საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ-მ „მარსელი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

მცირე ტრავმის გამო „პარიზთან“ მატჩის გამოტოვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ის კარგად გაისარჯა, თამაშსაც ამწვავებდა, დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა და პარიზულ გუნდში მეექვესე ტიტული მოიპოვა.

დედაქალაქელები მეცამეტე წუთზე ვიტინიას პასით დემბელემ დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, გადაცემა მენდეშს გაუკეთა, რომელსაც გატანა მეკარე რულიმ არ დაანება. მეტოქემ შეტევებით უპასუხა, სამი კარგი მომენტი ჰქონდა, ორჯერ პარიზელები მეკარე შევალიემ გადაარჩინა, ერთხელ კი ბურთი მიზანს ვეამ ააცილა.

მეორე ტაიმშიც თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო შევალიე, რულიც. დუემ ბურთი ძელს გაარტყა. 71-ე წუთზე ხვიჩა ბარკოლამ შეცვალა. მერე შევალიემ საჯარიმოში გრინვუდი წააქცია და ინგლისელმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში პაჩომ ჩაჭრა. "მარსელი" გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა რამუშმა თანაფარდობა აღადგინა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი პარიზელებმა გაიმარჯვეს. შევალიემ ორი პენალტი მოიგერია.

პსჟ მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს ჩაატარებს - თასის 1/16-ფინალში „პარიზს“ უმასპინძლებს.

ელ-ქუვეითი „ჯაბერ ალ აჰმედ ინტერნაციონალი“

პსჟ - მარსელი 2:2 (პენ 4:1)

გოლები: 1:0 დემბელე (13), 1:1 გრინვუდი (76, პენ), 1:2 პაჩო (87, საკ. კარში), 2:2 რამუში (90+5)

პ.ს.დავით, კომენტატორებზე მრავალჯერ დამიწერია,ვერც მე ვიტან,მათ წიოკს,მაგრამ სეტანტაზე ქართულენოვანის პარალელურად რუსულენოვანი რეპორტაჟიც მიდის ხოლმე!იქაც ქართველი კომენტატორი მუშაობს,მაგრამ გაცილებით უფრო უკეთესი პროფესიონალია(ჩემი აზრით მაინც).ჰოდა იქ ვუყურებ ხოლმე.თუ არც იქ მოგეწონება,მაშინ უკრაინული და ინგლისური ვარიანტებიც აქვს პულტს და იქ,ყოველგვარი კომენტარის გარეშე შეგიძლია უყურო,მხოლოდ სტადიონის ხმების ფონზე.მე მაგთის ინტერნეტ ტელევიზია მაქვს და მის პულტზე,მაღლიდან მეორე და მარჯვნიდან მეორე ღილაკზე დაჭერით ჩნდება, სასურველი ენის ვარიანტები.ამ მხრივ,დაწყნარებული მაქვს ნერვები.

დავით 67-ს.დავით,რაც შენ მიპასუხე,სწორედ მათ ვუპასუხე.ისინი შენც ხომ ახსენე.ამ შენ პასუხს,მეც მოვაწერდი ხელს,იმიტომ რომ ზუსტად მაგას ვგულისხმობდი.შენმა პოსტმა მომცა მაგის საშუალება,რაც დავწერე.საფონოვი მეორე,მაგრამ საიმედო მეკარედ დარჩება,თუ რა თქმა უნდა სხვა კლუბში პირველ ნომრობა არ მოინდომა.რაც შეეხება დავას,პსჟ სუპერ კლუბი ვერ გახდებაო,მაშინ მფლობელი ფულს უბრალოდ ჰყრიდა და იმ მოცემულობაში,ეს მართლაც ვერასოდეს მოხდებოდა,მაგრამ მფლობელი მიხვდა და გუნდის შენების კონცეფცია შეცვალა.სწორმა კონცეფციამ და შეუზღუდავმა ფინანსებმა,შედეგი მოიტანა.სწორი ორგანიზაცია და საკმარისი ფინანსები,ხომ წარმატების გასაღებია.ყოჩაღ მფლობელს,რომ შეძლო და სუპერვარსკვლავების მოწვევიდან,პერსპექტიული ფეხბურთელების დაწინაურებაზე გადავიდა და მწვრთნელს სრული თავისუფლება მისცა.ვიცით ერთმანეთის მიდგომები და რაკი ყველაფერი გარკვეული გვაქვს,რაკი შენ წესიერებაში ეჭვიც არ მეპარება,ბევრი აქ შემომსვლელისაგან განსხვავებით,საკამათოც აღარაფერი დაგვრჩენია.მით უფრო რომ საიტის დღევანდელი,ძალიან გაფუჭებული ფორმატი,ამის საშუალებას თითქმის აღარ გვაძლევს.
დავით 67
.-ს! მე არ მითქვამს რომ მათ რამე აქვთ გასაყოფი. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ პოლიტიკურ შეხედულებებს ეს შენ ძალიან კარგად იცი.(პოზიცია)ეხლა რაც შეეხება ფეხბურთს და კერძოდ მათ მეკარეობას. შევალიე და საფონოვი განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. მატვეი კი ფლამენგოსთან მართლაც მატჩის გმირი იყო,მაგრამ პენალტების მოგერიება არ ნიშნავს სტაბილურობას და ზოგადად კარგ მეკარეობას. მე პირადად ძალიან გამიკვირდა კრასნოდარიდან მისი პსჟ-ში გადასვლა. იქაც არ იყო სტაბილური. ბოლოს ნაკრებში ისეთი გოლი გაუშვა პერუსთან თუ არ ვცდები, რომ თვითონ რუსები გაგიჟებული იყვნენ. უამრავი კრიტიკა მოყვა ამას. პოლიტიკური სარჩულის მოკერებას რომ ცდილობ, როგორ მოგეწონა ფლამენგოსთან მოგების შემდეგ კომენტარები, სადაც აშკარად სჩანდა უმეტესობის ღვარძლიანი კომენტარები უკრაინაზე და ზაბარნიზე, სტატიაც იყო ზაბარნი და შევალიეს გარდა ყველანი ულოცავდნენო. ყველანი მონაწილეობდნენო მის ხელში აყვანაშიო. ამაზე რას იტყვი? გინდა არ გინდა ვერ იქნებიან ისინი მეგობრები. უბრალოდ უნდა აიტანონ ერთმანეთი რადგან საქმეს ასე სჭირდება. ხვიჩაზე გეთანხმები რომ თუ რატომაც გამოცვალა, მერე მივხვდი,როცა კომენტარი დაწერილი მქონდა. საფონოვი ისევ მეორე მეკარე იქნება და თუ დააკვირდები ძალიან ხშირად ნამეტანი წინ გამოდის, რაც სახიფათოა, თანაც ეგ ნოიერი არაა.ჩემი პროგნოზია, რომ ის მალე დატოვებს პსჟ-ს. ამბიცია მოაწვება.ჩემი პროგნოზები მართლდება ხშირ შემთხვევაში. )) ჩვენი ადრინდელი კამათი გახსოვს ალბათ რომ ამბობდი პსჟ ვერასოდეს ვერ მოიგებს ლიგასო და ფული არაფერს ნიშნავსო, ასევე სიტიზე)).
გიორგი
ვერ დაგეთანხმებით, რომ დუე და დემბელე უფრო კრეატიული იყვნენ, ვიდრე ხვიჩა. ხვიჩა თამაშობს გუნდზე და არა თავის გამოჩენისთვის. არავის არ უბრახუნებენ ფეხებში იმდენს რამდენსაც ხვიჩას. ვისაც ცოტა უთამაშია მცველად, იცის რომ თავდამსხმელი უნდა მოთოკოს მორალურად. ყველა დარტყმაზე მსაჯი არ დაიცავს. მოუკვდა პატრონი პსჟ-ს, თუ ხვიჩა დამიმტვრიეს. ამას ხედავს თავად და არ რისკავს. გარისკოს მარტო ნაკრებში. ჯანსაღი გუნდი რომ იყოს, ხვიჩას ვინც ეუხეშება, იმას ტექნიკურად ჩაარტყამენ და ისიც მოჯდება. მარსელი რომ ბურთის გამოტანის საშუალებას არ აძლევდა, შევალიემ ერთხელ სწრაფად შეიყვანა ხელით და ვიტინიამ იმის მაგივრად რომ ცარიელი ხვიჩასთვის მიეცა, დაიწყო გასწვრივ და უკან ბურთის გორება. დუემ და დემბელემ რამდენი პასი არ მისცეს ხვიჩას. ხვიჩაზე უკეთესად არავინ ხედავს მოედანს და არავინ არ გრძნობს სიტუაციას. როცა გინდს გაუჭირდა, დაბრუნდა უკან. მწვრთნელი ხედავს ამას და და ნუ დავუკარგავთ შრომას.
ვაჟა მასწავლებელი
ვინც კითხვას სვამს კვარა რატომ გამოცვალა ენრიკემ-ო, გირჩევთ ნუღარ კარგავთ დროს ფეხბურთის ყურებით და თურქულ ტელესერიალებს უყურეთ. მაინცადამაინც კომენტატორმა უნდა აგიხსნათ თქვე კაი ხალხო რა ხდება მოედანზე? - თქვენ თუ ვერ ხედავთ და ვერ ხვდებით ე.ი დროს ტყუილად კარგავთ და სიამოვნება-მღელვარებასაც ვერ მიიღებთ. თუ ვერ დაინახეთ - გიხსნით: კვარას რამდენჯერმე ისე "ბოროტად მოსდეს" მტკივან ფეხში - უფრო ადრეც კი უნდა გამოეცვალა ენრიკეს. ესაა სინამდვილე. აბაულა კვარა!

პარიზული კლუბის რიგებშიო,გასაგებად უწერიათ.ნაპოლი კი,იტალიის კლუბია და სწორედ ეგ მოაკლდა.ყურადღებით რომ წაგეკითხა,უსამართლოდ არ დაადანაშაულებდი,სტატიის ავტორს.
გიორგი-ს
რა შორს მიდიხარ? რად გვინდა დათო ყიფიანი და მესხი? აგერ გუშინაც კი დემბელემ და დუემ ითამაშეს უკეთესად. ხომ ყველა ვხედავთ რომ 2-3 კაცს ვეღარ ატყუებს ხვიჩა? მაქსიმუმ მოატყუოს ერთი, მერე იწყებს ფიქრს, ბრუნდება და გამორბის უკან ლამის იმდენს რამდენიც წინ ირბინა და უბრუნებს ბურთს მცველს. უკვე ვეღარ გაიგებ მენდეშია შემტევი თუ ხვიჩა. არადა სულ ახლო წარსულში ხვიჩას მარადონას ვადარებდით, ხომ არ გვავიწყდება? მაინც ვფიქრობ, რომ სპალეტიმ დაჩაგრა ყველაზე მეტად უკან სირბილით და გუნდურად თამაშით. იგივე არ გაუკეთა ოსიმენს, ძირითად გუნდს აღარ აკარებდა ბოლოს. რაც შეეხება დათოს, დღევანდელ ტემპს ნამდვილად ვერ გაუძლებდა. დავთვალოთ რამდენჯერ უგორებდნენ ერთ მატჩში უკან გაბელიას ბურთს, მერე ის დაწვებოდა, ადგებოდა, გაირბენდა აუჩქარებლად საჯარიმოს მეორე კუთხეში, მიაწვდიდა ვინმეს, მასაც თუ წინ წასასვლელი არ ქონდა, იგივე პროცედურას იმეორებდა.)) აი ჯერ მარტო ამ დროის განმავლობაში შეეძლოთ დათოს და ბიჭებს სულის მოთქმა. ან სად იყო მაშინ ამისთანა ტოტალური პრესინგი? 7-8 კაცი გადადის ერთდროულად, ვინ გაცლის ამოსუნთქვის საშუალებას? მაშინ მეკარესთან შენგელია თუ მიირბენდა და ისიც სიმბოლურად.)) ვოვა ნაღდად არ იკლავდა თავს, იცოდა, ტყუილად უნდა დაყლილიყო. თავის საქმეში ნამდვილად მაგრები იყვნენ, ოღონდ ის ფეხბურთი დღევანდელთან ახლოსაც ვერ მოვა.:)

ხვიჩამ წინა ტური ტრავმის გამო გამოტოვა და ამ თამაშშიც,გრძელი გარღვევა რომ გააკეთა,იმ მომენტში ტრავმა მიიღო.ამის მერე,ოდნავ კოჭლობდა და ენრიკემ აღარ გარისკა.თანაც ბარკოლასაც აძლევს სათამაშო დროს,რადგან ფორმის შენარჩუნება,ყველა წამყვან ფეხბურთელს სჭირდება.რაც შეეხება საფონოვს,პსჟში კარგად იციან,მისი შესაძლებლობები და არც შევალიე მოუყვანიათ ისე,რომ მისი კლასი არ სცოდნოდათ.ორივემ ითამაშა ფინალი და ორივემ დაადასტურა,რომ პსჟში ტყუილად არ მიიყვანეს.ამ პოლიტიკური ქვეტექსტების შემოგდებას კი,ალბათ საშველი უნდა დავაყენოთ.ზაბარნის და საფონოვს,ერთმანეთთან არაფერი აქვთ გასაყოფი,მათი ქვეყნების პოლიტიკაზე კი,გავლენის მოხდენა არც ერთს შეუძლია და არც მეორეს,ჰოდა როცა კაცს იმაზე ედავები,რისი გაკეთებაც არ შეუძლია,მაშინ უკვე შენ ხარ მის მიმართ უსამართლო.
ახალგაზრდა
რა მაგრად გასხია რა. შენნაირებმა მოგვიტანეს განახევრებული საქართველო სწორედ. სანამ არ წახვალთ არაფერი ეშველება ქვეყანას.
გიორგი
ხვიჩას რასაც ვუწუნებ, რომ ცოტას ურტყამს კარში და მეტი უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. ორივეს აქვს თავისი ფესვები და უკავშირდება სპალეტის. ნაკლები რისკი და ხვიჩაც მიეჩვია, თან სამი კაცი აზღვევს მის წინსვლას. რაც შეეხება ესტეტურობას, ახლა სხვა ფეხბურთია და მითხარით ასე ლამაზად ვინ ქმნის შედევრებს, თუ არა ხვიჩა. დავით ყიფიანი იყო და იქნება ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი, მაგრამ ცნობისთვის, სტაბილურად და პროფესორულად თამაში დაიწყო 26 წლის ასაკში.
ამბაკო
ეს თამაში ,სადაც სამართალია ,მარსელს უნდა მოეგო.მომენტებში მათი უპირატესობა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა(ზედიზედ ჩაწოდებული რამოდენიმე კუთხური და ბურთის კონტროლი,თითქმის ყვეალა ბურთზე დასწრება და სხვა).რაც შეეხება ხვიჩას,ის ,თითქოს,თანდათან კარგავს კრეატულ თვისებებს შეტევისას და იძენს მცველის უნარებს,რაც დიდად სასიამოვნო არ არის მისი გულშემატკივრებისათვის. მარტივ სიტუაციებში გულუბრყვილოდ მოქმედებს(როდესაც მარცხენა ფრთაზე კარგად გაიხსნა და პასიც მიიღო,....და- ბურთი პირდაპირ მეკარეს მიცა ხელებში.ასეთი რამ არათუ უმაღლესი კლასის პროფესიონალს,მოყვარულსაც არ ეკადრება.ბურთი ,რომ მეკარის მოქმედების არეალს უნდა აარიდო,ამას მასწავლებლები ბავშვებს,პირველ გაკვეთილზევე უნდა ასწავლიდნენ.თავისუფალ სივრჩეში გახსნილს,რომ პასს არ აძლევენ,ეს სალაპარაკოც აღარ არის,მაგრამ ,გარდა ეგოიზმისა პარტნიორების მხრიდან,აქ უნდობლობაც ხომ არ მუშაობს?( როცა ზემოთხსენებულ მომენტს გავიხსენებთ,ეს აზრიც არსებობის უფლებას იძენს).
nikas და მისნაირებს
რას ბოდიალობ ჩერჩეტო? რაღა დროს რუსეთია და რა დროს 21 წელში გაწყვეტილი ხალხი.მაშინ შენნაირ ჭკუათხელებს და მოღალატეებს იშორებდნენ,რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.კონსტანტინე გამსახურდია,ირაკლი აბაშიძე,გალაქტიონ ტაბიძე,სერგო ზაქარიაძე,აკაკი ხორავა,ვერიკო ანჯაფარიძე,ბერიტაშვილი,ვეკუა,მუსხელიშვილი და სხვა მრავალი გენიოსი და გიგანტი წარმოშვა და შექმნა იმ დრომ,რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა.ახალმა კი შენნაირებს მისცა გასაქანი და მიტომაც ვართ" გადასარევად".თავს ქართველობაზე დებ და სახელს ინგლისური ასოებით წერ.აი ეგ არის შენი დონე.
კონსერვატორი
ძალიან არაესთეტიურ ფეხბურთს თამაშობს ხვიჩა. კი ბატონო დაცვაში მაგრად ირჯება, ჯაგლაგი მცველია. მაგრამ შეტევაში აკლია ის სილამაზე და დახვეწილობა რაც თუნდაც ქინქლაძეს ჰქონდა, აღარაფერს ვამბობ ყიფიანზე და მიშა მესხზე .
კონსერვატორი
ძალიან არაესთეტიურ ფეხბურთს თამაშობს ხვიჩა. კი ბატონო დაცვაში მაგრად ირჯება, ჯაგლაგი მცველია. მაგრამ შეტევაში აკლია ის სილამაზე და დახვეწილობა რაც თუნდაც ქინქლაძეს ჰქონდა, აღარაფერს ვამბობ ყიფიანზე და მიშა მესხზე .
გიგო პაპა
აქ კითხულობთ თუ რატომ შეცვალა ენრიკემ ხვიჩა? თუ კარგად დააკვირდებოდით, ადვილი მისახვედრი იყო. ორი რამით იყო განპირობებული: ჯერ ის ერთი, რომ პირველ ტაიმში მაგრად ირბინა(ძალიან იყო მოტივირებული) და გარდა წინ პრესინგისა, უკანაც ბლომად ირბინა. ჯერ კიდევ რუბინში თამაშისას ვატყობდი რომ ხვიჩა არ 70-ის წუთზე მეტი მოთამაშე, ისიც თუ ისაჩკავებდა. აი სამაგიეროდ წინ სუპერშემტევი იყო ხოლმე ხშირად. ხომ გახსოვთ? ზოგჯერ თამაშში 10-15 ჯერაც კი ურტყამდა კარში. რამდენჯერ დაარტყა გუშინ? მგონი ერთხელ სცადა და ისიც მენდეში გაებლანდა ფეხებში. რასაც პატიობდნენ ხვიჩას, იმას ვერ აპატიებენ პსჟ-ში, იმიტომ რომ თითქმის ყველა სუპერვარსკვლავია და ყველას უნდა თავის გამოჩენა. ხომ ვნახეთ როგორ არ გაიყვანეს ერთი-ერთზე? სამაგიეროდ ხვიჩა ამუშავდა დაცვაში და სწორედ მაგიტომაც დააყენა ენრიკემ ძირითადში. ხვიჩას დაღლა უკვე ეტყობოდა პირველი ტაიმის ბოლოსვე. 55-60 წუთზე გამოსაცვლელი იყო. უყურა ბატონო ამ ჩვენმა ენრიკემ, ვერც წინ გამოიჩინა თავი, ადგა და გამოცვალა. ერთხელ აქ თქვეს, ხვიჩა თამაშის 89-ე წუთზე რო გამოეკიდა მოწინააღმდეგეს, მთელი მინდორი სდია და მაინც წაართვა ბურთიო. კი ბატონო, მაგრამ მთელი თამაში ირბინა მაგ ტემპში? ეხლა დააკირდით დემბელეს, როგორ მოძრაობს, ოსიმენის პრესინგები მახსენდება ხოლმე. ვვიტინიაზე და ნევეშზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ტიპები უბრალოდ არ ჩერდებიან. აი სწორედ ასეთ თამაშს ითხოვს ენრიკე. სულ სხვა სისწრაფეებზეა ფეხბურთი ასული. ასე რომ ხვიჩას გადასაწყეტია, ბარკოლასავით ისაჩკაოს და უკან არ ჩამოვიდეს, იღოროს ხოლმე და სამაგიეროდ წინ იყოს შედეგიანი, თუ უკანაც დაეხმაროს გუნდს და ენრიკეს ყურადღება დაიმსახუროს ძირითადის დაყენებისას. სხვათა შორის, გუნდში მაინც იგრძნობა ერთმანეთისადმი სიმპათია თუ ვინ რომელი ქვეყნიდანაა და ხვიჩაზე არ მიცემულ პასებზე ხშირად ესაც შეიმჩნევა თამაშისას. პორტუგალიურ და აფრო(ფრანგულ) დაჯგუფებებს გამოვყოფდი. მოკლედ, არ უწყობს ხვიჩას ხელს თავისი ფიზიკა და თავს ზემოთ ძალა არაა, სულ ამის თქმა მინდოდა და სიტყვა გამიმგრძელდა.

რეებს ბოდიალობ. მთვრალმა უყურე?
ivan
ხვიჩას რატომ ცვლის პირველს, თორე არ გვკიდია საფონოვი და ზაბარნი?
nika
ეჰ, ნეტა აგენტურა იყოს, ნეტა. სამწუხაროდ, საბჭოთა გამოზრდილი ხალხია, რუსზე აქვთ გონება მიბმული. 1921 წელს შემოსვლისთანავე რომ გაწყვიტეს მოაზროვნე ქართველობა, სანაცვლოდ ხომ უნდა შეევსოთ? ჰოდა ეგაა რა. ხვიჩა რომ შეცვალეს იმის მერე პსჟ-ს შეტევაში არაფერი შეუქმნია, მაგრამ ბოლოს ბარკოლას ფიზიკურობა გამოადგათ
დავით 67
ზოგმა ეიფორიაში ჩავარდნილმა გულშემატკივართა არმიამ ( არა ჯარი) ამ რამსენიმე დღეების უკან საფონოვი გააღმერთეს, ლამის იაშინს შეადარეს. შევალიე რა მეკარეაო მატვეი უნდა იყოს პირველი მეკარეო.ჰა დაგიმტკიცათ ყველა რუსმადიდებლებს თუ ვინაა პირველი? მე პირადად არაფერი პრეტენზია არ მაქვს საფონოვთან, ფლამეგოსთან მატჩის დასრულების შემდეგაც ვამბობდი, რომ ის პსჟეში N1 ვერ გახდებოდა, მაგრამ აქ აგენტურის შემოსევა იყო, არიქა რუსი რომაა იმიტომ ჩაგრავდნენო. მისი ხათრით ზაბარნის რა აღარ უწოდეს. ეს სამარცხვინო კომენტატორები, როდის უნდა მოაცილონ ტელევიზიას. ის რომ ფეხბურთის მსვლელობისას რაღაც სისულელეებს ბაზრობენ ეს ცალკე თემაა, დღეს კადრში რომ აჩვენეს ქუვეითის მაღალი იერარქიის პირი, მისი სახელის წარმოთქმის შემდეგ მას დასცინეს. ეს მოგეწონათ? მე შემრცხვა მაგათ მაგივრად. პ.ს ხვიჩა რატომ შეცვალა ენრიკემ ეს ვერ გავიგე. წაგების შემთხვევაში აუცილებლად მისი კრიტიკა იქნებოდა,რაც სრულიად შესაძლებელი იყო.
zura222
პორტუგალიურ ეპორტ ტვ1-ზე ვუყურეთამაშს და სულ სუპერთასს ამბობდნენ კომენტატორები ანუ პორტუგალიურადაც თასი თასია
321
თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი გუნდი დამტვრეული იყო და ფორმაში ეხლა შედიან ცუდი არ იყო. ზოგი ბოლომდე არ არის გამოჯანმრთელებული.
სიმართლე
ჩვენთან ტიტულების თვლა როგორც ჩანს მართლა სერიოზულად უჭირთ და კვარას 1 კალენდარულ წელში 7 ტიტული აქვს მოგებული, ხოლო 2026 წელს პირველი. ტიტულები: 1) სერია ა 2) ლიგა 1 3) საფრანგეთის თასი 4) ჩემპიონთა ლიგა 5) ევროპის სუპერ თასი 6) საკონტინენტთაშორისო თასი 7) საფრანგეთის სუპერ თასი.
სიმართლე
შარშან ამ დროს პსჟ_მ ფინალში მონაკო დაამარცხა ტანჯვით 1-0 92 წუთზე გატანილი გოლით.იმის მერე რაც მოხდა გვახსოვს.
გიორგი
ხვიჩია მარტო დგას, მცველები დაბრუნებული არ არიან და ნაბიჭვარი თანაგუნდელები ბურთს უკან აბრუნებენ. დემბელემ და დღემდე ბევრჯერ მიმართეს.
ჯიმა
არმომწონს პესეჟე, მასე ვერ გაფრინდებიან. საჭირო დროს და ადგილას არ აძლევენ კვარას პასს. ერთი 3 პასი მინიმუმ უნდა მიეცათ სადაც ერთ-ერთზე რჩებოდა.
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
კვარაცხელია ფრანგული გუნდის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილს ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "შტურმმა" "ბრანს" მოუგო
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
ფრანგული მედია. "კვარას" ტრავმაზე შიში უცბად გაქრა - ძალიან მალე დაბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
იური ტაბატაძეს მადრიდში ოპერაცია გაუკეთეს
ცნობილია, როდის დაუბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია მოედანს
"კრისტალ პალასი" მატეტას შემცვლელს "ვულვზიდან" 50 მილიონ ევროდ იმატებს
მიხეილ ვართანოვმა საქართველოდან პირველმა მიიღო ფიბა-ს მსაჯთა ინსტრუქტორის ლიცენზია
გოგლიჩიძე დიდი ალბათობით, კარიერას ინგლისში გააგრძელებს
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - რა გააკეთა ტიბო კურტუამ "რეალის" მარცხის შემდეგ?
[VIDEOS] ბითაძეს სათამაშო დრო აღარ ეძლევა, მამუკელაშვილის სამი დაფარება "ნიუ იორკ ნიქსთან"
ახალი კონტრაქტი ფერმინს - ლოპესს "ბარსელონაში" დარჩენა უნდა
კვარაცხელია ფრანგული გუნდის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი და ტრავმა - პსჟ "ნიუკასლს" ფრედ ეთამაშა და პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე: იმედია, ვცდები და ტესტების შედეგად კარგ სიახლეს შევიტყობ
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
[VIDEO] "პსჟ-ისთან თამაშის შემდეგ, ვიტირე" - "მარსელის" მწვრთნელი სუპერთასის შეხვედრაზე
ცნობილია, როდის დაუბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია მოედანს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
ფრანგული მედია. "კვარას" ტრავმაზე შიში უცბად გაქრა - ძალიან მალე დაბრუნდება
რატომ ათამაშეს "ნიუკასლთან" შევალიეს ნაცვლად საფონოვი - ფრანგი ჟურნალისტი განმარტავს
დათხოვნის დიდი რისკის ქვეშ - დე ძერბი შესაძლოა, "მარსელიდან" გაუშვან
"მარსელმა" "ლანსს" სძლია - პსჟ-მ ლიდერობა შეინარჩუნა