2026 წლის სარაგბო სეზონს ქართული გუნდებიდან ‘შავი ლომი’ ხსნის. ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ის საფრანგეთში ტოპ 14-ის ‘მონტობანს’ ეწვევა და 10 იანვარს, 17 საათზე შეერკინება.

‘მონტობანი’ 1903 წელს დაარსდა, საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად 1966/67წლების სეზონში ითამაშა და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. არსებობის ისტორიაში ‘მონტობანს’ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში სულ 8-ჯერ უთამაშია.

გუნდი უმეტესად საფრანგეთის მეორე დივიზიონის, პრო დე2-ის ბინადარი იყო და ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა - 2001, 2006 და 2025 წლებში. 2010 წელს ‘მონტობანს’ ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ჯერ ტოპ 14-დან პრო დე2-ში დააქვეითეს, მერე კი კლუბი ბანკროტად გამოცხადდა და მესამე, სამოყვარულო ლიგაში (ფედერალ1) გადაინაცვლა. ფედერალ1 ‘მონტობანმა’ 2014 წელს მოიგო და მეორე დივიზიონში დაბრუნდა, გასული სეზონის შემდეგ კი ტოპ 14-ში აღზევდა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14 თამაშიდან გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო (‘პერპინიანთან’ 29:22) და ერთი ფრედ (‘მონპელიესთან’ 22:22) დაასრულა. შედეგად, ის 7 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა. ‘მონტობანმა’ დათმო ჩელენჯ თასის ორივე თამაშიც - ‘ძებრესთან’ 17:41 და ‘ოსფრიზთან’ 22:33. ამრიგად, მას 2025 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ ზედიზედ 8 მარცხი მოუგროვდა.

‘მონტობანი’ ‘შავ ლომს’ საშინაო არენაზე - „სტად საპიაკზე“ უმასპინძლებს, რომელზეც 9 210 მაყურებელი ეტევა. ის 1908 წელს გაიხსნა და ბოლო რეკონსტრუქცია 2024 წელს ჩაუტარდა.

გუნდის შემადგენლობაში ორი ქართველი ლეგიონერია - ბურჯები ნუგზარ სომხიშვილი და ლუკა აზარიაშვილი.

Rugby.ge

გენა
Ბანკროტი ღრუსულია. გაკოტრებული ქართულად. Bankrupt ინგლისურად
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
"საპასუხო მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს" - "ლივერპულის" ქომაგები გიორგის მადლობას უხდიან
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
Le Parisien: კვარაცხელია თუ დუე - ისინი რეაბილიტაციას შეეცდებიან
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის