ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში პსჟ „მონაკოს“ დაუზავდა (2:2), ორრაუნდიანი დაპირისპირება 5:4 მოიგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ კულიბალიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო შეტევების მიტანა უჭირდათ. კვარაცხელიამ თავის მიერ მოპოვებული საჯარიმოდან ააცილა ბურთი კარს. პარიზული გუნდიდან პირველი შანსი ბარკოლას მიეცა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი აკლიუშმა საფონოვს გაუტანა და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში „პარი სენ ჟერმენი“ იერიშებზე გადავიდა, ნევეშის თავური მეკარე კენმა მოიგერია, შემდეგ კულიბალიმ სამწუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, მონეგასკები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მარკინიოსმა მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა. შემდეგ ჰაკიმის დარტყმული ბურთი კერმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ხვიჩამ პსჟ დააწინაურა. კაცნაკლულმა „მონაკომ“ კომპენსირებულ დროში თანაფარდობა აღადგინა და საბოლოოდ - 2:2.

მერვედფინალში პსჟ "ბარსელონას" ან "ჩელსის" შეხვდება - კენჭისყრა 27 თებერვალს გაიმართება.

„კვარას“ ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მომდევნო შეხვედრას პსჟ 1-ელ მარტს გამართავს - ლიგა 1-ის ოცდამეოთხე ტურში გასვლაზე „ჰავრს“ დაუპირისპირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - მონაკო 2:2

გოლები: 0:1 აკლიუში (45), 1:1 მარკინიოსი (60), 2:1 კვარაცხელია (66), 2:2 ტეზე (90+1)

გაძევება: კულიბალი (58, მონაკო)

gia jashi
მაგას ქართულად ალღო ქვია.
ყოჩაღ კვარა. წარმატება ჩვენ ბიჭს.
შარშანდელთან შედარებით პსჟ-ს ინტენსიურობა აკლია. ასეთი ძლიერი შემადგენლობით ასე არ უნდა თამაშობდეს პსჟ. ასე თუ გაგარძელეს ვერ გაფრინდებიან .
მეგრელი
ეს გოლის ინსტინქტი მომეწონა, სუფთა თავდამსხმელის თვისებაა ეს გოლი, როგორ მიხვდა , ამას ქვია "ჩუტიო" რუსულად
qedo
ვიკინია რატო არ ულოცავს?
Porto
თუ რეგვენი და კრერინი არ ხარ ხვიჩას გოლზე უაროფითი შეფასება რატომ უნდა დააფიქსირო?!!:))))))))) ბევრი უსამშობლო ყავს ჩვენს სამშობლოს!!!
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[PHOTO] თვალებს ვერ უჯერებდა - პატარა ქომაგის რეაქცია "კვარას" დანახვისას
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია