საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინა მილიონი ლარის ოდენობით პრემიას მიიღებენ, თითოეული 500 ათას ლარს.

როგორც პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, პრემიის ოდენობა ისტორიული გამარჯვებიდან გამომდინარე გაორმაგდა.

„მე მინდა, პირველ რიგში, ჩვენს სპორტსმენებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. პირველად ისტორიაში ჩვენმა ქვეყანამ მოიგო ზამთრის ოლიმპიადაზე მედლები, რაც არის ძალიან დიდი წარმატება. გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია. განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, ასევე, მათ მწვრთნელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება საწინდარი სამომავლო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის სპორტის ამ სახეობაში და სპორტის ზამთრის სახეობებში.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა დაწესებული პრემია საპრიზო ადგილებისთვის, თითო მედლისთვის და წყვილისთვის, შესაბამისად, დაწესებული იყო პრემია 500 ათასი ლარის ოდენობით, შესაბამისად, თითოეული მიიღებდა 250 ათას ლარს. ამ გამარჯვებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და თითოეული სპორტსმენი წყვილში მიიღებს 500 -500 ათას ლარს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ჯანაშია ვაგნერი.
ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ორივეს.იშრომეს და დაუფასდათ.ეს სხვა ბავშვებისთვის სტიმულის მიმცემი იქნება.ისე,ზამთრის სპორტის სასახლე ნამდვილად არ გვაწყენდა.ნამდვილ სასახლეს ვგულისხმობ და არა "ბრეზენტის" კარავს.
ჯუმბერ შაქარიშვილი
სიკეთეში მოიხმარონ. მადლობა მათ ისტორიული პირველი მედლებისთვის.
Porto
პატიოსანი შრომა ყოველთვის უნდა დაფასდეს!!!!
რუსუდან
ნიკა ეგაძე და გუბანოვაც არიან ფულადი ჯილდოს ღირსი.მათაც უდიდესი სიხარული მოგვანიჭეს. ქება- დიდება მათაც.
შოფერს
რითვეღარდაქოქე?
o.k.
ყველას წარმატებებს გისურვებთ, სასურველია და გასახარია შრომა რომ გიფასდება, მადლობა მედლებისთვის..
ნინი
ღირსები_არიან!ვისაც_გეწყინათ_ცივი წყალი_ჩახეთქეთ!
zura222
პიპინია ერისთავიუს არ იყოს --ღირსები არიან !
Кнарик222
Наши грузинские банки окупят ваши затраты на лыжи, коньки и санки.
შოფერი
დავქოქო ავტობუსი?
გილოცავთ!
ლუკა და ანასტასია,ეს წყვილი სუპერ-კლასია.
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
რამდენად სერიოზულია ალისონის ტრავმა? - სლოტმა ბრაზილიელის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
[VIDEO] სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] ისტორიულ შედეგს მიუახლოვდნენ - მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა/ბერულავას წყვილი ოლიმპიადაზე მეორე ადგილზეა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
[VIDEO] ისტორიული გამარჯვება - მეტელკინა და ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ისტორია დაიწერა - მეტელკინა/ბერულავას წყვილმა ოლიმპიადაზე საქართველოს ვეცხლის მედალი მოუპოვა!
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს