დასრულდა სუპერლიგის პირველი წრე, რომელმაც 11 ტური დაიტია. ცხრილს რომ ჩახედავთ, თითოეულ გუნდს 10-10 მატჩი აქვს ჩატარებული და ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვა – მე-11 ტური რატომო. მოგეხსენებათ, სუპერლიგაში 11 გუნდია და თითოეულ ტურში ერთ მათგანს დასვენება უწევს – ამიტომაც 11 სათამაშო ტურში 5 მატჩი იმართებოდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, როგორც ხედავთ.

წრის ბოლო 2 შეხვედრა იმერეთის ქალაქებში – ზესტაფონსა და ტყიბულში გაიმართა. ორივე მატჩში მასპინძლებმა იმარჯვეს, თუმცა ზესტაფონელებმა თუ დამაჯერებლად დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი, ტყიბულელებს მოგების მოსაპოვებლად დამატებითი დრო დასჭირდათ. ის კი არა, ორბმა ლამის უიმედო თამაში შემოატრიალა, რადგან დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო, როცა ვახტანგ ქადარიამ სამქულიანი ჩააგდო და რუსთაველები 81:70 დააწინაურა.

მოგეხსენებათ, ასეთი უპირატესობა ბოლო 2 წუთში იშვიათად ბათილდება, თუმცა ორბის მოთამაშეებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს. მათ ბურთი ოთხჯერ ჩაჭრეს, აქედან ერთი დასრულებამდე 8 წამით ადრე და ილია ლონდარიძემ განმეორებითი სროლის შემდეგ ბურთს წარმატებულად დაამატა – 90:90. თამაში ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ფსიქოლოგიური უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ და მათ საბოლოოდ 104:100 იმარჯვეს. ამ გამარჯვებით ორბმა სატურნირო მდგომარეობა გაიმყარა.

გამარჯვებულებს ლარი ოსტინმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი და 7 ჩაჭრა მიითვალა. 28 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ილია ლონდარიძეს. 20 ქულა თომას მურმა მიითვალა. რუსთავში 22 ქულით გუგა პატაშური გამოირჩა. 15 ქულა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა.

რაც შეეხება ზესტაფონურ მატჩს, მარგვეთმა ქუთაისი მესამე პერიოდში გატეხა. მანამდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ზესტაფონელებმა მეტოქეს დაცვაში და შორ სროლებში აჯობეს, ფარქვეშ, სამწამიანში კი რომა ჭინჭარაული დომინირებდა, რომელიც ხშირად ვერ აგდებდა, თუმცა ბურთებს ხსნიდა, იბრძოლა და მეტოქეებს ხელს გვარიანად უშლიდა.

ქუთაისელებმა ბოლო პერიოდში სიტუაცია თითქოს დაძაბეს, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოუვიდათ. ზესტაფონელები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე – 100:88 (სტატისტიკა). მარგვეთში ტრადიციულად საუკეთესო იყო ჯეილენ ჰილი, რომელმაც 32 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა და 9 პასი დალტონ ბენქსმა მიითვალა.

პირველი წრის შემდეგ ცხრილში არის ზედაძაბულობა. პლეი ოფის ზონის 8 გუნდს შორის სამს 17-17 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ხუთს – 16-16. პირველ და მე-8 ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

სუპერლიგა თებერვალში გაგრძელდება, მანამდე კი გუნდები ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირს, ასევე თასის გათამაშების პირველ საპლეიოფო რაუნდს მოილევენ.

GBF

ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა