‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა, 2025/26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში ირლანდიაში, ‘ქონოთთან’ გასამართი მატჩისთვის, 23-კაციან განაცხადში სამი ცვლილება განახორციელა.

გალვეის „დექსქომ სთედიუმზე“ თამაში 13 დეკემბერს ნაშუაღამევს, 00 საათზე დაიწყება.

6 დეკემბერს „ავჭალაზე“ ფრანგული ტოპ 14-ის ‘მონპელიესთან’ (13:24) მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა და შერკინების მესამე ხაზში მარქაფიდან ლაშა ციხისთავი დაწინაურდა.

დანარჩენმა 14-მა მორაგბემ დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს. შერკინების პირველ ხაზში ნიკოლოზ ხატიაშვილს, ირაკლი ქვათაძეს და კახაბერ დარბაიძეს ვიხილავთ; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან მიხეილ ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება; მესამე ხაზში ციხისთავთან ერთად გიორგი ცუცქირიძე და გიორგი სინაურიძე დადგებიან.

ღერძზე თამაშს თენგიზ პერანიძე და ლუკა ცირეკიძე იწყებენ; ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემურ თაფლაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე შალვა აფციაური და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი ლუკა თაყაიშვილია.

ქოქრილმა მარქაფაში ამჯერად 5 მორკინალი და 3 ხაზის მოთამაშე დააყენა. წინა თამაშის შემდეგ აქ ორი ცვლილებაა და ჩელენჯ თასზე დებიუტი მეორეხაზელ გურამ ღანიაშვილსა და ცენტრ ზაურ ლუტიძეს ექნებათ. კვლავ მარქაფაში არიან კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯები ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, 9 ნომერი გიორგი სპანდერაშვილი და ფრთა ალექსანდრე თოდუა.

„მონპელიესთან თამაშის შემდეგ კვირა დღე აღდგენას დავუთმეთ, ორშაბათს კი გავიარეთ დეტალურად და გავაანალიზეთ დაშვებული შეცდომები. განვლილმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ შანსი ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გვაქვს. მოლოდინი ერთია - გამარჯვება, ხოლო დანარჩენს თამაშის მერე ვნახავთ“ - განაცხადა გუნდის კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა.

პირველ ტურში ‘ქონოთი’ ‘ოსფრიზს’ უელსში ეთამაშა, 21:24 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა.

2025/2026 წლების ჩელენჯ თასი

პირველი ჯგუფი. მეორე ტური

14 დეკემბერი. კვირა. 00:00 საათი

გალვეი. „დექსქომ სთედიუმი“

შავი ლომი (საქართველო) - ქონოთი (ირლანდია)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. ალექსანდრე თოდუა.

Rugby.ge

რეზო
რაგბი ტვ აჩვენებს მგონი
ზამბეზი
ზუსტად, მოზაბიკის არხზე, სწორედ მანდ ვართ და მაგ არზსე უნდა ვუყუროთ
Davor
და სად ვუყუროთ, მოზამბიკის 1 არხზე?
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დაამარცხა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
[VIDEO] ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
ვიტინიას შემდეგ დუეც - "რეალი" პსჟ-ს შემტევებით გაძლიერებას აპირებს
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
"რთული სიტუაციაა" - მატვეი საფონოვი
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის