AC Milan საქართველოში Milan Junior Camp-ს 2026 წელს უკვე მეორედ ატარებს - პროექტმა სტარტი გასულ წელს აიღო და საზოგადოების მაღალი ინტერესის ფონზე მიმდინარე წელს განახლდა.პროექტის ფარგლებში, 6-დან 15 წლამდე ასაკის ქართველი მოზარდებისთვის, საფეხბურთო კლუბ „მილანიდან“ მოწვეული 3 ოფიციალური მწვრთნელი, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, გამართავენ სავარჯიშო პროგრამას იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც “მილანის” ყველა ოფიციალური გუნდისთვისაა გამოყენებული.

AC Milan Camp Tbilisi 17-22 ივნისს გაიმართება. ვარჯიშები საბურთალოს რაიონში,ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საფეხბურთო ცენტრში ჩატარდება. მონაწილეები 6 დღის განმავლობაში AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით საათნახევრიან / 2-საათიან ინტენსიურ ვარჯიშებს გაივლიან.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს.AC Milan Football Camp-ზე დასასწრები პაკეტის ღირებულება თითოეულ მონაწილეზე 950 ლარს შეადგენს. საფასურში შედის: ტრენინგი, „მილანის“ ოფიციალური სერტიფიკატის გადაცემა და მერჩენდაიზის ფორმა (მაისური, შორტი, გეტრები).

პროგრამის ფარგლებში, წარმატებულ მონაწილეებს ორგანიზატორები მილანში საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად წაიყვანენ, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი წამახალისებელი შესაძლებლობა იქნება.

A.C. Milan-ის პროექტების ერთობლიობა მიზნად ისახავს ბავშვებისა დაახალგაზრდების ჩართვას სპორტულ აქტივობებში იმ საფეხბურთო ვარჯიშების საშუალებით, რომლებიც საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ოფიციალურ მეთოდოლოგიას ეფუძნება. მრავალი წელია, „მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ტარდება. პროგრამა ყველა მონაწილეს სთავაზობს შესაძლებლობას, გაიზიაროს უნიკალური გამოცდილება - შეიძინოს ახალი მეგობრები, სასიამოვნოდ გაატაროს დრო და ითამაშოს ფეხბურთი სრულიად უსაფრთხო გარემოში, როგორც A.C. Milan-ის სამი სპეციალისტის, ასევე ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ. Milan Junior Camp-ის მხარდამჭერია საქართველოში იტალიის საელჩო.

R

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ცნობილი გახდა ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "მეცთან"
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
"რთული სიტუაციაა" - მატვეი საფონოვი
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ლევანტესთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და "ვილიარეალს" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
[VIDEO] "ნიუკასლმა" "ყარაბაღს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე
"არ მესმის, ხმა ჩაიკმინდე, დემბელე" - რას ნიშნავდა დუეს აღნიშვნის ჟესტი?
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული