საქართველოს ნაკრების 24 წლის ფორვარდი გიორგი გულიაშვილი ბოსნიური "სარაევოდან" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ლიდერ "რასინგში" გადავიდა და გუშინ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ჩვენებურმა ხელი 3,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების საფასურმა 2,5 მილიონი ევრო შეადგინა.

"რასინგი" ახალი თავდამსხმელის დამატების საჭიროების წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 8 გოლის შემგდები 20 წლის ეკვადორელი ფორვარდი ჯერემი არევალო 7 მილიონ ევროდ "შტუტგარტში" გაასხვისა.

ასევე ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთ ლიდერმა 28 წლის ფორვარდმა ასიერ ვილალიბრე, რომელიც ანდრეს მარტინთან ერთად 10 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სანტანდერელებს ახალი ფორვარდი ესაჭიროებოდათ და ქართველის ტრანსფერი განახორციელეს. "რასინგი" დღეს ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურში "სარაგოსას" მიიღებს, მაგრამ დღეს გულიაშვილის დებიუტი არ შედგება.

სავარაუდოდ, ჩვენებური პირველ წუთებს ესპანეთის თასის 1/8-ფინალში მიიღებს, სადაც მისი ახალი კლუბი საკუთარ მოედანზე 16 იანვარს "ბარსელონას" უნდა დაუპირისპირდეს.

შეხსენებისთვის, "რასინგი" ლა ლიგა 2-ს 38 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან "ლას პალმასს" 1 ქულით უსწრებს.

რასინგი დღეის მდგომარეობით,პირველ ადგილზეა,თუმცა ბოლო სამ ტურში,მხოლოდ სამ ფრეს მიაღწია და წინსვლის ტემპი შეუნელდა.დღეს სარაგოსას ხვდება,რომელიც ბოლო ადგილზეა და შესაძლოა მათთან გაძლიერების გარეშეც შეძლონ,ფონს გასვლა,მაგრამ თუ თამაში კარგად აეწყო,არ გამოვრიცხავ,მატჩის ბოლოს,ისიც შეუშვან მოედანზე.ზედიზედ სამი ვერ მოგებული თამაში,ორი დაკარგული ბომბარდირის გათვალისწინებით,გიორგის სასწრაფოდ გუნდში ჩართვის აუცილებლობას აიძულებს,გუნდის ხელმძღვანელობას.ბარსელონასთან კი,რა თქმა უნდა მაქსიმალურ დროს მისცემენ,გუნდთან სასწრაფო ადაპტაციის მისაღწევად.გიორგი უკვე კაი ხანია,რაც უცხოეთში თამაშობს და ინგლისური ენა ალბათ უკვე კარგად იცის,მაგრამ თუ ესპანურიც ცოტათი მაინც აქვს ნასწავლი,საქმე ძალიან გაუადვილდება.წარმატებებს ვუსურვებ და დიდი იმედი მაქვს,რომ მისი გუნდი,ლა ლიგისაკენ გაიკვალავს გზას.
[VIDEO] მიქაუტაძეს ულამაზეს გოლამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალის" ფრე 4 წაგების შემდეგ
ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "სუონსისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონე" ბოლო წუთზე გატანილი გოლით "ვირტუს ენტელასთან" წაგებას გადაურჩა
ქალთა ნაკრებმა იანვრის შეკრება დაასრულა
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
თსუ-მ ზესტაფონში მარგვეთს მოუგო და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა
"ლანსმა" "ჰავრი" დაამარცხა და გალიდერდა
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "ნიურნბერგმა" "პროისენს" ვერ მოუგო
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
15-ქალა | ისტორია ხორვატიით გრძელდება
ევროპის ლიგაზე პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს
"ლივერპული" ფეხბურთელებს სწორედ ამ გეგმით იმატებს" - არნე სლოტი მისი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
გულიაშვილის "სარაევომ" ახალი მწვრთნელი დანიშნა და ცნობილი ფეხბურთელი მიიყვანა - ქართველი თავად შესაძლოა, წავიდეს
შეთანხმებასთან ძალიან ახლოს - გულიაშვილი შვედეთის 12-გზის ჩემპიონ გუნდში გადადის
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა, "რასინგმა" "რიასორზე" გაიმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
[VIDEO] საგოლე პასების ჰეთ თრიკი - გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში!
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
[VIDEO] "სარაევოს" საკუთარი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მოედნიდან პოლიციამ გაიყვანა