ორი ტურიც და ეროვნული ლიგის 2025 წლის მარათონი ისტორიის კუთვნილება გახდება. ის, რასაც ბეჭედი უკვე დაესვა, არის ფოთის "კოლხეთის" გავარდნა.

წყალი აღარ გაუვა იმასაც, რომ "თელავი" პლეი-აუტში ითამაშებს და ამ გზით ეცდება ქართული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში დარჩენას.

ბათუმის "დინამოს" კი ერთი ქულაც ეყოფა, დასარჩენ მატჩებში მონაწილეობის თავიდან ასაცილებლად...

...სწორედ ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი "სამგურალისა" და ბათუმის "დინამოს" ჯახი. წყალტუბოელებს, "გარეჯისგან" საფრთხე რომ აიცილონ თავიდან, დარჩენილ ორ ტურში ერთი მატჩის მოგება მართებთ...

ოღონდ, აქ არის ერთი ნიუანსი - "გარეჯი" რამდენიმე საათით ადრე თამაშობს (ისე, რატომ არ შეიძლებოდა ამ ხარვეზის არდაშვება?) და თუ ვერ მოიგო, რისი ალბათობაც მაღალია, "სამგურალსაც" და ბათუმის "დინამოსაც" შეეძლებათ, შვებით ამოისუნთქონ და მომავალ სეზონზე იფიქრონ.

ტური კი დაიწყება ორი მატჩით, რომელშიც ლიდერები ითამაშებენ. "იბერიას" ძალიან დიდი წინააღმდეგობა ექნება მისი ყოფილი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის "გარეჯისგან". კახური გუნდი ცდილობს, როგორმე პლეი-აუტის გარეშე დარჩეს ეროვნულ ლიგაში და რა გამოუვა ამისგან, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ფინალის ტოლფასი მატჩია ჯერაც მოქმედი ჩემპიონისთვისაც. ადრეც დაგვიწერია და ერთხელაც გავიმეორებთ - თუ გუგა ნერგაძის შეგირდები დარჩენილ ორივე მატჩს მოიგებენ, ტიტულს დაიცავენ.

"დილას" კი წაფორხილების უფლება არ აქვს, რადგან "იბერიასთან" მკვეთრად უარყოფითი მაჩვენებლები აქვს ურთიერთშეხვედრებში - ოთხივე თამაში წააგო (მათ შორის, ერთი - 0:6 გორში) და მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა.

უბრალოდ, "დილა" ნაკლებად კარგავდა გაუთვალისწინებელ ქულებს და ამიტომაც დარჩა საჩემპიონო რბოლაში. ისე კი, გორელები მაინც ფრთხილად უნდა იყვნენ ფოთში - უმოტივაციო გუნდებს სჩვევიათ ხოლმე კარის გაჯახუნება.

"ტორპედოს" ფრეც აძლევს ხელს, რომ თბილისის "დინამოსთან" უშუალო დავაში მე-3 პოზიცია დაიმტკიცოს. ქართული "კლასიკოს" ფაქტორი და დაპირისპირების პრინციპულობა ისედაც არ აძლევს გუნდებს მოდუნების უფლებას.

რა თქმა უნდა, "ტორპედო" ფავორიტია. ჯერ ერთი, რომ დირკ შუსტერის გუნდი მასპინძელია, და მეორეც - ამ დროისთვის ჩინებულ ფორმაშია, "დინამოს" კი ტრავმების გამო ბევრი წამყვანი მოთამაშე აკლია.

ტური დასრულდება ორშაბათს "გაგრასა" და "თელავის" დაპირისპირებით, რომელშიც მოტივაცია მხოლოდ სტუმრებს აქვთ. კახურმა გუნდმა უნდა სცადოს და მე-8 ადგილი დაიკავოს, რათა პლეი-აუტში ეროვნული ლიგა 2-ის მესამეადგილოსანს (იმიტომ, რომ მეორეადგილოსანი "სპაერია") შეხვდეს.

ვნახოთ, რამდენად უღირთ თელაველებს ამ მიზნისთვის თავის მოკვლა. შეიძლება, ურჩევნიათ, წამყვან მოთამაშეებს აქედანვე მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ უმნიშვნელოვანესი ორრაუნდიანი ბრძოლის წინ. "გაგრამ" კი სეზონის მთავარი ამოცანა უკვე გადაჭრა - მომავალ წელსაც ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

ფაქტები

"გარეჯმა" ვერ მოიგო ბოლო 3 საშინაო მატჩი (2 წაგება და ფრე).

"გარეჯმა" ბოლო 2 მატჩში 7 გოლი გაუშვა.

"იბერიამ" მოიგო ზედიზედ 5 მატჩი.

"იბერიამ" მოიგო ეროვნული ლიგის ბოლო 8-დან 7 მატჩი (პლუს 1 მარცხი).

"იბერიას" არ გაუშვია გოლი ბოლო 4 შეხვედრაში.

"იბერიასა" და "გარეჯს" შორის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო 2 დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

"კოლხეთს" არ გაუტანია გოლი ბოლო 2 მატჩში.

"კოლხეთმა" წააგო ზედიზედ 4 საშინაო მატჩი.

"დილამ" მოიგო ზედიზედ 4 მატჩი.

"დილამ" მოიგო ბოლო 2 გასვლითი მატჩი.

"დილამ" დაამარცხა "კოლხეთი" ბოლო 5-დან 4 გასვლით მატჩში.

თბილისის "დინამომ" წააგო ზედიზედ 2 მატჩი.

"ტორპედომ" მოიგო ბოლო 3-დან ერთი გასვლითი მატჩი.

"ტორპედომ" მოიგო ზედიზედ 3 მატჩი საერთო ანგარიშით - 13:3.

თბილისის "დინამომ", ყველა ტურნირის ჩათვლით, დაამარცხა "ტორპედო" ბოლო 7-დან მხოლოდ ერთ მატჩში.

"სამგურალმა" წააგო ზედიზედ 3 მატჩი.

"სამგურალმა" ვერ მოიგო ბოლო 2 საშინაო მატჩი.

ბათუმის "დინამომ" წინა ტურში დაასრულა 13-მატჩიანი მოუგებელი სერია.

ბათუმის "დინამომ" დაამარცხა "სამგურალი" ბოლო 6-დან ერთ მატჩში.

"გაგრამ" მოიგო ბოლო 2 მატჩი საერთო ანგარიშით - 8:3.

"გაგრას" არ უთამაშია ფრედ ბოლო 8 საშინაო მატჩში.

"თელავს" არ მოუგია ბოლო 5 მატჩი.

"გაგრამ" დაამარცხა "თელავი" ბოლო 4 საშინაო მატჩში.

"თელავს" არ გაუტანია გოლი "გაგრასთან" ბოლო 3 გასვლით მატჩში.

"თელავს" სტუმრად არასოდეს დაუმარცხებია "გაგრა".

კვირა, 30 ნოემბერი

გარეჯი 13:30 იბერია 1999

თბილისი. მიხეილ მესხი 2

არბიტრი: ა. აფციაური

კოლხეთი 1913 13:30 დილა

ფოთი. ფაზისი

არბიტრი: გ. ავაზაშვილი

დინამო (თბ) 19:00 ტორპედო

თბილისი. დინამო არენა

არბიტრი: გ. მაჩიტიძე

სამგურალი 20:00 დინამო (ბთ)

წყალტუბო. საფეხბურთო ცენტრი

არბიტრი: კ. რევაზაშვილი

ორშაბათი, 1 დეკემბერი

გაგრა 19:00 თელავი

თბილისი. დავით პეტრიაშვილი

არბიტრი: ი. შენგელია

თ მ ფ წ ბ ქ

1. იბერია 1999 34 22 8 4 54:23 74

2. დილა 34 24 2 8 57:32 74

3. ტორპედო 34 17 8 9 59:38 59

4. დინამო (თბ) 34 15 10 9 47:28 55

5. გაგრა 34 12 7 15 42:51 43

6. დინამო (ბთ) 34 10 10 14 37:53 40

7. სამგურალი 34 11 6 17 50:50 39

8. გარეჯი 34 7 13 14 40:48 34

9. თელავი 34 7 9 18 31:58 30

10. კოლხეთი 1913 34 5 7 22 30:64 22

ბომბარდირები: ბ. იონსენი (ტორპედო) - 19 / 2; გ. ფანცულაია (სამგურალი) - 16 / 1.

[VIDEO] პენალტი მე-100 წუთზე, ბელინგემის ცრემლები და ორი გაძევება - "რეალის" დრამატული გამარჯვება მადრიდულ დერბიში
[VIDEO] გოჩოლეიშვილის "ჰამბურგმა" "ბაიერნს" ქულები დააკარგვინა - "რეკორდმაისტერი" ზედიზედ მეორე მატჩს ვერ იგებს!
[VIDEO] "ბარსამ" "კამპ ნოუ" გააბრაზა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" რთული გამარჯვება მოიპოვა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
"ლივერპულს" "ფეიენოორდის" განაპირა მცველის შეძენა სურს
Give me Sport: "არსენალი" არტეტას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაათავისუფლებს
მე-12 ტური დასრულდა | მოგებები რაშმა, ქუთაისმა და ვსა-მ გაიფორმეს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] ეკიტიკეს დუბლი, ვირტცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ნიუკასლს" მოუგო
დავითაშვილი დაბრუნდა, "სენტ-ეტიენი" ისევ დამარცხდა, მწვრთნელი მიდის
[VIDEO] გოჩოლეიშვილის "ჰამბურგმა" "ბაიერნს" ქულები დააკარგვინა - "რეკორდმაისტერი" ზედიზედ მეორე მატჩს ვერ იგებს!
"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთს შეხვდება
[VIDEO] მიქაუტაძეს ულამაზეს გოლამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალის" ფრე 4 წაგების შემდეგ
[VIDEO] ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "სუონსისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონე" ბოლო წუთზე გატანილი გოლით "ვირტუს ენტელასთან" წაგებას გადაურჩა
ქალთა ნაკრებმა იანვრის შეკრება დაასრულა
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
"შევალიეს ეს არ გააჩნია, რაც შეეხება საფონოვს..." - როტენმა პსჟ-ს მეკარეები ერთმანეთს შეადარა
თსუ-მ ზესტაფონში მარგვეთს მოუგო და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...