ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

საქართველოს ნაკრების მეტად წარმატებული ევროპირველობის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ პროგრესი გაგრძელდებოდა, ერთა ლიგის B გათამაშებაც კარგად დაიწყეს, თბილისში ჩეხეთს 4:1 მოუგეს, ტირანაში ალბანეთს 1:0, რასაც ჩავარდნა, 3 წაგება და 1 ფრე მოჰყვა, ქვედა დივიზიონში დაქვეითებას პლეი-ოფში სომხეთის ძლევით (3:0, 6:1) გადაურჩნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საოცრად რთულ ჯგუფში მოხვდნენ, თორემ შეიძლებოდა მთლად ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ. რას იზამ, ხან გაგიმართლებს, ხან - არა.

ბოლო 4 მატჩი ჩვენმა გუნდმა საერთო ანგარიშით 2:12 დათმო და სრულად დეზორგანიზებულია. მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე ფაქტიურად აღიარა, რომ გუნდზე კონტროლი დაკარგა. ეს მრავლისმეტყველია და შესაძლოა, მისი წასვლის დრო მოვიდა. ყველგან ასეა - მწვრთნელები აგებენ, ფეხბურთელები იგებენ, ჩვენში კი მწვრთნელი მუდამ განსაკუთრებულად ყველაფერში დამნაშავეა, სპორტის ნებისმიერ სახეობაში. გაიხსენეთ თუნდაც იგორ კოკოშკოვის, ილიას ზუროსის, ლევან მაისაშვილისადმი დამოკიდებულება, აღარაფერს ვამბობ ვლადიმერ ვაისზე. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სანიოლის გაშვება ასე იოლი არ არის. ჯერ ერთი, ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, სამუშაოდან დათხოვნის შემთხვევაში გვარიანი კომპენსაციის გადახდაა საჭირო და რაც მთავარია, მისი შემცვლელის მოძებნა. თანაც, ვინ დათანხმდება ასეთ მდგომარეობაში მყოფი გუნდის ჩაბარებას და ვინ მოისურვებს საკუთარი ნებით ეშაფოტზე ასვლას? მასაც პირველივე მარცხისას ხომ უმალ დაუწყებენ კრიტიკას და ლანძღვა-გინებას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფრანგი სპეციალისტის გადაყენების გადაწყვეტილება არასაფეხბურთო, სულ სხვა დონეზე უნდა მიიღონ, სადაც მისი მუშაობით კმაყოფილები არ უნდა იყვნენ. ერთი სიტყვით, ვართ ასეთ რთულ სიტუაციაში, სანიოლთან ერთად და სრულ გაურკვევლობაში.

ყველაფრის მასზე გადაბრალებაც არაა მართებული და ძველი დამსახურების დავიწყებაც არ შეიძლება. უმადურობა უდიდესი ცოდვაა და თავისი წილი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმა უნდა აიღონ, ხოლო ეს „წილი“ რბილად რომ თქვათ, საკმაოა. დავუშვათ და დათანხმდა ვინმე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი „ჯვაროსნების“ ჩაბარებაზე, შეძლებს ის ამ კონტიგენტით ვითარების სწრაფად და რადიკალურად გამოსწორებას? რაღაც ეჭვი მეპარება. რატომღაც გვგონია, უმაღლესი კლასის მოთამაშეები გვყავს და მათ სერიოზული მიზნების მიღწევა ძალუძთ, მაგრამ ეს სამწუხაროდ, ასე არაა. კი ბატონო, ჩვენი 10 ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ლიგაშია, რაც შესანიშნავია, მაგრამ რაოდენობა ჯერ ხარისხში ვერ გადაიზარდა. სიცხადისათვის ნოემბერში გამოძახებულთა სიას სატრანსფერო ღირებულებები დავურთე და წერილის ბოლოში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, ვინ როგორ ფასობს. რატომღაც ფეხბურთელების კრიტიკას ვერიდებით, ეს ერთგვარად ტაბუდადებული თემაა და მათ გარდა ყველას დამნაშავედ ვაცხადებთ. ვიქნები არაპოპულარული და შევეცდები ჩემი განსხვავებული მოსაზრება არგუმენტებით დავამტკიცო.

იმავე Transfermarkt-ის მონაცემებით კარგად ჩანს საკადრო პრობლემა და ფეხბურთელთა დონეში უზარმაზარი სხვაობა. უკეთესი შედეგის მისაღწევად მეტი ბალანსია საჭირო. გაიხსენეთ 80-იანი წლების „დინამო“, სადაც ბურთთან ყველა „შენობით“ იყო, ყველა ვარსკვლავი არ გახლდათ, თუმცა საერთო ანსამბლიდან არავინ ვარდებოდა, დომინირებდნენ, თამაშს აკონტროლებდნენ, მეტოქეზე იქით ახდენდნენ ზეწოლას და ერთი და ორი ვარსკვლავის გამოკლება სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენდა. დღევანდელი ფორმაციის ეროვნულ გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, საკმარისია ვინმემ ტრავმა მიიღოს და უმალ კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. გვყავს უსუსტესი დაცვა და მასზე უარესი ნახევარდაცვა. ნათქვამია - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი როგორი გუნდი გყავს. დიახ, დიახ, მთავარი პრობლემა შუახაზია, რომელიც ბურთს ვერ იჭერს და გუნდი დროის უმეტეს ნაწილში თავის საჯარიმოსაა მიჯაჭვული. ერთადერთი, ვისაც ცენტრში ბურთის მიღება, შენარჩუნება, მეტოქის ნახევარზე გადასვლა, ტემპის დარეგულირება და სრულფასოვანი შეტევის წამოწყება ეხერხება, გიორგი ჩაკვეტაძეა. ის არაა ყველაზე ძვირფასი მოთამაშე, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია, თვით ხვიჩა კვარცხელიაზე მეტადაც, ვინაიდან „ჩაკვეს“ შემცვლელი უბრალოდ სხვა არავინაა. როდესაც გიორგი მოედანზე არაა, თავდამსხმელებს უკან ჩასვლა უწევთ, რამეთუ მათთვის დროულად პასის გამკეთებელი არავინაა.

ჩვენ ხშირ შემთხვევაში ჩვენს ფეხბურთელებზე გადაჭარბებული შეხედულებები და მოლოდინები გვაქვს. ლეგიონერების ყოველი მატჩის შემდეგ უმეტესად იწერება: შეცვალეს, შეცვლაზე შევიდა, სათადარიგო იყო და ანალიტიკური საიტების შეფასებებსაც გაცნობებთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მთლად სახარბიელო ვერაა.

გამოსავალი? ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ. სამწუხაროდ, ვერც ასაკობრივი ნაკრებები გვახარებენ, ყოველი შემდგომი თაობა მათ წინაზე უფრო დაბალი დონის შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული და მაინც, რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს, იმ რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაა აუცილებელი, რაც გაგვაჩნია. მაგალითად, გერმანიასთან დაპირისპირებაში ახალგაზრდული ნაკრებიდან რიგ ეპიზოდებში ურიგოდ არ გაისარჯნენ მცველები გიორგი გვასალია და საბა ხარებაშვილი (ორივე თბილისის დინამო). მათთვის შანსის მიცემა და გამოცდა ღირს, სხვებისთვისაც. სანიოლმა მეტი უნდა იმუშაოს და საქართველოში უფრო ხშირად ჩამოვიდეს და არა ისე, როგორც ახლაა - შორეული ნათესავივით რომ მოგვინახულებს, ხანდახან. ფედერაციასაც გულშემატკივრებისთვის მეტად მართებს ანგარიშის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება, ელემენტარული კომუნიკაცია, თორემ დაემსგავსა ნაკრები რაღაც ჩაკეტილ, მკაცრად გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტს. ეროვნული გუნდი ერისაა და მის შესახებ მეტი ინფორმაცია გვჭირდება, ათიათასობით გულშემატკივარი, რომელიც მათ საქომაგოდ გერმანიაში წავიდა (ბევრმა ამისათვის სესხიც აიღო), რომელიც სტადიონზე ოჯახებით მიდის, ელემენტარულ პატივისცემას იმსახურებს.

ნოემბრის მატჩებისთვის გამოძახებული ფეხბურთელები და მათი სატრანსფერო ფასები

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, 28.0 მილიონი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, 0.9), დავით კერესელიძე (დილა, 0.35)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, 2.0), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, 1.5) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, 3.5), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, 6.0), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, 0.45), ილია ბერიაშვილი (მტკ, 0.5)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, 6.0), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, 6.0), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, 1.5), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, 0.5), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, 0.6), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, 0.65), გაბრიელ სიგუა (ლოზანა, 2.0), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, 0.7), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, 2.0), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, 9.0), გიორგი აბუაშვილი (მეცი, 1.0), იური ტაბატაძე (კადისი, 1.0), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, 90.0), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, 2.0), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, 1.5), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, 1.5), გიორგი ქვილითაია (არისი, 1.2)

მიმომხილველი

• გიორგი

კალანდაძისთვის გელაშვილისთვის გოგლიჩიძე აქ არ ყავდა ქუთაიში სანამ ლევან მჭედლიძემ არ მოაწყო სერია ა ში იცოდა საერთოდ მისი არსებობა?გუგეშაშვილი მწვრთნელის ახირებაა მესამე მეკარე როა შარშან არ იყო მთელი სტადიონი რომ უმღეროდა? უმაღლეს ბერძნულ ლიგიდან გავარდნას რომ გადაურჩა მისი გუნდი მარტო ლუკას დამსახურებად რომ თვლიდენ სპეციალისტები მე ხომ არ მომიგონია

• კონსტანტინე

1. დამსახურებას არ დაგვავიწყდეს რას ნიშნავს?!მაგ ლოგიკით მთელი ცხოვრება კონტრაქტი დაუდოთ:) პატივისცემით გავაცილოთ!!! 2.კონტროლი დავკარგეო, თვითონ უნდა წავიდეს სასწრაფოდ! 3.ხარჯიაო რო ამბობ რა არ ღირს გადახდა?! 4. 12-2 რო წააგებ უნდა გაუშვა, ეს გუნდი ესეთ კატასტროფა შედეგს არ უნდა დებდეს! 5.არანაირი სიახლე და ექსპერიმენტი რამე სერიოზული, არც ტაქტიკური არც მოთამაშეების(მიზერი!) და სტანდარტულების მოფიქრების, დამუშავების უნარი ხო ზერო! ბოლოს კაშიას მინდა ვთხოვო წადი რა🙏 მაგ რაოდენობის შეცდომებს ნებისმიერი ახალწვეული ბავშვი არ დაუშვებს და არ ჯობია(ყველასთვის!)გზა გაუხსნა სხვას?! კანკავა ევროპაზე არ წავიდა და კაშია რით ვერ შეელია ნაკრებს?! სანამ ხალხს დაავიწყდება დამსახურებები მანამდე წადი რა 🙏

• ME

რომელ ახალგაზრდებს მისცეს შანსი?ახალგაზრდული ნაკრები არის და რა შედეგიც აქვთ ვხედავთ, ეხლა ეგენი გინდა რომ ეროვნულში გამოიძახონ? ვინც რაღაც დონეზე ავიდა ყველა გამოძახებული ყავდა ნაკრებში და 60 კაცს ხომ ვერ მიიწვევს. ნაკრები მოსამზადებელი ადგილი არ არის, იქ მოხვედრა უნდა დაიმსახურო. გამოცდილება და კლასი გუნდებში უნდა აიმაღლონ.გუგეშაშვილი პაოკში მესამე მეკარეა და მამარდაშვილს როგორ ადრი? დაიმსახუროს და მერე მოვითხოვოთ მისი ძირითადში დაყენება.

• Თეიმურაზი

კაზაიᲨვილმა, რა დააᲨავა

• აჰაა

ხომ გითხარით გოგლი განაცხადში იქნება თქო

• კნოპსი

რას ერჩით ამ სანიოლის ? მწვრთნელის პრობლემაა მხოლოდ და სხვა ყველაფერი დალაგებული გვაქვს ? კვარაცხელიას დონის მინიმუმ 4 ფეხბურთელი რომ გვყავდეს, კიდევ შეიძლება ამაზე მსჯელობა.

• ყველა ნაცი რო გონია იმას ვწერ

შე ... ვისაც სანიოლის წასვლა უნდა და უფრო გამოცდილი მწვრთნელის მოყვანა უნდა ყველა ნაცი ვართ.. იქ ნაცების, აქეთ ქოცების, და ვინც მოვა კიდე იქაც იმათი............

• ციციკორეს, ქომაგისგან!

ნამდვილად, ერთნაირი რეაქცია არც უნდა გვოქნდეს მოგების და წაგების დროს. ნორმალური ობიექტური კრიტიკა მისაღებია, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ: ლანძღვის, გინების, ფეხბურთელების ოჯახის წევრების მიმართაც საშინელი ბულინგის და ასე შემდეგ... უმეტესი კომენტარების ავტორები ამ საიტზე ეწევიან, ფეხბურთელების მიმართ შეურაცმყოფელი სიტყვების გამოყენებას,რაც ყოვლად მიუღებელია! გულშემატკივრები თუ გვქვია, ვაკრიტიკოთ ობიექტურად და არა ისე, როგორიც კამპანიაა გაჩაღებული, ბიჭების და კერძოდ ვილი სანიოლის მიმართ!

• ომარი

ავტორს! ჯობდა საკუთარი სახელი და გვარიც მიგეწერა!!! რა არის აქ დასამალი!!!

• გიორგი

დაცვა უსუსტესიაო რომ ამბობთ ვისი ბრალია მერე ნიჭიერ ახალგაზრდას თუ არ მიეცი ასპარეზი როგორ ფიქრობთ საიდან მოვა გამოცდილება როგორ აიმაღლებს კლასს? ღმერთმა სულ ჯანზე ამყოფოს გიორგი მამარდაშვილი მაგრამ რომ დაუშვათ გრიპი შეეყაროს ვის აყენებ კარში ისე დააბერე გუგეშაშვილი არ აღირსე თამაში არადა გიორგიზე ბევრად ნაკლები ოსტატი ნაღდათ არაა ასე რომ ბორდოს დაუბრუნდი დროა შენი დონეა მწვრთნელი რომელიც დღევანდელ წარმატებასთან ერთად გუნდის მომავალზე არ ფიქრობს მწვრთნელი არაა

• ნეცებს

ზეიმი გააქვთ? არა უშავს, თქვენს ჯინაზე,ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენს ნაკრების ბიჭებს და ვილი სანიოლს მოვუწოდებთ, ამ დურაკებს არ მიაქციონ ყურადღება!

• ედიკას

სახელზე, გეტყობა შენ, რომ უკვე დიდიხნის გვამი ხარ!

• ბიძინას

არ გაუშვებ და შენ გაგიშვებენ. აქ მესამე ვარიანტი არ არსებობს. ))))))

• ედიკა

ვილი გვამი ხარ

• მიშას! (ვითომ ბიძინა)

უბრალოდ, ვაი შენს პატრონს?

• ბიძინა

სანიოლიც და ფედერაციაც ჩემი დაყენებული არის, არსადაც არ გაუშვებ,

• GOMAKO

აღნიშნული სტატია ფედერაციისთვის კოჭის გაგორების მცდელობას ჰგავს-მცირე სარკაზმით

• კახა

აუცილებელია ახალი დაცვის ხაზი, მგონია რომ, ჯემალ ტაბიძე და ბერიაშვილი კარგი დაღვინებული მცველები არიან, ...... გოგლიჩიძე კარგია მაგრამ გამოცდილება აკლია, ლოჩოშვილი კარგია მაგრამ დიდი შეცდომების მოყვარული ბიჭია მასზე დაყრდნობა ძნელია. დვალი მიმაჩნია ამ ეტაპზე მთავარ დამცველად გუნდში,ვინაიდან კაშია,გველესიანი და კვირკველია დაბერდენო ასე იძახიან,რა ვიცი ეგეც გამოსარკვევია მგონი ჯერ.

• ეჰაა

ეშაფოტზე არაა საჭირო არავის ასვლა მაგრამ ჩემოდნების ჩალაგების დრო კარგა ხანია უკვე მოსული …და სანაიოლის გაშვება ვადამდის ადრე მაინც მოუწევთ და რატომ გეტყვით მალე წილისყრა იქნება ბ ჯგუფის ერთა ლიგაზე სადაც ბულგარეთის დონის ნაკრებიც კი არ იქნება და აქ რომ ბევრი დარწმუნებულია და ბევრსაც გულის სიღრმეში რომ იმედი აქვს ერთა ლიგა ჩვენი ტურნირია და უეჭველი მოვიგებთ …აი მაგ ტურნირის შემდეგ თქვენ ნახეთ გინებები …და რატომ თუ ვერ მოვიგებთ და საერთოდაც საპატიო 4 ადგილის მყარი კანდიდატები ვართ ამასაც ავხსნი ჯერ ერთი სოსტავი ნახეთ ყველაზე სუსტი სლოვენია იქნება თორემ უკრაინა შოტლანდია უნგრეთი ირლანდია ავსტრია პოლონეთი ისრაელი ბოსნია შვეიცარია სერბეთი კოსოვო შვედეთი რუმინეთი ჩრდ.ირლანდია ალბანეთი …ბოდიში თუ 1-2 ქვეყანა ამერია აჰა აბა დაუფიქრდით კარგად რომლებთან აქვს აქ შანსი დღევანდელ მდგომარეობაში მყოფნ ნაკრებს …?!?! მითუმეტეს ამ მწვრთნელის ხელში და მთავარს რასაც ვერ ხედავთ ან არ გინდათ დაინახოთ ან ხედავთ მაგრამ დაჯერება არ გინდათ …ამ ნაკრების ნახევარს მინიმუმ არ უნდა სანიოლთან თამაში უბრალოდ ჯერ ამაზე ჩუმად არიან მაგრამ ამ ერთა ლიგასაც რომ წააგებენ აი შემდეგ შეიძლება გამოვიდეს ვინმემ და თქვას …ყველა უცდის როდის მიხვდებიან ფედერაციაში და გაუშვებენ სანიოლს ამ ბიჭებმა ნათლად შეგვახედეს და თან ბულგარეთთან მითუმეტეს მიგვახვედრეს ..აჰაა შეხედეთ ამ (სანიოლს ) …ეს ვინებს აყენებს კიდევ ძირითადში ვის რა პოზიციები მოუგონა …მაგიტომაც იმის მეათედიც არ ითამაშეს რაც შეუძლიათ იმან არ ჩაირბინა ამან ფეხებში არ ჩაუხტა იმანაც არ გადახტა და ასე შემდეგ …ეგ გაგრძელდება მანამდის სანამ სანიო იქნება ნაკრებში რაო მიქამ ფეხი მტკივაო ვნახოთ აბა რა ფორმაში იქნება მალიორკასთან რაო გოგლისაც ეტკინა ხომ რაღაც ოკ ვნახოთ ბოლონიასთან …აწი და აწი გაიზრდება კუნთების გადაღლილობები გაცივებები და ა.შ სანაკრებო პაუზის წინ …და რატომ იცით თუ კი მწვრთნელს კიდია უკვე შედეგი და გოჩოს უკუღმად ათამაშებს თუ კი აზარას უვარგის ფეხბურთელს ეძახის თუ კი დვალს იგნორირებს უმის გამო რომ მასზე გაბრაზდა ესე იგი შედეგის დედაც მერე რა მცველები არ მყავს აქ მე ვარ მთავარი და დვალი დაისჯება …მარტო დვალი კი არა ნაკრები დაისაჯა ჯანდაბას ესპანეთი ბულგარეთთანაც კი წავაგეთ რატომ..?! თურქეთის მეორე ლიგის ფეხბურთელმა დიმიტროვმა გადახნა ჩვენი დაცვა მე შემრცხვა იმ მცველების მაგივრად ნახეთ აბა გოლები ….გამოდის რა თუ სანიოლს მისი ხუშტურების გამო ( უვიცობა სულ სხვა თემაა) ფეხებზე კიდია ნაკრების შედეგები და ამაზე ფედერაციას არ აქვს რეაგირება …მე რომ ფეხბურთელი ვარ ერთ ძმაკაცს ჩაგრავ და ამცირებ ამდენი ხანი ( ევროდან როგორ მოტეხა თან ჯაბამ დაუთმო ადგილი მაგრამ ჯინზე მაინც არ წაიყვანა) მეორეს ნაკრების ერთ-ერთ ბურჯს გაუბრაზდი თან არ ხსნი რატომ და ტეხავ ნაკრებიდან არ იძახებ ღირსეულებს გაიძახი თაობის ცვლას და არავინ ახალი ახალგაზრდულს ართმევ ტყუილად ფეხბურთელებს ( გლახა ღორმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აცალაო ) და ერთ წუთსაც არ ათამაშებ არცერთს და ამას აკეთებ რეგულარულად თან ბოლო თამაშებს ერთი კაცის გამო ვიწყებთ 0:2 ფორით და მაინც ძირითადშია და თვითონ ვერც წასვლას ხვდება და უკვე იმ ხნისაა რა ჭამა და როდის აღარ ახსოვს …მიდი მითხარით რა გულით ვითამაშო ..?! ვის შევაკვდე თუ კი ყველას კიდია შედეგი …მთელ საქართველოს გაუკვირდათ კვარას და მამარდას ინტერვიუები ესპანეთის შემდეგ …)))) კარგად ვითამაშეთ ეგრე რომ დაგვეწყო ჯგუფიდანაც გავიდოდითოო …ეგ ჩემს და თქვენს გასაგონად არ უთქვამს ეგ უპასუხეს იაშკას სანიოლი არსად არ მიდის აქ იქნებაო …აჰაა ბატონო იაშკა რაც მაგარი მწვრთნელი გვყავს ჩვენც ისე მაგრად ვითამაშეთ … და ნამიოკი კიდევ ზემოდან აი ამის ხელში რომ ახალს დავიწყებთ უეჭველი ეგეთი თამაშით მოვიგებთ რაც დაამტკიცეს ბულგარეთთან ….!!! ამ ბიჭებს არ უნდათ ლენჩი მწვრთნელი დებილი ფეხბურთი ბებერი მცველები …ამათ უნდათ სვანაძე ასევე უნდათ აზარა ( რომ არ იყოს ღირსი კიდევ ხომ) ამათ უნდათ ახალგაზრდა სწრაფი მცველები რომლებსაც მოძებნის სვანაძე ან რა ძებნა უნდა გოგლი-გელაშვილი, ნარიმა, ლაცაბიძე, საზონოვი ხვადაგიანი …პლიუს ლოჩო-დვალი-ტაბიძე მკარნეხებლად …რა არ გვყავს თურმე მცველები თუ საყრდენები ..?! ლომინაძე გაგნიძეები მამაგე.. ქოჩორა და კიდევ მოიძებნებიან თუ მოინდომებ …და შეტევა კუ ისეთი გვყავს ბევრი სხვა ქვეყანა ინატრებს … ასე რომ თქვენი არ ვიცი მე კი გამოვრთე სანაკრებო არხი …აი რიდესაც წავიკითხავ ვილიკას აახვევინეს და ფედერაციას კიდევ ერთხელ ვახსენებ უფრო ძვირი დაგიჯდებათ ვილიკოს დატოვება იმიტომ მაგასთან ერთად თქვენაც აგახევინებენ თუ კი დროზე არ მოიშორეთ …. არადა ამ იღბალას შეუტრიალდა ფორტუნა ( ევროს შემდეგ მაინც წათრეულიყო სანამ სახელი ქონდა ავარდნილი ზეცამდის ხომ გამოკრავდა რამე კარგ კონტრაქტს მართალია იმათ დაღუპავდა მაგრამ ჩვენ გადავრჩებოდით და ახლა ირლანდიასთან მოგვიწევდა პლეიოფში ჭიდილი თან თბილისში და რატომღაც მაგრად მგონია რომ ამჯერად უეჭველი მოვუგებდით ირლანდიას და გავიდოდით მსოფლიოზე …აი რა გვიქნა ვილიამ ალბანეთთამ ძალად რომ წააგო თბილისში ) ჩაკვე და საზონოვი დაიმტვრა კაშია შემოაბერდა და ალბანეთის შემდეგ ბიჭებმაც დაიკიდეს რაც ყოველდღიურად იზრდება …

• პატრიოტი

ვილი მაგარია. ვინც აკტიტიკენს-ყველა დიპსტეიტი ხართ.

• 100%

რაც შეეხება მწვრთნელს, ეტყობა გაუტრუხდათ ბიჭებს, ვილის ფილოსოფია და თუ საშუალება იქნება, კარგია გამოცვალონ. რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს, ჟილკა აქვთ დაკარგული. ბრძოლა და არა თამაში (ჭადრაკს ზიან და ისე თამაშობენ) ბრძოლით უნდა დაბრუნდნენ, შემდეგ შეხვედრებში.

• ციციკორე

მოგება და წაგება თუ ერთია და ერთნაირი რეაქცია უნდა გქონდეს, აბა რას გულშემატკივრობ?! გაბედოს ერთი მამარდაშვილმა წაგების შემდეგ კრიტიკაზე, მსგავსი ტექსტები ლივერპულის ფანობასთან. აბა, მოსინჯოს.

გეთანხმებით. აქაური " სპეციალისტებივით" ფერგიუსონი არ ვარ და კატეგორიულად ვერ შევაფასებ მწვრთნელის თუ ფეხბურთელების ტაქტიკურ შეცდომებს, მაგრამ ეს წაგებები სულაც არ მიკვირს. ჩაკვეტაძე ვერ შეცვალეს, თორემ ესპანეთთან ვერა , მაგრამ სხვებთან ბრძოლა შეეძლოთ. სამწუხაროა , მაგრამ ფაქტია, რომ შუა და უკანა ხაზს უჭირთ. საიდან უნდა მოიყვანოს ამ კაცმა არ ვიცი. მე უფრო გამიკვირდა ის წარმატება , რაც გვაჩუქეს ევროზე, სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელი გასვლა ევროპაზე და მერე იქაური ზღაპარი. მადლობა ყველას ამ ბედნიერებისთვის , ახლა კი გაგებით ვუყურებ ყველაფერს . ფეხბურთს თამაშობს 11 კაცი . ერთიც რომ ამოვარდება , თუ ვერ ცვლი, ირევა ყველაფერი. ვერაფრით დავდგები მაგინებელთა მხარეს, რადგან იქ პოლიტიკური სარჩულია, არაფერი საერთო სპორტთან არ აქვთ. საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს!

• ქომაგი.

ოჰოჰო? რა ზეიმი აქვთ "რუსთაველის გამზირის გნაც გზირებს"? ჩვენს ბიჭებს,რომ მოეგოთ გლოვა ექნებოდათ გამოცხადებული და ენა ჩაგდებული! ეხლა მიეცათ მიზეზი ენის მოსაფხანად (ან სხვა რამის). ეხლა იმ დურაკ ფანებს მივმართავ, ვინც ყველაზე ძალიან ლანძღავს ვილის და ბიჭებს: რომ მოეგოთ ჩვენს ბიჭებს,მაშინ გაგახსენდებოდათ, ვინ ვის უჭერს"პოლიტიკურად მხარს"? გამოხვიდოდით და დაიწყებდით მოჩვენებით სკანდირებებს: საქა. "გაუმარჯოოს, ჩვენს ბიჭებს გაუმარჯოოს" და ასე შემდეგ. ვის რაში ჭირდება ეგ თქვენი დათვური სამსახური? ნამდვილი ქომაგები კი არ ილანძღებიან, პირიქით როცა გუნდს უჭირს, მაშინ იჩენენ, ნამდვილ გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ რ ო ბ ა ს!!!!!!! ეს არის ფეხბურთის დაუწერელი კანონი!

• კიდევ ერთს-ს

ტაშიიი! შენ დაუკარ!!!!!!!!!!!!!

• მალხაზ ჯობავა

ბიჯო რამოდენიმე დღის უკან ერთ ჩვენს ყოფილ მაღალჩინოსანს ტუმბოჩკიდან 7 ლიმონი გამოუტანეს, ბევრი მაღალჩინოსნის ცოლებს და საყვარლებს კიდე, მანქანის ბარდაჩოკში უდევთ თითო ლიმონზე მეტი და შენ კიდე 3-4 მილიონი ფულად მიგაჩნია ფედერაციისთვის. მთავრობამ კალათბურთის ნაკრებს სამი მილიონი და კიდე რომელიღაც სპორტსმენები, ჯამში ხუთი მილიონით დაასაჩუქრა. ასე რომ ფული თავზესაყრელი აქვთ, მხოლოდ სურვილია საჭირო.

• ნაწილობრივ ვერ დავეთანხმები ავტორს

ამ ბიჭრბით მაწსიმუმს კი არა 60-70% ვერ ვიღებთ სანიოლის ხელში. არასწორი შემადგენლობის და ტაქტიკის გამოყვანა მისთვის ყოველ თამაში არ გვაძლევს შანს. ამ 2 არაფრის მომცემ თამაში ხომ შეიძლებოდა მამარდას მაგივრად ოფიციალურ შეხვედრაში სათადარიგო მეკარე გამოგვეცადა? რა საჭირო იყო ამ არაფრის მომცემ თამაში ქვილითაიას დაძახება? კიდევ კარგი დაუშვილიც არ მოიწვია. გუნდში კაშიამ კიდევ რამდენი დრო უნდა ითამაშოს, სანამ მოედანზე ლურჯასავით არ დაეცემა? მოწვეული ბერიაშვილი რატომ არ გვანახა? გუნდში ყავს ძალიან მაგარი ახალგაზდა ბიჭი ძლიერი და მაღალი 194 სმ ლომინაძე, რომელმაც იგივე ბულგარეთან თბილუსში 10 წუთში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კითხვა რატომ შანს აღარ აძლევს? რა გაუგებრობა მოხდა დვალთან მინართებაში? აი სულ მცირე რამდენი კითხვებია რითაც ცოტა უკეთესობისკენ გვექნებოდა შანსი. ამას ვერ/არ ხედავს სანიოლი? მაშინ რატო არის მწვრთნელი? წაართვა ნარიმანიძე ახალგაზდულს რისთვის, სკამზე რომ იჯდეს? აზრი? მიკლედ ვილი აქ არაა და საერთოდ მგონი გარტყნაშიც არაა ნაკრების გარეშე რა ხდება. ოროსან ტენდერის მომგებ პიროვნებას მაგონებს, რომელმაც ტენდერით გაინაღდა ჩვენი ნაკრები და ამაში დაეხმარა ფედერაცია.

• QT

მაღალი დონის სპეციალისტი. კარგი ბატონო, მაგრამ ამ მაღალი დონის სპეციალისტს, მაღალი დონის ანაზღაურებაც რომ ჭირდება ეგ გვავიწყდება ? მოდი გამოვიდეთ იქიედან, თუ რა თანხის გადახდა შეუძლია ფედერაციას მწვრთნელისთვის და იქედან ვიფიქროთ. რადგან არ ვიცით, მიახლოებით დავუშვათ სანიოლის ხელფასია წელიწადში 1 მლნ. დოლარი (არ ვიცი, ისე ვამბობ, შეიძლება მეტია, შეიძლება ნაკლები), რომელი მაღალი დონის სპწცილისტი ჩამოვა ამ ხელფასზე მითხარით, ხომ იცით რომ მინიმუმ 4-5 მლნ. დოლარია საჭირო საკლუბო დონეზე ცოტათი წარმატებული მწვრთნელის ჩამოსაყვანად და ეგეც შეიძლება ძალიან ცოტას ვიძახი. აბა ჩამოწერეთ სავარაუდო კანდიდატები და მათი სავარაუდო ხელფასი და მიხვდებით, რომ სპალეტის დონის მწვრთნელის მინიმალური ხელფასი 3 მილიონი ევროა. ამ თანხას იღებს ის ახლა იუვენტუსში.

• DAVE

ნორმალური სტატიაა. თუმცა ტრანსფერმარკეტის ფასები არაფერ შუაშია, კარგი იქნებოდა მოტანილი იყოს ფეხბურთელს თავის გუნდში ბოლო 4 თამაშში, ანუ საშუალოდ ერთ თვეში რამდენი დრო აქვს ნათამაშები, რამდენი დაიწყო ძირითადში, რამდენში შევიდა შეცვლაზე რა მოიმოქმედა და ა.შ. თორე ტრანსფერმარკეტზე შვედეთის ნაკრების ფეხბურთელები ისაკი და გიოკერეში ჯამში 220 მლნ დოლარი ღირს და კი გავიდნენ ბოლო ადგილზე ჯგუფში. (ერთა ლიგიდან გავიდნენ პლეიოფში მაგრამ შესარჩვში მაინც ბოლო ადგილი დაიკავეს).

• კიდევ ერთი (end one)

ვიცით და გავიგეთ და მადლობლები ვართ რომ ვილიმ ევროპაზე გვათამაშა, უდიდესი სიხარული მოგვიტანა ქართველ ერს, მაგრამ უკვე დიდი ხანია განვითარენის მაგივრად ნაკრებში რეგრესია, ყველაფერს დასასრული აქვს, ვილი უნდა წავიდეს!

• zaza

მწვრთნელი კიარა გიჟი, პოლიტიკოსი,ან მსოფლიო აფერისტი უნდა იყო ეს ნაკრები ჩაიბარო და თან მსოფლიოზე გასვლას დაპირდე ვინმეს. ევროპაზე ჩვენი გასვლა მეცხრე საოცრებას გავდა ხოლო პორტუგალიასთან მოგებამ რეალობის გრძნობა დაგვაკარგია ხოდა ალბანეთთან მარცხის მერე დავეშვით ნელ-ნელა მიწაზე. პ.ს მჯერა ამისდამიუხედავათ ევროპას კიდე ერთხელ დავაჭაშნიკებთ.რისი იმედიმაქ?რისი არა უფრო ვისი.

• ჟორა-ს

გაფიცებ ყველაფერს, ნიფხავში ტრუსიკს გულისხმობ თუ ტრიკოს?

• დიფსთეით გლობალუროვი

არასაფეხბურთო დონეზე, ანუ დიფსთეითიდან დარეკავენ და ფაფუ ვილი და კობიაშვილი.

• ჟორა

ნათქვამია: "უნიფხვო კაცს ყ.ე ეგრძელებოდაო", ისეა ჩვენი საქმე. გავიძახით ევროლიგებში ბევრი ფეხბურთელი გვყავსო და იმას კი აღარ ვამბობთ რას აკეთებენ ისინი ამ გუნდებში. მაგ 10 კაციდან, მხოლოდ ხვიჩაა ნაღდი პირველი ნომერი, დანარჩენები ახალ მთვარესავით შედიან შეცვლაზე. კიდევ ისიცაა ნათქვამი, რომ ბარსელონას სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ჭათურის მაღაროელის ძირითადში ყოფნა ჯობიაო. როცა ფეხბურთელები არ გივარგა და არაფრის შანსი გაქვს, დიდი მწვრთნელების მოწვევა და მათზე მილიონების ხარჯვა, დიდ უგნურებად მიმაჩნია. ნათქვამია: "როგორიც ერი ისეთივე ბერიო", ანუ როგორი ფეხბურთელებიც გვყავს, ისეთივე მწვრთნელი გვყავს და მომატების პერსპექტივა ორივე მხარეს აქვს, ანუ ევროპირველობის შემდეგ ყველა ადგილზეა და მომატებაა საჭირო.

• ამბაკო

არ ვეთანხმები ავტორს.ჩვენთან მწვრთნელი განსაკუთრებულად დამნაშავედ მიაჩნიათო.განსაკუთრებულად დამნაშავეა აბა რა არის(ნეტავ სხვაგან სად არ მიაჩნიათ იქნებ შეეხსენებია ავტორს),6 თამაშიდან ,რომ ხუთს წააგებ ,აქ ლაპარაკი მის გამართლებაზე სავსებით უადგილოა.სხვა ვინ მოვა ასეთ არეულ გუნდში ,პირველივე მარცხში ხომ კრიტიკის ობიექტი გახდებაო.რატომ კაცო,რატომ.საიდან მოიტენე.რაც ჩვენ მწვრთნელებისთვის გვითმენია და გვიპატიებია სხვაგან შეიძლება გაკვირვებოდათ კიდეც.ფეხბურთელების ბრალია,დაბალი კლასისანი არიანო.კი მაგრამ მწვრთნელი,რომ გუნდში მიდის ,მან ხომ უნდა იცოდეს რა კონტინგენტთან მოუწევს მუშაობა.თუ ამ ფეხბურთელებით იმ შედეგის მიღებაზე ,რომელსაც მისგან ითხოვენ ,ეჭვი ეპარება,მაშინ არ უნდა დათანხმდეს და თუ თანხმდება,კეთილი ინებოს და შედეგი დადოს,თუ ვერ დებს ,ადგეს ,ინამუსოს და წავიდეს.რაც შეეხება კონტრაქტს,ეს უკვე ფედრაციის იაღლიშია და კეთილი ინებოს პასუხი აგოს.როგორ კონტრაქტის გამო უნდა ვაგრძელოთ უფსკრულისკენ ფრენა?და კიდევ სრულიად გაუგებარია წინადადება,სადაც ამბობს "-მისი გადაყენება უნდა მოხდეს არასაფეხბურთო დონეზე,სადაც მისი მუშაობით კმაყოფილები არ უნდა იყვნენ".ჯერ ერთი სად ,რომელ დონეზე შეიძლება,რომ სანიოლით კმაყოფილები იყვნენ და მეორე -რას ნიშნავს არასაფეხბურთო დონე?არასაფეხბურთო ფეხბურთთან რა კავშირშია? იქნებ უფრო გასაგებად აგეხსნა ,რას დაგვზაფრე ეს ისედაც დაზაფრულები და გაოგნებულები?

• Porto

ნეტა არ აფრენდეთ :))))))

• ოლღა ბებია

როგორ არა. მაგალითად დარაჯს ან დამლაგებელს მოხსნიან სამსახურიდან ფედერაციაში. აბა, მუჯირს ან იაშვილს ხომ არ გაუშვებს სახლში კობიაშვილი?:)

• რა ტკბილი ყოფილა თანამდებობა))))

უბრალო მწვრთნელი არ მიდის ცოცხალი თავით პოსტიდან და მინისტრი წავა თავის ნებით თანამდებობიდან? რამდენ ბრეჟნევს ვიტანთ თურმე......))))

• tngh

უკვე "ეშეფოტისთვის" და "გელიოტინისთვის" ვიმეტებთ ჩვენს ფედერაციას და ფეხბურთელებს??? ეს არის ჩვენი გულშემატკივრობა...

• ფედერაციაა თუ კოსმოსური სააგენტო?

ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი ვინც გაუფორმა სანიოლს, კომპენსაციაც იმან უნდა გადაუხადოს თავის საძმოსთან ერთად საკუთარი ანგარიშებიდან!!! გაასაჯაროონ ხელფასები და პრემიები! გულშემატკივრისთვის აზრი ნამდვილად არავის უკითხავს! საერთოდაც, რატომ ჩამოიყვანეს 3 წლის უმუშევარი მოყვარული მწვრთნელი?!

• მორიელი

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ასჯერ ნათქვამს.. აქ ალბათ ბევრი მშობლებუც ვართ, ზოგს ბავშვი ფეხბურთზე დაჰყავს.. და ალბათ დამეთანხმებიან, რომ ბავშვთა მწვრთნელებში, სერიოზული ხარვეზებია. ზოგი ლოთია, ზოგს მწვრთნელობის ცოდნა არ აქვს.. ზოგი ისეა, ზოგი ასეა. ამით იმის თქმა მინდა რომ ბავშვთა მწვრთნელების მომზადებაა საჭირო უცხოეთში. არც გუნდის ექიმი არარსებობს. მოკლედ ბავშვთა ფეხბურთს მიხედვა უნდა და შემდეგ ნაკრების წარმატებაც თავისთავად მოვა. თორემ ისე, არაფერი გვეშველება.

• სოლიდარობა ჩვენს ნაკრებს და ვილი სანიოლს!

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან ვილი სანიოლი! ამ ვაი "გულშემატკივრების" ხუშტურებზე არ უნდა ვიაროთ.

• inviz9

ვეთანხმები მიმომხილვეს კარგი სტატიაა ფედერაციას მართლაც მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება უნდა ქონდეს გულშემატკივარის წინაშე-თორემ მართლა მიისაკუთრეს ფეხბურთი ჩაკვეზეც ყოველთვის ვამბობდი, რომ არაფრით არ ჩამოუვარდება ხვიჩას-თუ არ სჯობია კიდეც!!! და აი გამოჩნდა რამხელა ძალა ყოფილა გიორგი-მართლაც ბურთის ამომტანი მის არყოფნაში არავინაა ნაკრებში სანიოლის სისულელეებზე და უაზრო ფავორიტიზმზე (მექვბიშვილს და ქვილითაიას ვგულისხმობ) ლაპარაკი აღარც ღირს-იმდენი დაიწერა და ითქვა დროა პასუხი გაგვცეს კობიაშვილმა და იაშვილმა რატომ იჩქარეს და კონტრაქტის ამოწურვამდე ბევრად ადრე გაუგრძელეს სანიოლს 2028 წლამდე კონტრაქტი და რას აპირებენ დიდხანს უნდა ვაპატიოთ ამდენი შეცდომა და ჩავარდნა ამ უვიც უტიფარ და უთავმოყვარეო უცხოელს?! და თუ მაინც არ უშვებენ ამ დაბდურს-მაშინ თავადაც აიღონ პასუხისმგებლობა და წარუმატებლობის შემთხვევაში თვითონაც უპირობოდ გადადგნენ ცხადია სანიოლს არანაირი გეგმა არა აქვს -რომ გვპირდება სექტემბერში სულ სხვა გუნდი გვეყოლებაო-ასე გვპირდებოდა ამ ბოლო 4 თამაშის წინაც-უბრალოდ დროს ჭიმავს და ერთა ლიგის იმედი აქვს შედარებით სუსტ გუნდებთან დაპირისპირებისას დროს ვკარგავთ გაუშვით და მაგაზე უარესი ნამდვილად არ იქნება ვინც გინდა მოიყვანოს ფედერაციამ-ამდენ შეცდომას და არათანმიმდევრულობას ძნელად ვინმე თუ გამოიჩენს

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს

"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?

[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა

ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია

[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია

შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება - "ბარსელონაში" არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

სანიოლის კაპიტულაცია

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?