საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2 ეტაპიანია და 2 წლის მანძილზე გრძელდება. მის ფორმატს ქვემოთ გაგაცნობთ, ახლა კი ეროვნული გუნდის პირველ ვარჯიშზე ვთქვათ, რომელიც დღეს, "თბილისი არენაზე", 11:00 საათზე დაიწყო და 2 საათს გასტანა.

სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად, ფიბა-ს დადგენილი წესებით 25 ნოემბრიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებს, თუკი ამ თარიღამდე თამაში აქვთ, შეუძლიათ მოთამაშე არ გამოუშვან და ეს ასეც არის. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ჩვენები თამაშობენ, ტურის მატჩები შაბათ-კვირასაა და შესაბამისად – გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია და თად მაკფადენი ნაკრებში 24-25 ნოემბერს ჩამოვლენ. თორნიკე შენგელიას თემა სულ სხვაა. მისი კლუბი, "ბარსელონა", ევროლიგაში თამაშობს, რომელიც 26 ნოემბერს ფრანგულ "ვილერბანს" მასპინძლობს. ანუ ეს თამაში რომ დაიწყება, ნახევარ საათში საქართველოში უკვე უკრაინასთან მატჩის დღე, 27 ნოემბერი დადგება, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელს ხდის ჩვენი ნაკრების კაპიტნის თბილისში თამაშზე ჩამოსვლას.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გამოძახებული 24 კანდიდატიდან დღევანდელ ვარჯიშზე 12 კალათბურთელი იყო: რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, ილია ლონდარიძე, ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, სანდრო სანაძე, გუგა პატაშური, გიორგი კობახიძე, რომა ჭინჭარაული და ლუკა კალატოზიშვილი.

მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა სხვადასხვა სახის ვარჯიშები ჩაატარა, დასკვნით ნაწილში კი მთელს მოედანზე 5×5 კალათბურთი ათამაშა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 27 ნოემბერს უკრაინას მასპინძლობს, ხოლო 30-ში სანტა კრუზ დე ტენერიფეში ესპანეთს დაუპირისპირდება. ეს გახლავთ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ჯგუფური ეტაპის პირველი ფანჯარა. სულ მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპის შესარჩევ ტურნირში 32 ნაკრებია, რომლებიც 8 ჯგუფში შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

A ჯგუფი: დანია, საქართველო, უკრაინა, ესპანეთი.

B ჯგუფი: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი.

C ჯგუფი: სერბეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, შვეიცარია.

D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისლანდია, ლიეტუვა.

E ჯგუფი: ხორვატია, გერმანია, ისრაელი, კვიპროსი.

F ჯგუფი: ლატვია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ავსტრია.

G ჯგუფი: უნგრეთი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი.

H ჯგუფი: სლოვენია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.

თითო ჯგუფიდან 3 საუკეთესო გავა და შეიქმნება ახალი ჯგუფები. A ჯგუფის 3 საუკეთესო და B ჯგუფის 3 საუკეთესო ერთ ჯგუფში გაერთიანდება და 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ერთმანეთში ითამაშებენ. თითოეული ჯგუფის 3 საუკეთესოს მეორე ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვება და მხოლოდ პარალელური ჯგუფის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან. მაგალითისთვის, A ჯგუფიდან საქართველო, ესპანეთი და უკრაინა რომ გავიდნენ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) 3 საუკეთესოს შეხვდებიან. ანალოგიურად დაწყვილდებიან C – D, E – F და G – H ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდები. შესაბამისად, მეორე ეტაპზე იქნება 4 ჯგუფი და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითოეულის 3 საუკეთესო – მთლიანობაში 12 ევროპული ნაკრები მოიპოვებს.

GBF.GE

ნაცარქექია
საშა და თენგო არ გამოიძახეს ხომ?
კოფე გნებავთ?
ნუ ნერვიულობთ, სანიკიძემ ხომ ანამუსა ტექნიკურად, მე ვერ დავურეკავო. ჰოდა, ეცოდინება უკვე. დიდი ბიჭია თორნიკე, როგორც მისთვის იქნება უკეთესი, ისე უნდა მოიქცეს. არაა საჭირო ნამეტანი ვენების ჭრა ნაკრებისთვის. აგერ გოგა და სანდრო არ ჩამოდიან და არ იქცევა ქვეყანა. მთავარია ლონდარიძე გვყვავს, ნებისმიერს გადავუვლით. არ იქნება თოკო, იფრენს ილია. არ იქნება გოგა და სანდრო, იქნებიან ლიკლიკაძე და ჭინჭარაული. მაააშ////
ხვიჩა მაგარია!
დაისვენოს, ესპანელებთან უფრო გვჭირდება. თუ წავაგეთ, სანიკიძე გავაგდოთ თანამდებობიდან.
დდდ
ჯერ ამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ და თორნიკეს გარეშე, როცა არც გოგა და მამუ იქნებიან, სად გამსვლელები ვართ, დანია-უკრაინებს კი არა, სომხეთ-აზერბაიჯნებს თუ მოვუგებთ...
ვოოტ
წარმოუდგენელი არაფერია... ერთი თამაში რომ გაიჭირვოს ბარსელონამ, არაფერი დაუშავდებათ, მით უმეტეს ლიონს ეთამაშებიან სახლში და არა რომელიმე გრანდს- გრანდად თავადვე მოიაზრებიან ჯერ კიდევ... მოკლედ, ერთია ბარსა თოკოს გარეშე და სულ სხვაა - საქართველოს ნაკრები კაპიტნის გარეშე... ამასთან უკრებთან სახლში წაგება ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ძვირი დაგვიჯდება - თორნიკემ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს...
გოგა
ნუ რეალურად, დანიასთან და პორტუგალიასთან შინ და გასვლაზე მოგებები გვჭირდება რეალურად, ან პორტუგალუს ნაცვლად რუმინეთი თუ გავიდა მაგ ჯგუფიდან, მაგრამ იქ რა მოხდება არ ვიცით და ერთი მოგება მაინც უნდა გადაგვყვეს
llcl
თიკოს გაუმარჯოს ღმერთმა, მიზერული შანსიც რომ იყოს, აუცილებლად ჩამოვიდოდა, რაც არაერთხელ გაუკეთებია! მაგრამ ეს კალათბურთის საერთშორისო ორგანიზაცია რომ იმპოტენტი ორგანოა, მგონი ესეთი სხვა არცერთ სპორტში არაა, როცა ეროვნული ნაკრების თამაშია ფეხბურთში, რაგბში, ფრენბურთში თუ მოტობურთში კლუბი ვალდებულია გამოუშვას მოთამაშე, ეხლა არაფრის მომცემ თამაშებში ვარსკვლავების ტრავმის მომიზეზება კლუბების მხრიდან ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ის რომ არ გამოუშვას, არ შეუძლია.
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს