ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სანიოლის კაპიტულაცია

სანიოლის კაპიტულაცია

ერთი წლის წინ, მაშინაც კი, როცა მაგრად დაწყებული ერთა ლიგა ჩავაგდეთ და ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები დავრჩით, ვერ წარმომედგინა, რომ დღეს ამ წერილს დავწერდი. ვერ წარმომედგინა, რომ 2024 წლის დაუვიწყარი ზაფხულის შემდეგ, თვალწინ გაცოცხლდებოდა ჩვენი ფეხბურთის იმ შავ-ბნელი დღეების კადრები, როცა, ფაქტობრივად, არაფრის იმედი აღარ გვქონდა...

...ერთა ლიგის ფიასკო დავაბრალეთ ერთ რიგით ჩავარდნას - "ვის არ მოსვლია". კარგად მესმის, რომ ჩვენს ფეხბურთში ჯერ კიდევ არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ არარეალურ მიზნებს ვეპოტინებოდეთ, მაგრამ ბოლო წელიწადნახევარმა გვიჩვენა, რომ გვაქვს, სულ ცოტა, იმის რესურსი მაინც, რომ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ბოლო ტურამდე "ცოცხლები" ვიყოთ.

სინამდვილეში კი რა ხდება - ლამის უკურნებელ ავადმყოფობად გვექცა მატჩის დასაწყისშივე გოლის გაშვება და უიმედოდ წაგებული პირველი ტაიმები, თამაშის შემოტრიალება კი ჩვენი ხელობა არ არის. ვუშვებთ ბავშვურ შეცდომებს და ორ პასს ძლივს ვაბამთ ერთმანეთზე, გოლს კი მაშინღა თუ გავიტანთ, როცა მეტოქეს თამაში დამთავრებული აქვს და სივრცეებს გვითმობს...

მაგრამ აქ წვრილად აღარ გავყვები სათამაშო ნიუანსებისა და ცალკეული ფეხბურთელების ნამოქმედარის გარჩევას. ვეცდები, ზოგადად შევხედო პრობლემას. ერთია, რომ ჩვენს ფეხბურთს პრობლემები საფუძველში აქვს და ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება. არადა, რომ დავფიქრდეთ, რამდენი დრო დაიკარგა ცარიელ ლაპარაკში...

მეორე მხრივ, არის ისეთი პრობლემებიც, რომელსაც აქ და ახლა შეიძლება ეშველოს რაღაც დონეზე მაინც, ოღონდ, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი თავიდან არის ასაშენებელი და ეს მყარი საძირკვლის გარეშე არ გამოვა.

...მაგრამ ეს სხვა წერილის თემაა. ამ წუთის საფიქრალს რაც შეეხება, მოვისმინეთ ვილი სანიოლისა და ფეხბურთელების კომენტარები. მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა გასაგებია. მძიმე კრიზისულ სიტუაციებში მასაც და მის კოლეგებსაც სჩვევიათ ფეხბურთელებისკენ ხელის გაშვერა - "იმას" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, "ეს" ისე აღარ ვარჯიშობს, ან ზოგადად - დაიკარგა მუხტი, ჯერ ისევ ღრუბლებში დავფრინავთ და გვჭირდება უფრო მეტი ფეხბურთელი ტოპლიგებში...

ტოპლიგებში ახლა იმდენი ფეხბურთელი გვყავს, ჩვენი კალიბრის ბევრ ქვეყანასაც შეიძლება შეშურდეს. თუმცა ფაქტია, რესურსი და კონკურენცია გაცილებით მეტია საჭირო... და სხვა ბრალდებებს რაც შეეხება... კი, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა თუ არ აქვს, რატომ იძახებ ასეთ ფეხბურთელს? ან მუხტი და მოტივაცია რატომ დაიკარგა? განა ეს მწვრთნელის მისახედი არ არის?

რამ მოგვიტანა ევროპის ჩემპიონატის საგზური? რა თქმა უნდა, ერთიანობამ და ჰარმონიამ! გარედანაც ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრებში ისეთი ატმოსფერო იყო, წლების წინ რომ სანატრელი გვქონდა. ვისი დამსახურება იყო ეს? რა თქმა უნდა, დიდწილად - სანიოლის! და ვისი ბრალია, რომ ეს ყველაფერი დაიკარგა? რა თქმა უნდა, ესეც დიდწილად - სანიოლის.

სანიოლმა მიაგნო ნაკრების დღევანდელი კონტინგენტისთვის იდეალურ სქემას 5 მცველით, რომელმაც გაუძლო გამოცდას საბერძნეთთან ისტორიულ მატჩში და მერე ევროპის ჩემპიონატზეც. საინტერესოა, რამ (ან ვინ) უბიძგა მას თავისივე შექმნილის დანგრევისკენ? მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დაიწყო დაცვის ხაზის გადახალისება, როცა რამდენჯერმე მწარედ დავისაჯეთ ამისთვის...

ვხედავთ სანიოლის არათანმიმდევრულობასაც, როცა, ერთი მხრივ, ლაპარაკობს ცვლილებების აუცილებლობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ძირითად შემადგენლობაში აბრუნებს გურამ კაშიას - ნაკრების ლეგენდას, რომელსაც კარიერის დაისი უდგას და სად, თუ არა ბულგარეთთან მატჩში ღირდა დებიუტანტების გამოცდა.

სანიოლის შემოქმედებითი კრიზისი ჩანს დაგვიანებულ შეცვლებშიც, ფეხბურთელებისთვის პოზიციების უცნაურ ცვლაში... მას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო ნაკრებში კონკურენციის ზრდის საქმეში, მით უმეტეს, თუ ხედავდა, რომ ბიჭები ჯერ კიდევ მიღწეულით ტკბობაში იყვნენ ჩაფლულები...

შეიძლება, კრიზისის მიზეზს ხსნის სანიოლის კაპიტულანტური განცხადება, რომელიც ესპანეთთან თბილისური მატჩის შემდეგ მოვისმინეთ - დე ლა ფუენტეს ვუთხარი, თუ კვლავ მოგვიწევს შესარჩევში თქვენთან დაპირისპირება, თანამდებობიდან გადავდგებიო...

იქნებ, ეს განცხადება რაღაც დოზით ხუმრობაც იყო, მაგრამ ქვეცნობიერად ეს არის უმწეობისგან დათრგუნული კაცის სიტყვები. ვფიქრობ, სწორედ მისმა ამგვარმა მდგომარეობამ, სათამაშო სისტემის უადგილო და უსაფუძვლო შეცვლამ, რომელმაც მოშალა გუნდი, თავად ფეხბურთელებიც დათრგუნა. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ ეხებოდა მხოლოდ ესპანეთის ნაკრებს, ეს, ფაქტობრივად, სანიოლის კაპიტულაცია იყო!

ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რას ემყარება მისი ოპტიმიზმი - მარტში უკეთესი გუნდი ვიქნებით, ხოლო სექტემბრისთვის უფრო უკეთესიო. მგონია, რომ ნაკრების სათავეში მისი დარჩენა ნიშნავს ერთი წლის დაკარგვას.

სანიოლის რესურსი ამოწურულია. ამაში ახალი და უცნაური არაფერია - მასზე ბევრად დიდი მწვრთნელები წასულან პოსტებიდან და ცხოვრებაც გაგრძელებულა. ფაქტია - ნაკრები რეგრესის გზაზეა და ეს აუცილებლად უნდა შეჩერდეს. ვილის ალალი მადლობა ეკუთვნის ჩვენგან იმისთვის, რა სამუშაოც გასწია და რასაც მიაღწია, მაგრამ არსებობს შესაძლებლობების ლიმიტი, რომელსაც ვერ გადააბიჯებ.

თუმცა მას ხელცარიელს არ მოუწევს წასვლა - საქართველომ ის დააბრუნა სამწვრთნელო საქმეში, მისცა პრაქტიკა და აღიარება, თან ისე, რომ სხვა ქვეყანაშიც სთავაზობდნენ სამსახურს და მჯერა, კიდევ შესთავაზებენ. ასე რომ, მარტო ჩვენ არ ვართ "ვალში".

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მას არ გაუშვებს მოქმედი კონტრაქტის (2028 წლის ბოლომდე) გამო. ჯერ ერთი, გადასახდელი იქნება კომპენსაცია, და მეორეც - ახალი მწვრთნელის ძიება ახალი თავსატეხია. არსებობს კონტრაქტის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტის გზაც ან თავად სანიოლის უპირობო გადადგომა.

არადა, სწორედ ახლა არის ცვლილებისთვის ხელსაყრელი მომენტი. ერთა ლიგის მომავალი გათამაშების დაწყებამდე, დიდი ალბათობით, გვექნება ოთხი ამხანაგური მატჩი მარტსა და ივნისში. ოღონდ, თუ ფეხბურთის ფედერაცია კვლავ გამოუცხადებს ნდობას სანიოლს, მაშინ მორიგი შესაძლო ფიასკოს შემთხვევაში, ხელმძღვანელობამ თავადვე აგოს პასუხი!

...და ბოლოს ფეხბურთელებზეც. ცხადია, ყველაფერში სანიოლი არ არის დამნაშავე, მაგრამ ოდითგან ასე ყოფილა და ასე იქნება ყოველთვის - წარუმატებლობაზე პასუხს აგებს მთავარი მწვრთნელი. ფეხბურთელებს კი ერთს შევახსენებდი - ბიჭებო, კარგად აწონ-დაწონეთ თითოეული თითოეული სიტყვა. სანიოლთან ერთად, თქვენ საქართველოს დიდი სიხარული აჩუქეთ, ხალხი სტადიონზე დააბრუნეთ და ამ დიდებული თამაშისადმი გულგრილად განწყობილნიც კი გულშემატკივრებად აქციეთ...

ამან მოიტანა სწორედ ფეხბურთის არნახული ბუმი ქვეყანაში, ვხედავთ, რომ ეზოებში დღეს ისევ თამაშობენ ბავშვები, რომელთაც მაისურებზე უკვე "კვარაცხელია", "მამარდაშვილი", "მიქაუტაძე" და ჩვენი ნაკრების სხვა ფეხბურთელების გვარები აწერიათ...

ჰოდა, გაუფრთხილდით ამ სიყვარულს! გაუფრთხილდით იმ სიხარულის ცრემლებს, რომელიც უხვად დაიღვარა და, პირველ რიგში, სოფიის სტადიონზე ქართველ ქომაგთა შორის მყოფი იმ ბიჭუნას ცრემლებს, რომელსაც წაგებებმა გული ატკინა. იყავით ხალხთან, რადგან ამ ხალხს უანგაროდ უყვარხართ, გადაახტით საკუთარ თავს!..

მომდევნო ორ შესარჩევ ციკლში უნდა თქვათ თქვენი სათქმელი და ამაზე კონცენტრირდით, თორემ ეს მატარებელიც გაგვასწრებს. დააბრუნეთ სიხარული და ნუ გვაფიქრებინებთ, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა თქვენი ამბიციის მაქსიმუმი იყო!..

პაატა გელაშვილი

• თეიმურაზ რეხვიაშვილი

მიპასუხეთ– რატომ არ ათამაშებს სანიოლი–ჭანტურიშვილს,თოლორდავას ტაბიძეს,გაგნიძეებს,გიორბელიძეს,ჯინჯოლავას,კაპანაძეს,მამაცაშვილს,მამაგეიშვილებს გადრანს,ზარიას,ყაზაიშვილს ჭიჭინაძეს, ხომ არ აჯოებდა იორდანიასთან და მალტასთან არაფრის მომცემ თამაშების ნაცვლად გაეკეთებიათ მეორე ნაკრები და მწვრთნელებად ჩივაძე და კორღალიძე დაენიშნათ და დავინახავდით ყველაფერს ჩვენი თვალით,მაგრამ ამის ორგანიზების თავი არა აქვთ

• რეხო

ქართულ ფეხბურთზე მარტო იმის თქმა შემიძლია რომ არაკომპენტეტური ხალხს მიანდეს ეს საქმე ნათქვამია უძაღლი ქვეყანაში ძაღლებს აყეფებენო.

• დათო

ვინც მოიყვანეს არავინ გაამართლა.კუპერით დაწყებული, ქეცბაიათი დამთავრებული. ე.ი. რა გამოდის, არაა გუნდური სახეობა ქართველი კაცის. ცალკეული გამონათებები ქონია ქვეყანას. 64, 79, 81 წლები. დალშე სრული იმედგაცრუება.

• დავით სალუქვაძე

ესპანეთი რომ ასეთი გუნდია, ეს მათი ფედერაციის გამოა, მათი ისტორიის, მათი ფეხბურთელების, თუ დე ლა ფუენტესი? - სპეცისლისტი რომ ჩვენთან ყველაა და მცოდნე კი აღარ ვიცი ვინ, ეს კომენტარებშიც ჩანს.

როცა ageben, გასაგებია მწვრთნელის კრიტიკა , მაგრამ ავტორის " ბიჭებო, კარგად აწონ-დაწონეთ თითოეული თითოეული სიტყვა " რას ნიშნსავს, ვერ გავიგე.

• თემო

ძალიან ადვილი საქმეა, ყველაფრის მწვრთნელზე გადაბრალება. კი ბატონო შესაცვლელია ამაში გეთანხმებით, ნაგრამ ის რომ თვითონ ფეხბურთელები უჯიგროდ თამაშობენ ეს სანიოლის ბრალი ნამდვილად არაა. ხომ არიან ტოპ კლუბებში. იქ ხომ ხედავთ როგორ თამაშობენ. მოდი უბრალოდ შევადაროთ რაგბის ნაკრებს. ნურას უკაცრავად შედარება საერთოდ უადგილოა. როგორც ცა და დედამიწა უსე განსხვავდება. ამიტომ მთლიანადაა შეააცვლელი როგორც მწვრთნელი, ასევე ფეხბურთელები და პორველ რიგში ფედერაციის ხელმძღვანელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მალე უფსრულში დავეშვებით და ამას აღარაფერი ეშველება კარგა ხანი.

• მალხაზი

ყველაფერში გეთანხმებით,ერთის გარდა-კაშია არანაირი ლეგენდა არ არის.ნუ დაუკარგეთ ამ სიტყვას ფასი

• ლელა კაკულია

დამიჯერეთ, საჭიროა საშოკის და წინგიზის გამოძახება. კარში ატარი უნდა იყოს და ნახავთ რა მაგარი ნაკრები გვეყოლება. კრემლშია საჭირო დარეკვა, დამიჯერეთ. აი, უკვე ვხედავ როგორ უგებენ ჩვენები მსოფლიოზე ბრაზილიელებს. გადამწყვეტი გოლი ქვილითაიას გააქვს დვალიშვილის პასით.

• სვანსკი

სათაურით იფიქრებს კაცი გვეშველა მგონი,მაგრამ ჯერ სად ხარ თურმე,ყველა როგორ ებღაუჭება სავარძელს საქართველოში ქართველი თუ ფრანგი

• Giga-ს

ოოეეე სად ხარ? 10 ფეხბურთელი გვყავს ტოპ ლიგიდან თუ აზრზე არ ხარ რატო ჯღაბნი რაღაც სისულელერბს და დანარჩენი ყველა, ვინც იძახით ვაცალოს. უჩვენოდაც აცლის ფედერაცია მაგრამ არაფერი გამოვა დროის დაკარგვის გარდა. და კიდევ ზოგიერთისათვის..))) ნუ გადაგვაყოლეთ ევროზე მონაწილეობას. მანამ ჩვენ იქ გავიდოდით და თქვენ ფეხბუთის გარტყმაში არ იყავით ევროზე გავიდნენ ალბანელები 2 ჯერ, ლატვიელებიც მანამდე, ასევე დიდ ფორუმებზე იყვნენ სლოვაკები, სლოვენიელები, ისლანდიელები (600 ათასი მოსახ.) ხორვატია 2 ჯერ იყო 1/2 ფინალში (3.5 მილიონ მოსახ) ნორვეგია, დანია ევროპის ჩემპიონი (4.5 მილნ. მოსახ) მათ ავტობუსზე არ შემოსვეს ფეხბურთელები და ხოხვით არ მისდევდა მთელი ერი, რა შე@@@ ამ ევროზე მონაწილეობით?

• giga

გუნდში, სადაც 25 მოთამაშეა, მინიმუმ 7 ან 8 კაცი უნდა თამაშობდეს ტოპ ლიგებში კარგ კლუბებში ჯგუფიდან რომ გახვიდე. ჩვენთან კი ორია. კიდევ 2 თუ 3 ახლოსაა მხოლოდ ევროპულ დონესთან. ეგაა მთავარი მიზეზი. სანიოლს კი .... დიდი მადლობა და ნახვამდის. ამოწურა მან თავისი თავი. საკმარისიცაა, ახალი იდეები გვჭირდება. სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ.

• კაი ორი

ბევრზე უკეთ მსჯელობ და ფაქტიურად ყველაფერი სწორად ჩამოაყალიბე, მარა ეს ქართული სენი - ფეტიშიზმი კიკრავს ცოტას ბინდს თვალზე. ცოტაც მოინდომე და ყველაფერი კარგად იქნება.

• მეგრული ზღაპარი

ყველას თუ გაუხარდა ევროპის ჩემპიონათზე გასვლა, ეს იმას არ ნიშნავს რომ საქართველო ერთიანი იყო. ეს ბიჭები თავიდანვე არ მალავდნენ თავიანთ სიმპატიებს ოპოზიციის მიმართ და მაქსიმალურად უჭერდნენ აქციებს მხარს, ასე რომ არანაირი ერთიანობას არ ჰქონდა ადგილი.

• jo joba

მერაბ 61 იანი ხარ თუ 25 სანტიმეტრიანი ვინ ითხოვს საფრანგეთის, ესპანეთის და ევროპის პირველ ათეულში შესვლას! სადღაც ოცდახუთეულში რომ ვიყოთ არ შეიგვიძლია? ამ ფეხბურთელებით ნამდვილად შეგვიძლია. მაგრამ არა შენი ამჟავებული ფედერაციით და ოროსანი უტაქტიკო მწვრთნელით. შენ კიდე იძახი ვაცალოთო, რა უნდა აცალო 55 ქვეყნიან ევროპაში 54-ე ადგილზე ვართ, სანამდე გინდა აცალო? სანამ ის ბოლო 55-ე სან-მარინოც გადაგვისწრებს!

• მერაბი 61

მეგობრებო მაგრები ვართ , ყველამ ვიცით ფეხბურთი , კობიაშვილს ვასწავლით რა და როგორ გავაკეთოს, ვითომ არ უთამაშია უმაღლეს დონეზე, სანიოლსაც ვასწავლით რა და როგორ გავაკეთოს,მასაც ვითომ არ უთამაშია უმაღლეს დონეზე ბავარიაში, მაგარი მწვრთნელები ც გვყავდა და რა გააკეთეს ერთი გამახსენეთ, ამიტომ მინდა მოგმართოთ მე ვარ უბრალო გულშემატკივარი ,არც სანიოლი და არც კობიაშვილი არიან ჩემი ნათესავები, ვაცალოთ ამ ხალხს მუშაობა,ნუ ვლანძღავთ ჩვენს ბიჭებს, ხდება ხოლმე ეგეთი რამეები ფეხბურთში, ვეთანხმები სანიოლს არ ვართ მზად ა ჯგუფისთვის ,არ ვართ ესპანეთის დონეზე გერმანიის დონეზე ,არ ვართ საფრანგეთის დონეზე და ასე შემდეგ,გახსოვდეთ ძალა ერთობაშია, მჯერა ყველაფერი მოგვარდება , ზოგიერთი ფიქრობს მაურინიო ან ანჩელოტი, რომ მოიყვანოთ ესეიგი ყველაფერი მოგვარდება,არაა ეს სწორი, გისურვებთ ჯანმრთელობას, მადლობა,

• სანიოლს

სანამ საშოკს არ გამოიძახებ და კაშიას არ შეუწყილებ, დაცვას ვერ დაალაგებ. აი ნახევარდაცვა კი წენგიზის გარეშე წარმოუდგენელია უბრალოდ.

• სირბილის სწავლების ცენტრი

სამწუხარო რეალობა, რომელსაც სანიოლი ჰქვია მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რაც ბოლო თამაშებზე ვიხილეთ... ვიდრე ძალისმიერი სირბილიდან მცირე ენერგოდანახარჯით სირბილზე არ გადავლენ, სულ იქნება ტრავმები და დაბალი სისწრაფე. ამის შემდეგ ჩაკვეტაძე უფრო ადრე დაუბრუნდება ნაკრებს, უფრო ტრავმამედეგიც გახდება და ესპანეთთან სწრაფ ბურთზე მისწრების პრობლემაც მოიხსნება. გაიხსენეთ, როდესაც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები სწრაფად გადაადგილდებიან ნებისმიერ მოწინააღმდეგეს უქმნიან სერიოზულ პრობლემებს. სწრაფ აღდგენასაც თუ ისწავლიან... შემადგენლობის უკეთესად დაყენება რომ შეიძლება ამაზე ბევრი წერს და ვეთანხმები!

• გოჩა

მართალია გოგა ეგრეა ბიჭების ლანძღვა არ შეიძლება მითუმეტეს მწვრთნელისგან სად გაგიგიათ მწვრთნელებმა ლანძღონ ფეხბურთელები ყველა მატჩის შემდეგ მაშინ აღარ უნდა გამოიძახო თუ სალანძღავია მაგრა პრობლემა თვითონ მწვრთნელებშია ეგ თვითონ მაგათ გაარკვიონ ერთმანეთში და იციან კიდევაც მიზეზი აბა მითხარიტ ბულგარეთის ფეხბურთელების დონე ერთი მაინც თუ ჯობია ჩვენს რომელიმე ფეხბურთელის დონეს

• სვანსკი

გოგამ რა დაწერა ტყუილი? სიმართლეა რომელსაც ვერსად წაუხვალ.თუ არ ხარ ფედერაციიდან ან მისი ხელის ბიჭი თუ არ ხარ როგორ წერთ დისლაიქს.

• ექსპერტი

კარგით, სანიოლი წავიდა და მადლობა რაც გააკეთა, მერე ისევ ჩასვრილი ნაკრები რომ გვეყოლება, საინტერესოა რას იტყვით, პირველად ხომ არ არის, 35 წელია ასე მოვდივართ, მიზეზს რატომ არ კითხულობთ რატომ არის ასე? სანიოლზე უკეთესები ყოფილან და ვერაფერი გაუკეთებიათ, ყველაფრის მიზეზი ჩვენი ფეხბურთისადმი მიდგომაა,ცოტას რომ გამოანათებენ, გვგონია, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვართ ასე სირაქლემას პოზაში, ეკვე რამდენი ხანია....

• გოგა

მწვრთნელი ამბობს A ჯგუფისთვის მზად არ ვართო, იმედია ესპანეთს არ შევხვდებითო და რა დონეზე ვართ კარგად უნდა გვესმოდესო. ამ დროს: მეკარე თამაშობს ლოვერპულში, დაცვაში გვყავს ჰამბურგის, უდინეზეს, ტორინოს, ნიურნბერგის და შახტარის ფეხბურთელები და კიდევ არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა (რომლებსაც რატომღაც მხოლოდ აეროპორტში დავატარებთ და უმნიშვნელო თამაშებში ერთი წუთიც კი არ ეძლევათ). ნახევარდაცვაში ლისაბონის სპორტინგის და ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს, ასევე უოტფორდის უპირობო ლიდერი, რომელსაც ტრავმები რომ არ აწუხებდეს გრანდშიც ჩვეულებრივად ითამაშებდა, პლიუს ლიგა 1-ის მეცის ორი ფეხბურთელი, პლიუს სენტ ეტიენის უპირობო ლიდერი რომელიც ლიგა 1-შიც დაფრინავდა და საკმაოდ კარგი ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონიდან. თავდასხმაში ვილიარეალის ძირითადის ფორვარდი, რომელიც რეალს უტანს გოლებს, ბუნდესლიგის ჰაიდენჰაიმის ფორვარდი, სერია ბ-ს ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი შემტევი და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ამ სეზონის საუკეთესო გამტანი. ამ ყველაფერს ზემოდან ემატება ყველა მონაცემებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი პსჟ-დან. არაფერს ვამბობ ისეთ ახალგაზრდებზე როგორიც არიან ხარებაშვილი და ბართიშვილი, რომლებსაც უდიდესი მომავალი აქვთ და ჩვენ კიდე დენიკინის დროინდელ კაშიას ვათამაშებთ, აქაოდა ისინი პატარები არიან ჯერო. რავი იამალი 16 წლის იყო ესპანეთს ევროპა რო მოაგებინა და ჩვენ შეკრებაზე მაინც რო ვატაროთ და დიდებს ეგრე მაინც მივაჩვიოთ დაშავდება ვითომ რამე? ესეთი გუნდი ოდესმე გვყოლია? რატომ შეიძლება ნებისმიერ მეტოქესთან არ ვიბრძოლოთ? ესპანეთს და საფრანგეთს სტუმრად უეჭველი მოუგეო არავინ ითხოვს მაგრამ ესე საცოდავად თამაში და ესეთი კაპიტულაცია მოედანზე და მის მიღმაც ნორმალურია? სანიოლს დიდი ხანია უკვე "ვლადიმერ ვაისიზმი" შეეყარა და არ იმჩნევს ფედერაცია.

• ეხააა

აქ ვკითხულობ სტატიებს დდ შემდეგ კომენტარებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები თუ რა მოკლე მახსობრობა აქვს ადამიანს თუ რა ცოტა ჭირდება ბედნიერებისთვის და რა ძნელად ღებულობს მწარე რეალობას …თქვენ არ იყო რომ სადღაც ერთი წლის წინ აღმერთებდით სანიოლს და დისლაიკებით გვავსებდით იმ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ვინც ვიძახდით რომ ძაან მაგარი იღბალაა თქო თქვენ არ აპატიეთ 1:7 მას შემდეგ რომ არა მსაჯი ლუქსემბურგს მოუგებდა თუ არა ღმერთმა უწყის თქვენ არ იყო რომ უფრთხოდით ლუქსემბურგს და საბერძნეთი ხსენაბაშიც არ იყო …ჯერ ფინალში გავიდეთ და შემდეგ ეგებ გაგვივარდეს ყარაულის თოფივითო და აჰააა ახდა ოცნებაა…მაგრამ თქვენი უმეტესობა არ იყო სანიოლს ლუქსემბურგის წინ რომ აგინებდა რატომ არ იძახებს არაბიძეს რატომ ზის მუდმივად სკამზე ჩაკვე და მიქაუტაძე ….ლუქსემბურგთან ვარის და შემდეგ მსაჯის ( მანამდის უეფას რომ თბილისში ორთავე თამაში )მეშვეობით ხოლო საბერძნეთთან არა სანიოლმა არამედ ბიჭებმა იომეს იმათ სანიოლზე უარესი მწვრთნელი პავლიდისი არ ათამაშა ჩვენს ბედზე დინამოზე მაყურებლების სიგიჟე ( ახლაც მბურძგლავს რომ მახსენდება ) ნახეთ შეცვლების დრო დამატებითში აკეთაშეცვლები 0:0 ს წურავდა ტიპი და გაგვიმართლა იმით რომ ვერ ივარგეს ბერძნებმა თორემ 1 გოლიც რომ გაეტანა როგორც პანდევმა ქნა წინაზე …დასრულებული იყო იმ წამსვე თუნდაც 1 წუთზე გაეტანა ბერძნებს და გეგმა ბ სანიოლს არც იმ დღეს ქონია არც არასდროს რაც საქართველოში ( მუშაობსაც ვერ დავარქმევ ირიცხება ნაკრების მწვრთნელად ტიპი ყოველთვის ატამზეა ) არის … კვეკვემ დაარტყა აუეეეე გახდა ვილია ღმერთი ეგ თქვენ შეტენეთ ძალად რომ მან გაგვიყვანა ევროზე …აი ევროზე თურქებმა და ჩეხებმა გადაგვჯოგეს ხოლო პორტუგალიასთან მოხდა ისევ სასწაული გავუტანეთ სწრაფი გოლი და ჩავჯაქით ისევ დაცვაში გაძლებაზე მერე მოხდა კიდევ ერთი სასწაული და პენალტი …ოკ ესპანეთზე ლაპარაკს აზრი არ აქვს …აი შემდეგ მოხდა საოცრება თბილისში ჩეხეთთან ვისაც გინდათ იმას დააბრალეთ ჩემი აზრით კი უბრალოდ ისევ ბიჭებმა იფრინეს გადაჯოგეს ჩეხეთი შემდეგ ალბანეთს მოვუგეთ და ტიპმა მართლა დაიჯერა რომ მწვრთნელია და აიჭრა თუ მანამდის ფეხბურთელების სიას ეთანხმებოდა ახლა ირწმუნა რომ შეუძლია და იდეები აქვს და დაგვღუპა ალბანეთთან თბილისში სადაც მეც და ყცელა ნორმალურმა მიხვდა რომ დავკარგეთ ჯგუფის და მსოფლიოზე გასვლის უოველგვარი შანსები და ამას მითუმეტეს მიხვდნენ ფეხბურთელებმაც …და აირია გუნდი მათ ბოლომდის დარწმუნდნენ თუ რა დონის ..ე მწვრთნელი ყავთ ამას შემდეგ ემატაბოდა კვერკვეს და გველესიანის მოტეხვა ნაკრებიდან კაშიას გადაბერება ანუ დაცვის ჩამოშლა მთლიანად ტაბიძეს და შემდეგ დვალის იგნორირება აზაროვის უსამართლოდ ჩაგვრები ვისი საძმაკაცო არის ნახევარი ნაკრები და როდესაც კვარას ეგეთი სათამაშო ქიმია აქვს აზაროვთან და შენ ამას არ ითვალისწინებ როდესაც ბიჭების უმრავლესობა გაზრდილია აზაროვთან და შენ ეგრე ჩაგრავ ეძახი ცუდ მარცხენა მცველს ( მირჩევნია მის მაგივრად მარჯვენა მცველმა ითამაშოსო ამას ამბობ საქვეყნოდ ) აბა როგორ ფიქრობთ ეს გაუხარდებოდათ კვარას მამარდას გოჩოს და სხვებსაც ვინც ბავშვობიდან იცნობს აზარას და მშვენივრად იციან თუ რა შეუძლიათ …!!! აი საიდან და ვინ დაანგრია გუნდი შიგნიდან თან 2 წელი ტიპი ლაპარაკობს თაობათა ცვლა მიდის ნაკრებში ძირითადად დაცვაში და გოგლის( ისიც სერია ა-ში რომ არ თამაშობდეს ხშირად არც მას მისცემდა შანსს უბრალოდ იძულებული გახდა ) გარდა არავის არც ეძახის ნაკრებში და თუ კი ერთ წუთსაც არ აძლევს აჰაა ნარიმა წაართვა ახალგაზრდულს და ბულგარეთთან არაფრის მომცემ თამაშში წამიც არ მისცა მაშინ შე …..ეოოო ახალგაზრდულს რაღას ერჩოდიი …აი რაც შეეხება ბიჭებზე რომ დაიწყო ბევრმა ქილიკი მე ათასჯერ მაქვს ნათქვამი სანიოლი არ არის კვარას გოჩოს ( საიდან უკუღმა ათამაშებს სულ) ზუკას ( სულ სკამზე უზის თუ ვინმ დისკვა ან ტრამვა იძულებულზე მხოლოდ ) არც წიტას ( მსოფლიო ჩემპიონს ადგილი ვერ უპოვნა 5 წელია) არც მიქას მამარდას და სხვა ახალგაზრდების იმიტომაც რომ ამ ბიჭებმა ბევრად გადაასწრეს ისეთ კლუბებში და ისეთ მწვრთნელებთან თამაშობენ რომ სანიოლი ოროსანიც კი ვერაა როგორიაა კვარა 3 თვე ენრიკეს უსმენს შემდეგ ჩამოდის და ხედავს სანიოლს …ამას ქვია სად ერეკლე და …..ისეა მიქაც გოგლიც და ბევრი ბიჭები …ეგ არის კაშიას კაკაბაძეს ლოჩოშვილის დვალის ბუდუს ( ბიჭებო ბოდიში არავისთან პირადული ყველანი ჯიგრები და მაგრები ხართ ) იმიტომ რომ კვარა გოჩო მამარდა ზუკა წიტა ჩაკვეც კი და სხვები ახალი თაობაა იმ სხვა ახალი მენტალიტეტით ისინი უკვე სხვა სწრაფ ფეხბურთს სწრაფი აზროვნებით არიან მიჩვეული თამაშს და აქ რომ ჩამოდიან ნახევარი გუნდი შენელებული კადრივით და ნახევარი გუნდი დაჩქარებული ხვევით რომ კადრი გადის აი ეგეთი სხვაობა მათ შორის ეგ ადრე თუ ბალანსდებოდა უკვე ალბათ მოწყინდათ ბევრს და წადი ერთი თქვენიციოო დროზე პასი არა დროზე ჩაწოდება არა ბურთის ამოტანა ვერა პირველი პასი ვერა ართმევა ვერა ზონების გადაკეტვა ვერა და ბახ ერთი გოლი ბახ მეორე მესამე და დამთავრდა თამაში 25 წუთზე რა მუღამით უნდა ითამაშო დარჩენილი 65 + წუთი ამ ყველაფრის შემდეგ …?! ასე რომ ბიჭების უმრავლესობას შეეშვით ხოლო ვინც ვერ ქაჩავს უკვე კეთილი ინებოს და აღიაროს ერთმა შეაძულა თავი უკვე მთელ ქვეყანას და დანარჩენბმაც დაფიქრდეს … მერე რა რომ ეს პიტ… გეძახის ნაკრებში მერა რა რომ გაყენებს ძირითადში თქვენ ხომ ხვდებით რომ ვერ გაქაჩავთ იმ სიჩქარეებზე თამაშს რაზეც თამაშობს ( რაც აუცილებელია დღევანდელ ფეხბურთში) მიქა კვარა ჩაკვე ზუკა გოჩო აზარა გოგლი საზონოვი წიტა აბუ გულია ( ქოჩოს და კიტეს სწრაფი აზროვნება უწყობს ხელს ) და სხვა ის ახალგაზრდა ბიჭები ვინც ორი ევრო გამოიარა აიღეთ ჯაბას კვერკვეს კვეკვეს მაგალითი და თქვით უარი ნაკრებზე აღიერეთ რომ თქვენ ხართ ნაკრების ბალასტი ( ერთეულებს ეხება) ვერ თამაშობთ თანამედროვე სწრაფ ფეხბურთს და ამით გზას უკეტავთ პერსპექტიულ ღირსეულ ბიჭებს რაც ლენჩი მწვრთნელის ახირებით და თქვენი თანამონაწილეობით ხდება …ხდება ის რომ სანიოლის გამო იკარგება ოქროს დრო მოვიდა კვარას თაობა პლიუს ჩაკვე და მოყვა ორი ევრო გამოვლილი ახალგაზრდობა ვინებიც ჭირდება ნაკრებს სხვა დონეზე ასასვლელად და ამ ბიჭებსაც ჭირდება ნაკრებში 2-3 გამოჩენა რომ მათი უმეტესობა წავიდნენ ტოპ-ლიგთა კლუბებში კვარა არავის უყიდია რუბინში და ბათუმში თამაშის გამო ის იყიდენ ნაკრებში გატანილი გოლების გამო …ამ ბიჭებსაც ასე ჭირდებათ ხელის წაკვრა …არადა ყველა პოზიციაზე ( რომ გაიძახის არ მყავს მარცხენა მცველიო )ახა ნახეთ აბა :მამაცაშვილი შვედეთის ჩემპიონატში 3 გოლი 2 პასი ტაბატაძე( დანიაში ათამაშებენ მარცხენა მცველად 5-ში) ხარებაშვილი და აზაროვი რა თქმა უნდა ( ეგ ვინც უცებ გამახსენდა) ასევე პრობლემური ადგილი საყრდენი ართმევა და ამოტანა ვისაც შეუძლია ლომინაძე გაგნიძე …დასკვნა ერთია შეცვალეთ მწვრთნელი და ათამაშდება ნაკრები ეგრევე ….

• Dato

კაპიტულაცია ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა თქვა A ლიგისთვის მზად არ ვართო.

• მირო

ვილის მადლობა კიდევ ერთხელ მაგრამ უნდა სიმართლეს შევხედოთ თვალებში.ვილი არასოდეს იყო მწვრთნელი.ჩვენთან შეეცადა სწავლას,მაგრამ დიდი ვერაფერი ისწავლა.ევროპაზე გასვლა დიდწილად ფეხბურთელების მონდომების და ასევე გამართლების შედეგი იყო,ვიდრე სანიოლის მწვრთნელობის.ამის შემდეგ სრულად გამოჩნდა სანიოლის უსუსურობა და არაპროფესიონალიზმი.დროა გაუშვან. თუ სანიოლი დატოვეს,ჩათვალეთ რომ მომდევნო ციკლები გარანტირებულად ჩავარდნილია,თან ისე რომ შეიძლება სუსტ გუნდებსაც კი ვერ მოვუგოთ.

• მადლობა ავტორს.

მგონი ყველა ჩვენთაგანის სათქმელი წერია ამ სტატიაში. მოკლედ და გასაგებად. სამწუხაროდ მეც ავტორივით დარწმუნებული ვარ სანიოლს არ გაუშვებენ, თვითონაც არ გადადგება. მან უკვე გვითხრა მე სხვაზე უკეთ შევძლებ პრობლემების გამოსწორებასო. მე კი დარწმუნებული ვარ პრობლემა არის თვითონ და ვერაფერს თვითონ ვერ შეცვლის. მეტიც, იაშვილმა უკვე დაგვიანონსა სანიოლი იქნება მომავალშიცო. ასე რომ მე პესიმისტურად ვარ განწყობილი და მგონი უკუსვლა გაგრძელდება. ტრაგიკულია კიდევ 2 წლის დაკარგვა.

• რობიკო

3 დღე გავიდა და ქოჩორას "ვითომ პოსტის" გარდა, ყველა ნაკრების ფეხბურთელი თუ მესვეური, ჩასვრილი ბავშვებივით ჩუმად არის!! თითქოა არაფერი, თითქოს პასუხი გასაცემი არ აქვთ!!! ელოდებიან: "ვაინა ვსო სპიშიტ!" !!!!!!!!

• მალხაზ ჯობავა

არ გინდათ ეხლა ეს დითირამბები და რაღაც ზეამაღლებული სიტყვები. ფეხბურთის ბუმი, კვარაცხელიამ დააბრუნა საქართველოში და დაუბრუნა ბავშვებს რწმენა იმის, რომ სამეგრელოს ერთი პატარა სოფლიდან წამოსულ ბავშს, რომლისთვისაც რონალდოსთა ერთად გადაღებული სურათი ბედნიერება იყო, რამოდენიმე წლის შემდეგ მის წინაამდეგ მოუწია თამაში. ყველამ ვიცით ეს. და კიდევ ერთი, ორი თამაშის (ლუქსემბურგი, საბერძნეთი) მერე, ამ სიხარულით გამოწვეული და ერთ, მთლიან საქართველოდ გაერთიანებული საქართველოს ხილვა, სადაც არავის ახსოვდა პარტიული თუ სხვა პირადი სიმპატიები და ერი გამთლიანება, თუნდაც ათი დღით, აი ეს ვერ გვაპატიეს. ასე დაიწყეს ისევ ქართველების გახლეჩა! აბა რას მივაწეროთ იმ გამარჯვებების შემდეგ ასეთი პოსტების დადება ფეისბუქზე და სხვაგან “ რომელი ჯობია, კვარა თუ მიქაუტაძე. ქოჩორაშვილი თუ კიტეიშვილი“ და მრავალი სხვა შედარებები. რატომ რისთვის იყო ეს საჭირო? გუნდის გახლეჩისთვის, იმ შეკრული გუნდის, ერთიანი სულისკვეთების მოშლისთვის. ასე მგონია მე!

• გოგა

ფეხბირთი, რო გვეთამაშა და ისე წაგვეგო ჯგუფი, გული არ დამწყდებოდა მასე, მაგრამ ამ კაცმა ორი ჯგუფი ისე წაგო, რო ახალი ხალხი არ ათამაშა ნაკრებში და რა გამოდის ეხლა, 4 და 5 დებიუტანტით უნდა დავიწყოთ ახალი ჯგუფი? ტიპი კიდევ კვირკველიას მისტიროდა, ლომინაძეს დაუძახა და წუთითაც არ ათამაშა, ხედავ არ მისდის თამაში კიტეს ქოჩორას, შეუშვი რა ეგ კაცი, ან ახალგაზრდულს რაზე წართვა ის ბიჭი თუ არ ათამაშებდა წუთითაც, ან აზაროვს რას გადაეკიდა, ან თუნდაც დვალს, კაციშვილს არ უნახავს ნაკრებში ქვილუთაიას გოლი და იძახებს ისევ, ისეთი შტაბეჭდილება მრჩება მე პირადად, რო ეგ კაცი არ იძახებს ამ ხალხს, ნორმალური მწვრთნელი გრანდად კი ვერ გვაქცევს, მაგრამ ამ ხალხით და ახლების მოძიებით საშვალო დონის ნაკრებს გამოძერწავს, 4 3 3 ჩვენ კინარა უფრო დიდი და ძლიერი ნაკრებები ვერ თამაშობენ, რო გადაწყვიტა უეჭველი 4 მცველით ვითამაშებთო, წაგე 8 10 თმაში ხედავ არ შეუძლია გუნდს და ძალად აკეთებ, ვერ გავიგე რა ვერაფელი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, ჯგუფი კატასტროფულად დავასრულეთ და არც რამე ჩანს კიდევ ამ კაცის ხელში, თუ ვის ხელშიცა უკეთესობა

• jojo

ubralot motivacia axar aqvt,zogiertebi gadznen da daewyot qartuli avatyofoba,chemtvis sulertia iyos gind varskvlavi satqmels mainc vityvi,aixet magalitad xvicha is dzveli mousvenari rom ar agdebda ritms shetevisa exla ra xdeba exla profesoroba ,napravleniebs adzlevs moedanze,marto xvichaze araris laparaki oxond varskvlavad sheratsxuli rom xar gansxvaveba unda gaaketo tamashis dro,es katsi vexar darbis kuili dzlivs uchiravs mainc atamasheben.is axalbeda bichi raxaze gamoidzaxes ver gavige tu eseti tamashis dros ar mieci shansi rodisxa.chemi azrit chveni gasachiri fesvebshi unda vedzebot,akademiebshi shishis qvesh rom zrdian,es kidev momavalshi ichens tavs.shexedet sazxvargaret rogori tavisuflebaaqvt bavshvebs ra midgomaaqvt mwrtnelebs ris yvirili ris datuqsva.daunishnet fsiqologebi

• გაკვირვებული

არ იციან ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაში, ტექნიკა არ აქვთ, ბურთის მიღება უჭირთ, ვერც სისწრაფით გამოირჩევიან, აზროვნება არ ვიცი - ამ ბოლო დროს ისეთი მატჩი არ მინახავს სადაც აზროვნების დონე გამოჩნდებოდა! კარში ვერ ურტყამენ, თავით თამაშზე ლაპარაკიც ზედმეტია! როცა დაცვის ხაზში თამაშობდა 5 მცველი-კაკაბაძე კვირკველია, გველესიანი, კაშია, და ..... მაშინ დაცვას არაუშავდა! ახლა მცველი აღარ გვყავს! ნახევარდაცვაში კიტეიშვილი რაღაც ვერ არის მის ჩვეულ ფორმაში, ჩაკვეტაძე არაა და მისი გამოჯანმრთელების და სტაბილური თამაშის იმედი არ მაქვს, ქოჩორაშვილი პორტუგალიაში გადასვლის შემდეგ ის ქოჩორაშვილი აღარაა! ცენტრში კაცი არაა ბურთი 10 წამი მაინც რიომ შეიმაგროს, მოწინააღმდეგე მოატყუოს! თავდამსხმელები თითქოს გვყავს მაგრამ ნახევარდაცვამ თუ ბურთი ვერ გადაიტან მოწინააღმდეგის ნახევარზე მიქაუტაძემ რა უნდა ქნას?! არ ვიცი, ამ ფეხბურთელებით სანიოლს რა უნდა ექნა?! ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელს თამაშს ვერ ასწავლის! მოკლედ ეს ვართ რაც ვართ! და არაა საჭირო თბილისში კიდევ ერთი უზარმაზარი სტადიონის მშენებლობა! ერთი სარეცხის საპონის ქარხანა ააშენეთ, ერთიც შაბიამანის და ა.შ.! მინის ქარხანა ხაშურში რატომ არ მუშაობს და ზუგდიდში ქაღალდკომბინატი?!

• წარმატწბის დროს : მადლობა მწვრთნელს და ფედერაციას

წარუმატებლობისას - საყვედური მხოლოდ ... მწვრთნელს ! -------- პ.ს. ისე საინტერესოა: 1. ვის მოიაზრებს, ვინ წარმოუდგენია ქართველ გულშემატკივარს ნაკრების შესაფერის მთავარ მწვრთნელად, რომელიც ყველასათვის, ევროპაში მოთამაშეებისთვის, მ.შ. უკვე არცთუ პატარა ბიჭებისთვის ავტორიტეტი იქნება ? 2. რა დრო დასჭირდება "ახალს" მდგომარეობის გამოსასწორებლად და/ანუ, თუ შეცვლა გადაწყდ(ებ)ა, დრო სწორადაა შესარჩევი ... 3. არის შესაფერისი ხელფასის გადახდის საშუალება [და, ან სპონსორი] ?

• 555

გენაცვალე თ ბ ი ლ ი ს ე ლ ო !ჩემი სათქმელი დიდებულად ბრძანე.

• იმ გათამაშებების დებულებით, გათამაშებათა არსებული წესით მოგვიწია !

ახლოსაც არაა სიმართლესთან !!! ------ შედეგებმა, და არა უეფამ ...

• ლევან

არ შეაგინით ამ ბიჭებს გთხოვთ,

• თბილისელს

გეთანხმებით ბატონო ასი პროცენტით, სკანდინავიის ქვეყნებში აქვთ პატარა სამი ათასიანი სტადიონები , კოხტად მოწესრიგებული სოფლებშიც,ზოგს გონია რომ სანიოლი წავა და ყველაფერი მოგვარდება, არასწორი არის , მარტო მწვრთნელი არ არის ყველაფერზე პასუხისმგებელი,

• ლევაბ

იტყვიანეს ბიჭები,თავის სიტყვას ვილისახ მოვეშვათ,გთხოვთ.

• თბილისელი

სანიოლი წავა თუ არ წავა,ეს ფედერაციის გადასაწყვეტია და მას მოეთხოვება პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ევროპას ჩემპიონატზე მოხვედრას- ვაღიაროთ,რომ ე.წ. გვერდითი კარებით მოვხვდეთ ( თუმცა თვით ჩემპიონატზე ნაკრებმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება თავისი სიჯიუტით,მონდომებით და საოცრება- ტაქტიკურად თამაშით). ხშირად ისმის: პატარა ქვეყანა ვართ,აქედან გამომდინარე მწირი რესურსი.მაგრამ ნორვეგიის,ირლანდიის,ხორვატიის თუ შვეიცარიის მოსახლეობის რაოდენობა დიდად არ აღემატება ჩვენსას. სამაგიეროდ არცერთ მათგანს არ აქვს ავადმყოფური "პოსტსაბჭოთა"გრანდიოზული მშენებლობებისადმი მიდრეკილება. ნორვეგიას ყველაზე დიდი სტადიონი 25000 კაცს იტევს,ისლანდიის კი საერთოდ 13500. ჩვენ კი გიგანტური გვინდა ,თუნდაც ბათუმში ან თბილისში. მერე დგას ეს ნაგებობები ცარიელი, წელიწადში 2 -3 ჯერ ნაკრების თამაშის მოლოდინში. რაც შეეხება იგივე მაგ ქვეყნებს- კლიმატური პირობები არ უწყობს ხელს ქუჩა-ეზოში ბურთის გორაობას,მაგრამ ( ჰოლანდიისა არ იყოს) შესანიშნავი სპორტული მოედნები ( თავისი გასახდელებით,საშხაპეებით,მცირე 200-300 კაციანი ტრიბუნებით,არის ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც. ყველა ამ ქვეყნების ნაკრების ძირითადი ბირთვი თამაშობს ეროვნულ ლიგებში.მაგალითად აიღეთ თუნდაც ნორვეგიის ნაკრები თუ ირლანდიის. მათი ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი ( დადასტურებულა ვიცი) არ გადაადგილდება ფედერაციის ხარჯზე შესყიდული უზარმაზარი შავი ჯიპებით და არცერთი არ ღებულობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150-200 მილიონ ევროს დაფინანსებას. ესე იგი პრობლემა არის არა სანიოლი თუ კაშია, პრობლემაა წესრიგში, განათლებაში,პატიოსნებაში.ბევრი იძახის: კალაძემ,ყაველაშვილმა,კობიაშვილმა და მათმა საძმომ ისედაც დიდი ფული იშოვეს თავის დროზე,მაგრამ გავიწყდებათ ერთი რამ- ბიუჯეტის ფული უფრო ტკბილია და ნაკლებად შრომატევადი. გვეშველება რამე თუ სანიოლი წავა? გჯერათ ,რომ მისი წასვლის მერე ნაკრები იფრენს მოედანზე,უცბად ისწავლიან თამაშის კულტურას,ტაქტიკას და ფიზიკური შესაძლებლობები გაუათმაგდებათ?

• მწარე

მოთამაშის წასვლა ტრენერის წინააღმდეგ, როგორც წესი ცუდად მთავრდება გუნდისთვის. არის ხალხი ვისაც ეხება სანიოლის ყოფნა არყოფნა.

• დავითი

ერთ აზრს გამოთქვავ . ჩემი აზრით ,პირველ 15 წუთში ხდება იგივე რაც MMA ბრძოლებში .ჩვენ კავკასიელები,პირველ რაუნდში როცა ვართ დომინანტები მაშინ ვიგებთ,როცა ვაგებთ ფსიქოლოგიურად პირველ რაუნდს, ბრძოლასაც ვაგებთ .ჩემი აზრით ამაზე ბევრია სამუშაო

• ბს

კარგი სტატიაა, მადლობა.

• გიაჯანო

იმედია სანიოლი მიხვდება რომ უნდა წავიდეს და წავა, ხოლო ახალი მწვრთნელი კი გამოასწორებს შედეგებს და თავდაღმარტისკენ მიმავალ ჩვენს გუნდს ისევ აღმავლობისკენ წაიყვანს, რაც შეეხება ამ პატარა ვაჟკაცს-უფალმა დაგლოცოს ქართველო და აწი სიხრულის ცრემლებიღა დავინახოთ შენსა და ყველა ჩვენიანის თვალებში

• ალექსანდრე

ვფიქრობ ყველაფრის მწვრთნელზე გადაბრალება და მისი წასვლით საქართველოში სპორტის ამ სახეობას და მის ხარისხს ვერ აამაღლებს. მიზეზები ცოტა უფრო ღრმად და ობიექტურად არის გამოსაკვლევი და არა მარტო სპორტის ამ სახეობაში. დავიწყოთ იქიდან, რომ საბავშვო ფეხბურთში მისი პოპულარობა და მაღალი კლასის ფეხბურთელების დიდი ანაზღაურება მხოლოდ სტიმულია. ამ სტიმულს ესაჭიროება სერიოზული ხელშეწყობა. ადრე (მხედველობაში მაქვს ის პერიოდი რასაც პირადად მოვესწარი, გასული საუკუნის 6O იანი წლებიდან)ბავშვები ფეხბურთის თამაშს იწყებდნენ საცხოვრებელი სახლების ეზოებში, სკოლის ეზოებში ქუჩებში (მაშინ ტრანსპორტის მოძრაობა, არა ცენტრალურ ქუჩებში) არ იყო ასეთი ინტენსიური როგორიც ამჟამადაა, ამის გამო ფეხბურთის თამაში ყველაზე მასობრივი იყო. შედეგიც თვალსაჩინო გახდა. მაშინდელ საკავშირო ბავშთა საფეხბურთო ჩემპიონატმა "ტყფვის ბურთმა", რაც ძალიან მასობრივი იყო, თუ არ ვცდები, 1954 წელს დაბადებული თბილისის გუნდმა"ნაკადულმა" და 1953 წ-ს დაბადებულთა გუნდმა "ცისკარმა" საკავშირო ჩემპიონატი მოიგო! ასევე კარგი შედეგები ჰქონდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, სადაც ყიიანი და სხვა უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები აღიზარდნენ.ეს ყველაფერი საკმარისი იყო იმ დროისათვის. შემდგომში თამაშის ტემპის გაზრდამ, ფიზიკური დატვირთვების მომატებამ მოითხოვა მაღალი კლასის ფეხბურთელების მრალკვალიფიციური ფიზიკური მომზადება, მისი მძლეოსნური ელემენტების, სირბილის, ხტომის, გამძლეობის და ტაქტიკური და ტექნიკური ელემენტების სწორი და სწრაფი შესრულება, თანაც იმატა გადატვირთვების და სისწრაფეების მომატებამ, რის შედეგადაც იმატა ტრავმებმა, რაც სპორტული მედიცინის მაღალ და კვალიფიციურ დახმარებას ითხოვს. ყველაფერმა ამან მოითხოვა ასეთივე კვალიფიკაციის მძლეოსნური, სპორტული მედიცინის და ასევე უმაღლესი კლასის მწვრთნელების მომზადება არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე მაღალი ხარისხის სპორტული მოედნები და სპორტული ინვენტარიც. ეხლა გადავხედოთ, საქართველოში ამ ჩამოთვლილი აუცილობელი პირობებიდან რომელია ჩვენს ქვეყანაში ისეთივე მაღალი, როგორ შედეგებსაც ველოდებით? სურვილი მაღალი წარმატებების მიღწევის დიდი გვქვს, მაგრამ საშუალებები კი ძალიან მწირი!

• გიორგი

საერთოდ რაზეა ლაპარაკი? ყველაზე მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნის ნაკრები გასულა მსოფლიოზე. დავიჯერო მაგათზე დიდი 'საკადრო პრობლემა' გვაქვს?

• პროტოპრესვიტერი

შარშან უეფამ ძალით გაგვათრია ევროპაზე. ბოლო წლებია, ყველა გადამწყვეტი მატჩი საქართველოში გვათამაშა. ნუთუ ვერ ხვდებით ამას?

• RR

ფედერაციის გვერდზე წერეთ ეს ყველაფერი, ფედერაციის! აქ არავინ კითხულობს, თქვენ გარდა!

• inviz9

თუ ფედერაცია არ გაუშვებს სანიოლს ახლავე, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შედეგებზე და თუ რასაც გვპორდება ეს დაბდური, რომ სექტემბერში სულ სხვა გუნდი იქნებაო არ გამოუვა, მაშინ ფედერაციის პრეზიდენტიც და მისი ამფსონებიც თან უნდა გაყვნენ მოუსავლეთში რა უფლებით სდუმან ეს ფედერასტები-რა არა აქვთ ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე? ვისი გადახდილი გადასახადებითაც იღებენ ხელფასებს???!!!

• ეეჰ

ერთ-ერთი გაყიდული თამაში

• llcl

"მეორე მხრივ, არის ისეთი პრობლემებიც, რომელსაც აქ და ახლა შეიძლება ეშველოს რაღაც დონეზე მაინც, ოღონდ, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი თავიდან არის ასაშენებელი და ეს მყარი საძირკვლის გარეშე არ გამოვა. ...მაგრამ ეს სხვა წერილის თემაა." - მერამდენედ მესმის ეს ფრაზა სხვადასხვა ჟურნალისტისგან, მაგრამ ეს სხვა წერილი არავისგან მინახავს, არც ზეპირად თქმული, ხო და სულ ესეთ დღეში ვიქნებით!

• გულშემატკივარი

ბოიკოტი სანიოლის! სანამ არ გადადგება არავინ არ უნდა დაესწროს ნაკრების მატჩებს! ყველაფერს აქვს საზღვარი.

• გიორგი

ახალკაცზე მეტი დამსახურება ვის ქონდა მაგრამ ჩავარდნილი სეზონის შემდეგ გაუშვეს რანიელმა ლესტერი სასწაულებრივ პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახადა შემდეგი სეზონი ჩააგდო და ეგრევე კარებზე მიუთითეს ეს ვინაა ასეთი რომ საყვედურსაც კი არ ეუბნებიან ამბობს რომ მაგალითად აზაროვი თვეში ერთ თამაშს თამაშობს და როგორ გამოვიძახოვო ამ დროს ქოჩორას ის ერთიც არ უთამაშია და ძირითადში აყენებს ლომინაძეს კი რომელიც ეშტორლიმ ოქტომბრის თვის საუკეთესოთ აღიარა ხუთი წუთიც კი არ მისცა სულ სხვებისკენ იშვერს ხელს ერთხელაც არ აუღია პასუხისმგებლობა თუნდაც ზრდილობის გულისთვის საკუთარ თავზე

• გიო

ისეთი სათაური აქვს, კაცი იფიქრებს სანიოლს გაიქცაო

• !!! - "ბიჭებო, კარგად აწონ -დაწონეთ თითოეული სიტყვა" - ყველაზე უფრო ეს მომეწონა ამ კარგ ანალიტოკურ წერილში ...

ეს სიტყვები ყველა სპორტსმენს ეხება ! თუ, რა თქმა უნდა მთელი ქვეყნის შვილად და წარმომადგენლად თვლით თავს... ---------- პ.ს. ფედერაცი(ებ)ის წარმომადგენლების გასაგონადაც ...

• lasha

კრიზისი გასაგებია. პრობლემა ისაა რომ ამ სანიოლას არ აქვს კრიზისის დაძლევის გეგმა. არ წარმოუდგენია პროგრამა თუ რას აპირებს. და არც იცის. მეორე პრობლემა- მაგის დამნიშნავი ფედერაცია, არც კი ფიქრობს მწვრთნელის გამოცვლას და მთალად უარესი გვიცხადებს ამაზე უკეთესი ვერც კი წამროგვიდგენიაო. და მთავსი მე-3 პრობლემა ხელისუფლებამ ნაკრები აქცია პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრად. ფაქტობრივად პარტიულ ნაკრებად.

• გია

მე მეგონა მიდიოდა ეს დდდ... გაუშვას ვინმემ, ამას ხომ არ გადავაყოლებთ ნაკრებს!

• ქუთაისელი

თუ ფედერაცია ვერ ხვდება, ლიდერებმა უნდა მიახვდრონ. მაგრამ, კვარა მაგ ცოდვას ვერ აიღებს, მარმარდა მის ბიზნესს საფრთხეს ვერ შეუქმნის, და მიქაუტაძესთვის სანიოლი ერთადერთია ნაკრებში, რომლის ფრანცისული ესმის.

• ვახოს

სანიოლი კი არა, ვინც არ უნდა იყოს უნდა წავიდეს იმ განცხადებების შემდეგ, რაც გააკეთა. საკუთარი ფეხბურთელების ძაგება, ესპანეთთან სრული კაპიტულაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ბებისმიერი მსგავსი დონის გუნდთან კაპიტულაცია გამოაცხადა, ეს კი ნაკრების ისედაც შერყეულ მენტალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ბოლომდე დაღს ასვავს! რა შედეგი უნდა მოთხოვნო ამის შემდგომ ნაკრებს და იმ შემთხვევაშიც თუ სანიოლი ცამდე მართალია შეფასებებში - რა უნდა ისეთ ნაკრებში, სადაც მისი თქმით არაკვალიფიციური და წაგებისთვის განწირული ფეხბურთელები თამაშობენ?! ამიტომ უნდა წავიდეს პირველ რიგში, რადგან ყოველ სიტყვასა და გამოსვლაში საკუთარ არგუმენტებშია ახლართული და საკუთარ "ლოგიკას" თავადვე აქარწყლებს.

• დიმიტრი

სანიოლი ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს, თუნდაც განტვირთვისთვის, თუნდაც იმისთვის რომ ვნახოთ რაშია პრობლემა, თავისი გზა უნდა ნახოს.... რაც შეეხება პირველ გოლს, რა თქმა უნდა მცველის უხეში შეცდომა იყო, გამოცდილების არ ქონა, რაც აუცილებლად მოვა, ეს არ იყო მათი განსაკუთრებული, კომბინაციური, ვირტუოზული ქმედებების შედეგი, უბრალოდ მცველი შეცდა და გამოიყენეს შანსი... მეორე გოლი კი რას უნდა დავაბრალოთ? ალბათ ძალიან დიდ უაზრობას, იმდენად შეუთანხმებლად იმოქმედეს მცველებმა, იმდენად არაადეკვატურად მოიქცნენ... წარმოიდგინეთ, მამარდამ შეაკავა ფეხბურთელი, დარტყმის საშუალება არ მისცა, პრაქტიკულად გატანის შანსი ნული იქნებოდა რომელიმე მცველს ცოტა ადეკვატურად ემოქმედა, კარგად დააკვირდით ყველა სად გარბის, არავინ მივიდა დასახმარებლად, ყველა კარში ჩადგა, ერთ ერთი მამარდასთან რომ მისულიყო, ოღონდ დროულად, ის აიყვანდა იმ ფეხბურთელს და მამარდა კარისკენ გაიქცეოდა, მაგრამ ყველა რატომღაც გამოშტერდა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ... კარგად დააკვირდით ამ მომენტს, ეს ალბათ კლასიკური მაგალითია თუ როგორ არ უნდა მოიქცე... დანარჩენი მწვრთნელის "დამსახურებაა", ძალიან მოუმზადებლები ვიყავით, არ იყო გუნდი მზად, აშკარად ეტყობოდათ, არადა შემადგენლობა იძლეოდა მინიმუმ არ წაგების საშუალებას... ვილი უნდა წავიდეს, მაგრამ პრობლემას ეს არ გადაწყვეტს, თუმცა კარგი მწვრთნელი ბევრ რამეს დაალაგებს

• რატომ 1 წელი, კიდევ 20 წელი ვაცალოთ))))

ხელმძღვანელობამ დღესვე უნდა აგოს პასუხი და არა ერთი წლის მერე. სანიოლთან ერთად უნდა მოცილდნენ ქართულ ფეხბურთს!

• ნუკრი ტაბატაძე

უზუსტესი ანალიზი!!

• ვახო

ვილი სანიოლი არ უნდა წავიდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• R. M.

კარგი სტატიაა, ვეთანხმები დასმულ აქცენტებს!

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

ნეიმარმა "სანტოსი" გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს

"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა

ზურიკო და კიდევ სამი სხვა - "ბეშიქთაშს" ზამთარში დიდი სატრანსფერო მიზნები აქვს

თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს

სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს

გოგონამ ეს თხოვნა შეუსრულა და მალე დაქორწინდებიან - მიქაუტაძის თანაგუნდელს ცოლად ყოფილი პორნო ვარსკვლავი მოჰყავს

სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია - ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება

სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის

ჩაკვეტაძე მორიგ ტურში სათამაშოდ მზადაა

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?