UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, პიოტრ იანი სამშობლოში, კერძოდ კი ეკატერინბურგში დაბრუნდა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მერაბისა და იანის მიმოწერა გავრცელდა, სადაც რუსმა მებრძოლმა მერაბს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა:

"მერაბი იანის წინააღმდეგ - ანგარიშია 1:1. კითხვა: რა მოხდება 2026 წელს?".

"მეგობარო, დროა 2026 წელს ცოლი და შვილები გყავდეს", - უპასუხა იანმა.

"მეგობარო, ვეძებ!", - იყო დვალიშვილის პასუხი.

"სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებ, მალე შევხვდებით", - ეს უკვე იანის პასუხი იყო.

ამასთან დაკავშირებით იანმა აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებთან თავი იმართლა და განაცხადა, რომ მის სოციალურ ქსელებს სხვა ადამიანი მართავს.

"ჩემი და დვალიშვილის მიმოწერა? სად? X-ზე? მე არაფერი დამიწერია და მისთვის არც სწრაფად გამოჯანმრთელება მისურვებია. ალბათ ჩემმა მენეჯერმა, საიატმა დაწერა და მგონია, რომ მე და მერაბი ვერასდროს ვიმეგობრებთ", - განაცხადა იანმა.

შეგახსენებთ, დვალიშვილის თქმით, როგორც მას UFC-ის ხელმძღვანელებმა აცნობეს, დიდი ალბათობით, იანთან რემატჩი ზაფხულში შედგება.

იხვი
და რატომ არ უნდა ესურვა სწრაფად გამოჯანმრთელება? რატომ უნდა იმართლოს თავი ამის გამო? იანი სპორტსმენია, მასაც უნდა მესამე ბრძოლა მერაბთან, რა აზრი აქვს ან იანისთვის ან მერაბისთვის იოლი მეტოქეების ძებნას? ერთმანეთში უნდა გამართონ შემდეგი ბრძოლა და გადაწყდება, ვინ არის ამ ორს შორის ჩემპიონი და ვინ - ჩემპიონთა ჩემპიონი. რა არის აქ "გასამართლებელი"? სულ გაგიჟდნენ რუსები ბოღმისგან, გამარჯვებასაც კი ვერ ზეიმობენ. იანის გამარჯვებას აღნიშნავენ თუ მერაბის მარცხს, ეგეც საკითხავია.

საკუთარ სიტყვებს,თვითონვე ეწინააღმდეგები და ძალიაც სწორი ხარ.აქაური რუსი,რუსი არ არის?!ერთი გენია,მაგრამ სხვა გარემოში გაზრდილი.საქმე ეროვნებაში არ არის,ფაშიზმის სამშობლო,იტალიაა,ფაშისტურმა გერმანიამ კი,ჯერ მხოლოდ ებრაელები,10 მილიონი ამოწყვიტა.დღეს ხომ ვხედავთ გერმანელებს,არიან კაციჭამიები?ან ქართველები,ყველანი ერთნაირები ვართ?ადამიანებს ეროვნების მიხედვით რომ აცხადებენ დამნაშავედ,სწორედ ეგ არის ფაშიზმი.გერმანიაში 1933 წელს,სოციალისტური ლოზუნგებით გაიმარჯვეს ფაშისტებმა,მერე კი,მასიური ფაშისტური პროპაგანდით,ყველაზე უფრო განათლებული გერმანელი ერი,ფაშისტურ გერმანიად გადაქციეს,სოციალისტები და კომუნისტები გაანადგურეს და უკვე 1939 წელს,მსოფლიოს ომი წამოიწყეს,ნახევარი მსოფლიო რომ დაანგრია.მაშინ ტელევიზია არ იყო და ქვეყნის ფაშიზაცია 6 წელში მოხდა.დღეს კი,ამდენი პროპაგანდის საშუალებით,რამდენი ხანი დასჭირდება ხალხის ფაშისტური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოქცევას?დღეს რუსეთში,განათლებული ხალხიც უფრო ბევრია,მაგრამ ისევე როგორც მაშინდელ გერმანიაში,რეჟიმის მოწინააღმდეგეები,იზოლირებულები,ან განადგურებულები არიან.როცა ქვეყანას ომის დაწყება უნდა,მტრის ხატის შექმნას იწყებს.ამის გაკეთებას,თვითონ ქვეყნის მთავრობები,ან მათი მოწინააღმდეგეებიც ახდენენ და ქვეყნის გარედანაც ხდება,ასეთი ძალების წაქეზება.უბრალო მშრომელს,ომი არავისთან სჭირდება,ამ ყველაფერს,ძალაუფლებაში მყოფი და მათ ზურგს უკან მდგარი ფინანსური წრეები აგორებენ.თვითონ უზარმაზარ მოგებას იღებენ,სისხლს და ნგრევას კი,ისევ ეს მშრომელი ხალხი განიცდის,საზარბაზნე ხორცად რომ იყენებენ.სამწუხაროდ,შენც პროპაგანდის მსხვერპლი ხარ.ვიდრე არ შეიგნებ,რომ რუსი,კარგიც და ცუდიც,საქართველოშიც არიან,რუსეთშიც და უკრანაშიც,ისევე როგორც,კარგი,ან ცუდი ქართველებშიც არიან და ევროპის ნებისმიერ ქვეყანაშიც,მუდამ მსხვერპლად დარჩები.პუტინიც და ზელენსკიც,პირველ რიგში საკუთარი ქვეყნებისთვის არიან უბედურების მომტანნი,მაგრამ ნახავ,რომ ომი დამთავრდება და ორივენი დაუსჯელები დარჩებიან,მაშინ როცა მათი ქვეყნების მოსახლეობა უკვე დასჯილია,ამდენი მსხვერპლით,უსახლკარობით,დევნილობაში ცხოვრებით,შიმშილით თუ სიცივით.ამ ომის დაწყების თავიდან აცილება,ადვილად შეიძლებოდა,სურვილის შემთხვევაში,მაგრამ მაშინ ის ომის დამფინანსებელი ფინანსური წრეები,იმ ათეულობით მილიარდ მოგებებს ვერ ნახავდნენ და ვერც ზელენსკი,ვერც პუტინი,მილიარდერებად ვერ გადაიქცეოდნენ.
RR
ვისაც პუტინი მოწონს, იმის ..... ........ ...... ...... ...... ....... ......!
შაქრო პაპა
იცის მერაბის განწყობა ღრუსეთისადმი. თანაც, რომ ეთქვა ვიმეგობრებთო, ეგრევე წითელს აუნთებდნენ კრემლში. ერთი უკრაინელებთან და მოლდოველებთან იმეგობრებენ კრემლის შნირები და მეორე ჩვენთან. რაის მენეჯერი, ფაქტია რომ თვითონ დაწერა.
RR
რუსი რუსია. ხრიუ-ხრიუ! აქაურ რუსებს არ ეხებათ ეს.
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
დვალიშვილი არ დაისვენებს - მერაბი ჰენრი სეხუდოს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება
"დროა, ცოლი და შვილები გყავდეს" - იანმა დვალიშვილის პოსტს უპასუხა
[VIDEO] "მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს" - უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ეს ჩემი ქმარია!" - პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს