საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა. კლუბი ადასტურებს, რომ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-მა შეიძინა. სააქციო საზოგადოებამ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი 30 მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო.

დინამო ბათუმის შესყიდვა დამტკიცებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923, ბიზნესმენ თემურ მიქელაძის ხელმძღვანელობით კლუბზე სრულ კონტროლს 2025 წლის 29 დეკემბრიდან იღებს.

ახალი ინვესტორის მოსვლასთან ერთად, კლუბში იწყება განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებას, კლუბში მასშტაბურ ინვესტირებასა და მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.

ბათუმის დინამოს ახალი მესაკუთრისთვის გადაცემის პროცესზე და მისი განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე სპორტის მენეჯმენტის, მარკეტინგისა და საკონსულტაციო კომპანია Sports Orient მუშაობს.

სამუშაო ჯგუფი რომელიც აუდიტორული, იურიდიული, ფინანსური და სპორტის მართვის ქართული და საერთაშორისო საპარტნიორო ორგანიზაციების სპეციელისტებისგან შედგება დეკემბერ-იანვარში კლუბის სრულ და ობიექტურ შეფასებას მოახდენს - ორგანიზაციული, ფინანსური, ფუნქციური და საოპერაციო მიმართულებებით.

ამჟამად ბათუმის დინამოს ფეხბურთელებისა და სხვა პირების მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების გამო ფიფასგან სატრანსფერო შეზღუდვა აქვს დაწესებული, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე ვრცელდება. ახალი მენეჯმენტის მიზანია, რომ ყველა კრიტიკული დავალიანება უმოკლეს დროში იქნეს გასტუმრებული, რათა კლუბმა შეუფერხებელი ოპერირება და ტრანსფერების განხორციელება შეძლოს.

თემურ მიქელაძე - მფლობელის პროფილი და ხედვა

სს დ.ბ 1923-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ მიქელაძეა, რომელიც ქალაქ ბათუმშია დაბადებული. იგი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენია, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. თემურ მიქელაძე არის ორი მსხვილი კომპანიის - „მეტროპოლისა“ და „კროკობეთის“ თანადამფუძნებელი.

ბათუმის დინამოს ახალი პრეზიდენტი მაღალი დონის აკადემიური განათლებით გამოირჩევა. იგი თბილისის, სოფიისა და როტერდამის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია. ასევე გავლილი აქვს ჰარვარდის ბიზნეს სკოლისა და INSEAD-ის მართვის პროგრამები და ამ უნივერსიტეტების ალუმნის წევრია.

თემურ მიქელაძე: „ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბათუმის დინამოსთან ერთად, ახალ, ძალიან საინტერესო მოგზაურობას ვიწყებ. ჩვენს გულშემატკივართან ერთად, ბევრი დიდი ოცნება და მიზანი გვაქვს შესასრულებელი. ჩემთვის, როგორც ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, განსაკუთრებული პატივია, რომ ვარ ამ კლუბის წინსვლისა და მისი მომავლის ნაწილი.

მინდა მადლობა გადავუხადო ჯონი ბაკურაძისა და არჩილ ბერიძის ოჯახებს, ამ პროცესში გამოვლენილი დამოკიდებულებისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რომელთაც მათ ბათუმის დინამოსთან ერთად მიაღწიეს.

ჩვენი მიზანია ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სწორედ ამიტომ ბათუმის დინამო სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ეს მოდელი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეიძინოს კლუბის აქციები და ამ ფორმით ჩაერთოს მის განვითარებაში. ეს ეხებათ, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ასევე გულშემატკივართა ჯგუფებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს, ვისაც სურვილი ექნება, რომ კლუბი ჩვენთან ერთად განავითაროს.

ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და უამრავ ადამიანს ექნება სურვილი ჩვენი პროექტის მონაწილე გახდეს ამ ფორმით. ამიტომ გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე, ჩვენ აქტიურად დავიწყებთ კლუბის აქციების გასხვისების პროცესს.

მჯერა, რომ დინამო ბათუმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდული სექტორის მხარდაჭერა და გაძლიერებაა, ეს კლუბის ხედვის ფუნდამენტური ნაწილი იქნება. ამასთან ერთად ჩვენი გუნდის სურვილია, რომ ხელი შევუწყოთ დინამოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას და მათ პროფესიულ განვითარებას.

აქვე, მადლობას ვუხდი კლუბის ადამინისტრაციას, თანამშრომლებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, უკანასკნელ პერიოდში გამოვლენილი ღირსეული დამოკიდებულებისთვის და სირთულეების მიუხედავად, მათი ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის.

გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქის საოცარ გულშემატკივრებთან ერთად, ბევრ წარმატებას მივაღწევთ!”

კლუბში მიმდინარე, არსებული მდგომარეობის შეფასების პროცესის პარალელურად მენეჯმენტის განახლება გაგრძელდება. ახალი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის დინამოში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ამიტომ ყველა სიახლის შესახებ გულშემატკივრებსა და დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდებათ.

dinamobatumi.com

გიო
სულ არ უნდოდა მაგას ბათუმის დინამო, მაგრამ შეტენეს.....
ბოროტი ბეჰემოტი
"ჩვენი მიზანია ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა" "თემურ მიქელაძე არის კროკობეთის თანადამფუძნებელი". . კაი, კაჩოოო!
tngh
წარმატებები ბათუმის "დინამოს" და საქართველოს ნაკრებს!!!
რობი
შუში კი არა თავშია! დინამო ბათუმს შეიძლება უბრალოდ ბათუმი ერქვას! ტორპედოს აია, დ ა.შ. ისე რომ გვახსოვდეს სპორტული საზოგადოება Dynamo (რუს. Динамо/დინამო) პირველად შეიქმნა 18 აპრილ 1923 წელს საბჭოთა რუსეთში არსებული სპორტული და ფიზკულტურული ორგანიზაციის ფარგლებში, მთელი საბჭოთა კავშირის დონეზე. ეს ორგანიზაცია დაფუძნდა ფელიქს ძერჟინსკის ინიციატივით. მსოფლიოში ახლა 20 მეტი საფეხბურთო კლუბი დინამოა ეს იმ ქვეყნებში სადაც საბჭოთა კავშირის გავლენა არსებობდა. კერძოდ ევროპაში Dinamo Tirana (ალბანეთი) FC Dinamo București (რუმინეთი) FC Dinamo Minsk, FC Dynamo Brest (ბელარუსი) GNK Dinamo Zagreb (კროატია) Dynamo Moscow (რუსეთი) FC Dynamo Tbilisi, FC Dinamo Batumi (საქართველო) Dynamo České Budějovice (ჩეხეთი) Berliner FC Dynamo, SG Dynamo Dresden (გერმანია) Shepshed Dynamo, Loughborough Dynamo (ინგლისი) Dünamo Tallinn (ესტონია) FK Dinamo-Rīnuži/Latvia (ლატვია)
Irakli Apkhaidze
წარმატებები თემო! ძლიან გამეხარდა შენი ქართულ ფეხბურთში გამოჩენა. ძალიან კარგად ვიცი ფეხბურთი როგორ გიყვარს და ისიც მჯერა, რომ შენ მშობლიურ კლუბს ბოლომდე გვერდით დაუდგები. მახსოვს, 1998 წელს, თსუ-ბათუმი იყო საქართველოს თასის 1/2, მცხეთაში. მოგების შემთხვევაში თსუ თასის ფინალში და ფაქტიურად ევროპაზე გადიოდა (დინამო იგებდა მაშინ ყველაფერს და ფინალში გასვლაც საკმარისი იყო) და იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც უნივერსიტეტის გუნდი ევროპულ ტურნირებში იასპარეზებდა. შენც ჩვენ რიგებში იყავი, ნიკა ქავთარაძე და შონზო ჩვენ ფან-კლუბის ხელმძღვანელობდნენ. ავაწიოკეთ ტრიბუნები, ტალღები, სიმღერები და შენ იყავი გამორეული ,,მმოღალატესავით" ბათუმს გულშემატკივრობდი თავდადდებით. ზირაქიშვილი, რომ შეჩვალეს, წამოდექი და დიდი აპლოდესმენტებით, დემონსტრაცულად გააცილე. ჩვენ კი გაგვაღიზიანე, მარა ,,შეგინდეთ" ვიცოდით რამდენად გიყვარდა მშობლიური კლუბი :)))). მჯერა შენი საქმისადმი ერტგულების! წარმატებები ძმაო!
რაბუ
რაზე იშლით ხალხნო ნერვებს ვისაც არ ეზარება ყველა ჭამს ამ ქვეყანაში. ათი ბინა, ექვსი აგარაკი, ოცი მანქანა ფუ ამათი
კობუჩი
ეგ რა ლოგიკაა?! მოდი დავარქვათ ბათუმის დინამოს ბათუმის რეალი. რა იცვლება ამით?
თბილისელი
მოაშორეთ ეს ასლან ბალაძე და ეგ საძმო და ამკისუნთქებს გუნდი. ეს ბერიძე რო ყავდათ საიდან დაუგროვდა ამდენი ვალი რატონარ იძიებთ? სად წაიღო ამდენი მაყუთი? კითხვები არ გაქვთ? 20₾ იხდიდა ხალხი ბილეთში ეროვნულ ჩემპიონატში და სად წავიდე ეგ ფულები?კვარას ტრანსფერზე აღარაფერს ვამბობ. შეუშვით აუდიტი და გაუშვით ეს არააფრის მთქმელი ხალხი
ვაჟა მასწავლებელი
დიახ, დიახ, არაფერი ეშველება ჩვენს ფეხბურთი სანამ იარსებებს სახელები: dinamo, torpedo, lpkomotivi და აგრეთვე robi!
შაკო
30 მლნ ინვესტიცია უნდა განახორციელოს, აქედან 25 მლნ სახელფასო დავალიანება უნდა გაისტუმროს. ეგ რა ინვესტიციაა, წინა ვითომ მფლობელმა ფული შეჭამა, ამ ინვესტიციით იმის შეჭმული ფული უნდა გადაიფაროს. ეეჰ, ეს რას იზამს კიდე საკითხავია, წარმატებები დინამო ბათუმს, მაგრამ ჯერჯერობით რეალობა ისაა, რომ სულ უკან და უკან მივდივართ საკლუბო ფეხბურთში.
რობის
რა შუაშია საბჭოთა მენტალიტეტი,სულ აიღეთ სინდის-ნამუსზე ხელი,თუ უბრალოდ ერთუჯრედიანი ხარ?დინამო და ტორპედო 15 სახელმწიფოს გაერთიანებულ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში ტოლსწორად ეპაექრებოდნენ მეტოქეებს.დინამო კი ევროპაშიც არ უდებდა ტოლს არავის.სახელის შეცვლა უშველის დამპალი,ველური კაპიტალიზმისგან დაავადებულ გარემოში ფარჩაკადქცეულ საფეხბურთო კლუბებს?და საერთოდ ეშველება რამე თავსმოხვეულ ასეთ გარემოში ქვეყანას?
ჰოი საოცრება))
5 უმაღლესი დაამთავრა რომ კროკობეთი დაეარსებინა.))
რობი
ძალიან გარკია უცხოეთში განათლებულმა ბიზნესმენმა რომ იყიდა ეგ გუნდი. მაგრამ სანამ გვექნება საბჭოური მენტალიტეტ და გუნდებს ერქმევა დინამო, ტორპედო ან ლოკომოტივი ჩვენ ფეხბურთს არაფერი ეშველება
ბათუმელა
იმედია მართლა ეშველება ჩვენ დინამოს. აი რომ დაიდება საჯაროდ კლუბის განვითარების გეგმა წლების მიხედვით რა და როგორ იგეგმება და ამ გეგმის შესასრულებლად რა თანხა იქნება გამოყოფილი მერე ვირწმუნებ, მანამდე მაინც ეჭვის თვალით ვარ და რა ვქნა, იმდენმა დილეტანტმა გაიარა ბათუმის დინამოში, ძალიან მინდა ახლაც იგივე არ დაგვემართოს. წარმატებები ყველას ბათუმის დინამოსთვის გასაკეთებელ საქმეში!
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა