"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2029 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის Spotify Camp Nou-ზე გამართვა სურს და UEFA-ს წინადადებას მალე წარუდგენს.

არენა 2023 წლის ზაფხულიდან რეკონსტრუქციის პროცესშია და სამუშაოების დასრულების შემდეგ მისი ტევადობა 105 000 მაყურებელამდე გაიზარდა.

კლუბმა, ბარსელონას საქალაქო საბჭოსთან და კატალონიის მთავრობასთან ერთად, უკვე წარადგინა სავალდებულო საწყისი დოკუმენტაციის პაკეტი, რომელიც საჭიროა UEFA-ს მიერ შეფასების პროცედურის დასაწყებად დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად. ინიციატივას ასევე მხარს უჭერს ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია.

პროცესი ამჟამად წინასწარი ანალიზის ეტაპზეა და საბოლოო კანდიდატურის ფორმალიზება და სრული დოსიეს წარდგენა ყველა საჭირო დოკუმენტაციით 2026 წლის ივნისის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.

Spotify Camp Nou-ს ლონდონის "უემბლის" სახით ერთადერთი კონკურენტი ეყოლება. აქვე გეტყვით, რომ 2026 წელს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი 30 მაისს ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" გაიმართება, ხოლო 2027 წლის ფინალი მადრიდში, "მეტროპოლიტანოს" სტადიონზე შედგება. 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ჯერ არ გადაწყვეტილა.

ისევ ტრუბინი და მოურინიო - "რეალს" კენჭისყრაზე არ გაუმართლა?
რატომ ათამაშეს "ნიუკასლთან" შევალიეს ნაცვლად საფონოვი - ფრანგი ჟურნალისტი განმარტავს
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
სრული სიგიჟე - იამალის სანაცვლოდ წარმოუდგენელ თანხას იხდიან
საბჭო ინფანტინოს არ დაეთანხმება - რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებენ
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
[VIDEO] "ჩაყვინთა" - ლაპორტამ "რეალს" დასცინა და მომხდარი გაასცენარა
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
მერვე ტრანსფერი "ბარსელონადან" - პსჟ კატალონიური გრანდიდან აქტიურად მარაგდება
სრული სიგიჟე - იამალის სანაცვლოდ წარმოუდგენელ თანხას იხდიან
ახალი კონტრაქტი ფერმინს - ლოპესს "ბარსელონაში" დარჩენა უნდა
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა