საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა RMC Sport-თან ინტერვიუში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. მოგეხსენებათ, ფრანგმა იტალიელს თავი მკერდის არეში ჩაარტყა, რის შემდეგაც წითელი ბარათი მიიღო, საფრანგეთი კი პენალტების სერიაში დამარცხდა.

სანიოლის თქმით, იგი მომხდარის შემდეგ ზიდანზე გაბრაზებული იყო, მათ შორის უთანხმოება კი ვილის ცოლმა მოაგვარა, რომელმაც სანიოლს ზიდანის ქორწილში მოპატიჟება აიძულა.

"როცა თავი ჩაარტყა, ძალიან გავბრაზდი. წაგებული ფინალის შემდეგ გასახდელში შედიხარ და არაფერი გესმის... ერთ მომენტში ვიღაც ბიჭი ბოდიშს იხდის, მაგრამ არ უსმენ, რადგან იმ მომენტში საშინლად იმედგაცრუებული ხარ... ამ თემაზე მეტად საუბარი და დებატებში შესვლა აღარ მსურს.

იმ მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა ნამდვილად მოახდინა, რადგან ორი წლის განმავლობაში ურთიერთობა არ გვქონია. ერთხელ ჩემმა მეუღლემ მითხრა: "რატომ არ გინდა, რომ ზიდანი ჩვენს ქორწილში დავპატიჟოთ?". იმ მომენტში ვიფიქრე: "ეს უბრალოდ ფეხბურთია და ის ოცნებაც წარსულს ჩაბარდა...". დავურეკე, მოწვევა გავუგზავნე და ისიც დამთანხმდა. შესანიშნავი გრძნობა იყო, როცა ქორწილში ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გვერდით მყავდა", - გაიხსენა სანიოლმა.

შეგახსენებთ, სანიოლმა ფეხბურთელის კარიერა 2008 წელს დაასრულა.

Gurulo
ჟორიკას....გეტყობა მაგარი კაცური კაცი ხარ!!!!!!!:))
დიმიტრი
ადრე დედის შეგინებაზე კაცს კაცი მოუკლავს და დახვრეტის მუხლიც აუკიდებია. რა, უგუნური იყო? აფექტურ მგდომარეობაში კაცი ვერ აზროვნებს.
minadora
ერთ ჩემპიონობად ის თავური ღირდა. არაკაცები დაეპატრონენ ყველა სფეროს და არაკაცური აზრების გამოფენაა ყველგან. ზიდანი კაცია!
ჟორა გაბრიჭიძე
ყოველთვის ვწერდი და ახლაც დავწერ, რომ ზიდანს საქვეყნო და პირადი ერთმანეთში აერია. როცა ზურგზე საფრანგეთი გაწერია და ქვეყნის ემბლემით გაქვს მაისური დამშვენებული, შენ მაშინ ზიდანი კი არა, საფრანგეთი ხარ. ბევრი რეგვენი ამართლებს ზიდანს, რომელმაც ქვეყანა და ის მეგობრები დააზარალა და დააღალატა, რომ- ლებმაც 4 წელი ფუთობით ოფლი ღვარეს ჩემპიონობისთვის. უგნურო, შემ უფლება გაქვს შენი გაწირო, მაგრამ ქვეყნის, ამდენი ფეხბურთელის და ასობით მილიონი გულშემატკივრის გაწირვის უფლება ვინ მოგცა?
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
მხარი დავუჭიროთ ხვიჩას - UEFA-ს გამოკითხვაში კვარაცხელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
კვარაცხელია: შეცვლაზე შესვლა ძნელია - ამოცანას თავი გავართვი
[VIDEO] ხვიჩას რა უნდა სკამზე? - შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ პსჟ-ს "ჩელსისთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
"საპასუხო მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს" - "ლივერპულის" ქომაგები გიორგის მადლობას უხდიან
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
ზიდანმა განმარტა, რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
"სამწვრთნელო საქმიანობას მალე დავუბრუნდები" - ზინედინ ზიდანი