პრემიერლიგის მეჩვიდმეტე ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე "ტოტენჰემი" 2:1 დაამარცხა. „წითლების“ კარს ალისონი იცავდა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო.

შეხვედრა "დეზების" უპირატესობით დაიწყო. ბურთს ტომას ფრანკის გუნდი ფლობდა და აქტიურად უტევდნენ, თუმცა 33-ე წუთზე "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ხავი სიმონსმა ვირჯილ ვან დაიკის წინააღმდეგ იუხეშა, თავდაპირველად ნიდერლანდელმა ყვითელი ბარათი მიიღო, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ კი ჯონ ბრუქსმა წითელი ბარათი უჩვენა. ამის შემდეგ თამაშის პირველი ტაიმი კვლავ გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

მეორე ტაიმში არნე სლოტის გუნდი გააქტიურდა და 56-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ისაკმა ანგარიში გახსნა, 10 წუთში კი უგო ეკიტიკემ თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. ეკიტიკემ ბოლო 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა - მის ანგარიშზე ჩემპიონატის 16 მატჩში 8 გოლია. "ბაიერისგან" 116 მილიონ ფუნტად შეძენილმა ფლორიან ვირტცმა საგოლე გადაცემა გააკეთა - ეს მერსისაიდულ გუნდში, პრემიერლიგაში, გერმანელის პირველი საგოლე მოქმედებაა.

ასევე ცვლილებაზე შემოსულმა რიშარლისონმა "ლივერპულის" კარში ერთი ბურთი გაქვითა. დარჩენილ დროში ბურთს "ტოტენჰემი" ფლობდა, თუმცა "დეზებმა" ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს. 92-ე წუთზე არასპორტული ქმედების გამო ლონდონელთა ცენტრალური მცველი და კაპიტანი კრისტიან რომეროც გააძევეს და "ტოტენჰემმა" თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა.

"ლივერპული" 29 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და 27 დეკემბერს "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს. "ტოტენჰემი" 22 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 28 დეკემბერს "კრისტალ პალასს" ესტუმრება.

ლონდონი. „ჰოთსპურ სთედიუმი“

ტოტენჰემი - ლივერპული 1:2

გოლები: 0:1 ისაკი (56), 0:2 ეკიტიკე (66), 1:2 რიშარილსონი (63)

გაძევება: სიმონსი (33, ტოტენჰემი), რომერო (90+3, ტოტენჰემი)

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით