საქართველოს ნაკრებმა დანიაში პირველი ვარჯიში გამართა. სასტუმრო, სადაც ჩვენი ნაკრები დაბინავდა, კოპენჰაგენის ცენტრში მდებარეობს, ხოლო დარბაზი, სადაც ვარჯიშები და თამაშია დანიშნული, 20 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ფარუმშია.

თბილისიდან კოპენჰაგენში ჩასულ სუპერლიგის ხუთ მოთამაშეს – გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ვილი ისიანი, გიორგი ტურძილაძე – და ნატურალიზებულ ამერიკელ მარკის რიდს სასტუმროში ლეგიონერები დახვდნენ, ნაწილიც მოგვიანებით ჩამოვიდა და 24 თბერვლისთვის ალეკსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 13 კალათბურთელი იყო. ნაკრებს დანიაში შეუერთდნენ ესპანეთში მოთამაშე კალათბურთელები – დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია, ისლანდიაში მოთამაშეები – რატი ანდრონიკაშვილი, ცოტნე ცარციძე და ბელგიური ოსტენდეს წევრი, ალექსანდრე მერკვილაძე.

"ფარუმ არენა" 4000 მაყურებელს იტევს და ის მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის გამოიყენება. ჩვეულებრივ კი დარბაზის შენობაში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და მოედანი სპორტული გაკვეთილებისთვის გამოიყენება. იქ თამაშობენ ხელბურთს, ფრენბურთს, ფუტსალს, თუმცა ფრუმ არენა არც ერთ საკალათბურთო გუნდს არ ეკუთვნის და როგორც ვთქვით, იქ მხოლოდ სანაკრებო თამაშები იმართება.

სანამ 27 თებერვალს დანიასთან მატჩი გაიმართებოდეს, ალეკსანდარ ჯიკიჩს 3 სრულყოფილი ვარჯიში აქვს მოსამზადებლად და არც ერთ მათგანში არ იქნება თორნიკე შენგელია. ნაკრების კაპიტანი 26 თებერვალს, ბოლო ვარჯიშის დღეს ჩამოვა და გუნდთან ერთად მხოლოდ მატჩის დღეს, ეგრეთ წოდებულ შუთერაუნდზე ივარჯიშებს. კარგი იყო, შენგელიას 25 თებერვალს ევროლიგაში თამაში არ ჰქონოდა და ნაკრებს 26 თებერვლამდე შეერთებოდა, თუმცა ამავე მიზეზით დანიელებს არ ეყოლებათ იფე ლუნდბერგი და შევონ შილდსი, რომელთა გუნდებიც ევროლიგაში 26 თებერვალს თამაშობენ.

შენგელია გუნდის გული და მოტორია. მან ყველა კომბინაცია და ტაქტიკური მონახაზი ზეპირად იცის და ვარჯიშებზე მის არყოფნაზე მწვრთნელი ნაკრებად დარდობს. მისი საფიქრალი უფრო გუნდის ახალი წევრების მზადყოფნაში მოყვანა, გუნდთან მათი შეთამაშება და სათამაშო კომპონენტებში ჩართვაა. პირველი ვარჯიშიც სწორედ ამ თემებს დაეთმო. 2 საათის განმავლობაში ალეკსანდარ ჯიკიჩი დეტალურად უხსნიდა მოთამაშეებს თავიანთ როლს, არიგებდა, მკაცრად ელაპარაკებოდა, უყვავებდა, აქებდა… ამ საქმეში ჯიკიჩს ყველაზე კარგ დამხმარედ სტაჟიანი მოთამაშეები ჰყავდა – დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და კახა ჯინჭარაძე ახალგაზრდებს და განსაკუთრებით გუნდის ახალ წევრებს ვარჯიშისას ბევრ დეტალს უხსნიდნენ, თუ რა დროს საით გაქცეულიყვნენ, რა ადგილას დამდგარიყვნენ, შეტევა და პასი რა მიმართულებით და როდის გაეშალათ…

ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ვარჯიში გამოვიდა. მოთამაშეები და (ალბათ) მთავარი მწვრთნელიც კმაყოფილები იყვნენ. ფარუმიდან სასტუმროში დაბრუნებულმა ნაკრებმა ისადილა, დაისვენა და საღამოს საკონფერენციო დარბაზში ეგრეთ წოდებული “უბურთო ვარჯიში” გამართა. მწვრთნელთა შტაბმა მოთამაშეებს მოახლოებულ მატჩზე, მეტოქე გუნდის შესაძლებლობებზე და სხვა უამრავ დეტალზე ეკრანზე ვიდეო კადრების დემონსტრირების პარალელურად ესაუბრა.

დიმიტრი დუშუაშვილი
vigaceebs sadgaca tenit ,sakmarisi nichi ar aqvt da mere rids icvevt da gikvirt ratom ver tamashoben an arc gikvirt. mshoblis cin marbenal kvics an mgeli shechams an xariremio
მოსაგებია
ორი მთავარი ვარსკვლავი არ ეყოლება დანიას და გუნდში ორი თექვსმეტი წლის მოთამაშე დაიმატეს. წესით უპრობლემოდ უნდა მოვუგოთ. Წარმატებები ნაკრებს!

ფაქტობრივად ახალ გუნდისაგან სულ რამდენიმე ერთობლივი ვარჯიშის შემდეგ,შეუძლებელია დალაგებული და უშეცდომო თამაში მოვითხოვოთ,მაგრამ მთავარია ბოლომდე დაიხარჯომ და მჯერა,რომ დანიის გავლა შეგვიძლია!მერე კი,ცოტა შეთამაშდებიან კიდეც და ვინ იცის,მიზანსაც მივაღწიოთ.რიდი დიდი ძალა იქნება ჩვენი გუნდისათვის და იმედია დანაკლისსაც დაფარავს და ნაკრებს უფრო მეტსაც მოუტანს.აქამდე მაღალი ცენტრებითგავდიოდით ფონს,ახლა კი,ჩვენი მთავარი იარაღი,უკანა ხაზი გახდება.შერმადინს რიდთან ერთად ოქროს ფასი ექნებოდა,მაგრამ რას ვიზამთ.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა