ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის იყო რამდენიმე გამორჩეული შეხვედრაც, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.

საფრანგეთი

„ექს ან პროვანსი“ და ნიკოლოზ კალანდაძე სტარლიგის მე-17 ტურში „პარი სენ ჟერმენს“ ეწვივნენ, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებს“ მოუგო. სტუმრები 28-32 დამარცხდნენ. კალანდაძემ ორჯერ დაარტყა კარისკენ და ერთი გოლი გაიტანა.

ხორვატია

ხორვატიის პრემიერ ლიგის უდავო ლიდერი „ზაგრები“, შიდა ასპარეზზე დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს. გიორგი ცხოვრებაძის კლუბმა საჩემპიონო წრის მეორე ტურში „გორიცას“ უმასპინძლა და 37-26 დაამარცხა. გამარჯვებაში ქართველის წილი ერთი გოლია.

პოლონეთი

სუპერლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ“. ცინცაძემ და კომპანიამ პოლონეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში „პიოტრკოვიანინს“ უმასპინძლა და 32-24 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელმაც 9 სეივი შეასრულა.

ამავე ტურში ითამაშა მირიან გავაშელიშვილმაც. „ოსტროვიამ“, რომლის ღირსებასაც ქართველი იცავს, საკუთარ მოედანზე „ვისლა“ მიიღო და 25-29 დამარცხდა. გავაშელიშვილმა, ისევე როგორც წინა ტურში, ორი გოლი გაიტანა.

ისლანდია

გიორგი დიხამინჯიას და მის „აკიურეირის“ რთული მატჩი ჰქონდა ისლანდიის ჩემპიონატის მე-19 ტურში. მასპინძლის რანგში მყოფმა „აკიურეირიმ“ IBV-ის ერთბურთიანი სხვაობით – 29-28 მოუგო. „აკიურეირის“ ქართველმა ლეგიონერმა ოთხი გოლი გაიტანა.

რუმინეთი

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ითამაშეს ირაკლი კბილაშვილის და ხაზეინ რუსტამოვის გუნდებმა.

კბილაშვილის „პოტაისა ტურდა“ კლუჟის „უნივერსიტატეას“ გასვლაზე ეთამაშა და დაძაბულ შეხვედრაში 26-24 მოუგო. ქართველის შედეგიანობა ოთხ გოლში აისახა.

რუსტამოვის „კონსტანტა“ რომელიც სატურნირო ცხრილშ ბოლოს წინა მე-10 ადგილზეა, ჩემპიონატის მეორე ადგილოსან „დინამო ბუქარესტს“ ეწვია და ათ ბურთიანი სხვაობით – 23-33 დამარცხდა. რუსტამოვს შეხვედრაში შედეგიანი ქმედება არ ჰქონია.

geohandball.ge

გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
ლეგიონერები/ცინცაძის და გავაშელიშვილის გუნდებმა მოიგეს. კალანდაძის გოლებმა კი "ექს ან პროვანსი" წაგებისგან ვერ იხსნა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
პრესტიანი "რეალთან" ვერ ითამაშებს - "ბენფიკა" უეფას ვერდიქტს გაასაჩივრებს
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
[VIDEO] ზურიკოს მეთორმეტე გოლი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს