სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ და მორიგი მატჩებისთვის ემზადებიან. გვესმის უკმაყოფილება და იმედგაცრუება, მაგრამ ლეგიონერებს ძველებურად უნდა ვუგულშემატკივროთ.

შაბათი დატვირთული დღეა. ჯერ ფაქტობრივად, ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენი დროით 23:59 საათზე გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" "მალიორკას" უმასპინძლებს, ცოტა ხანში კი (00:05 სთ) ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "ლე ავრს" დაუხვდება.

არავინ იცის, ნაკრების მატჩების შემდეგ და ჩემპიონთა ლიგის წინ როტაციას რა დოზით ვნახავთ. ლუის ენრიკეს გუნდი ლიდერია და მისი განმტკიცება სურს.

დეზირე დუეს ტრავმა მძიმეა, ნაკლები სიმძიმის არც ჰაკიმისაა; უსმან დემბელეს კვლავ დაზიანება აქვს, ტრავმირებული ნუნუ მენდეშიცაა.

დიდი შანსია, შეტევის სამეული ბარკოლამ, მაიულუმა და კვარაცხელიამ დააკომპლექტოს.

ბოლოს, როცა ეს გუნდები შეხვდნენ, პარიზელები ჩემპიონთა ლიგაზე იყვნენ კონცენტრირებული და "კვარამაც" ცოტა ითამაშა. ხვიჩამ "ლიონთან" ამ სეზონში პირველად გაიტანა და მის გაგრძელებას ველით.

1999 წელი - იშვიათი ამბავი, როცა "ლე ავრმა" პსჟ-ს მოუგო. მოგეხსენებათ, უფრო ადრე, ამ გუნდის ღირსებას გია გურული იცავდა.

გიორგი მიქაუტაძემ სანაკრებო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა და დაბრუნდა. როტაციას მარსელინოც მიმართავს და რთული სათქმელია, ქართველ თავდამსხმელს რამდენი დრო მიეცემა.

ქართველის გუნდი მხოლოდ "რეალსა" და "ბარსელონას" ჩამორჩება. გიორგის "ლა ლიგაში" 2 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს.

სანაკრებო პაუზის შემდეგ მეკარე ალისონის დაბრუნებას და გიორგი მამარდაშვილის სათადარიგოთა შორის დაბრუნებას ელიან, თუმცა, დაველოდოთ. "ლივერპული" "ნოტინგემს" შაბათს უფრო ადრე, 19:00 საათზე უმასპინძლებს.

სლოტის გუნდი მხოლოდ მე-8 ადგილს იკავებს და ლივერპულელებს სიტუაციის გამოსწორება სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ურთიერთ თამაშებში უკანასკნელი ორი შეხვედრა ნოტინგემელებს არ წაუგიათ(მოგება და ფრე).

ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
კვარაცხელიამ გოლების გატანა უნდა გააგრძელოს - ითამაშებენ მამარდაშვილი და მიქაუტაძე?
კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
"მთელი კარიერის "ბარსელონაში" ბედნიერად გატარება მსურდა, თუმცა..." - ლიონელ მესი
"შემდეგი აუცილებლად ის იქნება" - ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
"ასეთი რაღაცები რაში გჭირდება?" - კროოსმა ვინისიუსი გააკრიტიკა
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე - კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებული პენალტი, რეკორდი და სამი გაშვებული გოლი (ორი რიკოშეტით) - "ლივერპული" "სიტისთან" დამარცხდა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზახარიანმა შეიძლება პსჟ-ში კვარაცხელიასთან ერთად შეუტიოს?
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს