ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან

7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან

გასული კვირის მიწურულს, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრების კანდიდატები შეიკრიბნენ. მათ ნუტრიციის ქოუჩი სანდრო ნოზაძე შეხვდა და პროფესიულ განვითარებასა და მაღალ მიღწევებში, ნუტრიციის, ჩვევების და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სანდრო ნოზაძემ ნუტრიციის მიმართულებით კანადური აკადემია „ფრისიჟენ ნუტრიშენი“ (Precision Nutrition) დაამთავრა, რომელიც სპორტული ნუტრიციისა და ვარჯიშის მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოა, რის შემდეგაც ამავე აკადემიაში გაიარა მეორე დონის სასერტიფიკაციო კურსი - „ძილი, სტრესის მართვა და აღდგენა“, რომელიც ერთადერთია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„7 წელია ამ თემით ვარ დაკავებული. კვების რაციონის გარდა ჩემს პრაქტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად კვებით ჩვევებს/ფსიქოლოგიას და ჯანმრთელობის ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ძილი, აღდგენა, სტრესის მართვა, მოძრაობა და ა.შ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და შესაბამისად, ამ ორი მიმართულების ინტეგრირებით ვეხმარები სპორტსმენებს (და არა მარტო სპორტსმენებს) მიღწევების გაუმჯობესებაში“ - ამბობს სანდრო ნოზაძე და განაგრძობს:

„ჩვენ გვაქვს ბიოლოგიური მანქანა, ჩვენი ორგანიზმი, რომელსაც ვერასდროს გამოვცვლით და ამიტომ მას განსაკუთრებით უნდა მოვუაროთ, რათა დიდხანს ვაკეთოთ საყვარელი საქმე და ვიყოთ მაქსიმალურად პროდუქტიულები. ეს ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს და სწორედ ამაში გვეხმარება სწორი კვება, ძილი და სხვა ქმედებები. ამის შესრულება არც ისე რთულია და ძირითადი კომპონენტების დაცვით, სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია“.

„და თუ ვინმემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ზემოთ ნახსენებ კომპონენტებს, ესენი არიან სპორტსმენები, რომლებიც ორგანიზმს სულ სხვა მოთხოვნებს უყენებენ და განსაკუთრებული სტრესის ქვეშ ამყოფებენ: მუდმივი ვარჯიში, თამაშები, სასაათე სარტყელის ცვლილება, კლიმატის ცვლილება - ეს ყველაფერი აისახება მათ ორგანიზმზე და სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის განუხრელი დაცვა აისახება მათ კარიერაზე“.

„ახალგაზრდა ორგანიზმი უფრო ბევრს იტანს და შესაძლოა, ბევრმა მათგანმა ვერ გაითავისოს ამ დეტალების მნიშვნელობა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ არც ერთმა ახალგაზრდამ არ იცის რა არის მისი ორგანიზმის მაქსიმუმი. ამ ძირითადი ჯანმრთელობის კომპონენტებზე ყურადღების მიქცევით კი, შესაძლებელი ხდება ზედა ზღვრის კიდევ უფრო მაღლა აწევა,სტაბილურობის შენარჩუნება და ტრავმებისგან თავის არიდება“.

„არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლისთვისაც სწორ კვებას, ძილს და ა.შ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ადრე თუ გვიან, დაახლოებით 30-40 წლის შუალედში, ყველა სპორტსმენი ასრულებს კარიერას და მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ორგანიზმის შენარჩუნება. ჩვენ არ გვინდა მორაგბე, რომელიც სპორტს „თავს შეაკლავს“ და მისი დასრულების შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ექნება“.

სასარგებლო სემინარი მოთამაშეებისთვის

სანდრო ნოზაძეს ბორჯღალოსნებსა და 7-ქალას წევრებთან ადრეც ჩაუტარებია ნუტრიციასთან დაკავშირებული ტრენინგები, ამჯერად კი 7-კაცას ეროვნული ნაკრების მორაგბეებს შეხვდა და მათთან უფრო ფართო სპექტრით ისაუბრა.

„სპორტის სახეობებს შორის, 7-კაცა ყველაზე ინტენსიური და დინამიკური გუნდური სახეობაა და ამიტომ, მათ ყველაზე მეტად მოეთხოვებათ ამ კომპონენტების დაცვა. სემინარის ძირითადი მიზანი იყო გაგვეცნო ეროვნული ნაკრების წევრებისთვის ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტული კვების ფუნდამენტები, რაც მათ დაეხმარებათ სტაბილურ თამაშში, უკეთეს აღდგენაში, ტრავმების პრევენციაში და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ასევე აღმოეჩინათ და შემდგომში აღმოფხვრან ის შემზღუდავი ფაქტორები, რაც უკეთესი პერფორმანსის წარმოჩენაში დაეხმარებათ“.

„სპორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, პრობლემის გადაჭრა იწყება პრობლემის იდენტიფიცირებით. ძალიან ხშირად ჩვენ არასწორ პრობლემას „ვმკურნალობთ“ და ამიტომ, ჩემს პრაქტიკაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა საბაზისო შეფასებას“.

„ამ მიზნით 44 მოთამაშეს წინდაწინ დაურიგდა ინდივიდუალური კითხვარი, რომელშიც შედიოდა ფაქტობრივად ყველა კომპონენტი: რა პროდუქტებს იღებენ, როგორ სძინავთ, რა დროს ატარებენ გაჯეტებთან, რამდენად კარგად იღებენ წყალს, იღებენ თუ არა დანამატს და ა.შ. კითხვარში იყო ყველა ის კომპონენტი, რომელიც სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია“.

„მოთამაშეთა პასუხების მიხედვით ჩავატარე კომპლექსური ანალიზი და სემინარი ამ ანალიზის პრეზენტაციით დავიწყე, რათა საუბარი ყოფილიყო კონკრეტულ პრობლემებზე ორიენტირებული და არა ზოგადი. შედეგად, ყველა მათგანმა დაინახა რა არის რეალური პრობლემები. პროცენტულობიდან გამომდინარე გამოვარჩიეთ 5-6 ტოპ-პრობლემა, როგორიცაა საკვების მომზადება, საკვების მიღების სიჩქარე და აღმოჩნდა, რომ მოთამაშეთა დაახლოებით 1/4 ძალიან ჩქარა იღებს საკვებს, რაც ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი“.

„დიდმა ნაწილმა არ იცოდა რა უნდა ეჭამათ და რა რაოდენობით. ასევე გავაანალიზეთ: რამდენი მათგანი იღებს წყალს დილით უზმოზე, რაც მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმისთვის; რამდენი მათგანი იღებს დანამატებს და რომლებს; რა სახის ვიტამინები და მინერალები აკლია მათ ორგანიზმს საკვები რაციონიდან გამომდინარე“.

„დიდი დრო დავუთმეთ ჩვევებს. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ გაჯეტებზე, რაც მთელი მსოფლიოს პრობლემაა. გაჯეტებთან ურთიერთობით დიდ დროს ვაკლებთ ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეებს, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს ჩვენს კარიერაზე“.

„ვისაუბრეთ სპორტული კვების ძირითად კომპონენტებზე, მაკრო (ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი) და მიკრო (ვიტამინი და მინერალი) ელემენტებზე, თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე, საუკეთესო წყაროებზე მათ მისაღებად. სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებით ავხსენი, თუ რა უპირატესობები აქვს კვების სიჩქარის შენელებას და როგორ შეიძლება ამის მიღწევა. ხაზი გავუსვი, რომ სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, დღის დაგეგმვა გვეხმარება სწორ კვებასა და მისი სიჩქარის შენელებაში“.

„ბევრი ვისაუბრეთ წყლის მიღების მნიშვნელობაზე. ყველამ ვიცით, რომ ადამიანის ორგანიზმის 70% წყალია, თუმცა ბევრისთვის სიახლე აღმოჩნდა ის, რომ ერთი შეხედვით ადამიანის ორგანიზმის თითქოს ყველაზე მშრალი ორგანო - ძვალი, 25%-ით წყლისგან შედგება. ვისაუბრეთ რა რაოდენობით და დღის რა პერიოდში სჯობს წყლის მიღება. წყლის დღიური დოზა უმჯობესია მივიღოთ გაღვიძებიდან 10 საათის განმავლობაში, რათა მერე ძილთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგვექმნას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთი კომპონენტის გაუმჯობესებით,შესაძლოა სხვა ჯანმრთელობის კომპონენტი ბუნებრივად გამოსწორდეს“.

„გვქონდა ძილთან დაკავშირებული პრეზენტაცია. ავხსენი ძილის ფაზები და ვისაუბრე მათ მნიშვნელობაზე. ყველა მათგანს თავისი დატვირთვა აქვს: ზოგიერთ ფაზას ორგანიზმიდან „ნაგავი გამოაქვს“, ზოგი მეხსიერებაში დღის განმავლობაში დაგროვილი სასარგებლო ინფორმაციის დატოვებაში გვეხმარება. ძილი ასევე ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ახალი მოძრაობებისა და ტექნიკის დახვეწის სწავლების კუთხით. ასევე ვისაუბრეთ ძილის გამოსწორების საშუალებებზე. მოთამაშეებს მივეცი 12 მარტივი რჩევა, რომლებიც ადამიანს ძილის გამოსწორებაში ეხმარება და პრაქტიკაშია აპრობირებული. ძილის დარეგულირება იწყება გაღვიძებიდან. ჩვენ თუ გვაქვს საშუალება რომ დილით 5-10 წუთით გავხედოთ მზეს, ამით ჩვენს ბიოლოგიურ საათს ძლიერ სიგნალს გავუგზავნით და დაახლოებით 15 საათში გამომუშავდება მელატონინი, რაც დაძინებაში გვეხმარება. ასევე ვისაუბრეთ ოთახის ჩაბნელებასა და ტემპერატურის მნიშვნელობაზე, სუნთქვით ვარჯიშებზე“.

„მოთამაშეებს ვესაუბრე სისხლის ანალიზის მნიშვნელობაზე და კონკრეტულ სისხლის ანალიზებზე, რომელიც სპორტულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არსებობს სანდო კვლევები, რომლის მიხედვითაც D ვიტამინის დანაკლისი და/ან დეფიციტი ზრდის იოგების და ძვალ/სახსროვანი ტრავმების ალბათობას. ვისაუბრეთ შესაბამის პროტოკოლზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა ვიტამინების და მინერალების შევსება, რათა ორგანიზმმა ოპტიმალურად იფუნქციონიროს“.

„სულ ბოლოს გვქონდა ერთგვარი ქვიზი. მოთამაშეებს დავუსვით 14 შეკითხვა 4 სავარაუდო პასუხით და ამ სახალისო აქტივობით მოხდა მათი ცოდნის შეფასება. გამოვავლინეთ სამი საუკეთესო და საჩუქრად გადავეცით წიგნები. მთლიანობაში, შემიძლია ვთქვა, რომ მოთამაშეებს ამ დღის შემდეგ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია დარჩათ მეხსიერებაში, რასაც შემდგომში პრაქტიკაში გამოიყენებენ“.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს და 7-კაცა ნაკრებს ამ შესაძლებლობისთვის. სპორტის სახეობებიდან რაგბი ჩემთვის ნომერი პირველი სპორტია და თუ იქნება მზადყოფნა, მოხარული ვიქნები სხვა გუნდებთანაც გავმართო მსგავსი სემინარები“.

ქოუჩი!კარტული აგარ გეკერკებატ?!

[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"

7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან

"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?

"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს

ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა

დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს

ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა

ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა

MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს

დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს

"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა

საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს

[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა

[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან

თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს

გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა

"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა

"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა

თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა