ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მაიამი ჰიტმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 147:123 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა ლიდერმა, ნიკოლა იოკიჩმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, 21 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ერთ-ერთ რიგით მომენტში სერბმა ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებულა. აღსანიშნავია, რომ MRT-ს გადაღებამდე შედეგები მძიმე ჩანს, წინასწარი ინფორმაციით, ლიგის არაერთგზის საუკეთესო კალათბურთელი თამაშს მინიმუმ 4 კვირა ვერ შეძლებს.

გუნდის საუკეთესო კალათბურთელის არყოფნაში ჯამალ მარიმ 20 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სპენსერ ჯონსმა და ტიმ ჰარდევეი ჯუნიორმა - 16-16.

ფლორიდელების მხრიდან ნორმან პაუელმა 25 ქულა ჩააგდო, იქს ფაქტორი კი "ჰიტის" 2 სათადარიგო კალათბურთელის, ნიკოლა იოვიჩისა და ხაიმე ხაკესის შესანიშნავი თამაში გახლდათ. იოვიჩმა 22 , ხოლო ხაკესმა 20 ქულა და 11 ასისტი მიითვალა.

შესანიშნავად გაისარჯა ენდრიუ უიგინსიც, რომელმაც გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 3-იც დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ნაგეტსი" 22 გამარჯვებითა და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, 1-ელ იანვარს კი სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსს" შეხვდება.

"მაიამი" 18 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს 2 იანვარს, "დეტროიტ პისტონსთან" ჩაატარებს.

[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი - "დენვერმა" "მინესოტა" ოვერტაიმში დაამარცხა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს