ვაშინგტონში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომელსაც მასპინძელი ქვეყნების - აშშ-ს და მექსიკის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და კლაუდია შეინბაუმი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი დაესწრნენ. ფიფამ ტრამპს მსოფლიო მშვიდობის მედალი გადასცა. 48 გუნდი 12 ჯგუფში გადანაწილდა.

А ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა - დანია/ჩრდილოეთ მაკედონია/ჩეხეთი/ირლანდია

B ჯგუფი: კანადა, შვეიცარია, კატარი - იტალია/ჩრდილოეთ ირლანდია/უელსი/ბოსნია

C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, შოტლანდია, ჰაიტი

D ჯგუფი: აშშ, ავსტრალია, პარაგვაი - თურქეთი/რუმინეთი/სლოვაკეთი/კოსოვო

E ჯგუფი: გერმანია, ეკვადორი, კოტ-დ'ივუარი, კიურასო

F ჯგუფი: ნიდერლანდები, იაპონია, ტუნისი - უკრაინა/შვედეთი/პოლონეთი/ალბანეთი

G ჯგუფი: ბელგია, ირანი, ეგვიპტე, ახალი ზელანდია

H ჯგუფი: ესპანეთი, ურუგვაი, საუდის არაბეთი, კაბო-ვერდე

I ჯგუფი: საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია - ერაყი/ბოლივია/სურინამი

J ჯგუფი: არგენტინა, ავსტრია, ალჟირი, იორდანია

K ჯგუფი: პორტუგალია, კოლუმბია, უზბეკეთი - ახალი კალედონია/იამაიკა/კონგო

L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, პანამა, განა

ფიფა კალენდარს ხვალ გამოაქვეყნებს.

ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ყველა ჯგუფიდან 1/16-ფინალში ორ-ორი საუკეთესო, პლუს რვა საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი გავა.

jano
წადი რაა თმები გაუკრიჭე ცალთვალა ბენოს!@
დინამო
უკრაინაში 4 წელია ომია და ეგენი გავიდნენ, აღარ ვამბობ სხვა გუნდებს რა ქვეყნებია ისიც არ ვიცი..
ქორ-პარიკმახერი
როგორც ტრამპია მშვიდობის ჯილდოს ღირსი, ისეა ეს მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს საუკეთესო 48 გუნდის თავშეყრის ადგილი. ისემც არ აუდგე გვერდები ტრამპის და პუტლერის საერთო მონას, უიტკოფს!
555
FABRO,აქ ხომ გყავს ფედერაციაში ანგელოზები?ჯერ მუჯირს და კობიაშვილს მიხედე.
მალხაზ ჯობავა
ძმებო! მე მგონია ფიფა მსოფლიოში პატარა ქვეყნების გულის გახარებაზე ზრუნავს. აბა ერთი ჩვენ გავსულიყავით, ხო იქნებოდა მთელი ერი ბედნიერი, 2026 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე? (ვინ იცის იქნებ ცოტა იქითაც) ჰოოდა ვაცადოთ იმ პატარა და ახალ გუნდებს ცოტახნით ბედნიერება. ბოლოში მაინც ძლიერები დარჩებიან და არც ტოტო-შმოტოს ბოსები დარჩებიან უკმაყოფილონი. ხოლო ჩვენ, მიამიტი, ნაღდი გულლშრმატკივრები, ყოველთვის მოტყუებულები დავრჩებითი ისევ როგორც ბოლო 30 წელიაწადია.
თბილისელი
უეფა და ფიფა პათოლოგიური ინსტიტუციები გახდა.ფეხბურთმა გადაიწია მეორე- მესამე პლანზე,მთავარია სატელევიზიო სივრცეში რეკლამიდან შემოსავალი.ასე დაღუპა ფეხბურთი ჟოაო ავალიანმა როცა პირველად "შეეკრა" სარეკლამო მაფიასთან სულ რაღაც 5 მილიონი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ. ერთადერთი გამოსავალია პროფესიონალური ლიგების შექმნა,სადაც ჩინოვნიკი ვერ ჩაერევა სხვადასხვა "მოგონილი" ტურნირების ჩატარებით. რაც შეეხება ინფანტინის- მშვიდობის ჯილდო არა ტოროლა,ბებერ მარაზმატიკს ( ტრამპს) კი ბრეჟნევივით უხარია ჩინმედლების მიღება.
Gomako
ევროპის ამ კვოტით სამწუხაროდ ჩვენ კი არა შეიძლება იტალია ვერ მოხვდეს და რა გიკვირთ?!საქართველოს შანსი მსოფლიოზე მოხვედრის არის მხოლოდ ერთა ლიგა...სამწუხაროდ ალბანეთთან ჩასვრა ძვირად დაგვიჯდა.მადლობა სანიოლს,კობის,იაშკას,ხიზანას და ფეხბურთელებს (მათი ბრალეულობაც არის და იმედია გაიაზრებენ შეცდომებს) დაეშვით მიწაზე!!!!!!!!
Givi
რა სისულელე გააკეთეს გაზარდეს უაზროდ გუნდების რაოდენობა ჰაიტის, კურასაოს და მასეთი დონის გუნდებით, ევროპას ფაქტიურად არაფერი დაუმატეს და საკმაოდ ძლიერი გუნდები დატოვეს მსოფლიოს მიღმა.
სინათლე
2030 ალბათ 64 გუნდამდე გაზრდიან.... Მერე 112 გუნდამდე... Მერე შესარჩევი საერთოდ არ იქნება საჭირო,პირდაპირ მსოფლიოდან დაიწყება...
მაგარი ჩემპ. იქნება. აი ნახავთ.
ოხ რა ამბავში ხართ, აბა ერთი ჩვენც გავსულიყავით მერე რას იტყოდით. რას ერჩით კურასაუს? 1974 ჰაიტი იყო თუ ზაირი გასული, სალვადორიც არ მყავდა გრანდი მგობი 1:10 წააგეს და ყოველთვის იყვნენ ასეთები. თქვენ ის თქვით ტრამპს კარგი ფეხი არ ქონია და აშშ-ს ძალიან რთული ნაკრებები შეხვდა პარაგვაი, ავსტრალია და მგონი თურქეთი. კანადაც ძალიან უნდა გაიქაჩოს რომ მე-3 ადგილიდან მაინც გავიდეს. მე როგორც მახსოვს ჯგუფების შემდეგ ოლიმპიური სისტემა იქნება, ეს კი ნიშნავს 12 ჯგუფიდან 24 ნაკრები დამატებული 8 მე-3 ადგილოსნები. ისე უზბეკებს კი დავცინოდით მარა შანსი აქვთ მშვენიერი იამაიკას ან კონგოს მოუგონ და 1/32 ფინალში გავიდნენ ჯგუფიდან. რაც შეეხება ევროპის სიძლიერეს, კი ყველანი მართალი ბრძანდებით მაგრამ კითხვა მაქვს: მოგწონთ 6 ერი (ძლიერნი მავანნი) ჩაკეტილები რომ არიან და არ გვიღებენ? რა თქმა უნდა არაა..!! ხოდა იმ კურასაუსაც ხომ თავისი სიხარული აქვთ, გახსოვთ ქართველი ერის სიგიჟე და გადარევა? (მე ვიტირე და ბევრმაც) აბა იმ საცოდავ კურასაუელებს მიეცით შანსი იხარონ და სიხარულით ჩვენსავით იტირონ. კურასაუ ჩემპიონ. 😁
FabRo
ჯგუფების მიხედვით მთელს ჯგუფურ ეტაპზე 2-3 თამაშს თუ შეხედავს კაცი, დანარჩენი სტატისტიკისთვისაა. არც ბლატერი და პლატინი იყვნენ უცოდველი კრავები, თუმცა ინფანტინოს მეთაურობით FIFA კორუფციის ბუდედ იქცა და ყველა გზით ცდილობს ფეხბურთის დასამარებას. ეს ჩენი ნაკრები მაინც მოხვედრილიყო, კიდევ რაღაცას მოიმიზეზებდა კაცი საყურებლად:D
ან ევროპაზე რა გვინდოდა
მშვენიერი მსოფლიო გამოვა როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში ყოველთვის ინდივიდუალური მოთამაშეები იჩენდნენ თავს თან გაზრდილი რაოდენობის გუნდები სამწუხაროდ საქართველო ვერ მოხვდა... ეგოისტი ბავშვის იმედზე ამ ქვეყნის ფეხბურთს არაფერი ეშველება.....უზბეკეთი,კაბო ვერდე,კიურასაო და საქართველო არაა ყოოჩაღ
მამუკა
მსოფლიო ჩემპიონატის ყურება ალბათ მერვედფინალებიდან უნდა დავიწყოთ
გეგი
საერთოდ აღარაა ეს ის მსოფლიო ჩემპიონატი,რომელსაც უდიდესი საფეხბურთო ზეიმი ერქვა!
Დათო
Ფუი თქვენი... Მსოფლიო ჩემპიონატი
ბაქარი
რატო არ ფიქრობთ იმას რომ ეს პატარა ნაკრებები ვინც არის გასული რა სუპრიზს ამზადებს
zura222
მოკლედ მსოფლიოზე გუნდები გაძვრნენ იტირებ რაა ! ქვეყანა კიურასაო მგონი მეორედ თუ მესამედ გავიგე D და ყატარი ჰაიტი კაბო ვერდე იორდანია პანამა უკვე იქ არიან და თუ ახალი კალედონია ერაყი სურინამი და ეგეთებიც თუ გაძვრნენ შეჭამენ და გადაყლაპავენ ბრაზილია საფრანგეთი ესპანეთს და სხვა ეგეთ ნაყარ-ნუყარებს DD დრო ხომ არ მოვიდა რომ მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე ძლიერი და ნორმალური გუნდები მოხვდნენ მაგალითად როგორც რეგბშია და მართლა საინტერესო თამაშები ჩატარდეს! რა თქმა უნდა არანაირი ჩაგვრა არ უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შანსი მსოფლიოზე მოხვედრის (როგორც რეგბში) და ოკეანიის აზიის კარიბის ქვეყნების და და ანტარქტიდის(პინგვინების) და ეგეთების გამარჯვებულები უნდა შეხვდნენ აფრიკის სამხრეთ ამერიკის და ევროპის უსამართლოდ ვერ მოხვედრილ გუნდებს და თუ ღირსები იქნებიან მოუგონ იმათ და თუ არადა მსოფლიოზე მოხვდებიან გუნდები რომლებიც კიურასაოს ჰაიტის და ეგეთებს ათჯერ ჯობნიან ! P.S. და კიდევ--ევროპიდან 16 გუნდი არის ძალიან დიდი უსამართლობა სულ ცოტა 26 უნდა იყოს ევროპის კვოტა !
დდდ
ევროპული გუნდებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა უფრო ძნელია, ვიდრე იქ ჯგუფიდან გასვლა... ჩვენი ხვითო ნაკრებიც კი ნებისმიერი ჯგუფიდან რეალურად იბრძოლებდა მინიმუმ მესამე ადგილისთვის და თურქეთი ხომ საერთოდ - თუ პლეიოფებში გაძვრა, ფაქტობრივად პირველი ადგილით უნდა გავიდეს... ახლა უკვე ორმაგად და ათმაგად დასანანია ალბანეთთან სახლში ის უნიჭოდ წაგებული თამაში, რომელიც თურმე ერთა ლიგიდან ფლეი ოფში გასვლის შანსს გვაძლევდა...
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!