დანიისა და საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ, ფიბა-მ ტრადიციულად გუნდებს პრეს-კონფეენციაზე უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან სასაუბროდ ნაკრების დებიუტანტი, 23 წლის ალექსანდრე მერკვილაძე იახლა, რომელმაც 18 წუთში 12 ქულა (4-დან 4 სამიანი) ქულა მოაგროვა.

„მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა. მით უმეტეს, ისეთ პოზიციაზე, რომელზეც თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია თამაშობენ. შეიძლება ბურთი ჩავაგდო, შეიძლება – ვერა, მაგრამ მე კალათბურთელი ვარ და ვცდილობ, სწორად ვითამაშო, გავაკეთო ის, რასაც მწვრთნელი დამავალებს“. განაცხადა მერკვილაძემ, ვის შემდეგაც განცხადება გააკეთა საქრთველოს ნაკრების მავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა.

“ვთამაშობდით ძლიერ, აგრესიულ, აქტიურ, ათლეტურ და მოძრავ გუნდთან. ისინი არასოდეს ნებდებიან. კარგად ვითამაშეთ. მესამე მეოთხედში რამდენიმე სროლა ჩავაგდეთ, ხოლო მეოთხეში უკვე სხვა ტიპის თამაში გამოვიდა. მეოთხე პერიოდით ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. ვიცით, რა მოხდა ბოლოს, როცა აქ ვითამაშეთ – მოგვიგეს. თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით. სამ დღეში ისევ იმავე მეტოქეს უნდა შევხვდეთ. ველოდი, რომ ჩვენი მოთამაშეები სრულ 40 წუთს შეინარჩუნებდნენ იმავე კონცენტრაციას და მიდგომას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვიგეთ, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია”.

“როგორც თქვენც კარგად იცით, შენგელიამ ითამაშა მატჩი, მერე თვითმფრინავში ჩაჯდა, გადაჯდომით ჩამოფრინდა კოპენჰაგენში და პირდაპირ თამაშზე გავიდა. ერთად ვარჯიშიც კი არ გვქონია. წარმოიდგინეთ, ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს. ეს ფაქტია. ძალიან კმაყოფილი ვარ მარკისის მიდგომით და დამოკიდებულებით. ვიცით, რომ შეტევაში კიდევ უფრო ეფექტური შეიძლება იყოს. დაცვაში საკმაოდ კარგი იყო, ბევრი შეცდომა არ დაუშვია. ვსწავლობთ ერთად თამაშს. ეს პროცესია. სამწუხაროდ, ფანჯრების სისტემა არ გაძლევს საშუალებას, ცოტა მეტი დრო გაატარო ერთად და ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება”.“ის გუნდის ნაწილია, რომელსაც პასპორტი აქვს. კამარ ბოლდუინიც დაბრუნდება. ასე რომ, გაგვიმართლა, რომ ორი ძალიან კარგი მოთამაშე გვყავს. ხშირად ვერ ვიაზრებთ, რომ მოთამაშეები რეალურად მსხვერპლს იღებენ, როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ და ეს მხოლოდ ნატურალიზებულებს არ ეხება, ყველას ეხება. სეზონის დასრულებისთანავე ახალი შეკრება იწყება. ფაქტობრივად, შენს სეზონს კიდევ დაახლოებით სამი კვირით ახანგრძლივებ. ეს კი სარისკოა და დამღლელიც. ზოგჯერ ვერ ვხვდებით, რამდენად რთულია ეს. პირდაპირ რომ გიპასუხოთ, იმედი გვაქვს, რომ ორივე ხელმისაწვდომი იქნება. შევაფასებთ მდგომარეობას გუნდში და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გუნდისთვის საუკეთესო იქნება, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ”.

GBF

"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
[VIDEO] შეუჩერებელი შენგელია და რიდი რიდის გარეშე - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად დანიას დამაჯერებლად მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
უარი უფროს გოგონებთან ურთიერთობაზე - იამალმა ეს გადაწყვეტილება ახსნა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს