საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს.

მსოფლიო რაგბმა 2026 წელს საქართველოში - თბილისსა და ქუთაისში გასამართი ჩემპიონატის დეტალები დაამტკიცა. მოგეხსენებათ, ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა და პირველად 2009 წლის შემდეგ, მასში კვლავ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შეიცვალა ჩემპიონატის სახელიც და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნაცვლად, მას ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ეწოდა.

განთესვის შედეგად ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა; ჯგუფის მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას; მესამეადგილოსნები მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებენ; ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები მე-13-მე-16 ადგილებისთვის ითამაშებენ.

ა და გ ჯგუფის თამაშები თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ჩატარდება, ხოლო ბ და დ ჯგუფის შეხვედრებს ქუთაისი, „აია არენა“ უმასპინძლებს. ფლეი ოფები ორ დღეზე იქნება განაწილებული, ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები კი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 27 ივნისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო სამივე თამაშს „ავჭალაზე“ გამართავს - 27 ივნისს უელსთან 18 საათზე; 2 ივლისს 20:30 საათზე სამხრეთ აფრიკასთან და 7 ივლისს 20:30 საათზე ურუგვაისთან. ნახევარფინალები 12-13 ივლისსაა ჩანიშნული, ხოლო ფინალური თამაშები 17-18 ივლისს შედგება.

შეგახსენებთ, საქართველომ 20-წლამდელთა ჩემპიონატს პირველად 2017 წელს უმასპინძლა და მან მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება მიიღო.

„მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი - მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, ახალი, თამამი ფორმატით. მონაწილეთა რაოდენობის 16-მდე გაზრდა იმის დასტურია, რომ გვსურს რაგბი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო პოპულარული გავხადოთ და უფრო მეტ ახალგაზრდა მოთამაშეს მივცეთ განვითარების შესაძლებლობა“.

„საქართველომ ერთხელ უკვე დაამტკიცა, რომ ტურნირების მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია და ახლაც მოუთმენლად ველით მასთან თანამშრომლობას, რათა ჩავატაროთ მსოფლიო დონის ჩემპიონატი“ - განაცხადა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბრეტ რობინსონმა.

„სიხარულით და სიამაყით ველოდებით ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში, რომელიც ახალი ფორმატით გაიმართება. ამ პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა თბილისსა და ქუთაისში, სამ ფანტასტიურ სტადიონზე, პრივილეგიაა ჩვენი სარაგბო ერისთვის. მზად ვართ უმაღლესი დონის თამაშებისთვის, რომელიც გულშემატკივარს მრავალი წლის განმავლობაში ემახსოვრება“ - აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ.

2026 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი პირველი საერთაშორისო ტურნირი იქნება, სადაც გამოიყენება ბოჭვის დაწევის მეთოდიკა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს თავთან კონტაქტის ალბათობა. ეს ინიციატივა მოთამაშეთა უსაფრთხოებითაა ნაკარნახები და ის წარმატებით დაინერგა შიდა ჩემპიონატებში.

Rugby.ge

გიორგი
მეორე ადგილი სავსებით რეალურია. მგონი ყველაზე უკეთესი ჯგუფია. მართალია, მართალია მერჩივნა პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან, მაგრამ ეს მეტისმეტი იქნება. წარმატებები!!!
alexandre
2026 წელს წარმატებები ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს! მინიმუმ მეორე ადგილი ჯგუფში, თუმცა, ნამდვილად რთული ამოცანაა. მაგრამ, ნამდვილი ლომები გვეზრდება და ყვრლაფერს დადებენ ხალხის გასახარად!
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
სრული სიგიჟე - იამალის სანაცვლოდ წარმოუდგენელ თანხას იხდიან
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია