არაფერი ისე ალამაზებს მსგავს მარათონებს, როგორც - ჩემპიონის გარკვევა ბოლო დღეს, ბოლო ტურში, როცა ტიტულის ორივე პრეტენდენტი ერთდროულად იწყებს თავის მატჩს და 90-წუთიანი მოლოდინის შემდეგ იხსნება კვანძი...

ეს არის წუთები, როცა გულშემატკივარს ცოტა ხნით მაინც ავიწყდება ჩვენი ჩემპიონატის პრობლემები და გამარჯვებულებთან ერთად უხარია, დამარცხებულებს კი თანაუგრძნობს...

გულშემატკივარი ვახსენეთ და როგორ მოუხდებოდა ამ ორ "ფინალურ" მატჩს თუნდაც სანახევროდ გავსებული ტრიბუნები, პირდაპირი სატელევიზიო გადაძახილები თამაშების მსვლელობისას... ისე, როგორც ტოპ-ჩემპიონატებს აშუქებენ ტოპ-ტელევიზიები...

მაგრამ "მიხეილ მესხი", სადაც "იბერია" გარკვეული რაოდენობის გულშემატკივარს უყრიდა თავს, "გაგრასთან" მატჩის დროს ცარიელი იქნება. "ტელეიმედის" ინფორმაციით, "იბერია" დაისაჯა 32-ე ტურში მომხდარი ინციდენტის გამო.

უცნაურია, რომ ეს ინფორმაცია არც ეროვნული ლიგის საიტზე გამოქვეყნებულა და არც ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე, ინციდენტი კი ეხებოდა ერთ-ერთი გულშემატკივრის მოედანზე შეჭრას, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა...

მაგრამ ქართული კლუბები ცარიელ ტრიბუნების წინ თამაშს მიჩვეულები არიან და ვერ ვიტყვით, რომ ეს მათთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება. "იბერიასთვის" ახლა მთავარი ის არის, ფხიზლად იყოს უმოტივაციო მეტოქესთან მატჩში.

"გაგრა" სეზონის დასკვნით ნაწილს კარგად ატარებს და ის გუნდი არ არის, თუნდაც ჩემპიონობის პრეტენდენტი იოლად რომ მოუგებს. პარალელურ მატჩში კი "დილა" უმასპინძლებს თბილისის "დინამოს", რომელსაც მოტივაცია აღარ დარჩა, თუმცა, არა გვგონია, გორში ბრძოლა არ გამართოს.

ცხადია, ორივე ლიდერს გამარჯვება უნდა, ოღონდ, "იბერია", მოგების შემთხვევაში, ყველა ვარიანტში ჩემპიონი იქნება, "დილა" კი... ვერა, რადგან უშუალო კონკურენტთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა არ აქვს. ეს კი არა, "იბერიასთან" ჩემპიონატის ოთხივე მატჩი წააგო და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

მოკლედ, შაბათს საღამოს გავიგებთ - გახდება თუ არა "იბერია" მესამედ (ზედიზედ - მეორედ) საქართველოს ჩემპიონი, ხოლო "დილა" - მეორედ.

ბოლო ტურის წინ არის კიდევ ერთი კითხვის ნიშანი. საჩემპიონო ჯახთან რა მოსატანია, მაგრამ მაინც - "გარეჯმა" და "თელავმა" უნდა გაარკვიონ, ვინ იქნება მერვეადგილოსანი და ვინ დაიკავებს მე-9 საფეხურს.

მე-8 ადგილზე გასული გუნდი პლეი-აუტში ეროვნული ლიგა 2-ის მესამეადგილოსანს შეხვდება, მე-9 ადგილზე გასული - ეროვნული ლიგა 2-ის მეორეადგილოსან "სპაერს" დაუპირისპირდება.

პარასკევი, 5 დეკემბერი

დინამო (ბთ) 18:00 კოლხეთი 1913

ბათუმი. აჭარაბეთ არენა

დისკვალიფიკაცია: ა. გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), ს. მეიტე (კოლხეთი 1913)

არბიტრი: ბ. კუნჭულია

შაბათი, 6 დეკემბერი

ტორპედო 13:30 გარეჯი

ქუთაისი. რამაზ შენგელია

დისკვალიფიკაცია: გ. გაბაძე (გარეჯი), გ. ვეკუა (გარეჯი), ს. კუხიანიძე (გარეჯი)

არბიტრი: ი. იზორია

თელავი 13:30 სამგურალი

თბილისი. დავით პეტრიაშვილი

არბიტრი: ც. სამსონაშვილი

დილა 17:00 დინამო (თბ)

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

დისკვალიფიკაცია: თ. მორჩილაძე (დინამო თბ), გ. გვასალია (დინამო თბ)

არბიტრი: ა. აფციაური

იბერია 1999 17:00 გაგრა

თბილისი. მიხეილ მესხი

არბიტრი: გ. ყრუაშვილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. იბერია 1999 35 23 8 4 58:23 77

2. დილა 35 25 2 8 61:33 77

3. ტორპედო 35 17 9 9 61:40 60

4. დინამო (თბ) 35 15 11 9 49:30 56

5. გაგრა 35 12 7 16 43:53 43

6. სამგურალი 35 12 6 17 54:50 42

7. დინამო (ბთ) 35 10 10 15 37:57 40

8. გარეჯი 35 7 13 15 40:52 34

9. თელავი 35 8 9 18 33:59 33

10. კოლხეთი 1913 35 5 7 23 31:68 22

ბომბარდირები: ბ. იონსენი (ტორპედო) - 20 (2 პასი); გ. ფანცულაია (სამგურალი) - 17 (1)

tngh
"კოლხეთი" ფოთის გავარდნა სასიამოვნო არ არის!!!
მერაბს
ჯიგარი ხარ ძმაო და 100% იან სიმართლეს ამბობ.ზუსტად მაგას ვიძახი მეც და სწორედ ეგ არგუმენტი მომყავს, რაც შენ დაწერე აქ.სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ფორმატი და გადავიდეთ შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე.
ევროპა არა კვატი
52-ე ადგილზე ვართ 54 ევროპულ ქვეყანას შორისო და მე ამის არ მჯერა..სულ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ და რანაირად ვართ ბოლოზე ამიხსენით
მერაბი 61
ახლა წარმოიდგინეთ აი საქართველოს ჩემპიონი დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდება, და 9 თვის შემდეგ ითამაშებს საკლუბო ევროპის მატჩებს , წარმოიდგინეთ ის გუნდი სულ სხვა იქნება,ვერ ინარჩუნებს გუნდი ფეხბურთელებს, საჩემპიონო ფორმის შენარჩუნებაც ძალიან ძნელია, ამიტომ ძალიან გთხოვთ სპეციალისტებს, მწვრთნელებს, გუნდის ხელმძღვანელებს, გამოთქვით თქვენი აზრი, ჩემპიონატის ფორმატის შესახებ, კონკრეტულად შემოდგომა გაზაფხულზე გადასვლის შესახებ, ჟურნალისტებს გთხოვთ გამოთქვით თქვენი აზრი, მადლობა,
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
გულიაშვილის "რასინგმა" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] "იბერიას" დუბლი არ გამოუვიდა, "დილა" თასს მეორედ დაეპატრონა!
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
[წინათქმა და ფაქტები. ეროვნული ლიგა. XXXIVტური] ...ასე ხდება, როცა საკუთარ თავზე აღარ ხარ დამოკიდებული
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[წინათქმა. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი ინტრიგა და დაძაბულობა
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს