„ხეტაფე“ საქართველოს ნაკრებისა და „ტორინოს“ ფეხბურთელის საბა საზონოვის გადაბირებას ისევ შეეცდება, - იტყობინება As-ი.

გამოცემის ცნობით, „ხეტაფე“ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თვენახევრით ადრე შეუდგა გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას, განსაკუთრებით ცენტრალური მცველის და ცენტრალური თავდამსხმელის დამატება სჭირდება და მწვრთნელს ხოსე ბორდალასს კლუბის ხელმძვანელობა ამ საკითხში დაეხმარება.

აღნიშნულია, რომ „ხეტაფეს“ საზონოვის სახელი წითლად აქვს მონიშნული, რომლის ტრანსფერი ზაფხულში ბიუროკრატიული დაუდევრობის გამო ბოლო მომენტში ჩაიშალა, გადაუდებელი აუცილებლობა კი, ქართველის იანვარში მადრიდულ გუნდში გადასვლას უფრო სავარაუდოს ხდის.

საბას „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, ხოლო ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია.

„ხეტაფე“ 12 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 17 ქულით მერვე ადგილზეა.

ტორინოს მწვრთნელმა პირდაპირ უთხრა,ჩემ გემებში არ შედიხარ და ეცადე სხვა გუნდი იპოვოვო.გუნდიდან მისი წასვლა მათთვის ფინანსური ტვირთის მოშორებაა,რადგან ხელფასს ისინი უხდიან და მკურნალობაც მათ ხარჯზე ხდებოდა.ნახევარი წლით ფეხბურთელის ტყუილად შენახვა,რაში სჭირდებოდათ?საბას ტრავმა,ტრავმას გადაება და მისი გაშვების სურვილი,ამანაც გამოიწვია.რაც შეეხება ტრანსფერის წესებს,შუა სეზონში საუკეთესო ფეხბურთელი რომ კონკურენტმა გადაიბიროს,ეს ხომ ყველაფერს არევს და გეგმაზომიერ მუშაობაზე საუბარიც აღარ იქნება.სატრანსფერო ფანჯარა იმისთვისა,რომ კლუბმა მოასწროს და ახალი ფეხბურთელი აიყვანოს,შემდეგ კი,შემადგენლობასთან შეგუებაც მოასწროს.თურქეთი და მსგავსი ქვეყნები,ფანჯარას აგრძელებენ,იმ იმედით,რომ ტოპ ლიგებში უგუნდოდ,ან სათამაშო პრაქტიკის გარეშე აღმოჩენილი ძლიერი ფეხბურთელების თურქეთში გადაყვანა მოესწროს.ეს მათთვისაც მომგებიანია და ტოპ ლიგის გუნდებიც ახერხებენ,ბალასტის მოშორებას.ფეხბურთელიც სათამაშო პრაქტიკას იღებს.სამივე მხარე მოგებაშია და უეფა ამიტომ არ აწესებს,აბსოლიტურად ერთნაირ ფანჯრებს,მთელ ევროპაში.
zura222
ასეთი იდიოტობა გაგონილა?-- საზონოვი იმიტომ ვერ გადასულა ხეტაფეში რომ იმეილი შეატყობინა არასწორი ტორინომო !! საერთოდ შეცდომთ მოუვიდათ თუ სპეციალურად გააკეთეს ესეც საკითხავია @ და კიდევ ერთხელ მტკიცდება თუ რატომ უნდა ერიდონ ჩვენი ფეხბურთლები იტალიაში გადასვლას მაგალითი აი ტორინოს საქციელია და უფრო მაგარი მაგალითი კვარას როგორ მოექცა ნაპოლი @ ან მაგალითად კვერნაძე ავიღოთ გამოვიდა ერთ თამაშში შეცვლაზე და იფრინა რასაც ქვია გოლც გაიტანა საგოლე პასი პლიუს კიდევ ერთი საგოლე პასი გაუფუჭეს და რა ? შემდეგ თამაშში ისევ სკამზე დასვეს @ საზონოვის ამბავს რაც შეეხება საერთოდ ეს "სატრანსფერო ფანჯრის" წესი მაგარი იდიოტობაა და უნდა გააუქმონ ! რატომ შემოიღეს საერთოდ ? ბევრი ქვეყანაა სადაც ეგ კანონი არ მოქმედებს და რა დაიქცა იმათი ფეხბურთი? აი მაგალითად თურქული ფეხბურთი რატომ წავიდა ასე წინ ? იმიტომ რომ იდიოტური აკრძალვები არა აქვთ და იმეილებით არ დებენ კონტრაქტებს ! ფეხბურთელს უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს ნებისმიერ გუნდში გადასვლა და ეს აკრძალვები მათ უფლებებს არ არღვეევს ? სად არიან ევროლიბერალები რატომ არ აპროტესტებენ სპორტსმენების უფლებების დარღვევას??

H-s.ამ სტატიას რომ კითხულობ,იქვე,ამ თემის სხვა სტატიებიცაა მითითებული და იქიდან სულ დაბლა რომელიცაა,წითელმაისურიანი საბა რომ მოჩანს,მაგ სტატიაში უწერიათ დაწვრილებით,რა მოხდა და რატომ დაუგვიანდათ 120 წამით ტრანსფერის განხორციელება.
ff
საბა ძალიან გგულშემატკივრობ. ბევრი სირთულის და უიღბლობის გადატანა მოგიწია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი შენსკენ.

ტრავმაც ხომ ჰქონდა,მაგრამ მწვრთნელმა,ჩემ გეგმებში არ შედიხარ და ახალი გუნდი მოძებნეო.თითქოს ბოლოს გამოჩნდა ეგ ვარიანტი,მაგრამ საბუთებში იყო რაღაცა შეცდომა და ბოლო ნახევარ საათში,სამი ფეხბურთელის ტრანსფერი ჰქონდათ გასაფორმებელი.ეს ვეღარ მოასწრეს.ორი-სამი წუთი არ ეყოთ და ნახევარი სეზონი დაიკარგა ამის გამო.ძალიან მებრძოლი ბიჭა და მინდა კარიერა აიწყოს.როცა დაცვის გაახალგაზრდავებაზე იყო საუბარი,ერთერთად,საბაც მოიაზრებოდა,მაგრამ არ უმართლებს.თუ ტრავმებს თავი როგორმე დააღწია,აუცილებლად ითამაშებს ნაკრებში.
საბას და გოგლის ჯანმრთელობა და წარმატებები
ბიძინავ მაინც გაბრალაბენ საბჭოეთში დაბრუნებას და გინდა ქართველების და არამარტო გულები მოიგო დაავალე სპორტის მინისტრს ასევე ფედერაციას რომ აიკრძალოს 30 წლამდის ფეხბურთელების გაყიდვა საზღვარგარეთ ან გააკეთეთ ახალი კლუბი ან წაართვით 1ლარად ნაყიდი დინამო ფიფიას …და ეს გუნდი გახადეთ საბაზისო გუნდი ნაკრებისთვის როგორც დინამო და ტორპედო შემდეგ გურია იყო საბჭოეთის დროს ან კიევის დინამო და შახტარი 90-ბში …აი წარმოიდგინეთ დღევანდელი ნაკრებს დავარქვათ დინამო შეძლებდა უეჭველი ლიგის ჯგუფში შესვლას და იქ ნაშოვნი ფულით მისცემდით იმ მილიონებს ხელფასად რასაც შოულობენ ევროპაში …ყოველ წელიწადს ერთი გუნდი ლიგაზე და ერთი კონფერენსზე გვეყოლება იმდენი ფეხბურთელი მიმოფანტული უცხოეთში გვყავს რომ 2-3 სერიოზული გუნდი შედგეს მთავარია 2-3 წელიწადი ხელფასები რაც აქვთ უცხოეთში ის აქ გადაუხადეთ შემდეგ კლუბები იშოვნიან ევრო თასებზე ფულს და მიხედავენ …ნაკრებიც შეთამაშებული იქნება აბა სხვა გზა აღარ ჩანს ტყუილად ხარჯავთ მილიონებს შედეგი კი ნოლიიი ….
ზაზა
ეს ბიჭი ძალიან კარგი ადამიანია, ეტყობა რომ წესიერ და კარგ ოჯახშია აღზრდილი. ასევე გულიანი, მშრომელი და თავდადებული კაცია. წარმატებებს ვუსურვებ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, ნუ რა თქმა უნდა ცხოვრებაშიც.
gogi
წარმატებები საბას! კარგი გულიანი ბიჭია და იმსახურებს წარმატებას.
Gio gio
Ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც თქვით რამე!
მერაბი 61
საბა ჯიგარი კაცი ხარ , გისურვებთ წარმატებებს, ნაკრებში საჭიროა სასწრაფოდ, მოიკითხა ვინმემ ეს კაცი, აი ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები ნაკრებში,
მალხაზ ჯობავა
მერედა შე ოჯახაშენებულო გაამწვანე, გაამწვანე ის წითლად მონიშნული და არ წააგებ იცოდე!!!!
კიგანი
საზანოვი ძაან აკლია ნაკრებს
ჩალან ჯარმუხიშვილი
იმედია გუნდს მოერგება!
H
ამ ბიჭის ამბავი იქნებ რომელიმე ჟურნალისტმა მოიკითხოს და ჩვენც გაგვაგებინოს. ტრავმის გამო არ თამაშობს თუ მწვრთნელი არ აძლევს სათამაშო დროს. გარდა იმისა, რომ ნაკრებს ჰაერივით სჭირდება ცენტრალური მცველი, ისედაც ამ კაცს ნამდვილად ეკუთვნის ჩვენი ყურადღება და გვერდში დგომა. ჯერ იმიტომ, რომ თავის დროზე სწორი არჩევანი გააკეთა და შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს ევროზე ბოლო წამამდე გვერდით ედგა და თავის ჯანმრთელობაც შესწირა. ევროზე ეროვნულ ნაკრებსაც რიგითი ქომაგივით გაყვა და ტრიბუნაზე თავის ოჯახთან ერთად გულშემატკივრობდა ბიჭებს.
ჟორა გაბრიჭიძე
დიდ წარმატებას ვუსურვებ საბას სადაც არ უნდა ითამაშოს. მწამს ის საქართველოს მომავალი ნაკრების მშვენებაც იქნება.
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
[VIDEO] გულიაშვილის დუბლი, საგოლე გადაცემა და უმაღლესი შეფასებები - "რასინგმა" მოიგო და გალიდერდა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
უარი უფროს გოგონებთან ურთიერთობაზე - იამალმა ეს გადაწყვეტილება ახსნა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მიქაუტაძის დიდოსტატური გოლი - "ვილიარეალი" "ხეტაფესთან" დამარცხდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
გლასნერი დარჩენას არ გეგმავს - "კრისტალ პალასს" მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურა ჰყავს
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
Cuore Toro: საზონოვის "ხეტაფეში" ტრანსფერი ჩაიშალა