ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის ბოლო, მერვე ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლს“ დაუზავდა (1:1), რვა საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა და მერვედფინალში გასასვლელად პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.

დებიუტში ბარკოლას შეტევისას საჯარიმოში ბურთი ხელზე მაილის მოხვდა, მაგრამ დემბელეს შესრულებული პენალტი პოუპმა მოიგერია. თუმცა, მალე კვარაცხელიას პასით მასპინძლები ვიტინიამ დააწინაურა. პარიზელები სრულად დომინირებდნენ, დემბელეს და ხვიჩას დარტყმულებმა შედეგი ვერ გამოიღო. მეოცე წუთზე ელანგა „კვარას“ ეუხეშა, ქართველმა მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და დუემ შეცვალა. აქედან მოყოლებული ტემპი დაეცა, სტუმრებმა კი ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ანგარიში გაათანაბრეს.

„პარი სენ ჟერმენი“ მეორე ტაიმშიც ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მათ იერიშებს სიმწვავე აკლდა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ბარკოლას ნაცვლად მოედანზე რამუში შეუშვა. თამაში თანდათან გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, კარგი შანსები „ნიუკასლმა“ ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

პსჟ 11 ქულით მეთერთმეტე ადგილზე გავიდა და 1/16-ფინალში "მონაკოს" ან "ყარაბაღს" დაუპირისპირდება.

იმედია, კვარაცხელია სერიოზულად არ დაშავებულა და მალე დაბრუნდება მოედანზე. მან“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გაკეთა.

პსჟ მომდევნო მატჩს 1-ელ თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მეოცე ტურში გასვლაზე „სტრასბურგს“ დაუპირისპირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ნიუკასლი 1:1

გოლები: 1:0 ვიტინი (8), 1:1 უილოკი (45+2)

გამოუყენებელი პენალტი: დემბელე (4, პსჟ)

ენძო
მაგარი ხარ კვარა,მაგარი!შენ ᲛᲐᲒ გუნდში დიდხანს არ გაგაჩერებენ!
[VIDEO] ხვიჩამ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი და ვიტინიას ულამაზესი გოლი - პსჟ "ნიუკასლს" ამარცხებს
ლუის ენრიკემ "ნიუკასლთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა
მამაცაშვილი კარიერას "ჟალგირისში" გააგრძელებს
Le Parisien: დემბელე და კვარაცხელია გარანტირებული ადგილით სასტარტოში და სწრაფი შეტევებით "ნიუკასლთან"
ინსინიემ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
ქვილითაიამ "არისი" დატოვა
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
ლუის ენრიკე "ნიუკასლთან" წაგებაზე ერთი პირობით თანახმაა - რა თქვა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე?
შესანიშნავი გამონათება ნისლიან "სენტ-ეტიენში" - დავითაშვილი ბრუნდება
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
ახალი კონტრაქტი ფერმინს - ლოპესს "ბარსელონაში" დარჩენა უნდა
პროფესიონალური კონტრაქტი მარსელოს შვილს - "რეალი" მას პერსპექტიულ ფეხბურთელად განიხილავს
კოტნრაქტის გაწყვეტასთან ახლოს - ქვილითაია "პადერბრონს" უახლოვდება
"ის გრძელვადიანი პროექტის გამორჩეული წევრია" - როსენიორმა პალმერის წასვლა გამორიცხა
მატეტა "ნოტინგემში", "კრისტალ პალასი" ნორვეგიელ ფორვარდს უმიზნებს - პრემიერ ლიგაში ფორვარდები გუნდის შეცვლასთან ახლოს არიან
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
ხვიჩა და პსჟ "ნიუკასლთან" მოსაგებად! - ბოლო ტური ლიგის ფაზაზე
ლუის ენრიკემ "ნიუკასლთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი და ვიტინიას ულამაზესი გოლი - პსჟ "ნიუკასლს" ამარცხებს
[VIDEO] ხვიჩამ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
ლუის ენრიკე "ნიუკასლთან" წაგებაზე ერთი პირობით თანახმაა - რა თქვა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე?
Le Parisien: დემბელე და კვარაცხელია გარანტირებული ადგილით სასტარტოში და სწრაფი შეტევებით "ნიუკასლთან"
Le Parisien-მა ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ენრიკეს პარიზულ მომავალზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა
პსჟ-ისთან ერთად ლიგა 1-ის 5 გზის გამარჯვებული ინდონეზიურ კლუბში გადავიდა
პსჟ შეიძლება ერთ-ერთი მთავარი ლიდერის გარეშე დარჩეს
რა ხდება პსჟ-ში უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ - ხვიჩამ ივარჯიშა, ტრავმირებულები დაბრუნდნენ, დრო დაიმატეს
ხვიჩა და პსჟ "ნიუკასლთან" მოსაგებად! - ბოლო ტური ლიგის ფაზაზე