"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა 25 წლის ბელგიელმა შემტევმა სირილ ნგონგემ, რომელიც ამჟამად იჯარით "ესპანიოლში" ბურთაობს L'Équipe-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

ირკვევა, რომ ჩვენებური და ბელგიელი "პარტენოპეიში" ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ და ახლო მეგობრები არიან. ნგონგე რამდენიმე დღის წინ პარიზში იმყოფებოდა, სადაც ხვიჩას ოჯახში დარჩა.

"2024 წელს ჩემი "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ მე და კვარაცხელია მალევე ახლო მეგობრები გავხდით. ხვიჩა ყოველდღიურად მესაუბრება საქართველოზე და მეუბნება, რომ მისი სამშობლო მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა. მომავალ ზაფხულს საქართველოში 1 კვირით მივდივარ.

ვფიქრობ, გასულ სეზონში მან პსჟ-ის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ახალ ლიგაში, ახალ კლუბურ გარემოში მოხვედრა ადვილი არ არის. თავის მწვრთნელ ლუის ენრიკეს აღმერთებს, რომელიც ცდილობს მისი თვისებები ბოლომდე წარმოაჩინოს. კვარაცხელია ჯერ მხოლოდ ახლახანს გახდა 25 წლის და მომავალში მისგან უფრო ბევრს ვიხილავთ.

ხალხი მას კარგად არ იცნობს. ხვიჩა ნამდვილი სახლის ადამიანია. ის ოჯახზე ძალიანაა ორიენტირებული. სახლიდან ხშირად არ გადის. ვკითხე, სურდა თუ არა პარიზში დიდხანს დარჩენა, რაზეც გამიღიმა და მითხრა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა.

ვხვდები, როდესაც მას რაიმე უხარია. კვარაცხელიასთვის ბოლო პერიოდი "ნაპოლიში" ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ბედნიერია და წარმატებულად ვითარდება.

პსჟ-ში მარცხენა ფლანგზე უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა? - როდესაც კლუბში გყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ლი, დემბელე, დუე და ბარკოლაა, ძნელია მწვრთნელმა ბალანსი იპოვნოს. ყველას სურს მისთვის სასურველ პოზიციაზე თამაში.

მართალია, ის შეიძლება უფრო ეფექტური იყოს მარცხენა ფლანგზე, მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც დიდ კლუბში იხდი. გაქვს მსოფლიო დონის გასახდელი, სადაც ყველა თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს და მწვრთნელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. ხვიჩა ამ ყოველივეს პატივს სცემს.

"კვარას" ნამდვილი გიჟური დარტყმა აქვს. მას ყველაფრის უნარი აქვს, კუთხურებზე, სტანდარტული დარტყმებზე, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მაგრამ საერთო ჯამში, სინამდვილეში ყველაფერი აქვს. თუ ის სრულყოფილი არაა, მაშინ სრულყოფილი სხვას ვის უნდა ვუწოდოთ?!

მან იცის თავად როგორ გაიტანოს გოლი და თანაგუნდელს შეუქმნას შანსი. პსჟ-ის მსგავს გუნდებში ინდივიდუალიზმის ელემენტები ყოველთვის ერთვება. ხანდახან ვხედავ, როგორ ცდილობს 35 მეტრიდან დარტყმებს და გაკვირვებული ვარ, მაგრამ მან იცის, რომ ეს შეიძლება გამოუვიდეს. ის თავდაჯერებულია.

მან საკუთარი თავდაჯერება თავადვე მოიპოვა. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ფიზიოთერაპევტთან და მწვრთნელებთან ერთად წარმოუდგენლად შრომობს. მისი ყურება ყოველთვის ყველას სიამოვნებს და ვფიქრობ, რომ ჯერ ხვიჩას შესაძლებლობების მხოლოდ 50% ვიხილეთ", - თქვა ნგონგემ.

მერაბი ჩხოროწყუ
ჯიგარი კაცი ხართ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანაში, ჩემი აზრით,
zura222
ვაა ეს ვინ ყოფილაა ! მე კი ხანდახან ვლანძღავდი DD
toy
ე ბიჯო ქუთეისი გეიკარით ჯიბეზე ხელი და ეგება დარჩეს ეს კაცი.დდდ
ჟორა
ეს არის კაცის შთაბეჭდილება კაცზე, რომელთანაც უვარჯიშია და ბურთი უთამაშია, ანუ მოხარშულს რომ იცნობს. ჩვენი მიკირტუმები კი ერთხელ კარს ბურთს ააცილებს და იმწამსვე წყალში გადაუყრიან წლების ნამუშევარს.
domenti
ა, კაცი
mamuka09ze
ეს ყოფილა კაცი, ძმაო! წინ, ხვიჩა, წინ, საქართველო!
L'Équipe: ამ მიზეზის გამო, ხვიჩამ პსჟ-ში თანაგუნდელები გაანაწყენა
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"მამარდაშვილს სათადარიგოობა მობეზრდა - სლოტისთვის ცვლილება აუცილებელია" - ინგლისური მედია
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"ნავი სწორი მიმართულებით მიცურავს" - ტუდორი ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ
"მამარდაშვილს სათადარიგოობა მობეზრდა - სლოტისთვის ცვლილება აუცილებელია" - ინგლისური მედია
გურგენიძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზეა
გადავა თუ არა "რეალში"? - ვიტინიამ კითხვაზე უპასუხა
"იუვენტუსი" პსჟ-ს თავდამსხმელის დაბრუნებას შეეცდება
"რეალი" მბაპეს გარემოცვას არ ენდობა - რა ხდება მადრიდში?
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
[VIDEO] ეს აუცილებლად უნდა ნახოთ - გიორგი ცხოვრებაძის ულამაზესი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ასეთი მწვრთნელი არასდროს ვიქნები" - ჰიურცელერმა არტეტა გააკრიტიკა
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
[VIDEOS] გვარდიოლა გადაირია - "სიტიმ" "ნოტინგემს" ვერ მოუგო - "არსენალმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
გოჩოლეიშვილმა "ბაიერთან" შეუცვლელად ითამაშა - "ჰამბურგი" დამარცხდა
კვერნაძის 77 წუთი - "ფროზინონე" აუტსაიდერთან წაგებას გადაურჩა
"კვარა" და დემბელე "ჩელსის" ერთად შეუტევენ? - პსჟ-ს ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაციები ვრცელდება
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
გადავა თუ არა "რეალში"? - ვიტინიამ კითხვაზე უპასუხა
"მეგობარი გოგონა მჭირდება" - "ნაპოლის" ფეხბურთელის უცნაური განცხადება
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
L'Équipe: ამ მიზეზის გამო, ხვიჩამ პსჟ-ში თანაგუნდელები გაანაწყენა
"კვარა" და დემბელე "ჩელსის" ერთად შეუტევენ? - პსჟ-ს ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაციები ვრცელდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
მატჩის დღე! ხვიჩა და პსჟ ლონდონელებზე ფიქრში - რას იზამს 3 გიორგი?
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა