ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ ოქროს მედალი მოიპოვა! აღსანიშნავია, რომ ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში საქართველომ ოქროს მედალი ისტორიაში პირველად მოიპოვა

უმაღლეს დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე 91.28 ქულით პირველ ადგილზე გახლდათ. თავისუფალ პროგრამაში კი 181.72 დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა, ტურნირზე მეორე ადგილზე იტალიელი მატეო რიცო გავიდა, მესამე ადგილი კი ჩეხმა გეორგი რეშტენკომ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ შეფილდში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.

მოგვიანებით რიტმულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წევრები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი თავისუფალ პროგრამას წარადგენენ.

ყოჩაღ ნიკა!
ბრწყინვალე შესრულება! მაგრად ვისიამოვნეთ! დიდი მადლობა შენ და შენს მეწყვილეს ანასტასიას! დაე სულ ასეთი წარმატებები ქონებოდეს საქართველოს!!!!!!!!!!
ენძო
ფანტასტიური შესრულება! ვინმეს ხტომებზე ასე თუ ვინერვიულებდი ვერ წარმოვიდგენდი.როგორც კი პირველი რთული ილეთი შეასრულა ნიკა ეტყობა დამშვიდდა და ცეკვა დაიწყო.ცეკვა როგორ შეგვიძლია ქართველებს მთელმა მსოფლიომ იცის.ჰოდა ასე, "როკვაში განფენილმა გენიამ"ოქროსფრად შეღება საქართველოს თოვლიანი ცა.გენაცვალე ნიკა!შენი მწვრთნელი თუთბერიძე კი არა,"ჯადოქრიძე"ყოფილა!
Porto
ქართველები ჩვენი გონიერებით, შრომით, ბრძოლით და ნიჭით ყველაფერს მივაღწევთ!! ყველაფერი დაგეგმილია დაელოდეთ მოვლენების განვითარებას!!! დიდება უფალს!!!! საქართველოს გაუმარჯოს!!!!!!!
S.K.K.
ფიგურულ სრიალში ყოველთვის გვქონდა ტრადიციები (მაგ. ქალები) მაგრამ მსგავსი მიღწევა... ბრავო!
გიორგი
ბერძნები რომ დავამარცხეთ,იმის შემდეგ ამხელა სიხარული არ განმიცდია.ბრავო ნიკა და უდიდესი მადლობა!
გოგა
ეს არის სასწაული, გადაჭარბების გარეშე. ადგილობრივი კადრებით ასეთი შედეგების მიღწევა ბევრად განვითარებულ ქვეყნებს არ შეუძლიათ. მსგავსი სიტუაციაა ფარიკაობაში. დიდება ქართულ სპორტს.
ვისაც გეწყინათ ცივი წყალი დალიეთ
გუშინ დავწერე რომ პირველი ოქრო მხოლოდ ჟურნალი იყოდა კინო წინ გველოდა ხოდა აგერ ბატონო ქე გადავფხლიწეთ ეგ ყინული მთელ ევროპას თავზე.ნიკა ეგაძე + ეთერ თუთბერიძე=ოქროს.ასეა ეს.
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
აფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ფაბრიციო რომანო დემბელეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე
მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ