მომავალი ორი კვირის განმავლობაში, 8 ქართველი მსაჯი ევროპაში გაემგზავრება და ქართულ სამსაჯო გუნდებად, რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და 20-წლამდელთა ექვსი ერის შეხვედრებზე იმუშავებს.

15 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში რუმინეთი ბელგიას იასიში, „ემილ ალექსანდრესკუს“ 11-ათასიან სტადიონზე უმასპინძლებს. თამაშს ოთხი ქართველი მსაჯი მოემსახურება. მოედნის მსაჯი საბა აბულაშვილი იქნება და მას კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და შოთი ცაგარეიშვილი დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი სოსო ჯაფარიძე იქნება.

21 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია გერმანიას მონსში, „სტეიდ შარლ ტონდროზე“ დაუხვდება, რომელიც 8 ათას მაყურებელს იტევს და აქ ჩვენი ქვეყანა სამი მსაჯით იქნება წარმოდგენილი - რეფერი შოთა თევზაძეა, რომელსაც კიდეებიდან შოთი ცაგარეიშვილი და კახა გელოზია დაეხმარებიან.

ასევე 21 თებერვალს, 20-წლამდელთა ექვს ერზე საფრანგეთი იტალიას ლილში, „სტად ნორდზე“ მასპინძლობს, რომელიც 18 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. შეხვედრას ქართველი მსაჯებით დაკომპლექტებული გუნდი მოემსახურება. მოედნის მსაჯი საბა მახარაძეა, რომელსაც კიდეებიდან საბა აბულაშვილი და მარიამ გოგუაძე დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი სოსო ჯაფარიძეა.

20-22 თებერვალი სარაგბო მოვლენებით საქართველოშიც დატვირთული იქნება. მოგეხსენებათ, რაგბი ევროპის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველო ესპანეთს 21 თებერვალს „ავჭალაზე“ უმასპინძლებს, 22 თებერვალს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს რუსთავში მიიღებს, ხოლო 20 (სამი) და 22 (ორი) თებერვალს დიდი 10-ის მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართება.

მსაჯთა ასეთი გადინების ფონზე, 20-22 თებერვალს საქართველოში საერთაშორისო კატეგორიის მოლდოველი მსაჯი ეუგენიუ პროკოპი ჩამოდის. წლევანდელ რაგბი ევროპის სუპერ თასზე ის მოედნის მსაჯი ორ შეხვედრაში იყო - ჯგუფურ ეტაპზე ‘ლუზიტანუშისა’ და ‘დელტას’ დაპირისპირებაში და ასევე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ‘დელტასა’ და ‘დევილსს’ შორის. 8 თებერვალს საქართველოსა და შვეიცარიას შორის გამართულ შეხვედრაში პროკოპი ვიდეო-რეფერი იყო. რომელ თამაშს იმსაჯებს მოლდოველი საქართველოში მოგვიანებით გაირკვევა.

Rugby.ge

7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა