ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში, საქართველოს ეროვნული გუნდი, შერმადინის ბოლო სანაკრებო მატჩში, ტენერიფეში ესპანეთთან 61:90 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. სტუმრებმა 10 ქულით გაქცევა მოახერხეს, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს და პირველი მეოთხედი 19:22 დასრულდა. აღსანიშნავია 17 წლის ხატიაშვილის მოპოვებული 4 ქულა.

მეორე პერიოდში ქართველი კალათბურთელები შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდნენ, პერიმეტრსაც ვერ კეტავდნენ, რითაც მეტოქემ ისარგებლა და პირველი ტაიმი 47:33 მოიგო. თან დუდა სანაძემ ტრავმა მიიღო.

დიდი შესვენების შემდეგ ესპანეთმა უპირატესობა გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებიდან 10-10 ქულა ხატიაშვილმა და შენგელიამ (7 მოხსნა) ჩააგდეს, 8 შერმადინმა (6 მოხსნა), 7 დ. სანაძემ, 6 კორსანტიამ, 5 მაკფადენმა, 4-4 ანდრონიკაშვილმა და ტურძილაძემ, 3 ბურჯანაძემ, 2-2 კი ფევაძემ და ს. სანაძემ.

ყველაზე შედეგიანი 17 ქულით ესპანელი იუსტა იყო.

ჩვენმა გუნდმა ტურნირზე მეორე შეხვედრაც დათმო და მომდევნო მატჩს 27 თებერვალს, გასვლაზე დანიასთან გამართავს.

• რდგ-ს - ს

პატივცემულო, იმდენი ინფორმაცია ჩამოწერე, რომ შეუძლებელია არ იცოდე სპორტის აკადემიის შენობა შარშან დაშალეს - რეკორდულ დროში და მაგის გვერდით რომ შენობაა კალათბურთის ფედერაცია, ტანვარჯიშის ფედერაცია, კალათბურთის აკადემიია რომაა განთავსებული, ეგეც მიყიდეს ნოშიკო ნამორაძეს, ანგრევენ მაგასაც და თითქმის 300-მეტრიან კორპუსებს დგამენ - ფართებს ყიდიან უკვე რეკლამებია გადაჭიმული ქუჩაზე. წინა ხელისუფლება რა ხვითოც იყო გვახსოვს, მარა მეთოთხმეტე წელია უკვე ესენი არიან და ეს "დამსახურებები" აგერ წინა წლის ამბავია და სპორტზე მოამაგე ხალხისგან - როგორც ამბობ გასაკვირი არ არის თუ არ ვიმჩნევთ? ისე მიდის საქმე ლოკომოტივის სტადიონზე ბილეთის ყიდვა აღარავის დაჭირდება, საკუთარი აივნიდან შეეძლება ხალხს წამოწოლილმა უყუროს თამაშს ლუდით ან ულუდოდ... :)

• rona

მთლად ისეც ნუ იზამს, ნბა-ში წაიყვანონ, ნაკრები ვეღარ გამოიყენებს და.დდდ

• ბითაძეს და მამუკელაშვის-ს,როგორც თვითონ უწოდებს თავს.

ისინი არ უქნია,შენ კი აშკარაა რომ უქნიხარ!ბითაძეს 8 მილიონზე მეტი ხელფასი აქვს,წელიწადში.შენ წამოხვიდოდი,მის ადგილზე?სანდროც ამერიკაშია გაზრდილი და ხელფასიც 2,5 მილიონი აქვს,რატომ უნდა წამოვიდეს,რომც წამოვიდეს,შენისთანები დაუფასებენ?მაინც იტყვი,ჩემსავით ნაქნარები კი არა,უქნარები არიანო!

• რდგ-ს

ამ საიტმა თავისი დიზაინი რომ შეცვალა,სწორედ იმიტომ ვაპროტესტებდი და ახლაც ვაპროტესტებ,რომ ძველ სტატიებში შესვლა შეუძლებელი გახდა და ინფორმაციის გადამოწმება ვეღარ ხერხდება,ბოლო რამდენიმე დღის ინფორმაცია თუ მოიძიე,ეგეც დიდი საქმეა!ეტყობა ხანდახან შემოვარდები ხოლმე ამ საიტზე,თორემ ასე უპრაკუნოდ ვერ ამკიდებდი მაგ ბრალდებას.ვინც ნაკრებში თამაშობენ,მათზე ვერ მათქმევინებ აუგს,რადგან რაც შეუძლიათ,მაგ ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს,მაგრამ ასაკობრივი ნაკრებებში მუშაობა რომ ჩაშლილია,მაგაზე დიდი ხანია ვწერ.არ შეიძლება 18 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად მუშაობდეს ადამიანი,რომელიც უცხოეთში მიმდინარე მატჩის დროს,ყოველწამიერად,დედის გინებით მიმართავს ჯერ კიდევ ბავშვებს და მთელ დარბაზში,მხოლოდ მისი უშვერი გინება ისმის.მაშინვე ვწერდი,რომ ასეთი მწვრთნელის ხელში,კალათბურთელი ვერ გაიზრდება და აზროვნებას ვერ ისწავლის.რამდენიმე წელია,მას შემდეგ გასული და აკი ვერც გაიზარდა ვერავინ.სკოლაში მასწავლებელმა ხმას რომ აუმაღლოს,ამას არავინ შეარჩენს და 17 წლის ბიჭების მწვრთნელი,იგივე პედაგოგი არ უნდა იყოს?!მერე,მიაგდეს შედარებით ნიჭიერების დაოსტატება ესპანურ კლუბს და ხელები დაიბანეს,ქართული კლუბები კი,ლეგიონერებით ისე გაავსეს,რომ ქართველს თამაში აღარც კი უწევს.ამაზე ვწერდი,რდგ,მაგრამ შენ არ წაგიკითხავს და მე რატომ მაბრალებ?ამ მხრივ,კრიტიკა არავისთვის დამიკლია,მაგრამ შენ მხოლოდ გინების დანახვა გინდა და ყველაფერ კარგზე ხაზის გადასმა.მაგას ნამდვილად ვერ იპოვნი,ჩემ პოსტებში.ვერც მომავალში იპოვნი.სპორტის ნებისმიერ სახეობაში კარგი სპორტსმენები რომ გაჩნდნენ,პირველ რიგში სავარჯიშო ბაზებია საჭირო,მერე კარგი მწვრთნელები და მოვარჯიშეთა რაოდენობა.წინა მთავრობამ,მრავალი დარბაზი და სტადიონი გაყიდა,მას სპორტის აკადემიაც მიაყოლა და ამით ბავშვები თუ მოზრდილები,სავარჯიშო ადგილების და მწვრთნელების გარეშე დატოვა,იმათ ფული იშოვეს,ესენი კი,ხელახლა აშენებენ,სპორტის აკადემიაც გახსნეს,მაგრამ შენ და შენისთანებს,ამ წუთშივე უნდათ შედეგები.არ გამოვა ასე.იმ დარბაზში,ან სტადიონზე მისული ბავშვი უნდა გაიზარდოს,ისწავლოს და მხოლოდ მერე დაეხმარება ნაკრებს.მათ კვალიფიციური მწვრთნელებიც სჭირდებათ,რომლების მომზადებასაც,თავის მხრივ,რამდენიმე წელი უნდა და ეს კიდევ უფრო ახანგრძლივებს პროცესს.როცა ამდენი რამეა გასაკეთებელი,რა თქმა უნდა შეცდომებიც ხდება,ვიღაცას ფულზეც შეიძლება წაუცდეს ხელი,მაგრამ ხელის წაცდენები ყოველთის და ყველგან იყო.იმათი მხრიდან ბრალდებები,ვინც ეს ყველაფერი გაყიდა და დაანგრია,იმათ მიმართ,ვინც ამ ყველაფრის ხელმეორედ აშენებას ცდილობს,რატომ უნდა მივიღო?არ დაგავიწყდეს,რომ ახალიბაზების აშენებას,გაცილებით მეტი ფული სჭირდება,ვიდრე თავის დროზე არსებულის შენახვას და წესრიგში მოყვანას დასჭირდებოდა.ვინც ერთხელ უკვე დაანგრია ეს ყველაფერი,ისევ იმათი მხარე რომ დავიჭირო და ისევ მოასხდნენ თანამდებობებს,გგონია მეორედ აღარ გაჰყიდიან და ფულს ჩაიჯიბავენ?თავის დროზე ივანიშვილმა რაგბის ფედერაცია დააფინანსა,აუშენა სავარჯიშო ბაზები,სტადიონები და საამისოდ პირველ ჯერზე მგონი 150 მილიონი შესთავაზა და გამოუყო.ზუსტად ასეთივე წინადადებით მიმართა ფეხბურთის მაშინდელ ფედერაციასაც,რომელსაც მაშინ უმცროსი ნოდარ ახალკაცი მართავდა.ივანიშვილის ერთადერთი პირობა,მის მიერ გადაცემული ფულის ხარჯვაზე,მისი მიერ დანიშნული კაცის მიერ კონტროლი იყო.ახალკაცმა ციცი უარი უთხრა,ფული მოგვეცი,მაგრამ სად წავიღებ,არავისი საქმე არ არისო.რაგბის ფედერაცია ამ შემოთავაზებას დაჰყაბულდა და იმ ფულით რაგბის ინფრასტრუქტურა აშენდა.დღეს გაცილებით მეტი ადამიანი ვარჯიშობს რაგბიში,ვიდრე 15 წლის წინ.შედეგად,რაგბის ნაკრები სად არის რეიტინგში და მაშინდელი საფეხბურთო ნაკრები,128 ადგილამდე ჩაიძირა.დღეს რომ სადღაც 70 ადგილზე ვართ,სწორედ ამ მთავრობის და ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის შედეგია.დღეს ბავშვთა რაოდენობა,საქართველოში მკვეთრად შემცირებულია და მიუხედავად ამისა,დღეს ქართველი სპორტსმენები,გაცილებით მეტ გამმარჯვებებს მოიპოვებენ,ვიდრე ადრე იყო.ფეხბურთის ფედრაციას კობიაშვილ-იაშვილს დუეტი მართავს.ორივემ თითქმის მთელი საფეხბურთო კარიერა გერმანიაში გაატარა.კობიაშვილი ბუნდესლიგაში დღესაც მეორე ადგილზეა უცხოელებს შორის იქ ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით.კარიერის დამთავრების შემდეგ,ორივე,კობიაშვილიც და იაშვილიც,გერმანული კლუბების სტრუქტურებში მუშაობდნენ და ვინ გვყავს საქართველოში,ევროპული ფეხბურთის მართვის საქმეში,მათზე უფრო გარკვეული სპეციალისტი?ასეთი გამოცდილება,სხვას არავის ჰქონდა მაშინ და მგონი არც დღეს აქვს.ასე რომ მათზე კომპეტენტურ ხელმძღვანელებს,მაშინ ნამდვილად ვერა და ახლაც ალბათ ვერ ვიპოვით.მათ კომპეტენტურობაზე საქართველოს ნაკრების დღევანდელი რეიტინგიც მეტყველებს.ეს ნიჭიერი ბიჭები თავისით არ გაზრდილან.ვიცი,საქართველოს ჩემპიონატს მიხსენებ,მაგრამ ჩემპიონატს სულ სხვა ორგანო უნდა ატარებდეს.პროფესიული ლიგა ატარებდა კიდეც და მაშინ ქართულ კლუბებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ,მაგრამ მერე დაიშალა და საქართველოს ჩემპიონატი რომ არ ჩაშლილიყო,ფედერაცია იძულებული გახდა,საკუთარ თავზე აეღო,მისი ჩატარება.ცუდია?რა თქმა უნდა ძალიან ცუდია,მაგრამ არ ჩატარება კიდევ უარესი იქნებოდა.რატომ არ ჩნდებიან საქართველოს კლუბებში ისეთი ინვესტორები,რომლებიც საკმაოდ დიდ ფულს ჩადებდნენ ფეხბურთში და კლუბებს გააძლიერებდნენ?ინვესტიციებს,სახელმწიფოში სიმშვიდე სჭირდება და როცა ქვეყანაში ყოვეწლიურად პარლამენტის შტურმს ახორციელებენ,როცა ქვეყანა მუდმივად ომის,შიდა,ან გარე ომის საფრთხის ქვეშ არსებობს,დიდი და ხანგრძლივი ინვესტიციით ვინ შემოვიდოდა?სულელები კი არ არიან!სულელები აქ არიან,ქვეყანას წყნარად ამოსუნთქვს საშუალებას რომ არ აძლევენ და პასუხიც მათ მოსთხოვე.ეს პოსტი,ჩემი გამოსვლების ისტორიის წაკითხვის შეუძლებლობის სიცუდით დავიწყე და ქვეყანაში რა ხდებოდა,იმის ისტორიასაც რომ ივიწყებ და არ იცი(არ იციან),სწორედ ამისი შედეგია,ამ პოსტში ამდენის გახსენება და ლაპარაკი რომ დამჭირდა.შენც ქოცობას მაბრალებ და ბევრ სხვასაც შესაძლოა ასე ეგონოს,მაგრამ სწორი ის არის,როცა კარგსაც დაინახავ,ცუდსაც,მერე იმათსაც შეადარებ,ვისაც მათი ჩანაცვლება უნდა და მერე,მათ შორის უკეთესს აირჩევ.საამისოდ არის საჭირო,ისტორიის ხსოვნა და ცოდნა.ვიღაცა რომ ჩაგჩიჩინებს,იმას კი არ უნდა დაუჯერო,პირდაღებულმა,არამედ გამოწვლილვით განსაჯო და ასე აირჩიო პოზიცია. თუ განსჯა არ შეგიძლია,გადექი მაშინ განზე და ნუ ჩაერევი.თუ რა თქმა უნდა სხვის ხელში იარაღად არ გინდა გადაიქცე,ხოლო თუ მაინც იარაღად გადაიქეცი,მაშინ მეომრები,ერთმანეთს იარაღით ებრძვიან და ნუ გაგიკვირდება,მათი იარაღი შენ თუ მოგხვდა.ომში,ხმალი ხმალს გაცილებით ხშირად ურტყამს,ვიდრე იმას,ვინც ხმალს იქნევს.ესე იგი იმას,ვინც შენ იარაღად გიყენებს.სხვათა შორის,დღევანდელი საქართველო სწორედ ის არის,რომელმაც განზე გადგომა არჩია,ხოლო უკრაინა,ვინც სხვის ხელში იარაღად გადააქციეს.ჩვენ უკვე ნაწვნევი გვქონდა და მივხვდით,რას გვიპირებდნენ,უკრაინელებს კი არა და არც დაფიქრების,ან გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცეს.ჩვენ ეს,ზვიად გამსახურდია რომ ჩამოაგდეს,მაშინ გამოცადეთ და მაშინდელ შედეგებს დღემდე ვიმკით.მაშინ ორივე მხარე ფიქრობდა რომ სისხლი არ დაიღვრებოდა,მაგრამ გამოხტნენ მესამეები,გახსნეს ცეცხლი და მერე ტყუილსა და მართალს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.დღემდე მაშინ დათესილი განხეთქილებით ცხოვრობს ქართველი ერი და ისევ გარედან,გაერთიანების საშუალებას არ გვაძლევენ.ზუსტად ასევე დაატაკეს ერთმანეთს რუსეთი და უკრაინა,პრაქტიკულად ერთი ხალხი და ისე დაატაკეს ერთმანეთს,რომ მზად არიან ერთმანეთი ბოლო კაცამდე ამოწყვიტონ.ორივე ქვეყნის მოსახლეობა,იქაც იარაღია და მათ ხვდებათ,თორემ ზელენსკიც და პუტინიც,პოლიტიკური ფიგურები არიან და წყლიდან მშრალად ამოიყვანენ.მტერსაც არ ვუსურვებ,რა დღეშიც დღეს უკრაინელები არიან და არც რუსების ხელში დარჩენილი დონბასელების ბედი მეხარბება.დონბასიც ხომ მთლიანად დანგრეულ განადგურებული და სისხლდანთხეულია. ძალიან შორს წავედი,მაგრამ ესეც სათქმელი იყო და ვთქვი.

• tngh

ხატიაშვილი კარგი გამთამაშებელი უნდა გახდეს...

• ისეე

სამარცხვინოდ იქცევით უკვე კალათბურთელიან მწვრთნელიანად!!!! ნერვრბზე ეთამაშებით ხალხს!!!

• ტიტე

თუ ხატიაშვილმა ეგრე გააგრძელა თოკოს შემცვლელიც გვეყოლება ღვთის წყალობით.

• Kaxa

როდის დაიბადებიან,კიდე,ისეთი კალათბურთელები, საბერძნეთს, სერბეთს, და ლიტვას სტუმრათ რო ვუგებდით. ძალიან დიდი დრო იმედია არ დაგვჭირდება უფლის წყალობით.

• პაატა

ერთადერთი ვინც მართლა გამორჩეული იყო მათე ხატიაშვილია, რომელიც ნოემბერში გამხდარა 17 წლის. აშკარად დიდი პოტენციალი აქვს სისწრაფით, დრიბლინგით და სითამამით. წარმატებები მათეს. იმედია მისნაირი გულანთებული კალათბურთელები მალე გამოჩნდებიან

• ლევან

მეგობრებო ეს ყველაფერი იცით რისი ბრალია?! ორი კურდღლის მადევალი ვერც ერთს , რომ ვერ დაიჭერს ხო იცით?! სანიკიძე და კობიაშვილი თან პარლამენტის წევრები არიან და თან ფედერაციის პრეზიდენტები. მითხარით ასეთი რამე გინახავთ სადმე? ორივეს თან არანაირი განათლება არ აქვს. გაუნათლებელი ადამიანის მმართველობას რა შედეგები მოჰყვება ამას თქვენც ნახულობთ.

• ბითაძეს და მამუკელაშვის

მანდ ღმერთს არ უქნიხართ ნბა-ში, ევროპაში გადმოდით ქვეყანას იქნებ გამოადგეთ. ნბა ეხლა ეგენიც ბრდღვნას ადენენ იქაურობას.

• zaza

თაობათა ცვლა ცოტა გადამეტებული ნათქვამია უფრო მეტად ბოლო თხუთმეტი წლის არაფრისკეთების შედეგს ვიმკით მეტი არაფერი ბრეჟნევივით ერთიდაიგივე არაფრისმკეთებელი ხალხი ფედერაციაში და ნაკრებში კლანური მართველობა ბავშვთა კალათბურთს ფეხებზე დაკიდება ბასკონიის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივი ხარჯვა კორუფცია ფედერაციაში. სანიკიძეს იმის მაგივრად რომ ფედერაციაში წმენდა მოეწყო გარიგებაში შევიდა წინა ფედერაციის კლანთან ფედერაცია უნდა გაიწმინდოს ძველი ხალხისგან და ახალი სუფთა საქმის მკეთებელი ხალხი მოვიდეს.სხვანაირად კარდინალურად არაფერი არ შეიცვლება.ჯიკიჩს რაც შეეხება ამ ნაკრებით ესპანეთის და საფრანგეთის დამმარცხებელი მწვრთნელი არამგონია სამსახურის გარეშე დარჩეს.

• 1

მამუკელაშვილი და ბითაძე საქართველოს ნაკრების წევრები ისევ არიან?

• 1

გაუშვიტ ჯიკიჩი სანამ დანიასთან კიდევ ერთხელ წავაგეთ!

• მამაცი

გამოჩნდა ფორიზონტზე ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, რუმინეთი

• სინათლე

ნუთუ ახალგზრდულიდან ან ჩემპიონატიდან,იმედისმომცემი კალათბურთელები არ გამოჩნდნენ რომ ფედერაციის ხელშეწყობით ნორმალურ ლიგებში წავიდნენ სათამაშოდ?ასეშორს ვერ წავალთ ,სირცხვილია,ამაზე ზრუნვა ფედერაციას ადრე უნდა დაეწყო

• ეხ კაბარე..

ხატიაშვილის 10 ქულა კიარა 2-ე ლიგაში რო გადავალთ ცოტა ხანში როგორც კალათბურთში ისე ფეხბურთში იყავით მერე პირში წყალჩაგუბებულები..შერმო წავიდა მალე შენგელიაც წავა და ნბა-ს თადარიგის ბასკეტბალისტებს კიდე მარტო მზამზარეულ დიდ ფორუმებზე ნებავთ ხელის განძრევა..და დიდ ფორუმებზე ვინღა გაგვიყვანს??? იქნებ მითხრათ

• რდგ

.-ს.ერთი ორი სიტყვით ფედერაციაც შეგექო, როგორც ფეხბურთის ფედერაციას აქებ. ვითომ სტადიონები რომ აგვიშენა. შერმადინის მიმართვაც ხომ მოგეწონა?

• Berze

Madloba da carmatebebi xatiahvils . Gios ki albat parliament vixilavt male . Didi 000000 gaxta gulhematkivrebhi icodes madam misi sitxvebis gamo

მწვრთნელის შეცდომები ძალიან ბევრია! თავიდანვე ვისაც წაუვიდა თამაში ეგრევე შეცვალა. არ არის ეს ტიპი ჩვენი ნაკრების მსგავსი გუნდებისთვის. უაზრო შეცვლები და გუნდს ვერ იჭერს. თაობათა ცვლა არ არის გამართლება

• ვახტანგი

მაკფადენი ნაცვლად ბევრად ძლიერი გამთამაშებელი გვჭირდება, რომელიც სტაბილური იქნება ქულებში, სამიანებში, ბურთის ტარებაში და პასებში. ანდონიკაშვილი არის რეგრესირებადი მოთამაშე, შანსი უამრავჯერ ვერ გამოიყენა და აღარ ღირს მისი ნაკრებში გამოძახება, ხატიაშვილისა და ოჩხიკიძეს მიეცეს ჯობია შანსები. შერმადინი უკვა გადაბერებულია და აზრი აღარ აქვს მისი ნაკრებში გამოძახებას. მოკლედ, გვინდა 1 კარგი ნატურალიზებული, + დუდა სანაძე, შენგელია, და 2 მოთამაშე, ვინც უკეთეს ფორმაში იქნება ხოლმე. ზოგადად, ჩემპიონატი ვერ ავსებს ნაკრებს, nba-ი da ncaa-ის მოთამაშეები შესარჩევებში ვერ გვეხმარება და ევროპაში კიდევ ლეგიონერები ფაქტიურად, არ გვყავს. ჯიკიჩმა რა ქნას თუ ცუდადაა საქმე, ფოკუსნიკი არც ეგაა. პრობლემა ბევრად დიდია, ვიდრე მწვრთნელი

რაც გინახავს,ვეღარ ნახავ!ვერ ვნახავთ,სანამ ახალი ნიჭიერი ახალგაზრდების თაობა არ შეავსებს ნაკრებს,მაგრამ სად არის ეგ თაობა?შერმადინი წავიდა,დარჩენილი ძველი გვარდიის ძალები კი,საკმარისი აღარ არის.უკრაინასთანაც და ახლაც,15 წუთი გვეყო,მერე კი,ჩვენი თამაში იშლება,რადგან მეტოქე გვკეტავს და თამაშის სხვა ვარიანტები არა გვაქვს.დღეიდან ფარსაც მუდმივად წავაგებთ და კვლავ დაბალ გუნდად გადავიქცევით,რომელსაც არც გამთამაშებელი ჰყავს და არც საიმედო სნაიპერები.თორნიკეც,ყოველ თამაშზე თავს სწირავს და ჩამოდის,ჩვეულებრივ საუკეთესოებშიცაა,მაგრამ ამდენ დატვირთვებს ვერ უძლებს და ბევრი წუნიც უჩნდება,თამაშში.იმ რეჟიმში,როგორც თორნიკე შენგელია გვეხმარება,ადამიანი დიდხანს ვერ გაუძლებს,ის კი,მაინც იტვირთება,თუმცა ხარისხი კლებულობს.გულისტკივილით ვემშვიდობები გიო შერმადინს და მისი წასვლა იმ ნაკრების დასასრულს ნიშნავს,რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გააღწია.დღეს სანდრო სანაძემ და ხატიაშვილმა ითამაშეს,ალბათ კიდევ 2-3 ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭის ჩართვაა აუცილებელი,რათა გამოცდილი ბიჭების გვერდით დავაჟკაცდნენ და სათამაშო დონე აიმაღლონ.ისეთი ხალხის შემადგენლობაში ჩართვას,რომლებიც წლებია ნაკრებში ირიცხებიან,მაგრამ მოედანზე გასვლაც კი არ უწევთ,სჯობია ასეთი ახალგაზრდები შეუერთდნენ ნაკრებს,იქნებ რომელიმემ გაისროლოს.ნაკრები ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა,როცა არაფრის იმედი არ გვაქვს და რისკიანმა გადაწყვეტილებამ,უფრო შეიძლება გაამართლოს,ვიდრე არსებულ საუკეთესოებზე დაყრდნობამ.არც მანდ უნდა გვქონდეს დიდი იმედი,მაგრამ სრულ უიმედობას,ისევ მცირე იმედი სჯობია.

• დააT

შერმადინს უკვე წლებია დიდი ვერაფერი შედეგი ჰქონდა ნაკრებში და წესით თბილისი 2022 ევრობასკეტის მერე უნდა წასულიყო ნაკრებიდან. მისი 20 წლიან სანაკრებო კარიერაში მხოლოდ რამდენიმე წელი იყო კარგი, უმეტესად არაფრით გამორჩეული თამაშები ჰქონდა ნაკრებში, რასაც ვერ ვიტყვი საკლუბო კარიერაზე, სადაც ძალიან მაგრა თამაშობს. თბილისში მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვის გამო მე შემრცხვა მის მაგივრად. 12 კაცის მაგივრად 5 კაცი გამოიძახონ და 7 კაცისთვის ტყუილა წინ და უკან ჩამოტარებაში დაზოგილი ფულით, თუ დიფ სთეითმა არ შეგვიშლა ხელი, ბითაძის და მამუკელაშვილის ჩარტერი დააფინანსონ. :D ერთადერთი რამაც დამაიმედა ეს იყო მათე ბიჭი და იმედია მისგან უახლოეს წლებში ტოპ კლასის კალათბურთელი დადგება, დღეს ამის პოტენციალი ჩანდა მათეს თამაშში.

• დდდ

ბურჯანაძეზე კატეგორიულად ვერ დაგეთანხმები, რადგან ფაჩულია არაფერ შუაშია, უბრალოდ აღნაგობით არის სუფთა ნიკოლა იოკიჩი და იმედი გვაქვს, რომ ოდესმე თამაშითაც დაემსგავსება...

• დდდ

რავიცი, გადაბერებულია ნაკრებიო და ამდენი ბავშვური შეცდომა კალათბურთში დაბერებულ ხალხს როგორ უნდა მოსდიოდეთ?!... ჯერ მარტო ბურთის შემოტანა თუ ვერშემოტანა რად ღირს... ბავშვი, ჩემო ბატონო, ხატიაშვილია აგერ და კი თამაშობდა უშეცდომოდ... ბოლოს ისე მოხდება, ჯიკიჩი რაღაცას ბოსკამპზე უფრო სამახსოვროს გვიჯიკებს და დავრჩებით გაღიმებულები...

• გიო

ხატიაშვილი კარგი გამოჩნდა, მიეჩვევა და კარგი გამთამაშებელი გამოვა, თამამია სამიანებს არ ერიდება

• არ იქნება ლონდარიძე? არ იქნება მოგება!

ბურთი თამაშში ვერ შეყავთ, 8 წამში ვერ გადააქვთ, საჯარიმოებს ვერ აგდებენ, 20 წამი შესატევად არ ყოფნით, სამიანებს ვერ ისვრიან, ფარს აგებენ. რა ეტყობათ ამათ რომ კალათბურთელები არიან?? წადით შაშკი მაინც ითამაშეთ, რა გინდათ კალათბურთში საერთოდ კორსანტიავ, ფევაძევ, ჯინჭარაძევ? ბურჯანაძე ფაჩულიას ხათრითაა ნაკრებში? როდამდე? უკრაინასთან 2 ქულა, ესპანეთთან 3, ისიც ბოლო წუთზე.

• ლავაშ-ოღლი

ესპანეთის მე-17 შემადგენლობასთან რო 30 ქულით წააგებ, რა გინდა მსოფლიოზე?

• ფუი...

უთავმოყვარეები!!!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება

[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?

ცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშებს კვარაცხელია "ფონტენესთან"

ხვიჩა "ფონტენესთან" არ ითამაშებს

"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

სათადარიგო "კვარა", ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?

15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში

შანსი საზონოვისთვის - საბა შემადგენლობაში დააბრუნეს

ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

Rousing the Kop: ალისონი მიდის, მამარდაშვილი პირველი ნომერი იქნება, თუმცა...

აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება

საფონოვმა ხელი მოიტეხა - თასის მატჩში პსჟ-ს კიდევ სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება

რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა

"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას

[VIDEO] რას აკეთებდნენ ზაბარნი და შევალიე, როდესაც პენალტების სერიის შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელებმა საფონოვი ხელში აიტაცეს

საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა

"ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

შეთანხმებასთან ძალიან ახლოს - გულიაშვილი შვედეთის 12-გზის ჩემპიონ გუნდში გადადის

ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები "ბარსასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს

"რაც გააკეთა, სირცხვილი იყო" - კარაგერმა სალაჰი კვლავ გააკრიტიკა

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია

"წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი "ხულიგანს" ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს" - ესპანეთი გაოგნებულია

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ

"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა - სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინას 48:43 ამარცხებს

[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!