მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვიდა.

გუბანოვამ მოკლე პროგრამა შესანიშნავად შეასრულა, მსაჯებისგან 71,77 ქულა (სეზონის საუკეთესო შედეგი) დაიმსახურა და ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

ასპარეზობის დასრულების შემდეგ სპორტსმენმა კომენტარი გააკეთა და მის სიტყვებს sportmail.ru ციტირებს.

"წარმოუდგენლად კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით. ეს იყო განსაცვიფრებელი შესრულება. მან ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლებს თავიანთი შვილის ოლიმპიადაზე უძლიერეს სპორტსმენებთან ერთად ნახვა შეუძლიათ, რითაც ძალიან ვამაყობ.

გუშინ აქ ვიყავი, რადგან საქართველოს წყვილთა გუნდისთვის მხარი დამეჭირა და სიმართლე გითხრათ, ქომაგობა უფრო რთული ყოფილა, ვიდრე თავად ციგურებით სრიალი. ეს იყო ისტორიული მედალი საქართველოსთვის, პირველი ზამთრის ოლიმპიადაზე და ძალიან ვამაყობ ჩემი ქვეყნით", - თქვა გუბანოვამ.

გივი ჩვენ ვართ
ნეტავ ჩემს ქვეყანაში რა იგულისხმა? სტანისლავსკი რას იტყოდა? ნე ვერიუ!
ქალბატონ გულნაზი-ს
რატომ ვამუნათებთ და რას ვამადლით ამ გოგოს,ერთი ვიცოდე. მას ჩვენთვის არაფერი დაუშავებია და არც უთხოვია რამე. ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელი დაუკავშირდა მის მწვრთნელს და შესთავაზა გუბანოვას საქართველოს ნაკრებში გადმოსვლა. ისინიც დათანხმდნენ და შედეგიც სახეზეა.
ვაჟა მასწავლებელს
გასაგებია,რატომაც ახსენებდა წამყვანი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს,ვინაიდან სწორედ მან მოიწვია ანასტასია გუბანოვა ჩვენს ნაკრებში.
გელა
ვინც ჩემ ქვეყანას წარმატებას მოუტანს და პატივს სცემს ყველას ვენაცვალე რას იბოღმებით
გულნაზი ივანიშვილი
ხედავ შენ? თურმე რამდენიმე სიტყვა უსწავლია ქართულად...)) მაგ ასაკში რომ მოინდომოს ადამიანმა 2-3 წელიწადში ჩინურს და იაპონურს შეისწავლის ერთად. არა აქვს ენის პრობლემა და ეტყობა რომ ძალიანაც არ ჭირდება, თორემ ისწავლიდა. 500 000 რუსი ცხოვრობდა საქართველოში და არც არავინ იტკივებდა თავს ქართულად საუბრით, იშვიათი გამონაკლისის გარდა. თქვენ ისწავლეთ რუსული და ისე დაელაპარაკეთ გუბანოვას? მედლები რომ გიხარიათ, ეგრე სად არი?)))))))))))
ასეა ეს
საქართველოში ყინულის სტადონი არ არსებობს.უნიკალური კურორტები ბაკურიანი და გუდაური რას დავამსგავსეთ.სამთოსათხილამურო სპორტი საერთოდ აღარ არსებობს.თან ყველას ვეჭიმებით ვითომ მაგარი ღირსება გაგვაჩნდეს.სწორედ მარიამ გიორგობიანმა შეძლო მოეძებნა ისეთი სპორტსმენები რომლებმაც ასეთ წარმატებას მიაღწიეს.არადა ცოტა დაგვაკლდა. ეგაძე კარგად რომ გამოსულიყო გუნდურში ბრინჯაოს ავიღებდით.
დავით 67
გოგომ ჩემი ქვეყანაო წარმოთქვა და რას დაესიეთ აქ ზოგიერთები.? ზოგი ჭკუასაც ასწავლის რომ ენა უნდა შეისწავლოს. რაღაც სიტყვები ქართულად ნამდვილად იცის. უფრო საზარელი სანახავია როდესაც ქართველმა ქართულად წერა არ იცის. 70%მა ჯერ კიდევ სპორტსმენის წერა ვერ ისწავლა, ჯიუტად წერენ "სპორცმენი ",ასევე შეურაცხყოფის მაგივრად შეურაწყოფა და ა.შ. დარწმუნებული ვარ აქ საფონოვს მეტი ფანი ჰყავს, ვიდრე გუბანოვას, ასეთია აგენტურული ქსელის პრინციპი
Porto
ნაღდად აფრენ!!!!
ჟორა
მიუხედავად იმისა რომ პეტროსიანი მეხუთეა, ჩემპინი ის გადება. მე თვალს ვადევნებ მის გამოსვლებს და ძალიან მაგარია. გუბანოვა დიდებულია, მაგრამ მედალი გაუჭირდება, რაც არ უნდა იყოს დიდი მადლობა მას და ვუსურვებ მედლით დაბრუნებას.

მალე ფეხბურთის ნაკრებშიც გვეყოლება ღრუსები..რაც საბჭოთა პერიოდშიც კი, დიდი იშვიათობა იყო.
Porto
შესანიშნავად ისრიალა!! ბრავო!! მადლობა თავდადებისთვის!!! არაუშავს ოდესმე ეს წუმპეც დაშრება სუფთა წყალი დაისადგურებს ჭაობის ადგილას და ბევრს შერცხვება საკუთარი საქციელის ყველა მხრიდან!! პოლიტიკა ყველაფერი არ არის!!!!! მასზე ბევრად მნიშვნელოვანი ამბები არსებობს!! რიმელიც დღეს და უკვე დიდი ხანია სამწუხაროდ მივიწყებულია!!! დიდება უფალს!!! საქართველოს გაუმარჯოს!!!!
ზაკო
ამდენ ბოღმას სად იტევს ეს ხალხი მართლა საინტერესოა?!
კაი ყმა
თუ ასეთი კრიტიკული ხართ, აჯობებს, თქვენც სწორად დაწეროთ ტექსტი.
alexandre
საქართველოს შარშან ევროპის ოქრო მოუტანა, ეხლა იქნებ და ოლიმპიადაზეც მოახერხოს, ვამაყობ საქართველოთიო - ეს არ მოგწონთ. ასეთი საქართველო არ მინდა, მცხვენია, აქ ცხოვრება არ შეიძლება, დემოკრატია არ არის და კიდევ რამდენი უბედურებას იძახიან - ესენი კი მოგწონთ. არაუშავს. საქართველო იყო, არის და იქნება, საამაყოც ბევრი გვექნება, სიხარულიც და გამარჯვებაც. ანასტასიას კი დღეს წარმატებას ვუსურვებ ყველა საქართველოს მოყვარულ მოქალაქის გასახარად!!! გაიხარეთ, მეგობრებო.
ბირსის
რუსული საიტები გუბანოვას ქართველ სპორტსმენად მოიხსენიებენ,პეტროსიანს კი რუსად!აი ასე,დარაგოი მოი პროკოფი!მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,ძალიან მაგარი გოგო ყოფილა,მაგრამ ფაქტი ეს არის.
Gio
თუ "შენს" ქვეყანად თვლი მაშინ სახელმწიფო ენა უნდა ისწავლო
აბა რა
ხოო მაგარი ქართველები არიან,კამერის წინ მშობლებს კოცნებს რომ უგზავნიან-მამა,"პაპა ია ვას ლიუბლიუუუ"...რუსეთი ოლიმპიადიდან რომ არ გამოეგდოთ ისე ლამაზად და ამაყად რუსული დროშით გამოვიდოდნენ შემდეგ კი კრემლში პუტინთანაც აუდინციას გამართავდნენ
ადამიანი
ბირსი-ს დნმ-ს ანალიზი ჩაიტარე,მაღალი ალბათობით ქართველის არ გექნება
ბირსი
ვაააა - ესაც ქარტველია ელი ცავატანემ?
ვაჟა მასწავლებელი
საიდან მოიყვანეს ეს ფედერაციიდან მოწვეული კომენტატორი - თუ არ ვცდები გვარად ქორქიაა? კომენტარების ყოველ 15 -20 სიტყვაში იმეორებდა 6 სიტყვას: "ფედერაციის პრეზიდენტის ქალბატონი მარიამ გიორგობიანის დამსახურებით" და ა.შ. კარგი რა ბიჭო - სირცხვილია ბოლოს და ბოლოს. ვისაც არ გჯერავთ გადაახვიეთ რეპორტაჟი და მოუსმინეთ!
ლობიოჭამია
საქართველო ასახელე და ნურავის ნუ უსმენ. მედალს ველიიით ))
Кнарик222
Анушик Курбанова ♥️
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
დევისის და სმოლკინის წყვილმა ტოკიოში გაიმარჯვა
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ეს მხოლოდ ექვსი დღით ადრე გააკეთა" - ომალიმ იანთან ბრძოლის წინ, დვალიშვილის შესაძლო შეცდომაზე ისაუბრა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
რა არის კვარაცხელიას ფორმის ვარდნის მიზეზი - ვიტინიამ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
ანდრონიკაშვილის ასპროცენტიანი სიზუსტე და "ანდორას" პირველი გამარჯვება ესპანეთის ელიტაში
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
[VIDEO] ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამაში მე-6 ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა
მსოფლიო ჩემპიონატზე გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა