით რა ხალხო ბრმა თუ არ ხარ მიხვდები რატომ არ იძახებს საეერთოდ აზაროვს და არ ათამაშებს გაგნიძეს. იმიოტმ რომ უკრაინულ გუნდებში თამაშობენ. რატომ აქვთ გარვეულ მოთამაშეებს გარანტირებული ძირითადი. პოლიტიკური ნიშნით რათქმაუნდა და ასეტმა ნაკრებმა რა წარმატებას უნდა მიაღწიოს. ეს პარტიული ნიშანი რო არ ქონდა ნაკრებს კი იბრძოლა ევროზე და შედეგიც დადო.
გიორგი
არაფერი არ შეიცვლება, კრიზისი გაღრმავება. ქოჩორა უთამაშებელია და ლომინაძეს არ აყენებს. ათი თავით ჯობია ქოჩორას. ნაკრების მწვრთნელი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. ფედერაციამ პასუხი აგოს შედეგზე.
გია
რა მენტალიტეტი,დაცვა არ ვყავს.ღია კარის პოლიტიკა გვაქვს
zura222
მარტო ნაცებს არ მოგწონთ ნაკრები და სანიოლი, იმიტო რო ნაცები არ არიან. არადა ცუდათ ნაღდათ არ უთამაშიად გუშინ, უიღბლობა იყო მხოლოთ.
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
[VIDEO] მამუკელაშვილმა "შარლოტთან" 15 წუთი ითამაშა - "ტორონტო რაპტორსმა" ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო - გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
ზახარიანმა შეიძლება პსჟ-ში კვარაცხელიასთან ერთად შეუტიოს?
საქართველო VS ესპანეთი - ნუთუ, ერთხელ მაინც არ შეგვიძლია?!
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს