სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა.

მას შემდეგ, რაც დე ლაურენტისის კლუბი დატოვა, სპალეტი პირველად ჩავიდა ნეაპოლში სხვა გუნდის თავკაცის რანგში და „გულთბილი“ შეხვედრა მოუწყვეს: DAZN-ის ცნობით, „იუვენტუსის“ ავტობუსს ქვები დაუშინეს, სტადიონზე კი ლუჩანოს უსტვინეს და აგინეს.

პირველ ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და ჰოილუნის გოლით დაწინაურდნენ, შესვენების შემდეგ სტუმრებმა, რომლებმაც თამაში გამოასწორეს, ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, შემდეგ ჰოილუნმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„ნაპოლი“ 31 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონში „ბენფიკასთან“ გამართავს.

„იუვენტუსი“ 23 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და იმავე დღეს ჩემპიონთა ლიგაზე „პაფოსს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - იუვენტუსი 2:1

გოლები: 1:0 ჰოილუნი (7), 1:1 იილდიზი (59), 2:1 ჰოილუნი (78)+

გლუვტვინიანს-ს
გლუვი ტვინი,მაინც ტვინია და მაგას რა ეტყობა,რომ ტვინი საერთოდ აქვს?

მხოლოდ თქვენი აზრით არა,იმ სეზონში ყველა აღიარებდა,რომ ნაპოლი მსოფლიოში ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა.
გლუვტვინიანს
ნუ რათქმაუნდა, ქორფავ, ზუსტად სურიკა ვარ და რუსული რუბლებიც უზომოდ მიყვარს - ჩემი პოსტში სხვას რას და როგორ ამოიკითხავდი?!... მიხარია, რომ ქვეყანაში, რომელშიც წაკითხულის გააზრების უდიდესი პრობლემა აქვს უმრავლესობას, შენ მაინც გვყავხარ კაშკაშა ვარსკვლავად... ხომ მუდამ აგრე იკაშკაშებ, შუქურავ ჩვენო?!... იცოდე, ღალატი არ იყოს, თორემ მეც გაგებუტები, ის შენი სურიკაც და დარჩები ამ საახალწლოდ პრემიის და გულითადი მოკითხვების გარეშე... თუ მაინც ეგრე მოხდა, წინასწარ გილოცავ ბასტილიის აღების დღეს და თქვენებურ სუბ-სარქისობას, წმინდა მიხეილ დორბლისმფრქვეველი შეგეწიოთ შენ და შენს თანასექტანტებს...

ნამდვილად არ არის დიდი ხანი გასული,თუმცა ბოლო ხანებში,ამ საიტიდანაც,სადაც ამის გამკეთებლები თავსაც კი იწონებდნენ,მათთან ჩხუბით,ახსნით,ლაპარაკით,თითქოს შევძელით,რომ ეს დაპირისპირებები ძალიან გაიშვიათდა.საბედნიეროდ მოგვისმინეს,მოვახერხეთ,რომ დაფიქრებულიყვნენ,თავისი საქციელის შესაძლო შედეგებზე და ის უბედურება აღარ ტრიალებს,რაც რამდენიმე წლის წინ,ჩვეულებრივი ამბავი იყო.რაც შეეხება შენგელიას და თუნდაც კვარაცხელიას,მგონი დამეთანხმები,რომ მათ წინააღმდეგ კამპანია,სწორედაც იმ პარტიის მედია საშუალებების მხრიდან იყო აგორებული და სანამ შენგელიას მოქალაქეობრივი გმირობის შედეგები თავისი თვალით არ დაინახეს,მათთან ლაპარაკი და ახსნა განმარტება არ სჭრიდა.კვარაცხელიას მიმართ,მათგან იმ დროს დათესილი სიძულვილი კი,დღესაც ძალუმად იგრძნობა ამ საიტზე და მუდამ ცდილობენ,როგორმე ავნონ.მთლიანობაშიც,ეს აგრესია,დღესაც ძალიან ძლიერია,ნებისმიერი ცნობილი ქართველი სპორტსმენის მიმართ და სხვადასხვა მიზეზების მოძებნით,ნებისმიერ მათგანს სწამლიან,ისევ პოლიტიკური მიზნებით.მრავალ მათგანს,არც კი აქვს გაცნობიერებული,რომ მართულები არიან,თუმცა ეს,საბედნიეროდ,ქვის სროლა უკვე აღარ არის.ქვის სროლისათვის,უკვე სხვა ადგილს იყენებდნენ.ნეაპოლი და სიცილია ეკონომიკურად და კულტურულად,იტალიის ყველაზე თუ არა,ერთერთი ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია და მათზე მაღლა,ნამდვილად ვდგავართ,მაგრამ არა იმდენად,რომ თავები მაღლა ავწიოთ და ვინმეს ზემოდან გადავხედოთ.დამოუკიდებლობის წლებში,ქვეყანამ იმდენი უბედურება,გაჭირვება და ძალადობა იწვნია,ისე გავანადგურეთ ჩვენი ქვეყანა და განათლების სისტემა და ხალხის ფსიქიკა,რომ განათლების დონით,აუტსაიდერებში მოვხვდით და რაკი წიგნსაც აღარავინ კითხულობს,კულტურის დონეც,კატასტროფულად დაეცა.გვექნება ეროვნული იდეოლოგია სკოლებში და ამაღლდება სკოლებში სწავლის ხარისხი?კიდევ გვექნება შანსი,ფეხზე წამოვდგეთ.ამას ვერ შევძლებთ და სპორტი კი არა,ქვეყანაც აღარ გვექნება.ქვეყანას,ნამდვილი ოპოზიცია სჭირდება,რომელიც მთავრობას აიძულებს საქმე უკეთესად გააკეთოს,საამისოდ,ალტერნატიული გზები შესთავაზებს,დედის გინებით და გადატრიალების მცდელობით კი არა,არამედ უკეტესი პროექტებით შეეცადება,ქვეყნის მართვაში მოსვლას და არა ეს სულგაყიდულთა სექტა,საქართველო მხოლოდ გასაყიდ ნივთად და შემოსავლის წყაროდ მიაჩნიათ.
დავით 67
ყველა ქვეყანაშია ბრბო,ელვის სისწრაფით იცვლება დღეს ყველაფერი და ზოგს ჰგონია რომ აუცილებლად "პირველ ჩვენებას "უნდა მიაწვე. რა მოხდა მერე თუ იუვეში გადავიდა სპალეტი? მიიღო უკეთესი შეთავაზება და გადავიდა. ეს ნორმალურია. ფეხბურთში,როგორც ასეთი გუნდები მტრები არ არსებობენ ,არიან განსაკუთრებულად დაპირისპირებული გუნდები, რომელთა დამარცხებით, უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობენ. რაც არ აგინოთ ნეაპოლელებმა სპალეტის, მან მათ დიდი საქმე გაუკეთა. სპალეტის სხვა გუნდებში და ნაკრებში,როგორც ნაპოლიში ასეთი წარმატება არ ჰქონია, მაგრამ დაფასება უნდა იცოდეს ხალხმა ( ნეაპოლელებს ვგულისხმობ)
სურიკ გიცანით
სურიკ გიყვარს ხო რუსული რუბლები
დდდ
რაო, ქართველებო, დიდი ხანია, ქვა არავისთვის გისვრიათ?!... აბა, თორნიკე შენგელია ვინ ჩაქოლა ცსკა-ში გადასვლისთვის?!... ჰოდა, ნაპოლის ქომაგებისთვის იუვე იგივეა, რადგან #1 მტრად მიიჩნევენ და სპალეტიმაც ასე თუ ისე პირობა მისცა ლაურას, რომ კონკრეტულად იუვენტუსში არ ამოყოფდა თავს... სხვათაშორის, თუ კვარაც როდისმე იუვეში აღმოჩნდა, რისი არც სურვილი გვაქვს და ალბათობაც მიზერულია, მასაც მსგავსი "გულმხურვალე" დახვედრა ელის, თუმცა ნებისმიერი სხვა გუნდის შემადგენლობაში, პირიქით, ნაპოლის ქომაგების უმრავლესობა ტაშით და ოვაციით შეხვდება ყოფილ კუმირს... აბა, მითხარით, ვინმეს, თუნდაც ყველაზე ფაფარაშლილ ნაცსაც კი, აზრად თუ მოუვა თავში, რომ საქართველოში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მეტოქე გუნდს უქომაგოს?!... აი ნეაპოლელები კი 1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალში, რომელიც ნეაპოლში იმართებოდა, არგენტინელებს ქომაგობდნენ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ , რათქმაუნდა, მარადონას გამო და ამას არც მალავდნენ... არგენტინელებმა პენალტებით მოიგეს და ამაში საკუთარი წვლილი ნეაპოლელებსაც მიუძღვით... აი, ასეთ ქალაქში და ხალხში მოუწია ყოფნა ჩვენს ოქრო ბიჭს და ეგ ხალხი ისეთივე სიამოვნებით გლეჯდა ხვიჩას პლაკატებს, როგორითაც ცოტა ხნის წინ ქუჩებში აკრავდა...თქვენ კიდევ სპალეტიო... არა, ქვის სროლას, რაღათქმაუნდა, ვერავინ გაამართლეს, მაგრამ ეგეთები არიან და არასდროს შეიცვლებიან, ნეაპოლელთა ხასიათს რომ ჩაწვდე( სურვილის შემთხვევაში), ძველისძველი ფილმით უნდა დაიწყო " ოპერაცია წმინდა იანვარიუსი" და იქ საფეხბურთო თემებიც საკმაოდ კარგად არის გაშლილი...
ნანა
ჩემი აზრით სპალეტის 'ნაპოლი' უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. რაც შეეხება სტვენას და გინებას ეს უმადურობის უმაღლესი გამოვლინებაა, რომელიც არა მარტო ნეაპოლელებს ჩვენც გვახასიათებს სამწუხაროდ.

სპორტის გამო,ადამიანი ადამიანს ქვების სროლას რომ დაუწყებს,ქვის ხანის ადამიანია,აბა რა არის?!იტალია ზოგადად უდიდესი კულტურის ქვეყანაა,მაგრამ იქაც არიან უკიდურესად დაბალი კულტურის,აგრესიულად მოქმედი ადამიანები.რაც დაბალია განათლების დონე,მით უფრო აგრესიული ხდება,ეგზალტირებული მასა და მით უფრო ადვილია,მათი ბრბოდ გადაქცევა,შესაბამისად უკონტროლობამდე მისული,სასტიკი ქმედებებით.
იუვე
ჩამოვწიე კომენტარებში მაგის დაწერას ვაპირებდი და კი დამხვდა უკვე. უმადურობა ყველაზე ცუდი თვისებაა ადამიანში. ნეაპოლელი რომ სპალეტის გალანძღავს იმას საერთოდ ფეხბურთის ყურება უნდა აეკრძალოს.
ქუთაისი
თქვენი უმადური...ამათ როგორ ვქომაგობდი...და თან ბავშვობიდან.
მალხაზ ჯობავა
დიდი ვინმე თახსირები ყოფილან ეს ნაპოლის ქომაგები, უმადურები, კაცი რომ სპალეტის აგინებ მართლა თქვენი დედაც. წარმომიდგენია კვარა რო ლიგაზე ჩავიდეს რა მოხდება.
რობი
მგონი რაღაც შეცვალა კონტემ ნაპოლის თამაშის სტილში, ნერეში ლანგი მის ამ სქემაში უფრო გადამწყვეტები გახდნენ, არადა თავიდან არ ენდობოდა ორივეს
Gogi
არ არის კარგი და ღირსეული საქციელი…ისე ყოჩაღ კონტე, მაგარი გუნდი დააყენა. შარშანაც კარგები იყვნენ და წელსაც
ბაბუ
მართალია იუვე სხვა თემაა მაგრამ იმედია კვარას არ მოუწევს ნაპოლის წინააღმდეგ თამაში
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
"იუვენტუსს" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება სურს
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს