XXXIV ტური სამშაბათს ორი ისეთი მატჩით იწყება, "ექვსქულიანებიაო", რომ ვამბობთ ხოლმე. ეგ არის, რომ ამ გუნდებს შორის ვხედავთ ბათუმის "დინამოსაც", რომელიც 2023 წელს ჩემპიონი იყო, თუმცა ეს უკვე აღარ არის სიახლე და გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებსაც ისევე მოუწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა, როგორც მათ მეტოქეს...

...თელავში თამაში კი, ყველამ ვიცით, არავისთვისაა იოლი გასეირნება, ისევე, როგორც არ ყოფილა ქუთაისის "ტორპედოსთვის", რომელმაც ცოტა ხნის წინ "კავკასიონი არენაზე" 2:2 ითამაშა...

ახლა "თელავი" და ბათუმის "დინამო" მხოლოდ გამარჯვებაზე იქნებიან ყაბულს. მასპინძელთა სასარგებლოდ მეტყველებს ზღვისპირელთა კატასტროფული სერია - ზედიზედ 5 წაგება და 13 მოუგებელი მატჩი. ამავე დროს, "თელავს" სერიოზული დანაკლისი აქვს - დისკვალიფიცირებულია ნახევარმცველი ანდრია დევდარიანი.

პლეი-აუტის ზონაში ერთადერთი "გარეჯია", ვინც "გაგრას" შეიძლება საქმე გაუფუჭოს. გიორგი მიქაძის გუნდს გამარჯვება შეუნარჩუნებს გადარჩენის შანსს, გაგრელთა ამოცანა კი შედარებით იოლია - ფრის შემთხვევაში ოფიციალურად დარჩებიან ეროვნულ ლიგაში, რადგან ბოლო ორ ტურის შემდეგ "გარეჯთან" ქულათა შესაძლო თანაბრობა სწორედ "გაგრას" აძლევს უპირატესობას ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლების გამო.

"გარეჯის" ამოაცანას ართულებს ისიც, რომ გუნდს დისკვალიფიცირებული კაპიტანი ლევან პაპავა დააკლდება. ანალოგიური მიზეზით არ იქნება შემტევი მათე ქომეთიანიც.

ოთხშაბათს "ტორპედო" უმასპინძლებს "კოლხეთს" და მესამე ადგილის შენარჩუნებას ეცდება. ფოთელთა მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა - რომც მოახდინოს სენსაცია და მოიგოს ქუთაისში, თუ "თელავი" ფრედ დაამთავრებს ბათუმის "დინამოსთან" საშინაო შეხვედრას, "კოლხეთი" ავტომატურად გავარდება.

ასე ხდება, როცა საკუთარ თავზე აღარ ხარ დამოკიდებული. თან ფოთელებს დისკვალიფიცირებული ჰყავთ ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე - რატი გრიგალავა და სულეიმან მეიტე.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ეროვნული ლიგის ეგიდით პირველად იქნება მთავარი მსაჯის რანგში 26 წლის ცოტნე სამსონაშვილი.

და ბოლოს ორი მატჩი, რომელშიც ჩემპიონობის მაძიებლები მონაწილეობენ. "დილას" მეტოქე იქნება ბოლოხანს მოყოჩაღებული "სამგურალი" და ვეჭვობთ, სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება აგრერიგად აუცილებელი 3 ქულის მოსაპოვებლად.

გორელებმა წლეულს წინა სამივე მატჩი მოუგეს წყალტუბოელებს (პლუს თასზეც აჯობეს), თუმცა არ დაგვავიწყდება მეორე წრის დრამატებული მატჩი "თენგიზ ბურჯანაძეზე", რომელშიც მასპინძლებმა 4:3 გაიმარჯვეს. სტუმრებს მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვთ ცენტრალური მცველის, პაბულო რიანისა და ჯეფერსონ ჯერალდოს სახით - ორივე დისკვალიფიცირებულია.

"იბერიასა" და თბილისის "დინამოს" შორის წლევანდელი სამი დერბიდან ორში დღევანდელმა პირველადგილოსანმა გაიმარჯვა. ოღონდ, გუგა ნერგაძის შეგირდები შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს "გაგრასთან" დინამოელთა წინა ტურის ფიასკომ (2:4).

"ლურჯ-თეთრებისთვის" ამ ტიპის შეხვედრები ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს და აქვე გავიხსენებთ III წრის დაპირისპირებას, რომელიც მათ "ქამბექით" მოუგეს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს. ასე რომ, დარწმუნებულები ვართ, "მიხეილ მესხზე" უკომპრომისო ბრძოლა იქნება.

ფაქტები

"გარეჯმა" მოიგო ბოლო 2 გასვლითი მატჩი საერთო ანგარიშით - 7:2.

"გარეჯი" არ დამარცხებულა უკანასკნელ 6 საგარეო შეხვედრაში.

"გაგრამ" წააგო ბოლო 4-დან 3 საშინაო მატჩი.

"გაგრას" არ უთამაშია ფრედ უკანასკნელ 7 საშინაო შეხვედრაში.

"გარეჯს", ყველა ტურნირის (ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2) ჩათვლით, არასოდეს დაუმარცხებია "გაგრა".

"გარეჯსა" და "გაგრას" შორის ბოლო 2 დაპირისპირება ფრედ.

"თელავი" დამარცხდა ბოლო 3-დან 2 საშინაო შეხვედრაში.

"თელავს" არ მოუგია უკანასკნელი 4 მატჩი.

ბათუმის "დინამოს" არ გაუმარჯვია მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო 13 შეხვედრაში.

ბათუმის "დინამო", ყველა ტურნირის ჩათვლით, დამარცხდა უკანასკნელ 5 მატჩში.

მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამომ" "თელავი" 3-დან 2 შეხვედრაში დაამარცხა.

"დილამ" გაიმარჯვა ბოლო 3 მატჩში.

"დილამ" მოიგო უკანასკნელი 5 საშინაო შეხვედრა, ყველა - "მშრალი" ანგარიშით.

"სამგურალი" დამარცხდა ბოლო 2 მატჩში.

"სამგურალმა" მოიგო უკანასკნელი 4-დან 3 საგარეო შეხვედრა და გაიტანა 9 გოლი.

"სამგურალს" არ დაუმარცხებია "დილა" ბოლო 8 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით).

"იბერიამ" მოიგო ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩი და არ გაუშვა გოლი უკანასკნელ 3 შეხვედრაში.

თბილისის "დინამომ" მოიგო ბოლო 4-დან 1 გასვლითი მატჩი.

"იბერიამ" დაამარცხა თბილისის "დინამო" ბოლო 5-დან 4 დაპირისპირებაში.

"ტორპედომ" მოიგო ბოლო 2 მატჩი და გაიტანა 9 გოლი.

"ტორპედომ" გაიმარჯვა ბოლო 4-დან 3 საშინაო შეხვედრაში და გაიტანა 8 გოლი.

"ტორპედომ" ჩემპიონატის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან თითოეულში გაუშვა, სულ მცირე, 1 გოლი მაინც.

"კოლხეთმა" მოიგო ბოლო 4-დან 2 გასვლითი მატჩი.

"კოლხეთმა" დაამარცხა" "ტორპედო" ჩემპიონატის ბოლო 15 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთში.

მიმდინარე ჩემპიონატის წინა 3 ურთიერთშეხვედრაში "ტორპედომ" და "კოლხეთმა" 13 გოლი გაიტანეს.

სამშაბათი, 25 ნოემბერი

გაგრა 19:00 გარეჯი

თბილისი. დავით პეტრიაშვილი

არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი

თელავი 19:00 დინამო (ბთ)

თბილისი. დინამო არენა

არბიტრი: ი. ხერხაძე

ოთხშაბათი, 26 ნოემბერი

ტორპედო 19:00 კოლხეთი 1913

ქუთაისი. რამაზ შენგელია

არბიტრი: ც. სამსონაშვილი

დილა 19:00 სამგურალი

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

არბიტრი: ბ. ბრეგაძე

იბერია 1999 19:00 დინამო (თბ)

თბილისი. მიხეილ მესხი

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. იბერია 1999 33 21 8 4 53:23 71

2. დილა 33 23 2 8 55:31 71

3. ტორპედო 33 16 8 9 55:38 56

4. დინამო (თბ) 33 15 10 8 47:29 55

5. გაგრა 33 11 7 15 38:50 40

6. სამგურალი 33 11 6 16 49:48 39

7. დინამო (ბთ) 33 9 10 14 35:52 37

8. გარეჯი 33 7 13 13 39:44 34

9. თელავი 33 7 9 17 30:56 30

10. კოლხეთი 1913 33 5 7 21 30:60 22

ბომბარდირები: ბ. იონსენი (ტორპედო) - 18 / 2; გ. ფანცულაია (სამგურალი) - 16 / 1.

რაბუ
დილა უნდა გახდეს ჩემპიონი დავიღალე ევროტურნირებზე იბერიას საცოდაობით.
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ხვიჩაში მხოლოდ ვარსკვლავს ხედავენ, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც..." - პსჟ-ისთან მატჩამდე წიტაიშვილმა Lequipe-თან ისაუბრა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[წინათქმა. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი ინტრიგა და დაძაბულობა
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...