„ნობელის“ „იუთუბის“ არხზე ინტერვიუში „ცრვენა ზვეზდას“ მცველმა ნაირ ტიკნიზიანმა იმაზე ისაუბრა, როგორ მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა (ის აგრეთვე სომხეთის, რუსეთის და სერბეთის მოქალაქეა) და რატომ აირჩია სომხეთის ნაკრები.

- ახლახან, ასე მოულოდნელად, სულიერი სიკეთით აშშ-ს პასპორტს გაძლევენ. როგორ კომენტარს გააკეთებ? რაში გჭირდება აშშ-ს პასპორტი?

- იმიტომ, რომ ყოველ სომეხს, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს (იცინის).

- მივხვდი, გავიგე.

- მაიამი სომხეთის დედაქალაქია.

- გაქვს იმის შეგრძნება, რომ უკვე სერბი ხარ?

- ნაწილობრივ, ალბათ, დიახ. ამ კულტურაში, ამ ხალხში ვცხოვრობ, მაგრამ იგივე შემიძლია ვთქვა იმაზე, რომ ვგრძნობ თუ არა თავს სომეხ ან რუს ადამიანად. გასაგებია სერბეთზე ცოტა გავიხუმრე. თავს სომხური ფესვების მქონე რუსად მივიჩნევ.

- რატომ აირჩიე სომხეთის ნაკრები?

- მამასთან საუბრის, სიტუაციაზე გარედან შეხედვის და პლუს სპერციანთან ურთიერთობის შედეგად. მივხდი, თუ არჩევანს ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ გავაკეთებდი, შემეძლო მისთვის სასარგებლო ვყოფილიყავი, რაღაც მიმეცა, მეჩვენებინა სურვილი და სწრაფვა ჩვენს ნაკრებთან ერთად რაიმესთვის მიმეღწია. ეს არასოდეს მინანია, რადგან სწორი გადაწყვეტილება იყო.

- თვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე?

- უდავოდ. დავფიქრდი კიდეც, რომ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების მიღება ადრე ღირდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. და მე აქ, როდესაც თვალებში გიყურებ, არ მრცხვენია, რომ მართლაც ვფიქრობდი რუსეთის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაზე, რაც არ გამოვიდა და რაც სხვა გარემოებებმა განაპირობა.

იცი, ორი მომენტია. პირველი - თვით ყველა გაფართოებულთა შორის ყველაზე გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოვხვდი, როდესაც ამ 50-კაციან სიაში მეორე ლიგის წარმომადგენლები იყვნენ. გავოგნდი, ვინაიდან არავის ვჭირდებოდი და ჩემთვის კარი დაკეტილი გახლდათ. მეორე - ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი როდია. თურქეთთან მატჩი. თუ ნამდვილად სომეხად გრძნობ თავს, თუ შენში რაიმეა სომხური, ასეთ თამაშზე ვალდებული ხარ იყო, მნიშვნელობა არ აქვს, მოედანზე თუ სკამზე. ყველაფერ აქედან გამომდინარე, პლუს, როგორც შენ ლაპარაკობ, გავაანალიზე რა მთელი ვითარება, მივხვდი, დადგა დრო, როდესაც სომხეთში უნდა ვყოფილიყავი.

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
[VIDEO] სულ არ გაეტანა, არ სჯობდა? - დაკამ გოლის აღნიშვნისას კინაღამ კისერი მოიტეხა
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
კერპია - პსჟ ლუის ენრიკეს წარმოუდგენელ კონტრაქტს გაუფორმებს
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
1914 წლის შედეგი გაიმეორეს - "ასტონ ვილა" 10 მატჩია ვერავინ აჩერებს
თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
ენრიკე პსჟ-ში კიდევ დიდხანს? - პარიზელებს სურვილი აქვთ, ესპანელი მოიფიქრებს
ფავრი დაგვემშვიდობა - შვეიცარიელმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა კანდიდატმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის სახელით ითამაშებს
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
აკი ნაირ-ნაირებიო - ტიკნიზიანი საბოლოოდ "ცრვენა ზვეზდაში" გადაბარგდა
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
სომხეთისა და საქართველოს მატჩს ესპანური კლუბების სკაუტები დაესწრენ
ნაირ ტიკნიზიანის შეძენა ხუთ ევროპულ კლუბს სურს
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს