საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას დატვირთული წელი ჰქონდა და ასეთივე 2026 წლის სამზადისშია. ქართული ხელბურთი საახალწლოდ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

სასტუმრო „პულმანში“, სადაც ხელბურთის ეროვნული ფედერაციის შემაჯამებელ ყრილობას უმასპინძლეს, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა დამსწრეთ,2025 წლის შედეგები და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

2025 წელი იმით იყო განსაკუთრებული, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მისთვის ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. გახდა „კარპატების თასის“ გამარჯვებული, ასევე ამავე გათამაშების ვერცხლის მედალოსანი.

გარდა ამისა, თელავში ჩატარდა 19-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი. გოგონათა ნაკრებმა ამავე ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზა ერთა თასზე (პრიშტინა, კოსოვო), ხოლო 16-წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებმა ესპანეთში, ბორდილსის წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილები დაიკავეს.

განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროგრამა. ჩატარდა სემინარები; გაიზარდა სასკოლო ფესტივალების მასშტაბები, მასში მოზარდთა ჩართულობა.

ასევე უნდა აღინიშნოს „ბარსელონას“ აკადემიასთან გაფორმებული მემორანდუმი, რაც უთუოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ხელბურთის განსავითარებლად.

საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე, მინისტრის მოადგილეები ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე.

ასევე ღონისძიებას ესწრებოდა ქართული ხელბურთის ლეგენდა, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის მედალოსანი ალექსანდრე ანპილოგოვი.

ვეტერან ხელბურთელს, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში არ ცხოვრობდა, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა და ამის აღსანიშნად, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მას სიმბოლურად, საქართველოს პასპორტი გადასცა.

გაიმართა ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ახალი ლოგოს პრეზენტაციაც, ასევე ერთგვარი პრომო რგოლის სახით საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა წარადგინეს საგანგებოდ საიუბილეო წლისთვის შექმნილი ეროვნული ნაკრების სათამაშო ფორმა, რომლითაც ჩვენი უმთავრესი გუნდი მალმოში (შვედეთი) ევროპის ჩემპიონატზე წარდგება.

სპორტის მინისტრმა ნაკრების წევრებს, რომლებიც სრული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილი ყრილობაზე, ამცნო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლისთვის, როგორც ეს იყო გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, მათ წამახალისებელი სიურპრიზი ელით.

geohandball.ge

alexandre
ანპილოგოვი ნამდვილად სასწაული იყო! ქართულ ხელბურთს ზოგადად მაგარი ტრადიციები ქონდა; ცერცვაძე, ფხაკაძე, ექსეულიძე, აბაიშვილი, ბაგრატიონი.... -ეს სულ პირველი თაობა, სსრკ-ის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებულები! დღევანდელ ნაკრებს ვულოცავ ახალ წელს და მრავალ წარმატებას ვუსურვებ პირად ცხოვრებაში და, ცალსახად, ევროპის ჩემპიონატზე! გაიხარეთ და გაგვახარეთ!
ლადო
კორუმპირებული პრეზიდენტი მოიკითხეთ, როგორაა? მიუსვით მაგას კიდევ უფრო დიდი ნაძირალათა შაიკა მეიფარიანის, სალუქვაძის და კადრში რომ გყავთ ერეკლე მამამისის თამადობით!
გიგი
რა იყო შესაჯამებელი როო!
benson
აუ რა მაგარი იყო ანპილოგოვი
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
[VIDEO] ხელბურთი| დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მესამედ გახდა
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] ზურიკოს დუბლი ხუთწუთიან ინტერვალში
კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" დამარცხდა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] არაფერი განსაკუთრებული - "ბაიერნმა" ბრემენში გაისეირნა
[VIDEO] იუბილარ გოჩოლეიშვილის საგოლე პასი - "ჰამბურგმა" "უნიონს" მოუგო
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"ლუის ენრიკემ ზაბარნი დუბლებში უნდა გაუშვას" - საფეხბურთო მიმოხილველი
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
რომელ თანაგუნდელზე მიანიშნებს დემბელე? - "რენთან" მარცხის შემდეგ, ფრანგმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
ეს ძირითადში შევალიეს დააბრუნებს? - საფონოვმა პსჟ-ში თავისი ანტი-რეკორდი დაამყარა