დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების პირველი ეტაპი, რაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა დანიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის წამოიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის გენერალური შეკრება, რომელშიც ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 23 თებერვალს დაიწყება, მანამდე კი, 17-21 თებერვალს თბილისში სუპერლიგის 15 მოთამაშისგან შემდგარი შეკრება გაიმართა, რომლის მიზანიც 5 კალათბურთელის გამოვლენა იყო, რომლებიც ლეგიონერებს დანიაში შეუერთდებოდნენ.

თბილისში სუპერლიგელებს დაემატა და 5-დან ბოლო 2 ვარჯიში ჩაატარა ეროვნული ნაკრების ახალი ამერიკელი ლეგიონერი, მარკის რიდი, ვისმა გუნდმაც თურქეთის თასის პლეი ოფის მატჩი წააგო და სანაკრებო ფანჯრის დასრულებამდე ტრაბზონიდან თავისუფალი გახდა. ისედაც მძლავრი უკანახაზელის შემატების ფონზე ტრაბზონის წაგებით ბოძებული რიდის 2 სანაკრებო ვარჯიში დამატებით ბონუსი აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელისთვისა და ზოგადად, საქართველოს ნაკრებისთვის. რიდი პროფესიონალი და წარმატებული მოთამაშეა, მაგრამ მასთან თბილისის არენაზე ჩატარებული ვარჯიშები ალეკსანდარ ჯიკიჩს დიდად წაადგება დანიაში მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს 5 ვარჯიში ჰქონდა, სუპერლიგის 15 მოთამაშიდან 5 კალათბურთელი შეერჩია და ეს დრო მან კარგადაც გამოიყენა. ბოლო თბილისური ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელმა არჩევანი ამ მოთამაშეებზე შეაჩერა: გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ) და ვილი ისიანი (რუსთავი).

ეს ხუთეული და მარკის რიდი კვირას დაისვენებენ და ორშაბათ დილას გეზს დანიის დედაქალაქისკენ აიღებენ, სადაც კაპიტან თორნიკე შენგელიას გარდა 22 თებერვალს ნაკრების ყველა ლეგიონერი ჩავა: დუდა სანაძე (მალიორკა LEB, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), ალექსანდრ ემერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია) და ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია). შენგელიას კლუბ ბარსელონას ევროლიგაში 25 თებერვალს თამაში აქვს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 26 თებერვალს, კოპენჰაგენში შეუერთდება.

შეგახსენებ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში დანიას ჯერ 27 თებერვალს, კოპენჰაგენში დაუპირისპირდება, შემდეგ კი თბილისში, 2 მარტს უმასპინძლებს.

GBF

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
ალეკსანდარ ჯიკიჩი ქართულ მასმედიას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წარუდგინა
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია