უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამო" ძირითად დროში მინსკის "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში 2:2 დაფიქსირდა, პენალტების სერიაში კი მეტოქემ გაიმარჯვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ, პენალტი მოიპოვეს, მაგრამ ვოსკობოინიკოვის დარტყმული ბურთი ჩოჩოშვილმა მოიგერია. მოწინააღმდეგემ შეტევები გააგრძელა, ორი გოლი გაიტანა, ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრა და თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.

ჩვენმა გუნდმა წინა საკვალიფიკაციო ეტაპებზე ბოსნიის "ზრინსკის“ და კვიპროსის „აეკს" მოუგო.

თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ) - დინამო (მინსკი) ძირ. დრო 0:2 (პენ 2:4)

გოლები: 0:1 ვოსკობოინიკოვი (56), 0:2 ჟეჩკო (68)

გამოუყენებელი პენალტი: ვოსკობოინიკოვი (51, დინამო (მნ)

დინამო (თბ): ჩოჩოშვილი, გლუნჩაძე, ლომიძე, დიაკონიძე, ხუციშვილი (ნიკვაშვილი 71), ძნელაძე (წულაია 46), ბერელიძე (გვაზავა 59), დანელია (ნათენაძე 71), ოდიკაძე (მიქაუტაძე 59), გვასალია, დოლტმურზიევი

მამუკა
არაფრის თქმას არ აქვს აზრი. არაფერი გამოსწორდება.ასე იყო და ასე იქნება. თავმოყვარეობა არ ააქვთ. ძალიან სამწუხაროა
გიორგი
გუნდურობა არიყო ყველა საკუთარი თავის გამოჩენისთვის თამაშობდა.. რატო გგონიათ ამით ვინმე იყიდის ან გრანდში მოხვდება?!
ვასილიჩი
არავის გაუტანია პენალტი ეგეთი გამორბენით. ასი პროცენტიდან ალბათ 90 არ გადის ეგეთი დარტყმული.
ჯელა
არა შეჯდა თახვი ხესა მწყერმა აბა რაღა ქნასო.აესე აბდაუბდადაა ჩვენი ფეხბურთის საქმე სამწუხაროდ
alexandre
პირველ თამაშში 2-0-ის შემდეგ, უკვე ეტყობოდათ, რომ "გასულები" იყვნენ. ქედმაღლობა, უაზრო ზედმეტი თავდაჯერილობა. ზოგადად 1 თამაში რომ მინსკში ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, თუ წააგებდნენ ან ფრე - ნამდვილად იბრძოლებდნენ და შეიძლება გასულიყვნენ კიდევაც. ძალიან სამწუხაროა, ძალიან...
jordan beli
ათი წელი უნდა მინიმუმ ფეხბურთის აღორძინებას საქართველოში-მინიმუმ ათი წელი მხოლოდ მხოლოდ იმ შემთხვევით თუ ფეხხბურზე ვარჯიში გახდება ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან.ფეისბუქზე წერდა ერთი-დავიღალე ჯიპიან მამებთან ჭიდაობითო.ყველანაირი დაფინანსება ერთ დღისით უნდა მოუხსნა ყველა გუნდს,ბავშვთა ფეხბურთ უნდა მოაცილო აბსოლიტურად ყველა ახლანდელი მწვრთნელი,ზედ მიაყოლო ასაკობრივების მწვრთნელები,მოიყვანო უცხოლი მწვრთნელები და მთელი თანხები ჩაიდოს ბავშვთა ფეხბურთში და ნახავთ რამდენი ჩივაძე,ყიფიანი,გუცაევი და შენგელია წამოვა ქართულ ფეხბურთში
დირე
დროა თავი დავანებოთ შეთქმულების თეორიებით ცხოვრენას ფეხბურთშიც და მის მიღმაც, პრობლემა გაცილებით სხვგანაა ეს არის პირველ რიგში ბავშვთა ფეხბრთი
მწარე
ყველაზე ადვილია თქვა, თამაში გაყიდეს, თავში აუვარდათ, ფიფიამ დაღუპა და ა.შ. იმის მაგივრად რომ ანალიზი გაკეთდეს. ფაქტია ქართველები თამაშობენ მოძველებულ ფეხბურთს, გასული საუკუნის ფეხბურთს. ყველაფერი დასულია ინდივიდუალიზმამდე. ნე როგორც ფეხბურთის მოყვარული ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს ბავშვობიდან არ ასწავლიან აზროვნებას, სწორი გადაწყვეტილების მიღებას. სხვამ თქვენი თქვით, ოღონდ შეეშვით უაზრო ლაპარაკს ვიღაც ფულის მონებზე.
დავით 67
Dato-ს¡ სეხნიავ არ ითამაშო არ ითამაშო! არ ითამაშო! ვეღარ უნდა გაიგო რომ თამაშმა გაანადგურა მთლიანად უამრავი ოჯახები. თუ არ თამაშობ რაში გაინტერესებს ვის რამდენი კუში ჰქონდა? ზოგს ფსონის დადების გარეშე ვერ წარმოუდგენია ფეხბურთის ხილვა
თავადი
საქართველოში მუდამ ასე იქნება, სანამ ფულის მონები და ღორები არ მოისპობიან. (არც არასდროს არ მოისპობიან, შეიგნეთ ხალხნო)
Გიო
Მე ფიფიას არ დავიცავ მაგრამ ცოტა ლოგიკაა საჭირო რა ეხლა ფიფიამ 17-18 წლის ბიჭებს უთხრა დავდებ და წააგეთო? Ფიფია რო არა ჩვენი ნაკრები ლიხტენშტეინის დონეზე იქნებოდა. Მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და შეიძლება დინამოს პრეზიდენტობაც არ ეკუთვნის მაგრამ მაგაზე მეტი მინიმუმ 20 წელია არავის გაუკეთებია ქართულ ფეხბურთში და უბედურება სწორედ ეგაა
გიორგი
ამ ბოლო დროს ყველგან და ყველაფერში ვმარცხდებით,მეშინია ხასიათში არ გადაგვივიდეს ამდენი მარცხი!!
Dato
ფეხბურთი შემაყვარა თბილისის დინამომ.არცერთი თამაში არ გამომიტოვებია 90 წლების შემდეგ.მანამდე ვიდრე უკადრებლების კეთება დაიწყო ფიფიამ.მარტო ფარერებს გავიხსენებ.მივატოვე ფიფიას დინამო როგორც ბევრმა სხვამ. მაგრამ მაინც გამექცა გული პარატა დინამოელებისკენ.ვიფიქრე აქ მაინც. დასწყისი მშვენიერი გაგრძელება უკეთესი ბოლოს კი დასამთავრებელი სამწუხაროდ ისევ ფიფიასეულად დამთავრდა.მაინც იკადრა. ოთხი ქონდა კუში მარტო წაგებაზე აი მინსკის გასვლაზე ნევრად მეტი. ამის ხელში დინამოს განვითარება ნულის ტოლფასია.ამას ფულის გარდა არაფერი აინტეტესებს ჭრის და ჭრის.საერთოდ არ ჭირდება გულშემატკივარი.თუ ვინმეს იმედი გაქვთ გაგმართლებოდეთ.მე კიდე დაველოდები იმ დინამოს სადაც ფიფიასნაირები არ იარსებებენ.
ვახო
გამიკვირდებოდა წარმატებისთვის რო მიეღწიათ,ქართულ კლუბებს წარუმარებლობა მენტალობაში აქვთ გამჯდარი!!
zaza
ნეტავი კი იყვნენ ძველი ბიჭები. ესენი და ძველბიჭობა ისეა ერთმანეთთან შორს როგორც ამათი ძველბიჭებთან შემდარებელი ბირჟავიკობა კიდე არარის ძველი ბიჭის მთავარი დამახასიათებელი ატრიბუტი არც საბუთის და მართვვის მოწმობის ტარებაა ძველბიჭური ცხოვრების წესი და არც ფეხბურთის თამასში გიშლის მაინცდამაინც ხელს.ფეხბურთის თამაში თუარიცი ეს მენტალობის კიარა უნიჭობის ბრალია.

100%-ით სიმართლეს წერთ...!!! საქართველოში სამწუხაროდ დიდი ხანია მენტალური პრობლემააა...!!! ყველგან...!!! ქუჩური მენტალობა სიარულშიც სიტყვა პასუხშიც ქცევებშიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე და კიდევ მარიაჟობა საკუთარ თავებზე დიდი წარმოდგენის ქონა...!!! სანამ მასეთებად იქნებით არც ფეხბურთში და არც არსად არაფერი არ გეშველებათ...!!!
ბასა
გაყიდეს თამაში,მეტი არაფერი.
ზაზა
ერთ რამეს ვიტყვი, ვუყურე ამ ბიჭების თამაშს და მთელი შეხვედრა არ მშორდებოდა განცდა, რომ ძველი ბიჭების და ბლატნოი ტიპების (ყველას არ ეხება) შეპყრობილ გუნდს უნდოდა ნაგლად მოეგო! გასნაკუთრებით კაპიტანი, სანამ შეცვალეს სულ ხიპიშობდა, სულ უხეშობდა, ასევე მისი ვარცხნილობის მქონე (გადახოტრილი სასტავი) ყველა ჩვენიანი! ეს არასპორტული და ზუსტადად ქუჩური მენტალობა სიარულის მანერაშიც რომ გადასდით და ქცევებშიც, იმიტომ ვერ გაცდებიან ბირჟას ზოგიერთები! რამდენიმე მოთამაშე ძალიან კარგი იყო, უბრალოდ ამ ბირჟავიკებთან ერთად ვერაფერს გახდნენ! ბელორუსებმა ზუსტად იცოდნენ რასაც ქკეთებდნენ და გეგმაზომიერად მივიდნენ სასურველ შედეგამდე!
ჟორა
ასე მოსდის ყველას, ვინც ერთი შეხვედრის შედეგით საქმეს გაკეთებულად თვლის. ხედავთ? ბელარუსებმა არ ჩათვალეს დამთავრებულად და მართალნიც გამოდგნენ.
საქართველო
სრული უკუსვლა,რაც ქვეყანას სჭირს ფეხბურთსაც იგივე!
გოგა
ესენი აპირებდნენ ამ გუნდით და განსაკუთრებით მწვრთნელით სიტის ბარსას ბაიერნისა და სხვა გრანდებთან თამაშს? ისე ყველაზე ძალიან ფიფიას საქციელია გაუგებარი კაცი რომელიც იძახის მილიონებს ვხარჯავ აკადემიასა თუ დიდი გუნდის შენახვაშიო ამ დროს შედეგი აქვს ნული და მაინც იგივე წრეზე ტრიალს არ ეშვება მხოლოდ ერთადერთი აზრი მოგივა კაცს თავში ორივე სუბიექტი ფულის საჭრელ მანქანად აქცია ოღონდ შავი ფულის,და სულ არ აინტერესებს არც მწვრთნელები რომლებიც იპოლიტეს დონეზეც ვერ ქაჩავენ და ფეხბურთელებიც რომლებსაც ბურთი ბუშტები გონიათ და კარში დარტყმის ნაცვლად საკარნავალო საღამოებს აწყობენ ცაში
შაქრო პაპა
მომინდომეს ნეიმარობა. დაარტყი რა ბიჯო წესიერად ეგ პენალტი. რა დროის ტეხნარობაა, როცა ეგეთი მნიშვნელოვანი თამაშია?
ნაცარქექია
ყველას პელე გონია საკუთარი თავი. რა ამბავია ამდენი მატაობა? რამდენიმეჯერ ბურთის ფეხებშუა გაძვრენა? და რა მერე? შედეგი? პასის მიცემა ვინმემ არ გასწავლათ? ტიპიურ ქუჩის ფეხბურთს თამაშობენ და ყველა ცდილობს თვითონ გატანას. ბოსჰხამპის სიტყვები გამახსენდა უნებურად...საშინელი საყურებელია ეს უაზრო გაქაჩვები მოწინააღმდეგეზე. დისციპლინაზეც ბევრია სამუშაო.
ლევანი
ეს რა ჭირი გვჭირს ასეთი, როდესღაც ხომ უნდა ვისწავლოთ, რომ თამაში ბოლო სასტვენამდეა. ალბათ, ჩათვალეს საქმე გაკეთებულიაო, ხოდა მანდ დაისჯები. ისწავლეთ, პატარები ხართ, დრო გააქვთ.
ბევრისმომსწრე
"საზოგაფოებროვი ტელევიზოით" ვუყურე პირველ ტაიმს... დ ა უ ჯ ე რ ე ბ ე ლ ი ა !!! ეს როგორ მოახერხეს ?!
toy
კარგით რა, რას ელოდით სხვას მთელი ქართული ფეხბურთის მომავალი ერთ ინგუშშზეა ჩამოკიდებული.
SOS
"არა შეჯდა მწყერი ხესა"!
დათო
თქვე გაჭირვებულებო ევროპიდან ვერ ჩამოგყავთ ნორმალური სპეციალისტები გასაგებია მარა ბელორუსიიდან ან შრი-ლანკიდან მაინც მოიყვანეთ ვინმე რომ ამ ბავშვებს აუხსნას თუ რა არის ფეხბურთი,სამარცხვინოები ხართ აკადემიის ადმინისტრაციიდან დაწყებული გუნდის წევრებით დამთავრებული,ვიღაც წერდა დინამოს აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაშიო აბა მინსკის აკადემია პირველი ყოფილა,სანამ პროტექციონიზმი ფულის გათეთრება და ღიპიანი ქართველი ტრენერების რომლებიც მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობენ არ აილაგმება სანამ მეტნაკლებად ნორმალურ სპეციალისტებს არ მოიწვევენ განსაკუთრებით ესპანელებს მანამდე შედეგი იქნება ამაზე სამარცხვინო ჯერ ამათმა პირველი თამაში როგორ მოუგეს მინსკელებს ეგ არის საოცარი და მერე არათუ აკადემიის მწვრთნელი არამედ შემთხვევითი გამვლელი მოახერხებდა 45წუთში ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებას, ხურცილავას ძოძუაშვილის ჩივაძის პატრონი სად პოულობენ ამ ცენტრალურ მცველებს ეს არის კიდევ ერთი განტოლება
912
უბრალოდ გაყიდეს თამაში
[VIDEO] ბარკოლამ პსჟ-ს ფანი ჭკუიდან გადაიყვანა
"ბინძურ სარეცხს საჯაროდ არ ფენენ" - ტიერი ანრიმ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
[VIDEO] შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მატჩში MVP გახდა - "ტენერიფე" "ტრაპანისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
[VIDEO] "ლივერპულმა" "ინტერს" სადავო პენალტით მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა