კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ერევნის „ნოამ“ სახლში 2:1 სძლია „ლეგიას“ და 8 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდმა თითქმის მთელი მატჩი ლეგიონერებით ჩაატარა.

ძირითად შემადგენლობაში იყვნენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: კონგო, გვადელუპა, განა, იაპონია, ისლანდია, ბრაზილია, პორტუგალია, ხორვატია და ბოსნია და ჰერცეგოვინა.

ამ შეხვედრაში ერთადერთმა სომეხმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა - სერგეი მურადიანი შეცვლაზე 88-ე წუთზე შევიდა. ის საქტ-პეტერბურგშია დაბადებული და "ზენიტის" დუბლებიდან 2023 წელს გადაიყვანეს.

გიორგი
ჩვენი გუნდები ჯერ ფარერების მოყვარულ, მეხანძრე-მეთევზეების გუნდს უნდა მოვუგებთ, მერე ვიფიქროთ ევროჯგუფებზე. ისე რითი ვერ აღადგინეს ეს "დესეთეს" თასი? მანდ მაინც მოაგებინებდნენ თბილისის დინამოს ხათრით და აყაყანდებოდნენ მერე შადიმანები და ყორღანაშვილები, რა კარქი იყო სუსურუკუ, 2-3 ფეხბურთელი სულ გვყავდა "სბორნაიაში". ტფუ თქვენი
ბერო
აქ ზოგიერთები წუწუნებს რომ თანამედროვე ფეხბურთში ფული წყვწტს ყველაფერს და სად არის ამდენი ფულიო, - კლასიკური გაპრავებაა პროპაგანდის სტილში, არადა ნაკლები რომ მოიპარონ ჩვენივე ბიუჯეტიდან და მილიონები ქეშათ არ ჰქონდეს საკუთარ, მოპარული ფულით აშენებულ სასახლეებში დასაწყობებული, დავიჯერო ერთი-ორი, სომხური ან აზერული დონის გუნდის დაკომპლექტება გაჭირდებოდაა!!!...
გიორგი
ჯერ იყო და უკრაინული გუნდები გაუშინაურდნენ ევროტურნირებს, მერე არასაფეხბურთო ლატვიის სკონტო, ასევე არასაფეხბურთო ბელარუსის ბატე, სომხეთის/აზერბაიჯანის და თვით შუა აზიური გუნდიც გაძვრა. ამ დროს "ჩვენ ძმაუ საფეხბურთო ტრადიციების" ქვეყანა შურით ვსკდებით და ფეხბურთელებს პასპორტებს ვუთვლით... ნაცარქექიების ქვეყანა.
საბა
ისე სომხების და აზერების გუნდებზე რომ ქილიკებთ, ასეთი უტვინოები საიდან შეიყარეთ, თანაც ამდენი ერთად!!??, ვის აინტერესებს დღეს გუნდის შემადგენლობაში ფეხბურთელებს, რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს,მისი კანის ფერი, რელიგია თუ წარმომავლობა, რაა!! ბრიტანელები,ფრანგები თუ ესპანელები ქართველებზე ნაკლები ტრადიციების მიმდევარინი არიან, თუ ჩვენზე უარესი ქვეყანები აქვთ ან ისტორიულ წარსულს უწუნებთ. სატირალი ის არის რომ ამდენი ხანია ერთი მაგარი გუნდი ვერ გაკეთდა, რომ ჩვენთანაც იყოს პერიოდულად დიდი ფეხბურთი, მით უმეტეს როდესაც ქვეყანაში ამდენი მილიონერი, მდიდარი ჩინოვნიკი და ორი იმდენი კორუბციონელია.....ნეტავ ჩვენთანაც იყოს ისეთი ერთი გუნდი მაინც, რომელიც ევროტურნირებზე ითამაშებდა და თვეში 2-3 - ჯერ ნამდვილ ფეხბურთს ვნახავდი და სულ ჩემთვის სულ ერთია ქართული კლუბის მაისურით, რომელი ქვეყნის პასპორტის მქონე ფეხბურთელი გაუტანს გოლს, დაუშვათ თურქულ, სომხურ თუ ყაზახურ გუნდს.....კიდევ!! ვითომდა ნაკრებით რომ ყოყლოჩინობთ, ხომ არ დაგავიწყდათ, ბოლო შესარჩევები- ბოლოდან მე-2 ადგილი ჯგუფებში,ისე როგორც აზერებსა და სომხებს. ასე რომ ნაკრების დონეზეც იგივე ჭაობში ვართ....ჩვენი ფეხბურთი კვარას გოლი ან მისი საგოლე პასია- სულ ეგ არის...ხან ნაპოლიზე ვაფანატებდით ახლა პსჟ-ზე ვართ გადართული....ხოო კიდევ...იმ, კვარას თანაგუნდელების ლანძღვა-გინება ვინც მას პას არ აძლევს ან უვიანებს....ახლა ბარკოლას კვირეულია...მაგის დდდ..
Gurulo
ვის უნდა მივბაძოთ და რეალს,ბარსელონას და პსჟ-ს:)) თანამედროვე ფეხბურთში ფული წყვეტს ყველაფერს,თითო ფეხბურთელში საქართველოს ბიუჯეტის ტოლ ფულს რომ იხდიან და ამდენივეს წლიურ ხელფასად რომ უნიშნავენ,მაგათ როგორ უნდა ეჭიდავო. სომხური,აზერბაიჯანული და მოლდავური(შერიფი) ლიგები არაფრითაა ჩვენზე წინ მაგრამ ფულის ჩადებით თითო გუნდი გააკეთეს.ჩვენც შეგვიძლია ალბათ ერთი საშუალო გუნდის გაკეთება,მაგრამ რა ვიცი.
zura222
მაგ გუნდში არ არიან სომხები მაგრამ სხვა გუნდებში ძალიან ბევრია. არ არის ეგეთი თემები საშაყირო. სომხებს 2 მსოფლიო ჩემპიონი ყავთ სხვათა შორის.
რეზო
ხო გადიან, და? ჩვენთან რა ვერ გაკეთდა ერთი გუნდი, ფუ
ციციკორე
სომხეთს რამდენიმე წლის წინ ნორმალური ნაკრები ჰყავდა. ჩვენ კი პირიქით, არ გვივარგოდა. გრანდი , არც სომხეთია და არც ჩვენ ვართ, სულ რომ კარგი თაობა მოდიოდეს. საკლუბოში, ორივე მეზობელმა გაგვასწრო.
გურულო ს
ბატონო გურულო არაფერს არ ვამბობ ნაკრებზე, საკლუბო ფეხბურთზე ნამდვილად მისაბაძი არიან , ყოველ წელს გადიან ჯგუფური ეტაპზე, კარაბახი აზერბაიჯანიდან,ნოა ან არარატ არმენია სომხეთიდან , თამაშობენ შემოდგომა გაზაფხულზე, ჩვენთვის ნამდვილად მისაბაძი არიან, დაწერეთ თქვენი აზრი,ვის მივბაძოთ, საკლუბო ფეხბურთში, მადლობა,
ლაშა
კლუბის ძირითად შემადგენლობაში მინიმუმ 6 ადგილობრივი ფეხბურთელი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ეროვნულ ფეხბურთს არათუ არ გამოადგება, აზარალებს და უკან დახევს.
გურულო
მ ა გ ე ნ ე ბ ი ს მაგალითი არ გამოგვადგება.რა ნაკრები ყავთ,ესეც სამაგალითოა?
იხვი
ნავთიანი აზერეთი რომ გვჯობია საკლუბო ფეხბურთში, კარგით ბატონო. სასომხეთი რაღატომ უნდა გვჯობდეს?
მერაბი 61
აი სამაგალითო არიან ჩვენი მეზობლები, სომხეთის გუნდი გადის ევროპის კონფერენცლიგაში, აზერბაიჯანის გუნდი გადის და სასახელოა იქ ბენფიკას უგებს, ავიღოთ მაგალითი მაგნებისგან, ისინი თამაშობენ შემოდგომა გაზაფხულზე,ჩვენ კი საბჭოთა კავშირის ფორმატს დაუბრუნდით სამწუხაროდ, ძალიან გთხოვთ ფედერაციას ვისგან არის ეს დამოკიდებული , პატივცემულებო არ ივარგა ჩვენმა ფორმატმა , გადავიდეთ ევროპულზე,ეს მაინც გავაკეთოთ
Ice
საფრანგეთის ნაკრები დიდი ხანია ფრანგების გარეშე თამაშობს
ამბარცუმიან
ეს ინჩა ტო! ტბილისის დინამო რო იყოს ევროტურნირზე, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი ექნებოდა, იტყოდი რამეს?
ევროპა ლიგა. ორივე ფრანგულმა გუნდმა გაიმარჯვა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან
"ასეთი მეკარით დიდ ტიტულებს ვერ მოიგებ" - ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა შევალიე გააკრიტიკა
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდო არ ჩერდება - პორტუგალიელმა კარიერაში 960-ე გოლი გაიტანა
[VIDEO] ევრო 2026. ცხოვრებაძე ისევ შეუჩერებელი იყო - საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩიც წააგო
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
უარი ფუფუნების საგნებზე - ვერნიდუბის გადაწყვეტილებამ აღფრთოვანება გამოიწვია
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
[VIDEO] 4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის 26 წუთი "გოლდენ სტეიტთან"
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
[VIDEO] კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლმა პსჟ "სპორტინგთან" მარცხისგან ვერ იხსნა
[VIDEO] მიქაუტაძის 18 წუთი ყოფილ გუნდთან - "ვილიარეალი" "აიაქსთან" დამარცხდა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში