დეკემბერს ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონს იწყებს. პირველ მატჩში რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ფრანგული ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ „ავჭალაზე“ უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება.

‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასზე ზედიზედ მესამე წელია თამაშობს და აქამდე ერთი თამაშის მოგებას ყოველ წელს ახერხებდა. თავის სადებიუტო სეზონში ქართულმა ფრენჩაიზმა უელსში ადგილობრივ ‘სქარლეთს’ 23:7 სძლია, ინგლისურ ‘გლოსთერთან’ კი ნუგეშ-ქულას დასჯერდა (10:15). გასულ სეზონში ჩვენმა გუნდმა ტოპ 14-ის ‘ვანი’ 22:19 დაამარცხა.

რაც შეეხება მომავალ მეტოქე ‘მონპელიეს’, ის 1986 წელს ორი ადგილობრივი გუნდის გაერთიანებით დაარსდა, 2003 წელს საფრანგეთის მეორე დივიზიონი, პრო დე2 მოიგო და მას შემდეგ ტოპ 14-ის ბინადარია.

გუნდის აღზევება 2007 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ის მუდმივად მიიჩნევა საჩემპიონო ფლეი ოფში გასვლის კანდიდატად. 2022 წელს ‘მონპელიემ’ პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული. ტიუმფთან ახლოს ის კიდევ ორჯერ იყო, თუმცა 2011 და 2018 წლებში ფინალში დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

‘მონპელიე’ ორჯერ გახდა ჩელენჯ თასის გამარჯვებული - 2016 და 2021 წლებში.

‘მონპელიეს’ აღზევებასა და წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართველ მორაგბეებს. სხვადასხვა დროს ფრანგული გუნდის კვართით უთამაშიათ: სოსო ნიკოლაენკოს, გოდერძი შველიძეს, მამუკა მაგრაქველიძეს, მამუკა გორგოძეს, გიორგი ჟღენტს, გიორგი ჩხაიძეს, გაგი ბაზაძეს, დავით ქუბრიაშვილს, ლევან ჩილაჩავას, ლაშა ლომიძეს, შალვა მამუკაშვილს, კოტე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილს, გელა აფრასიძეს, ლუკა აზარიაშვილს, გიორგი გოგოლაძეს, ვანო კარკაძეს და ლაშა მაჭარაშვილს. გუნდის ღირსებას ამჟამად იცავენ ქართველი ბურჯები - ლუკა ჯაფარიძე და ნიკა აბულაძე. ესპუარებში თამაშობენ ლუკა კოტორაშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია.

ტოპ 14-ის გასულ სეზონში ‘მონპელიემ’ 26 მატჩიდან 12 მოიგო, 14 დათმო და ჯამში 56 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში, 11 ტურის შემდეგ გუნდის ანგარიშზე 5 მოგება, ამდენივე მარცხი და ერთი ფრეა. შედეგად, 28 ქულით ის მე-7 ადგილზეა. თბილისში გამომგზავრებამდე მან ტოპ 14-ის მე-11 ტურში (29 ნოემბერს) ‘ბორდოს’ უმასპინძლა და 28:24 დაამარცხა.

Rugby.ge

ზურა
გაგო ბაძაზე სად დაიკარგა, ვინმემ ხომ არ იცით? ძალიან იმედისმომცემი ახალგაზრდა იყო და უცბად გაქრა სადღაც. ეგრე მარტო გუსენი მახსრნდება, აფრიკელი. ისიც მონპელიეში იყო. გოგოლაძე მონპელიეში იყო? ვერ ვისხენებ. თუ ნახევრად-ესპუარად, ეგრე ჭეიშვილის იყო.
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ზურიკოს დუბლით "სენტ-ეტიენი" "მონპელიეს" ამარცხებს